"რა მომემატა ამ ხნის განმავლობაში, წლების გარდა?!"

საზოგადოება

"რა მომემატა ამ ხნის განმავლობაში, წლების გარდა?!"

2019 აპრ 15 12:38:55

"წლებია, რაც დახმარებას და ყურადღებას ვითხოვ მთავრობისგან. ბევრჯერ დაიწერა კიდეც გაზეთებში ჩემი პრობლემის შესახებ, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს. იქნებ, რამე მოახერხოთ და გააგებინოთ ამ მთავრობას, რომ სირცხვილია, ჩემი ხნის ადამიანს დახმარება შეუწყვიტო და ლუკმა-პურის გარეშე დატოვო", _ ამბობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მცხოვრები 100 წელს მიტანებული მარტოხელა დიანოსე წულაძე, რომელმაც "გურია ნიუსს" უკვე მეორედ მომართა დახმარებისა და სოციალურ სააგენტოსთან შუამდგომლობის თხოვნით.

საქმე ისაა, რომ მოხუცი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან იყო რეგისტრირებული, თუმცა, 2017 წელს, ბოლო გადამოწმებისას, მის მიერ მიღებული ქულა აცდა საარსებო შემწეობის მისაღებად საჭირო ზედა ზღვარს და შესაბამისად, სოციალური დახმარებაც შეუწყდა.

მაშინ "გურია ნიუსისთვის" მიცემულ კომენტარში ბენეფიციარისთვის შემწეობის მოხსნის არგუმენტად სოციალური სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დაასახელა, რომ წულაძეს დეკლარაციაში უფიქსირდებოდა მცირე საცხოვრებელი ფართი, მიწის ნაკვეთი, მცირედი დანახარჯი კომუნალური გადასახადებისთვის და რომ მოხუცი იღებდა ასაკობრივ პენსიას, რაიმე ქრონიკული დაავადება ან შშმ-ს სტატუსი არ ჰქონდა, სარგებლობდა საყოველთაო ჯანდაცვის მიზნობრივი პაკეტით და ჰყავდა გარეთ მცხოვრები შვილები, რომლებიც მის პოტენციურ დამხმარეებად მიიჩნეოდნენ.

სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილებაში კი ამბობდნენ, რომ თუ იქნებოდა წარმოდგენილი დიანოსე წულაძის მხრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100, შეიძლებოდა კორექტირების შეტანა. თუმცა, ირკვევა, რომ კორექტირების შეტანა არ მოხერხდა და აგერ მესამე წელია, მარტოხელა მოხუცი, რომელსაც მართლაც გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება, სოციალური შემწეობის გარეშეა დარჩენილი.

როგორც უბნის ექიმთან საუბრისას გავარკვიეთ, ავადმყოფობის იმ კრიტერიუმებს, რასაც სოციალურ სააგენტოში წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100 ითვალისწინებს, დიანოსე წულაძე ვერ აკმაყოფილებს, მიუხედავად ასაკისა და მძიმე სოციალური პირობებისა, ის არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და არც რაიმე სახის ქრონიკული დაავადების მატარებელი.

დიანოსე წულაძის თქმით, სანამ დახმარების მიღება შეუწყდებოდა, მასთან ახალგაზრდა მამაკაცი იყო მისული სოციალური სააგენტოდან, ხელი მისთვის გაურკვეველ საბუთებზე მოაწერინა და სწორედ ეს ხელმოწერა გახდა დახმარების შეჩერების საბაბი.

"სახლში ვიყავი. მანქანა გაჩერდა, უცნობი ახალგაზრდა კაცი მოვიდა ჭიშკართან, ეზოში არც შემოსულა, ისე მომაწერინა რაღაც ქაღალდებზე ხელი. მობრძანდით,-მეთქი, _ შემოვიპატიჟე სახლში, მაგრამ უარი თქვა. მითხრა, რომ სოციალური სააგენტოდან იყო და რაღაც ფურცლებზე უნდა მომეწერა ხელი.

