რა ხდება ოზურგეთის ცენტრში: „მალე აქ ნიფხ..საც გამოკიდებენ“

საზოგადოება

რა ხდება ოზურგეთის ცენტრში: „მალე აქ ნიფხ..საც გამოკიდებენ“

2018 აპრ 27 11:32:05

ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში,  გურიის ქუჩაზე,  ბაზრის თითქმის ყველა მოვაჭრე გარეთაა გამოსული, მათ ახალი შემადგენლობაც მიემატა და ტროტუარებზე წარმოდგენილი სანახაობა მეტად კომიკურია.

ყველაზე სასაცილო  მაინც მთელ სიგრძეზე გაჭიმული თოკია, რომელზეც მეორადი სამოსია გაკიდული: შარვლები, კაბები, პერანგები. გამვლელ-გამომვლელები სარკასტულ ქირქილს არ იშურებენ: „მალე აქ ნიფხ..საც  გამოკიდებენ, ცოტა დაიცადეთ და მერე გადაიღეთ“, _ ჩაილაპარაკებენ და კითხვაზე, მოსწონთ თუ არა ეს მდგომარეობა, კვლავ ირონიულად გვპასუხობენ, აბა, იმათ ჰკითხეთ, თუ არ მოსწონთ“.

გასაშრობად გაკიდული სარეცხივით გაფენილი მეორადი ტანსაცმლის სიახლოვეს ქალბატონები სხედან. კითხვაზე, ქმნის თუ არა ქალაქის ცენტრში ასე გაფენილი ტანსაცმელი უხერხულობას,  რატომ გაჭიმეს თოკი და ამ ფორმით რატომ სთავაზობენ კლიენტს საქონელს, ხუმრობით გვპასუხობენ:

_ ყუთიდან ამოვიღეთ და  გავკიდეთ ამ "ბაწარზე", ჭინჭებს ვამზეურებთ და ჭკუასაც ვამზეურებთ ხან, აბა, რა ვქნათ?

ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც სახელს და გვარს არ გვიმხელს, ამბობს, რომ სამიოდე წიწილა მოაკლო სახლის ქონებას:

_ არაფრით წამოვიყვანდი, ხვალისთვის  პურის ფული რომ მქონდეს. წაიყვანე, სამი ცალი ორ თუმნად, თან ორი ვარიკაა, ერთი ყვინჩილა. სამი ქათამი გეყოლება მალე, დიდებია. აქ გამვლელ-გამომვლელი ბევრია, იქნებ, მალე გავყიდო“, _ გვეუბნება ის და ძნელია არ დაუჯერო, რომ მართლაც უჭირს, მაგრამ ტროტუარის თავში ჯდომა, ქალაქის ცენტრში რამდენად გამართლებულად მიაჩნია, ამაზე პასუხი არ აქვს.

გარემოვაჭრეთა შორის ერთი „სიახლეცაა“,  ახლა აქ, ისე, როგორც ზოგიერთ  „ტაქსების ბირჟაზეა“, ნარდს თამაშობენ. ვაშლებით სავსე ყუთების შუაში ორი ახალგაზრდა კაცი, მომხმარებლის მოლოდინში, როგორც თვითონ გვიხსიან, „კამათელს აგორებს და   დროს კლავენ“.

_ ვთამაშობთ, არაფერს  ვაშავებთ, კლიენტი როცა მოვა, შევწყვეტთ თამაშს და მოვემსახურებით. ბევრი რომ ყიდულობდეს, სათამაშო დრო გვექნება? აბა, რა ვქნათ... _ ამბობენ ისინი.

გურიის ქუჩაზე  მთლიანად ამორტიზებულია ტროტუარი და მოსიარულე ადამიანებს ფეხებში  ყველაფერი ერთად  ებლანდებათ: ქვები, ამოცვენილი ფილები თუ  ღორღი, რაზეც ისინი სამართლიან საყვედურს გამოთქვამენ. თუმცა, ასევე, სიბრალულს იწვევს იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც მუდმივად  იმას  ამბობენ, სახლში რომ პური მიიტანონ, მთელი დღე მზის გულზე ამიტომ დგანან.

_ ჩვენ გვსიამოვნებს აქ დგომა? რომელიმეს გვილხინს? „პეტრუშკას“ და პრასს ვყიდი, რომ „კაპლი“ ვიყიდო და ორიოდე პური მივიტანო სახლში.

„გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობის სამსახურის განყოფილების უფროსს,  შუქრი გაბრიჩიძეს ესაუბრა. იგი ხშირად ჩანს ქალაქის ამ ნაწილში, მოვაჭრეებთან მოსაუბრე. ამჯერად საკუთარი თვალსაზრისი და უახლოესი გეგმები გარევაჭრობის პრობლემასთან დაკავშირებით ასე გამოთქვა:

_ ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ხალხს, შესულიყვნენ ბაზარში, თუმცა, ისინი ამბობენ, რომ შიგნით აქვთ პრობლემა.  მაღაზიები დაიდგა და ადგილები არ არის.

_თუმცა, ბაზარში ბევრი ცარიელი დახლია...

_იქ არ სურთ. ამბობენ, სადაც ადრე ვდგებოდით, ის ადგილები გვინდაო. ბაზრის  გარე ტერიტორიაზე, ძირითადად, მანქანებით დგებოდნენ და იქედან ვაჭრობდნენ. როგორც იქნა, ავკრძალეთ მანქანებიდან ვაჭრობა. მერე დაკეტეს ეს მანქანები და პროდუქცია პირდაპირ  ტროტუარზე  გადმოიტანეს. რა უნდა ვქნათ? ადრეც გვეხმარებოდა პატრული და ახლაც დაგვეხმარება, თუმცა, მაშინ, თუ ჯოხი მოგხვდება თავში...  ფიზიკურ დაპირისპირებაში ვერ ჩავერთვები.

_ ეს ადამიანები ამბობენ, რომ მერიასთან ყველაფერი გარკვეული აქვთ და ნება აქვთ დართული. რომ აქ იდგნენ.

_ არაფერიც არ დაურთავს მერს. მან თქვა, რომ სანამ ადგილებს არ გამოვნახავთ, იქნებ, მოხერხდეს და ქოლგების ქვეშ დადგნენ ლამაზადო, _ ეს თქვა.  ვინ აღარ იყო აქ, მოვიდნენ იურისტები, ჟურნალისტები, დეპუტატებიც. ახლა  აღარავის მოსწონს ეს ყველაფერი, მაგრამ რა ვქნა?  ეს ხალხი ამბობს, აბა, ერთი ვინმემ გაბედოს  და ხელი მოგვკიდოსო. ჩვენ  რაღაც  რეგულაცია უნდა მოვიფიქროთ. გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, სამინისტროს დონეზე უნდა მოხდეს რაიმე  გადაწყვეტილების მიღება. დიდ ქალაქებშიც ასეთი ამბავია ბაზრების წინ. აღდგომამდე გვაცალეთო, გვეუბნებოდნენ და ავდგებითო.   ვაცალეთ. გავიდა ბრწყინვალე შვიდეულის კვირაც და მაინც არ ადგნენ. კანონში კი წერია, რომ მაგიდებს თუ ვნახავ ტროტუარზე გადმოდგმულს, 50 ლარით დავაჯარიმო. მაგრამ, ვინ დავაჯარიმო, სახელი ვიცი თუ გვარი. ყველაზე უწყინარი და შედეგიანი ფორმა მაინც ის იქნება,  მგონია, რომ ტროტუარის გასწვრივ ღობე გაკეთდეს. შიგნით უკვე ვერ დაჯდება ვერავინ, რადგან  გზაც ვიწროა და გამვლელი ამას არც თვითონ დაუშვებს. ღობის აქეთ კი პატრული არ მისცემს ნებას. მე მგონი,  ეს ყველაზე უწყინარი ფორმა იქნება.  ბევრს ვფიქრობთ ამ საკითხზე. ყველას გვაწუხებს  ეს და არავის უხარია, თუმცა. ჯერ ვერ მოწესრიგდა, _ გვითხრა შუქრი გაბრიჩიძემ.

