რა იზღუდება და რა არა ქვეყანაში- საკოორდნაციო საბჭოს გადაწყვეტილება


საზოგადოება

რა იზღუდება და რა არა ქვეყანაში- საკოორდნაციო საბჭოს გადაწყვეტილება

26 ნოე. 2020, 14:12:12

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,

28   ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით:

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

 ·         21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;

·         მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;

·         რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია:

-        პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway

-        „დელივერი"

-        „დრაივი"

·         ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;

·         ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების  ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

·         სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

დიდ ქალაქებში - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში,  ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში - და სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

·         ქ. თბილისის,  ქ. თელავის, ქ. ბათუმის,  ქ. ქუთაისის,  ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;

·         სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

·         ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

·         სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

·         კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

სათხილამურო კურორტეზე ასევე:

·         სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

·         ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

 24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:

  ქვეყნის მასშტაბით:

·         იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;

·         აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3  იანვარი - 15 იანვრის პერიოდში

ქვეყნის მასშტაბით:

·         ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;

·         აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;

·         არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

16 იანვარი - 31 იანვარი

ქვეყნის მასშტაბით:

·         აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

·         შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

·         ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

 1.      სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

 2.      საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

 3.      სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

 4.      დელივერსა და გატანის სერვისებს;

 5.      სილამაზის სალონებისა და  ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

 6.      ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

 7.      საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

 8.      აგრარული ბაზრობის მუშაობას

 9.      და სხვ.

 ·         არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) გადაადგილება.




 ახალი ამბები
  • კახა ასკურავა: ეს შენობა არ არის მხოლოდ კედლებიეს შენობა არ არის მხოლოდ კედლები, ეს შენობა არის ისტორია. ისტორია, რომლის გარეშეც არ არსებობს ლანჩხუთი, _ ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა ინფორმაცას ლანჩხუთის ე.წ. ძველი საავადმყოფოს გაუქმების შესახებ. "ამ შენობაში უმუშავია ქართული მედიცინის კორიფეებს, რომელებსაც ათასობით სიცოცხლე გადაურჩენიათ. გადაურჩენიათ უსასყიდლოდ! საავადმყოფო, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში გადარჩა, როცა, პრაქტიკულად, ქვეყანა ჩამოქცული იყო, ახლა მისი არსებობა კითხვითი ნიშანის ქვეშაა. ამ საავადმყოფოს დახმარება და განვითარება, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაპირდა ლანჩხუთელებს, ხოლო დღეს, მისი ხელისუფლების მე-9 წელს, იხურება. მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს არ მიიღონ ეს გადაწყვეტილებ, ნუ მოუსპობენ ლანჩხუთის რაიონს მისი ისტორიის ნაწილს და ამ ტოტალური უმუშევრობის დროს, ნუ დატოვებენ 70 ადამიანს შემოსავლების გარეშე!" _ წერს ... ...
  • 95 წლის მჭედელი დაზგის გარეშე დატოვეს _ ქურდობა შუხუთშიგავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში, დაუდგენელმა პირებმა, სოფლის კოლორიტის, 95 წლის მჭედლის დურსუნ აფხაძის კუთვნილი სამჭედლო გატეხეს. დაკარგულია მთავარი დაზგა, რომელიც, დაზარალებულის ინფორმაციით, 130 წელს ითვლიდა. "გურია ნიუსი" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით უწყებაში განცხადება არ შემოსულა და შესაბამისად, ინფორმაციასაც არ ... ...
  • "ბოლომდე გამოვიყენებთ შესაძლებლობას" _ თალაკვაძე ოპოზიციის მანდატების გაუქმებაზე"რა თქმა უნდა, დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული", _ განცხადება ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე გააკეთა. "რა თქმა უნდა, დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტის ან არშეწყვეტის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის მისაღები, დეპუტატების მისაღები. ამ საკითხზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე 2 თებერვლიდან გვექნება“, _ ამბობს თალაკვაძე. შეგახსენებთ, პარლამენტში დარეგისტრირებულია 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა მანდატების გაუქმების ... ...
  • პროკურატურის ცნობით, ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდასაქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარ დევნის ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.  პროკურატურის ცნობით, ირაკლი ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ი.ფ. ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ... ...
  • "კალაძეს ვურჩევდი, დაბალ წვრილფეხობას თავი დაანებოს"-გოგორიშვილიევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებას ეხმაურება. გოგორიშვილის თქმით, დღევანდელი დაკავება არის სხვა მიმართულებით ისრების გადატანის უნიჭო მცდელობა. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ კალაძის ნათესავები მილიონობით ლარს იდებენ ჯიბეში, მაგრამ იმისათვის, რომ კორუფციასთან მებრძოლები გამოჩნდნენ, აკავებენ დაბალი რანგის მაღალჩინოსნებს. „დღევანდელი დაკავება, ეს არის უნიჭო მცდელობა ისრების სხვა მიმართულებით გადატანის, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად მეისრეებს ეძებენ და რათქმაუნდა, როდესაც ტენდერებში მილიონობით ლარის მოტეხვა ხდება, როდესაც იგივე smart ურნებთან დაკავშირებით, ან მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, როდესაც მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, კალაძის მეგობრები და ახლობლები მილიონობით ლარს იდებენ ჯიბეში, ამაზე ყველა თვალს ხუჭავს მერიაში, მაგრამ იმისათვის, რომ იძახონ, ნახეთ როგორ ვებრძვით კორუფციას, ასე იქცვიან. კალაძეს ვურჩევდი, დაბალ წვრილფეხობას თავი დაანებოს და ცოტა ზემოთ მონახოს ახლობელ-მეგობრები.“ - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....