მაჩვენე, რას უნდა მოვაწერო ხელი,-მეთქი, _ ვუთხარი. _ შენ ხელი მომიწერე უბრალოდ, მეტი არაფერი არაა საჭიროო. ასეც მოვიქეცი _ მოვაწერე ხელი. გავიდა დღეები და აღმოჩნდა, რომ შემწეობა, რომელსაც ათ წელზე მეტია ვიღებდი, მომიხსნეს. თურმე, სოციალურ აგენტს შევუმოწმებივარ და მაღალი ქულები მიმიღია. აღმოუჩენიათ, რომ დიდი ქონების პატრონი ვყოფილვარ და იქეთ შემეძლო სხვებისთვის დახმარების გაწევა. ეს არის სამართალი?! გამაგებინონ მაინც, ასაკის გარდა, რა მომემატა ამ წლების განმავლობაში?! გადასამოწმებლად რომ მოვიდეთ, ჯანმრთელობის ცნობა წარმოადგინეო, მითხრეს, მაინცდამაინც ავადმყოფი და ლოგინად ჩავარდნილი უნდა ვიყო რომ დამეხმარნონ? საუკუნეს მიტანებული კაცი რომ აუტანელ პირობებში რომ ვცხოვრობ, ეს არაფერია?!

რაც ეს სოციალური შემწეობა არსებობს, იმ დღიდან მოყოლებული ვიღებდი დახმარებას და ამ ხნის მანძილზე გარდა ასაკისა, არაფერი შემმატებია. რა მოხდა, რის გამო მომემატა ქულა და დახმარება მომიხსნეს, არ ვიცი.

სოფელში ყველა მიცნობს და ყველამ იცის ჩემი მდგომარეობა. 97 წლის ვხდები უკვე, არავინ იცის, ხვალ რა იქნება, მაგრამ დღეს რომ ასე მექცევიან, ძალიან მტკივა გული.

40 წელი იქნება, დაახლოებით, რაც მეუღლე გარდამეცვალა, იმის შემდეგ გამოვეყავი შვილს და ცალკე დავსახლდი. მარტოხელა მოხუცს სახლში ხეირიანი არაფერი მაქვს. მთელი ჩემი სიმდიდრე ერთი საწოლი, ერთი ძელსკამი და ერთი მაგიდაა. მეტს ვერაფერს ნახავთ ჩემს სახლში. ვისაც არ სჯერა, მოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს", _ გულისტკივილს ვერ მალავს სოციალური შემწეობის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოხუცი.

"გურია ნიუსი" საუკუნეს მიტანებული მოხუცის საკითხთან დაკავშირებით ამჯერადაც დაუკავშირდა სოციალური სააგენტოს, სადაც გვპასუხობენ, რომ დიანოსე წულაძის ოჯახის განმეორებითი შეფასება 2019 წლის 13 ივლისიდანაა შესაძლებელი:

"ოჯახის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, შეივსო "ოჯახის დეკლარაცია" (დეკლარირებული ინფორმაცია დადასტურებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით). "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილების შესაბამისად, 2018 წლის 13 ივლისს ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 76 900 ერთეულით.

"ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით, დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება შესაძლებელია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ _ 2019 წლის 13 ივლისიდან.

ამავე დადგენილების შესაბამისად, ოჯახის ვადამდელი გადამოწმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ოჯახის წევრთა რაოდენობა (დემოგრაფიული ცვლილება), ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დასაქმდა და მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო, ასევე ოჯახის წევრზე თუ იქნება წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა 1V-100", _ წერია სოციალური სააგენტოდან მიღებულ წერილში.




