"რა კრიტერიუმით შეირჩა სოფლები?!“ _ ლესის მაჟორიტარის პასუხგაუცემელი კითხვა

საზოგადოება

"რა კრიტერიუმით შეირჩა სოფლები?!“ _ ლესის მაჟორიტარის პასუხგაუცემელი კითხვა

7 მაი. 2019, 14:40:16

აპრილის საკრებულოს ბოლო, შემაჯამებელ სხდომაზე დეპუტატებმა, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების მიწოდების მიზნით 2019 წელს გასახორციელებელი საჯარო შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები“ მოიწონეს. თუმცა, სანამ საქმე კენჭისყრამდე მივიდოდა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის მიერ საკითხის საკრებულოს სამსჯავროზე გამოტანას კამათის გარეშე არ ჩაუვლია.

საქმე ისაა, რომ მიმდინარე წელს ამბულატორიის მშენებლობა იგეგმება სუფსაში, ხოლო შუხუთში, აკეთში, ნიგოითსა და აცანაში სარეაბილიტაციო სამუშაოები გახორციელდება. ლესის მაჟორიტარი დეპუტატის, ელისო ჭიჭინაძის გულისწყრომის მიზეზი საკრებულოს სხდომაზე სწორედ ის გახდა, რომ ზემონახსენები სოფლების ხუთეულში ლესის ამბულატორია ვერ მოხვდა.

„საინტერესოა, რა კრიტერიუმით შეირჩა ეს სოფლები, კომისიამ ან კონკრეტულმა პიროვნებამ თუ შეამოწმა სხვა ადმინისტრაციული ერთეულების სამედიცინო პუნქტების მდგომარეობა ინფრასტრუქტურის კუთხით?

ხუთი თვის წინ დავსვი ლესის ამბულატორიის საკითხი საკრებულოს სხდომაზე. მაშინ ითქვა, რომ ლესისა და ნინოშვილის სამედიცინო პუნქტებში 20 ათასი ლარის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გახორციელდებოდა. სოფლის რწმუნებულიც დამემოწმება, თუ რამდენჯერ მოუწია ექიმს მის კაბინეტში პაციენტების გასინჯვა. კიბე ჩაშლილია, იატაკზე საუბარიც აღარ ღირს, ისეთი მდგომარეობაა. იმედი გვქონდა, რომ დაპირება შესრულდებოდა, მით უმეტეს, რომ საკითხს საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი. იმავე სხდომაზე მერს მადლობაც კი გადავუხადე ამისთვის. ახლა რა ხდება, საკრებულოს გადაწყვეტილება ვიღაცამ დაიწუნა და როგორც უნდოდა ისე შეცვალა?!

ყველგან და ყველაფერში შერჩევითი სამართალი გაგონილა?! ვინ შეარჩია და რის საფუძველზე ეს სოფლები?! ვითხოვ, შეიქმნას მუშა ჯგუფი და შემოწმდეს, სად რა მდგომარეობაა“, _ თქვა ჭიჭინაძემ.

ლესის მაჟორიტარის პასუხად ლევან ჩხაიძემ განმარტა, რომ სოფლების შერჩევა ზემოთ ნახსენებ პროექტებთან დაკავშირებით საგანგებო მართვის სამსახურმა განახორციელა და მუნიციპალიტეტი ამ საქმეში ჩართული არ ყოფილა.

„ჩვენგან მოითხოვეს ამბულატორიების სია და გარკვევა, რომელ სოფელში ვის ბალანსზე იყო ქონება. სხვა მხრივ, მუნიციპალიტეტს ამ საქმეში მონაწილეობა არ მიუღია“, _ განმარტა ჩხაიძემ.

ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ გაკეთებული ეს განმარტება მთლად მისაღები ვერ დარჩა ზოგიერთი დეპუტატისთვის, რომელთა მოსაზრებით, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, სწორედ რომ ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა და საერთოდაც, მათთვის გაუგებარია, რა შუაშია ამბულატორიების რეაბილიტაციის საქმესთან საგანგებო მართვის სამსახური.

როგორც საკრებულოს სხდომაზე გამოჩნდა, საქმის კურსში, თუ სად და როგორ შეირჩა სარეაბილიტაციო ობიექტები, არც მერი და არც საკრებულოს თავმჯდომარე არ ყოფილან და შესაბამისად, ლესის მაჟორიტარის მხრიდან გაჟღერებულ კითხვას, თუ რა კრიტერიუმით მოხდა სოფლების შერჩევა ზემონახსენები პროექტის გასახორციელებლად, სხდომაზე პასუხი ვერ გაეცა. თუმცა, ჭიჭინაძე დააიმედეს, რომ სამომავლოდ ეტაპობრივად ყველა სოფელში მოხდება ამბულატორიების რეაბილიტაცია, მათ შორის, ლესაშიც. საკრებულოს პირველმა პირმაც სამომავლოდ საქმეში მუნიციპალიტეტის მეტი ჩართულობა დააანონსა.

„ძალიან მინდა იმ ადამიანების გაცნობა, ვინც შეამოწმა ეს ამბულატორიები, რომ ვანახო, თუნდაც ნიგვზიანში რა მდგომარეობაა. არის სოფლები, სადაც სამედიცინო პუნქტზე შუქიც კი არაა. ახლა რა მოცემულობაც გვაქვს, ის უნდა მივიღოთ, მომავალში ჩვენთან ერთად უნდა შემოწმდეს ადგილზე მდგომარეობა“, _ აღნიშნა ბესო ტაბიძემ.

მართალია, ზევით ჩვენგან დამოუკიდებლად კი მიიღეს გადაწყვეტილება, მარა მთავრობას შემოთავაზებულზე უარს ხომ არ ვეტყვითო _ ამ არგუმენტით მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების გახორციელების საკითხმა, საბოლოოდ, დეპუტატთა უმრავლესობის მოწონება დაიმსახურა.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგებაჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება "მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. „როგორც დღეს გამოცხადდა და გაგვაგებინეს გუბერნიიდან, სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ბაღებში12 ოქტომბერს განახლდება“,_ გვითხრა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან ... ...
  • ლანჩხუთის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდებალანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა გენერალური დეზინფექცია. "კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად გახორციელდება. ლანჩხუთის სკოლამდელი ცენტრის 21-ვე ბაგა-ბაღი ახალი მოქმედი რეგულაციების მიხედვით ახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად", _ ამბობენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო რესურსები (ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა). "ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შესაბამისად საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად", _ ამბობენ სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე  ლოკოკინების ფერმა გაშენდა.  ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი  იტალიაში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 68,000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.  „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჩართულობით ზუგდიდის რაიონში ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. "როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც!" _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით: „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად“. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls