რა პრობლემები აქვს მიწებს საქართველოში _ ექსკლუზიური ინტერვიუ გაეროს წარმომადგენელთან

საზოგადოება

რა პრობლემები აქვს მიწებს საქართველოში _ ექსკლუზიური ინტერვიუ გაეროს წარმომადგენელთან

2017 მაი 19 20:06:49

მიწის დეგრადაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრობლემური საკითხია. გადაჭარბებული ძოვება, ტყის საფარის კარგვა და ტერიტორიების დაუგეგმავი ათვისება ურბანული განვითარების მიზნით,  კლიმატის ცვლილებასთან ერთად, მიწის დეგრადაციის, ანუ მიწის ნიადაგის მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი მთავარი ფაქტორებია.

როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში გაეროს გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის სამდივნოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონული კოორდინატორი,  ჯამალ ანაგილიჯოვა აღნიშნავს, მიწის დეგრადაცია „ეკონომიკური დანაკარგების და სოციალური დაუცველობის მიზეზი“ გახდა.

_რა იწვევს მიწის დეგრადაციას?

_არსებობს მიწის დეგრადაციის გამომწვევი ბუნებრივი მიზეზები, როგორიცაა ქარი, წყლის ეროზია და გვალვა. ბუნებრივ მიზეზებს შორის ასევე ითვლება კლიმატის ცვლილება. მიწაზე უფრო ნეგატიურ ზემოქმედებას კი ადამიანის ქმედებები ახდენს. ადამიანის საქმიანობაში ყველაზე გავრცელებული ქმედებაა მცენარეული საფარის მოხსნა, მიწების გადაძოვება, არასათანადო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, სამრეწველო დაბინძურება, პროდუქტიულ მიწაზე ურბანული და სამრეწველო ინფრასტრუქტურის ზრდა.

_თქვენი ინფორმაციით, რა მდგომარეობაა კავკასიის რეგიონში და საქართველოში მიწის რამდენი პროცენტია დეგრადირებული? როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე სერიოზული პრობლემა?

_კავკასიის ამ სამ ქვეყანაში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში,  მიწის დეგრადაციის შედარებითი მაჩვენებლები არ არსებობს. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა პირველი ისტორიული საქმიანობა დაიწყეს, როგორიცაა, მოსავალი და ცხოველური სოფლის მეურნეობა, ძირითადად, ლანდშაფტი და ნიადაგი იცვლება. სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტრანსსასაზღვრო ხეობაში ადამიანებმა ნაყოფიერი ნიადაგის დამუშავება ქრისტეს შობამდე მე-4 ათასწლეულში დაიწყეს, ინტენსიური სოფლის მეურნეობისა და კლიმატის ცვლილებების შედეგად, ნიადაგები, დღეს, უმეტესად დეგრადაციისთვის მოწყვლადია. ხშირმა გვალვებმა კი რეგიონში არა მარტო ზიანი მიაყენა მიწას, არამედ უკიდურესი ეკონომიკური დანაკარგების და სოციალური დაუცველობის მიზეზი გახდა. მაგალითად, საქართველოში გვალვამ 2000 წელს დაახლოებით, 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამეურნეო ზარალი გამოიწვია. ექსპერტების აზრით, ამჟამად საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების 35% დეგრადირებულია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი პრივატიზებულია. მიწის ნაკვეთების მფლობელებს კი ყოველთვის არ გააჩნიათ საკმარისი სასოფლო-სამეურნეო გამოცდილება, ცოდნა და უნარები. განსაკუთრებით, კი, მაშინ როდესაც ნაკლები წვიმა ან გვალვაა. მიწის დამცავი ღონისძიებები არ არის დაცული, როგორიცაა, მოსავლის როტაცია და ქარსაცავები, საძოვრებზე მცენარეული საფარი ყოველთვის არ არის გათვალისწინებული და ძალიან ბევრი ცხოველი ძოვს, რასაც, მცენარეული საფარის დეგრადაციამდე მივყავართ.

_რა რეკომენდაციებს გვთავაზობთ საქართველოს ფლორისა და ფაუნის გასაუმჯობესებლად?