 ახალი ამბები
  • "ამასაც მოვესწარით _ ცერცვის და ყველის ფასი თითქმის გათანაბრდა!"ოზურგეთში, წინასააღდგომო ბაზრობა, გასულ წლებთან შედარებით, მეტი სიძვირით გამოირჩევა. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, სხვადასხვა პროდუქტზე თუ ცოცხალ შინაურ ფრინველსა და ცხოველზე ფასები უკვე დილიდან საღამომდეც კი იცვლება და მაღლა იწევს. აგრარულ ბაზარში, სადაც შინაური ფრინველით და ცხოველით მოვაჭრეთათვის სპეციალური ფართია გამოყოფილი, გამყიდველთა უკმაყოფილება პიკს აღწევს. კითხვაზე, თუ რატომ და ვისზე ბრაზობენ ისინი, გამყიდველი ქალბატონები ამბობენ, რომ სოფლებიდან მოსული მეურნე ადამიანები ძალიან ძვირად ყიდიან კვერცხს, რძის ნაწარმს, შინაურ ფრინველს თუ ცხოველს, თვით ცერცვსაც კი. _ ასეთი რამ გაგიგიათ? დღეს, დილით ერთი კილოგრამი ცერცვი 5 ლარი ღირდა. ყველი კი _ 6 ლარი. შუადღისკენ ყველის ფასი კიდევ აიწია ერთი ლარით. ცერცვის ფასიც მოიმატებს, ალბათ. ამასაც მოვესწარით, ცერცვის და ყველის ფასი, თითქმის, გათანაბრდა. ასეთი არაფერი გვახსოვს, _ ამბობენ ისინი. ოზურგეთის ბაზარში ახლა ინდაურს, რომელიც ათ კილოგრამს იწონის, ას ლარს აფასებენ. ახალი ქათამი _ 25 ლარი, ხოლო შედარებით დიდი, რასაც ძველ დედალს ეძახიან _ 35-40 ლარი ღირს. ერთი კილოგრამი ყველი აქამდე ექვსი ლარი ღირდა, 19 აპრილისთვის კი უკვე შვიდი ლარი გახდა და ვარაუდობენ, რომ აღდგომამდე დარჩენილ ერთ კვირაში საკმაოდ მოიმატებს. ერთი კილოგრამი ცოცხალი გოჭის ფასი 9-10 ლარია. ხორცი 15 ლარი ღირს. ყველაზე აუცილებელი სააღდგომო ატრიბუტის _ კვერცხის ფასი 50 თეთრია. _ შინაური, სახლის ქათმის კვერცხის ფასი აუცილებლად მოიმატებს აღდგომამდე, რადგან შარშან ამ დროს ჩაბარება 35 თეთრი ღირდა. ახლა კი უკვე 45 თეთრად ვიბარებთ და რა აზრი აქვს 50 თეთრად გაყიდვას? შემთხვევით ორი ცალი რომ გაგიტყდეს, უკვე ზარალში ვარდები. ასეთი სიძვირე სოფლის ქათამსა და კვერცხზე, ბოლო წლებში არ მახსოვს, _ გვეუბნება ბაზარში მოვაჭრე თამუნა კინწურაშვილი. ბაზარში კი ყოველდღე ხალხმრავლობაა _ ადამიანები წინასწარ ყიდულობენ სადღესასწაულო სანოვაგეს და ცდილობენ, ცოტა უფრო იაფად შეიძინონ ესა თუ ის პროდუქტი. ამბობენ, რომ სოფლის ქათმის თუ კვერცხის ფასი იმიტომ კი არ აწეულა, რომ ზოგადად, ფასების ზრდა ხდება, არამედ, რაც დრო გადის, მით უფრო ცოტა ადამიანი მისდევს შინა მეურნეობას. წარსულში წარმატებული აგრონომი, ამჟამად პენსიონერი ელდარ თავაძე "გურია ნიუსთან" საუბრობს: _ რაც დრო გადის, სოფელში უფრო და უფრო ნაკლებ ოჯახს ჰყავს შინაური ცხოველი, ფრინველი. წელს, სამასკომლიან სოფელში ბევრს არ დაუთესავს სიმინდი. ეს უკუსვლის სტატისტიკა საგანგაშოა. ბუნებრივია, ფასების ზრდაც აქედან გამომდინარე ხდება და არა იმიტომ, რომ გლეხის შრომას ფასი დაედო. ყველას რომ ჰყავდეს შინ ფრინველი, ცხოველი, ჰქონდეს კვერცხი, რძე, ყველი, იქნება სიძვირე? ჯობს, იაფი იყოს და ყველას ჰქონდეს. მე რომ მკითხო, ხელისუფლება უნდა სწავლობდეს ამ სტატისტიკას. დავცინით კომუნისტებს, მაგრამ მათ ასეთი რამ ყურადღების მიღმა არ რჩებოდათ. ერთსაც გირჩევთ, თუ არ მიწყენთ _ შეისწავლეთ ჟურნალისტებმა რამდენიმე სოფელი, გააკეთეთ სტატისტიკა. ნახავთ, რაოდენ ნელა, მაგრამ შესამჩნევად, თავს ანებებს ხალხი შინამეურნეობას, ყანას... სულ თუ ვიწუწუნეთ, სხვა არაფერს გაგვიკეთებს. რის საშუალებაც არის, ბევრი იმასაც არ აკეთებს. სიმინდი როგორ არ უნდა დათესო? ერთი ტარო 200 მარცვალს გაძლევს. მოსავალი რომ მიიღო, 10-15 დღე მუშაობა სჭირდება. არ გვინდა? მომავალ აღდგომას სამი ლარი ეღირება კილოგრამი ფქვილი, ქათამი კი, ალბათ, _ 40-50 ლარი, საყანე ფართობები აქვს ხალხს და უმრავლესობამ ტყედ გაუშვა, _ გვითხრა ელდარ თავაძემ და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ მომავალი წლის აღდგომამდე ფასები ისევ გაიზარდა, ეს ქვეყნის უკუსვლას ნიშნავს. რაც შეეხება ბოსტნეულს, ოზურგეთის ბაზარში მწვანილეული შედარებით იაფია. თუმცა, აგრარული კულტურებიდან, ცერცვის შემდეგ, კომბოსტოს ფასია მაღალი _ ერთი კილოგრამი ორი ლარი ღირს, რაზეც, ასევე, გაკვირვებით საუბრობენ გამყიდველები და ამბობენ, რომ მსგავსი ფასი ბოლო წლების განმავლობაში არ ახსოვთ. ძვირია, ასევე, ბადრიჯანი _ ერთი კილოგრამი ოთხი ლარი ღირს, იგივე ფასი აქვს ბულგარულ წიწაკას. რაც შეეხება კვერცხის საღებავს, ბუნებრივი ენდრო, პატარა კონა ერთი ლარი ღირს. დაქუცმაცებული სახით კი ერთ ჭიქასაც ერთ ლარად ... ...
  • "ჰაერში გამოკიდებული ვასო"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში (დვაბზუ, ძიმითი, ლაითური და მერია) დღემდე არ არის დანიშნული მერის წარმომადგენელი. "გურია ნიუსი" ამის შესახებ რამდენჯერმე წერდა, რასაც თან ახლდა მერიიდან არაერთხელ მიღებული პასუხი, რომ უახლოეს მომავალში დაინიშნებოდა, თუმცა, დღემდე არც ერთ ამ სოფელში წარმომადგენელი დანიშნული არ არის. ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამართულ ღია კარის დღეზე, სოფელ დვაბზუს მცხოვრებმა ლია ღლონტმა ღიად განაცხადა, რომ სოფელში არ ნიშნავენ წარმომადგენელს და თუ ეს საკითხი მალე არ გადაწყდება, საპროტესტო აქციას მოაწყობენ და გზას გადაკეტავენ. _ რატომ არ დაინიშნა დღემდე დვაბზუში მერის წარმომადგენელი?! რა დავაშავეთ?! მოვალეობას ასრულებს ვასო ღლონტი _ არ გვინდა ეს ჰაერში გამოკიდებული ვასო. ჩვენ გვჭირდება ადგილზე გამგებელი, წარმომადგენელი, რომელსაც ვეტყვით ჩვენს გასაჭირს, მოგვისმენს და აქ არ ვიქნებით ყოველ წუთს სარბენი. დროზე დაგვინიშნონ დვაბზუში წარმომადგენელი, თორემ მოვაწყობთ საპროტესტო აქციას და გადავკეტავთ გზას, _ თქვა მაშინ სოფელ დვაბზუს მკვიდრმა ლიკა ღლონტმა. "გურია ნიუსი" ვასო ღლონტს ესაუბრა, რომელიც ახლა სოფელ დვაბზუში წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებს. _ ბატონო ვასო, თქვენ წინააღმდეგ თანასოფლელებმა პროტესტი გამოთქვეს. "გურია ნიუსთან" კერძო საუბარში ისინი ამბობენ, რომ ხშირად ხართ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ:  "შვიდჯერ მარტო მძღოლის მართვის მოწმობა ჩამოართვეს. ასევე, არ აქვს უმაღლესი განათლება და ამიტომ, როგორც მუნიციპალიტეტის მერის ფავორიტმა, ვერ შეძლო წარმომადგენელი გამხდარიყო", _ ეს თქვენი თანასოფლელების სიტყვებია. რას იტყვით ამ ბრალდების შესახებ? _ დვაბზუს გამგეობაში კარი სულ ღიაა. ვინც მოდის, ყველას პასუხს ვცემ და ვეხმარები. ვინც მაგას ამბობს, არის ვიღაცისგან დაქოქილი, დააპროგრამეს და ათქმევინეს რაღაც. თუ დვაბზუს მოსახლეობა იტყვის, რომ მე არ ვუნდივარ, იმ დღესვე წავალ. ყველაზე ძალიან მე მინდა, რომ დაინიშნოს წარმომადგენელი. ორი კაცი უფრო მეტ საქმეს არ ვიზამთ?! _ უმაღლესი განათლება გაქვთ? _ მე ჩავაბარე, რა გამოცდაც იყო ჩასაბარებელი _ საკონკურსო და ვმუშაობ აგერ. შეთავსებით რომ ვარ, საქმე მეტი მაქვს საკეთებელი. პირადული თემაა, როცა ვიღაც ამბობს, რომ თითქოს, მე ვარ რამეში დამნაშავე. _ მართვის მოწმობა მართლა შვიდჯერ ჩამოგართვეს? _ მაგათ უყურებთ? მე აქ ყველას პატივს ვცემ. მარტო დვაბზუში კი არ არის დაუნიშნავი წარმომადგენელი, სხვა სოფლებშიც არის და ნელ-ნელა შეივსება ყველგან... მარტში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მერიის სამსახურების ანგარიშები მოისმინეს, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გიორგი ინწკირველმა აღნიშნა, რომ რამდენიმე სოფელში არ არის დანიშნული წარმომადგენელი: "ვფიქრობთ, ვსაუბრობთ, არის შეხვედრები, რომ დაინიშნონ..." _ თქვა მაშინ გოგი ინწკირველმა, რის პასუხადაც საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა გივი ყაზაიშვილმა ჩაილაპარაკა _ "ფიქრი მერის უფლებამოსილების გასვლამდე..." კითხვაზე, თუ როდის დაინიშნება დვაბზუში, ლაითურში, ძიმითსა და მერიაში მერის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან, წინა პასუხების მსგავსი პასუხი მივიღეთ: "ახლო მომავალში დაიწყება საკონკურსო პროცედურა აღნიშნულ ოთხ სოფელში მერის წარმომადგენელთა ... ...
  • „მამუკა ბახტაძისა და კობახიძის შეცვლა გარდაუვალია“_ ვაჟა ბერიძე „ცვლილებების განხორციელება რომ აუცილებელია, აღნიშნულს შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილიც საპრეზიდენტო  არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საუბრობდა. მან დაპირება მისცა საზოგადოებას იმის შესახებ, რომ არა მარტო ყველაფერს საკუთარ სახელს დაარქმევდა, არამედ პირდაპირ მნიშვნელოვან საკადრო გადაადგილებებს განახორციელებდა. აღნიშნულს, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ, არადა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლების ყველა შტო, როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ისე სასამართლო  დასუსტდა. აქედან გამომდინარე, პირველი პირების დონზე საკადრო ცვლილებების განხორციელება სასიცოცხლოდ აუცილებელია. განსაკუთრებით ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც პოზიტივზე მეტად, ნეგატივთან ასოცირდებიან“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ. მისივე განცხადებით, თანამდებობიდან მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძის გადაყენება გარდაუვალია. ექსპერტის აზრით, ერთადერთი კანდიდატი, რომელიც, შესაძლოა, პრემიერის თანამდებობაზე მოიაზრებოდეს, შს მინისტრი გიორგი გახარიაა. „პიროვნულად მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძის პროფესიონალიზმს, ინტელექტსა და გაწეულ საქმიანობას ვხედავ, მაგრამ მათი შეცვლა გარდაუვალია. პრემიერის პოსტზე გამოუცდელი პოლიტიკოსი არ უნდა დანიშნო, რაც საზოგადოების აბუჩად აგდებასა და აღნიშნული პიროვნების დაღუპვას ნიშნავს. პარლამენტის თავმჯდომარე პრინციპული და თანმიმდევრული ადამიანია, მაგრამ მას პოლიტიკური ადეკვატურობა აკლია. ამ ადამიანებისთვის უმჯობესია, რომ სხვა ადამიანებს თავის გამოჩენის საშუალება მისცენ. ერთადერთი კანდიდატი, რომელიც პრემიერად უნდა განვიხილოთ, ეს არის გიორგი გახარია, რომელსაც ბევრი შეცდომა დააშვებინეს, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, თავი ყოველთვის ღირსეულად უჭირავს“, _ აღნიშნა ბერიძემ. ჩვენ, ასევე, ექსპერტს ვკითხეთ, პოლიტიკაში, დაახლოებით, ორი თვის წინ დაბრუნებულმა  ირაკლი ღარიბაშვილმა, ამ დრომდე შეძლო თუ არა „ქართულ ოცნებაში“ არსებული მწვავე შიდაპარტიული პროცესების დალაგება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მისმა დაბრუნებამ შიდაპარტიულ ცხოვრებაში არსებითი ძვრები ვერ მოახდინა. „პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნება კარგია, მაგრამ მისმა დაბრუნებამ შიდაპარტიულ ცხოვრებაში არსებითი ძვრები ვერ მოახდინა, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ ფონზე, საზოგადოების წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დავფიქრდებით და „ქართულ ოცნებას“ ან გავუშვებთ ხელისუფლებიდან ან თუ აზრი ექნება, კვლავ ხელისუფლებაში დავტოვებთ“_ აღნიშნა ... ...