 




 ახალი ამბები
  • პრემიერ-მინისტრი ბათუმში ე.წ. მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში ე.წ.  მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდა. მთავრობის მეთაური ადგილობრივების მძიმე საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები არიან. პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები მალე გაუმჯობესდება, ვინაიდან 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ფინანსური რესურსი პირველ ეტაპზე 580 ბინის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ასაშენებლად. უკვე გამოცხადებულია ტენდერი, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, რომელიც 18 თვეში დასრულდება. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი და სათამაშო მოედნები. პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობა მოწოდებულია, მაქსიმალურად სწრაფად გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, იმისთვის, რომ ადგილობრივებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრებმა მოსახლეობამ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის სტუმრობა მათთვის განსაკუთრებული მხარდაჭერის ... ...
  • 38 წლის ოზურგეთელი მედიკოსის, ალექსანდრე თავართქილაძის რევოლუციური ნაბიჯები ქართულ მედიცინაშიონკოლოგი და გენეტიკოსი, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი , ოზურგეთელი ალექსანდრე თავართქილაძე , ჯერ მხოლო 38 წლისაა, თუმცა მან თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების და ევროპული განათლების მირების შემდეგ, უზარმაზარი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილების გზა გაიარა.  მედიცინის აკადემიური დოქტორი, რომლის დოსიეც, ლამის ქაღალდზე არ ეტევა, ონკოლოგიასთა ნ ბრძოლის საქმეში მსოფლიოს აკვირვებს _ ახლახან მან უნიკალური ოპერაცია გააკეთა პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში, რაც უდიდესი გარდატეხაა ქართულ მედიცინაში _ მან პირველმა ჩაატარა თ ლიმფოციტების გადანერგვა და დღეისათვის სახეზეა სიმსივნისგან სრულიად განკურნებული პაციენტი! „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ ინტერვიუს სახელგანთქმულ ახალგაზრდა მეცნიერთან, რომლის გიგანტურ წინვლას სამედიცინო სფეროში, თვალს ადევნებს მშობლიური ოზურგეთი. ალექსანდრე თავართქილაძის მშობლები და ბებია სოფელ ნაგომარში ცხოვრობენ და მასთან შეხვედრა, როგორც ჩვენი მკითხველებისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის, თან მშობლიურ გურიაში, განსაკუთრებით საინტერესო ... ...
  • თავდასხმა ლაგოდეხში- ნიღბიანმა პირებმა ცოლ-ქმარი სცემესლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნიღბიანმა პირებმა 70 წლამდე ასაკის კაცი და მისი მეუღლე სცემეს, სახლიდან ოქროს ბეჭდები და მობილური ტელეფონი წაიღეს. თავდასხმა სოფელ უზუნთალაში სადიკოვ აბასალის ოჯახზე ღამით მოხდა. მიყენებული დაზიანებების გამო  კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, ქალი კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ... ...
  • როდემდე შეეძლებათ მძღოლებს 6-სიმბოლიანი ძველი სანომრე ნიშნებით სარგებლობასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სატრანსპორტო საშუალების 6-სიმბოლიანი ძველი სანომრე ნიშნების მოქმედებაში დარჩენის ვადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის 6-სიმბოლიანი სანომრე ნიშნები ძალაშია 2020 წლის 1 სექტემბრამდე რჩება, მაგრამ ნომრის შეცვლა სავალდებულო იმ შემთხვევებში იქნება, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე შეიცვლება ან მფლობელი დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშანს აღადგენს. ამასთან, იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ძველი ნიმუშის ფასიან სანომრე ნიშნებს, მათი არსებული დიზაინის სანომრე ნიშნით შეცვლა მოქმედების ვადის ამოწურვამდე სავალდებულო არ არის. ... ...
  • ზუგდიდში დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდაზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერს პატიმრობა შეუფარდა. პროკურორმა მარიამ ქორიძემ განაცხადა, რომ დაკავებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. ბრალდებულის ადვოკატმა  ჯიტა გულუამ  მოსამართლეს 20 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობითაც მიმართა. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ქავთარაძე კანონის დარღვევით დააკავეს. დაცვის მხარემ პროცესზე სასულიერო პირების დახასიათებები წარადგინა და დასძინა, რომ ისინი მზად არიან, თავდებში დაუდგნენ მამა სიმონ ქავთარაძეს. ჯიტა გულუა გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ახალი დანაშაული ჩაიდინოს ან მიიმალოს. ცნობისთვის, ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ ნარკოდანაშაულისთვის რომან მალანია დააკავეს, მალევე ამავე საქმეზე ზუგდიდის პოლიციას ბერი სიმონ ქავთარაძე ჩაბარდა.  მალანიას სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ის ბრალს არ აღიარებს და გირაოს გადახდის შემდეგ უნდა ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს