რა მნიშვნელობა აქვს ოჯახის დაგეგმვის მეთოდების გამოყენებას


საზოგადოება

რა მნიშვნელობა აქვს ოჯახის დაგეგმვის მეთოდების გამოყენებას

29 ნოე. 2019, 21:20:21

ადამიანები ცდილობენ უკეთესად დაგეგმონ  მომავალი ცხოვრება, შექმნან ოჯახი და რა თქმა უნდა, ჰყავდეთ შვილები. ამისთვის კი ოჯახის დაგეგმვას მიმართავენ, რაც იძლევა საშუალებას ადამიანებმა სწორად წარმართონ ოჯახური ურთიერთობები, შეძლონ ჯანმრთელი შვილების გაჩენა სასურველ დროს, შეგნებულად განსაზღვროთ ოჯახში ბავშვთა რაოდენობა და მშობიარობებს შორის შუალედები, აიცილონ თავიდან არასასურველი ორსულობა და აბორტი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ სექსუალურ ცხოვრებას და წარმატებით განახორციელონ  გეგმები.

ოჯახის დაგეგმვის ხელშეწყობა, ქალებისა და წყვილებისთვის კონტრაცეფციის სასურველი მეთოდების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა აუცილებელია ქალთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და საზოგადოების ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშეწყობისთვის.

თუმცა, გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, 232 მილიონზე მეტი ქალი თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებს არ იყენებს. აღნიშნულის მიზეზებად კი სახელდება: შეზღუდული არჩევანის საშუალება, შეზღუდული ხელმისაწვდომობა კონტრაცეფციაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში სიღარიბე, დაოჯახებლობა, გვერდითი ეფექტების შიში, კულტურა ან რელიგია, მომხმარებლებისა და პროვაიდერების მიკერძოება, გენდერზე დაფუძნებული ბარიერები.

დაუცველი სქესობრივი კავშირები კი სხვადასხვა სახის ინფექციების გამომწვევი მიზეზი ხდება, მათ შორის, შიდსისაც.

აივ ინფექციით ყოველდღიურად 2500 ადამიანი ინფიცირდება.

როგორც „გურია ნუსს“ შიდსის ცენტრში განუცხადეს, უკანასკნელი წლების დინამიკა მიუთითებს, რომ ქვეყანაში აღინიშნება აივ/შიდსის ახალი შემთხვევების ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდა.

„საქართველოში აივ ინფექციის გადაცემის გზების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჰეტერო სექსუალური კონტაქტები – 48.0%, შემდეგ მოდის ნარკოტიკების ინექციური მოხმარება – 38.2%, შემდეგ სექსი მამაკაცებს შორის – 11.3%, ვერტიკალური გზით (დედიდან ბავშვზე) დაინფიცირდა 1.3%, აივ ინფიცირებული სისხლის გადასხმით 0.5%, ხოლო 0.7%-ში დაინფიცირების გზა დაუდგენელია“,_ ამბობენ შიდსის ცენტრში.

კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ახალგაზრდებს ეძლევათ ძირითადი ინფორმაცია საკუთარი სხეულისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, ისინი უფრო საპასუხისმგებლო არჩევანს აკეთებენ- მაგალითად, სექსუალური აქტის გადადება ან თავის დაცვა, თუ ისინი სექსუალური გზით აქტიურები არიან.

საერთაშორისო სტანდარტების მიწოდების შედეგად, ხელი ეწყობა გენდერულ თანასწორობას და ურთიერთპატივისცემას, მაგრამ როდესაც ახალგაზრდებს ხელი არ მიუწვდებათ, შედეგები ხშირად საბედისწეროა.

გლობალურად, აივ არის მოზარდების გარდაცვალების მთავარი მიზეზი, განსაკუთრებით კი გოგონების. ახალგაზრდა ქალებში აივ ინფიცირების შემთხვევები 60%-ით მეტია, ვიდრე მამაკაცებში.

1994 წელს კაიროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე 179 ქვეყნის მთავრობას მოუწოდეს, რომ ყველა ქვეყანამ შეუწყო ხელი მოზარდების საგანმანათლებლო და სერვისულ საჭიროებებს, თუმცა, 25 წლის შემდეგაც, იგივე მოწოდებები ისმის, რომ ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ.

აივ ინფექციის გარდა, საკმაოდ ხშირია ნაადრევ ასაკში დაქორწინების ან თუნდაც სქესობრივი კავშირის დამყარებისა თუ ცხოვრების დაწყების შემთხვევებიც.

ნაადრევ ქორწინებაში მყოფი გოგონების გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი არიან ერთგვარი ზეწოლის ქვეშ, გააჩინონ შვილი და რაც შეიძლება მალე, რათა გაამართლონ საზოგადოების მოლოდინები.

დაქორწინების შემთხვევაში, ნაადრევი ქორწინება საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რადგან მათი ორგანიზმი ჯერ არ არის მზად ბავშვის გაჩენისათვის და მაღალია ორსულობისა და მშობიარობის გართულების რისკი.

ყოველწლიურად მილიონობით მოზარდი გოგონა აჩენს ბავშვს, რომელთა უმეტესობის ორგანიზმიც ჯერ მოუმწიფებელია. ორსულობისა და მშობიარობის დროს წარმოქმნილი გართულებები კი გოგონების სიკვდილის მთავარი მიზეზია.

მშობიარობის გამო სიკვდილიანობა 15-19 წლამდე პირთა შორის ორჯერ აღემატება 20-24 წლამდე პირების სიკვდილს.

ადრეულ ასაკში ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებებია:

ნაადრევი მშობიარობა, საშვილოსნოს დაზიანება, ბავშვთა სიკვდიალიანობა/მკვდრადშობადობა, ახალშობილის დაბალი წონა, არტერიული წნევის მომატება, ანემია-სისხლნაკლებობა, ნაყოფის მიერ სამშობიარო გზების გავლის სირთულე/ გახანგრძლივებული მშობიარობა.

16 წლამდე ასაკის გოგონებში მენჯის ძვლები ბოლომდე ფორმირებული არ არის, ამიტომ ნაყოფის თავსა და დედის მენჯის ძვლის ზომებს შორის ხშირად აღინიშნება დისპროპორცია, რაც სამშობიარო ტრავმების მიზეზი შეიძლება გახდეს.

გარდა ამისა, მცირეწლოვანი გოგონები ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ორსულობის გართულების ნიშნების შესახებ, არ თვლიან აუცილებლად ექიმთან ვიზიტებს ორსულობის პერიოდში, რაც კიდევ უფრო მეტი რისკის ქვეშ აყენებს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, თანამედროვე კონტრაცეფციის გამოყენებამ ოდნავ მოიმატა 54%-იდან 57.4%-მდე გაიზარდა.

ოჯახის დასაგეგმად და არასასურველ დროს დაორსულებისგან თავდასაცავად არაერთი მეთოდი არსებობს, თუმცა, რა გზით დაიცავს წყვილი თავს დამოუკიდებლად არ უნდა გადაწყვიტონ და კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდების უკუჩვენებების შესახებაც ინფორმირებულები უნდა იყვნენ.

„გურია ნიუსი“ ოჯახის დაგეგმვის მეთოდებისა და საშუალებების შესახებ ექიმ რეპროდუქტოლოგს, რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრის ხელმძღვანელს, მანანა მგალობლიშვილს ესაუბრა.

როგორც სპეციალისტი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მაღალი ეფექტურობითა და უსაფრთხოებით გამოირჩევა, საბჭოთა პერიოდში კი  ოჯახის დაგეგმვის ძირითად საშუალებას ხელოვნური აბორტი წარმოადგენდა, რაც უსაფრთხო არც იყო და არც არის.

„ოჯახის დაგეგმვა  საშუალებას იძლევა წყვილმა ერთობლივად განსაზღვროს რამდენი შვილი იყოლიოს, როდის და რა შუალედებით. საბჭოთა პერიოდში ოჯახის დაგეგმვა - ეს ტერმინიც არ არსებობდა და რეალურად ოჯახის დაგეგმვის ძირითად საშუალებას ხელოვნური აბორტი წარმოადგენდა. ანუ ყოველი არასასურველი ორსულობის დადგომისას იკეთებდნენ აბორტს. აბორტი არ მიეკუთვნება კონტრაცეფციის მეთოდს, ის არაა უსაფრთხო და იწვევს უამრავ გართულებას, გარდა იმისა, რომ ხდება ცოცხალი ნაყოფის - ფაქტიურად ადამიანის ჩანასახის სიცოცხლის მოსპობა. თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მაღალი ეფექტურობითა და უსაფრთხოებით გამოირჩევიან.

არსებობს ორსულობისგან თავის დაცვის მრავალი მეთოდი და მუდმივი საკითხი, რომელიც აღელვებთ პაციენტებს არის ის, თუ რომელია მათგან ყველაზე უკეთესი. ცხადია, ყველა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდს გააჩნია  ძლიერი და სუსტი მხარეები, სწორედ ამიტომ საჭიროა ექიმ-სპეციალისტმა შეარჩიოს ის მეთოდი, რომელიც ყველაზე უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხოა პაციენტის ასაკიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე.

ყველაზე გავრცელებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებაა - კონდომი ანუ პრეზერვატივი,  ესაა აბსოლუტურად უსაფრთხო მეთოდი, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნია უკუჩვენება, თუმცა შესაძლებელია ზოგიერთ წყვილს მისი გამოყენება უქმნიდეს გარკვეულ დისკომფორტს სქესობრივი აქტისას. პრეზერვატივი არ აძლევს საშუალებას სპერმა მოხვდეს ქალის ორგანიზმში და შედეგად გამორიცხავს ორსულობას.

ორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივები  - ესაა აბები, რომლებიც შეიცავენ ჰორმონებს, ისინი აფერხებენ კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას საკვერცხიდან - ოვულაციას, შედეგად ვერ ხდება მისი განაყოფიერება. გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ „ ჰორმონები ასუქებს“  არ შეესაბამება სიმართლეს და მინდა ავღნიშნო, რომ გინეკოლოგიაში ჩვენ ძალიან ხშირად ვხმარობთ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს სხვადასხვა დაავადებების და ჰორმონალური დარღვევების სამკურნალოდ. ჰორმონალურ აბები ზოგიერთი ქალისთვის მოუხერხებელია იმდენად, რამდენადაც, ის მოითხოვს რეგულარულ, ყოველდღიურ მიღებას.

ჰორმონალური აბები ხშირ შემთხვევაში დადებით გავლენას ახდენს ქალის ჯანმრთელობაზე, კერძოდ, ის ამცირებს საკვერცხეების ცისტების და რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს, აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს, ამცირებს მენსტრუალურ სისხლდენას, პრემენსტრუალურ სინდრომს, მცირდება მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების განვითარების რისკი, დადებითად მოქმედებს ენდომეტრიოზის და პოლიკისტოზურ საკვერცხეების სინდრომის მიმდინარეობაზე და ამცირებს ჭარბთმიანობას და აკნეს გამოვლინებებს.

საშვილოსნოს შიდა საშუალება - ე. წ. „სპირალი“ მარტივი მანიპულაციით თავსდება საშვილოსნოს ღრუში და ქალს შეუძლია რამდენიმე წელი ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე იცხოვროს.

კანქვეშა იმპლანტი - თავსდება ბეჭზე კანქვეშ, ის მცირე ზომისაა, ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყოფს ჰორმონს, რომელიც ხელს უშლის კვერცხუჯრედის გამოყოფას და მისი ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი მოქმედებს ჩადგმიდან 3 წლის მანძილზე“,_ ამბობს მგალობლიშვილი.

თუმცა, სამედიცინო პორტალ emedicinehealth-ის ინფორმაციით,  ზემოთ ჩამოთვლილ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს უარყოფითი მხარეებიც გააჩნია.

მაგალითად, აბების უარყოფითი ეფექტებია: გულისრევა, თავის ტკივილი, წონის ცვალებადობა, ხასიათის ცვლილება, სექსუალური სურვილის შემცირება, ქალების ნაწილში შეიძლება ვენური თრომბოზიც კი გამოიწვიოს.

სადავო საკითხად კი რჩება ახალგაზრდა ქალებში ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოხმარების შედეგად მკერდის კიბოს განვითარება. რაც შეეხება იმპლანტს, ის კანქვეშ იდგმება და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მეძუძურ დედებში, აქვს კონტრაცეფციის კარგი ეფექტი, მაგრამ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან არ იცავს. გარდა ამისა, შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება იმ ადგილას, სადაც ის განთავსებულია, ასევე შესაძლებელია შხაპის დროს მისი შეუმჩნევლად დაკარგვა.

გარდა ჩასახვის საწინააღმდეგო ხელოვნური საშუალებებისა, არსებობს კონტრაცეპციის ბუნებრივი მეთოდები და ის ემყარება ქალის მენსტრუალური ციკლის ფერტილური დღეების დადგენას. მეთოდის არსი კი მდგომარეობს ფერტილური ფაზის დროს სქესობრივი კონტაქტისგან თავშეკავებაში.

კონტრაცეპციის ბუნებრივ მეთოდებს შორის ყველაზე ფართოდ გამოიყენება კალენდარული მეთოდი. მეთოდი ემყარება მენსტრუალური ციკლის დროს ფერტილური დღეების დადგენას. მეთოდს გააჩნია საკმაოდ დიდი წარუმატებლობის მაჩვენებელი.

„ჩემი კალენდარი“ არის პირველი ქართულენოვანი აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეძლებთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის მონიტორინგს.„ჩემი კალენდარი“ პირველი ქართული აპლიკაციაა ქალებისთვის. ის უკვე ხელმისაწვდომია, ქალებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ და უფრო მეტი რამ გაიგონ რეპროდუქციული ჯანმრთელობის  შესახებ.

My Calendar Geo - აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც Android-ის, ისე iOS ოპერატიულ სისტემებზე მომუშავე სმარტფონებისთვის.

ცნობისთვის, აპლიკაცია ორგანიზაცია „თანადგომამ“ რეპროდუქციული პროგრამის ფარგლებში მოამზადა. როგორც ორგანიზაციის რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი ქეთი ჭელიძე ამბობს, აპლიკაცია მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და კონტრაცეფციაზე. აპლიკაციას მოსდევს საინფორმაციო ნაწილი, სადაც ქალებს შეუძლიათ, გაიგონ სხვადასხვა თავდაცვის საშუალების შესახებ, დააკვირდნენ ციკლს და გამოთვალონ, როდის არის ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეები და როდის არა. აპლიკაციას აქვს შეხსენების ფუნქცია, ის შეახსენებს მომხმარებელს, როდის უნდა მიიღოს კონტრაცეპტივი, როდის მოდის კრიტიკული დღეები და ა.შ.

შეკითხვაზე თუ როგორია დღეისთვის საზოგადოების ცნობიერება ოჯახის დაგეგმვის მეთოდებთან დაკავშირებით,  რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრის ხელმძღვანელი, მანანა მგალობლიშვილი გვპასუხობს, რომ საზოგადოების ცნობიერება რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვანად გაიზარდა, მაგრამ საჭიროა მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირება და იმ წყვილების მხარდაჭერა, ვისაც სოციალური მდგომარეობის გამო უჭირს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შეძენა ან ვერ ახერხებს სპეციალისტთან ვიზიტს.

„საზოგადოების ცნობიერება რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვნად გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, თუმცა არაა საკმარისი, რადგან არც თუ ისე იშვიათად გვხვდებიან ისეთი წყვილები, რომლებიც ოჯახის დაგეგმვის მეთოდად კვლავ აბორტს მიიჩნევენ ან უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ არა აქვთ საშუალება მიმართონ სპეციალისტს და შეიძინონ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები. ვფიქრობ, საჭიროა მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირება  და  ელემენტარული ცოდნის გაზიარება რეპროდუქციული ჯანმრთელობის და სქესობრივი ცხოვრების შესახებ, ასევე საჭიროა აღნიშნულ საკითხში იმ წყვილების ფინანსური მხარდაჭერა, რომლებიც სოციალური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შეძენას და ექიმ სპეციალისტთან კონსულტირებას“,_ თქვა მგალობლიშვილმა.




 ახალი ამბები
  • დადასტურდა თუ არა ინფიცირების შემთხვევები ჩოხატაურის ბაზარშიჩოხატაურის აგრარულ ბაზარში  კივიდ-19 თან დაკავშირებით ტესტირება ჩატარდა. ტესტირება გაიარეს ადმინისტრაციის მოსამსახურე პერსონალმა და მოვაჭრეების ნაწილმა. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, გუშინ სულ 25 ტესტი ჩატარდა და ყველა მათგანის პასუხი ... ...
  • მოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური დისტანციურად ჩატარდამოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტური, რომელიც ყოველ წელს ყველა საგანში ტარდება, ონლაინ რეჟიმით  ჩატარდა. აუცილებლად ჩატარდება მეორე ტურიც, თუმცა ის კვლავ ონლაინ რეჟიმით ჩატარდება თუ არა, ჯერ სკოლებისთვის ცნობილი არ არის. -პირველ ტურში ჩვენმა მოსწავლეებმა სერიოზული შედეგი აჩვენეს. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის ჩატარდება მეორე ტური, დისტანციურად თუ კონტაქტურად. ვიმედოვნებ, ჩვენი სკოლის მოსწავლეები მეორე ტურშიც იქნებიან საუკეთესოები, _ გვითხრა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ფატი სიორიძემ. „გურია ნიუსს“  ოზურგეთის დანარჩენი სკოლებიდანაც უთხრეს, რომ მოსწავლეებს კარგი შედეგები აქვთ პირველ ... ...
  • "მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას"საქართველოს პროკურატურამ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა და გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.მ.-მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტში მძევლად ხელში ჩაიგდო თ.ლ. და ს.ფ., უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას. სამართალდამცველებმა გ.მ. 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'' და ,,ი'' ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ცნობისთვის, გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ამავე თემაზე: სპეცოპერაცია კასპში- ყოფილმა პოლიციელმა მძევლები ... ...
  • უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდეგადმოცემის მიხედვით, საახალწლო  ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. უნდა დავშალოთ თუ არა ნაძვის ხე ნათლისღებამდე- ამ კითხვით ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თომა სიხარულიძეს მივმართეთ. „საეკლესიო წესდებაში არ წერია რომ ნაძვის ხე ნათლისღებამდე უნდა დაიშალოს. ტრადიციაა ალბათ ასეთი. მე, მაგალითად, იანვრის ბოლომდე მაქვს ნაძვის ხე და არ ვშლი. სავალდებულო არ არის ნაძვის ხის დაშლა, თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია დაშალოს“,_ გვიპასუხა ... ...
  • ჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობსჩოხატაურში საახალწლო დეკორაციების დაშლა მიმდინარეობს. ამ წუთებში კულტურის ცენტრთან განთავსებულ ნაძვის ხეს შლიან. ცნობისთვის, ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....