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს (R) სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 25-26 აპრილს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო შაბათს, 27 აპრილს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს, რისთვისაც მსჯავრდებულების/ბრალდებულების ახლობლებმა თან უნდა იქონიონ ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა, რომელზეც მოქალაქის პირადი ნომერი არის დატანილი. ამანათის შეგზავნის უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან პირს. ასევე, ამანათის შიგთავსის განსაზღვრის მიზნებისათვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეახსენებს პატიმართა ოჯახებსა და ახლობლებს, რომ წელს, ყველა პატიმრისათვის „გუდვილი“-ს მიერ გადაცემული იქნება სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები. „გუდვილი“-ს მიერ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოცემული ძღვენის შეტანა დაიწყება მიმდინარე კვირის შაბათ დღეს. ... ...
  • მანანა ქოჩლაძე: “ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“ „ძირითადი პრობლემა, რაც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს, ეს არის მშენებლობის სწორად დაგეგმვის არარსებობა. დღეს საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ისეა დაგეგმილი, რომ მათი სიმძლავრეები ხელოვნურად არის განსაზღვრული. ქვეყანაში არსებული ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“,_ აღნიშნავს “გურია ნიუსთან“ “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე. რაც შეეხება ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ქოჩლაძე აცხადებს,  რომ პირველ ეტაპზე მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი ჰესის მშენებლობა არის შესაძლებელი. „საქართველოში ჰესის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები, თუ ის მდინარის ეკოსისტემას არ დააზიანებს. ჯერ მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ, გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი სადგურის მშენებლობა არის შესაძლებელი. საქართველოში პირიქით ხდება, ჯერ ინვესტორი კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს აფორმებს, რის შემდეგ გარემოზე ზემოქმედების შეფასებების შესწავლა მიმდინარეობს, რაც დიდი პრობლემაა“. მისივე განცხადებით, აუცილებელია საქართველოში შეიქმნას ენერგეტიკის განვითარების გეგმა, რომელშიც აისახება ენერგეტიკის მხრივ  ქვეყანაში რა მოთხოვნილებები არსებობს. “აუცილებელია მოხდეს ენერგეტიკის განვითარების გეგმის შედგენა, რომელშიც მთლიანად აისახება საქართველოში ენერგეტიკის მხრივ რა მოთხოვნილებები არსებობს. ქვეყანაში ენერგეტიკის მოხმარება იზრდება, მაგრამ რის ხარჯზე?! ეს მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ?! სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია არსებობს. ეს სტრატეგია 2016 წლის სექტემბერშია გამოქვეყნებული, რომელშიც ამ დრომდე ერთი სიტყვაც არ შეცვლილა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული დამტკიცებული არ არის“, _ ამბობს ქოჩლაძე. “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული სტანდარტის მიხედვით, ჰესის მშენებლობის შემდეგ, მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. „შესაბამისი სტრუქტურები გარკვეული ჰესის გარემოზე ზემოქმედების გეგმას შედგენის პროცესში მარტივად ამბობენ, რომ  მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სტანდარტის მიხედვით, თუ მდინარეში 30% ზე ნაკლებ წყალი დარჩება, ეს აპრიორი მათთვის არაობიექტური სტანდარტია. შესაბამისად, ამ მხრივ საქართველოში დიდი პრობლემა არსებობს“,_ აცხადებს ქოჩლაძე. ... ...

არქივი

ზაფრანი

თამაში თუ რეალობა...

ქალს შეუძლია, თავის შესახებ ყველაფერი...

„სასწრაფო” დიეტა

თუ გსურთ, მოკლე დროში კილოგრამების...

რაში ხარჯავს ქალი ყველაზე მეტ დროს ფუჭად?

რაში ხარჯავს ქალი ყველაზე მეტ...

სვით მაყვლის ფოთლების ჩაი

მაყვალი სამკურნალო მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება...

რა მოსწონთ ქალებს მამაკაცებში ცეკვის დროს

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა სწავლულებმა...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...