_საქართველოში ფლორისა და ფაუნის მდგომარეობის გაუმჯობესება და დაცვა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების, კერძოდ, ბუნებრივი რესურსების მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

ადამიანი ეკოსისტემის ნაწილია და მას ძალიან აქტიურად ცვლის. აქედან გამომდინარე, უნდა შეიქმნას მიწის გამოყენების ადგილობრივი ინტეგრირებული გეგმები, რომელიც, გაითვალისწინებს ბუნებრივ ლანდშაფტს, ბიომრავალფეროვნებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტურიზმს და ა.შ.

საქართველოში აგრიკულტურული მიწების რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია მიწის პრივატიზების დასრულება მიწის მესაკუთრეების ან მეიჯარეების მიერ დასახული  მკაფიო ამოცანებით, რომ თავიდან აცილებული იქნეს მიწის დეგრადაცია და გაუმჯობესდეს არსებული დეგრადირებული მიწები. ამ თვალსაზრისით, შესაძლებელი იქნებოდა საჯარო და კერძო სექტორის გაფართოება. რაც შეეხება საძოვრებისა და მცენარეების გაუმჯობესებას, საძოვრების მენეჯმენტის სტრატეგია და გეგმა განიხილება; შემუშავდება მთავრობისა და ადგილობრივი თემების მიერ ერთობლივად.

-როგორც ცნობილია, მიწის დეგრადაცია შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული/შერბილებული ეფექტიანი მიწის პოლიტიკის არსებობით ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე. რამდენად სწორია ამ მხრივ საქართველოს პოლიტიკა და რა ხარვეზები აქვს მას?

_დიახ, მიწის დეგრადაციის თავიდან აცილება შესაძლებელია. მიწის პოლიტიკა კარგია ნიადაგის ეფექტური გამოყენებისთვის. ის ადგენს შუა და გრძელვადიან ხედვას და სტრატეგიებს სახმელეთო რესურსების გამოყენებასა და დაცვაში, რომელიც გეგმავს სოციალურ ეკონომიკურ განვითარებას მიწის რესურსების ფარგლებში.

ამჟამად, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა და პოლიტიკის საკითხები, გაანალიზებულია, ევროკავშირის სახელმძღვანელო პრინციპებთან და რეკომენდაციებთან. საქართველო, როგორც სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები, ევროკავშირთან დაახლოების პროცესშია. მიუხედავად ამისა, ეროვნული ექსპერტებისა და ანგარიშების თანახმად, საძოვრების მენეჯმენტის პოლიტიკისა და ინსტიტუციონალური ხარვეზები კვლავ არსებობს, მათ შორის, სამართლებრივი ჩარჩო, მიწის ვადა, გაურკვეველი ინსტიტუციური პასუხისმგებლობა.

ეს პრობლემა აღიარებულია და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო საძოვრების მართვის კარგი მაგალითი იქნება.

_რა დახმარებას იღებს საქართველო პრობლემის მოსაგვარებლად?

_ UNCCD-ის სამდივნო საქართველოს ეხმარება დეგრადირებული და გაუმჯობესებული მიწის ბალანსის მიღწევაში.1999 წელს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის (UNCCD) რატიფიცირება მოხდა და მას შემდეგ, საქართველო, ამ საერთაშორისო ხელშეკრულების აქტიური რეგიონალური და გლობალური წევრია. 2014 წელს საქართველომ მოამზადა მიწის დეგრადაციის, გაუდაბნოების და გვალვასთან ბრძოლის მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმა.

UNCCD-ის სამდივნო,  ეხმარება საქართველოს და სხვა 107 ქვეყანას, რომ ქვეყნებმა განისაზღვროს  სტატუსი და ქვეყნებმა ნებაყოფლობით შექმნან მიწის დეგრადაციასთან ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომ  მივაღწიოთ მიწის დეგრადაციის ნეიტრალიზაციას მსოფლიოში, ანუ დეგრადირებული და გაუმჯობესებული მიწის ბალანსს. მიწის დეგრადაციის ნეიტრალიტეტი მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას, რასაც ხელი მოაწერა გაეროს ყველა წევრმა 2015 წელს.

საქართველოსთვის, ისევე როგორც გაეროს ყველა სხვა წევრი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ოპტიმიზაცია შეესაბამებოდეს ეროვნული და გლობალურ მიზნებსა და ქმედებებს, რომ ქვეყანაში არსებული მიწის დეგრადაციის პრობლემა გაუმჯობესდეს




 ახალი ამბები
  • მაია ცქიტიშვილი: "ვაგრძელებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას"მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახდა რეგიონული განვითარება, ადგილობრივი დემოკრატია და ხელისუფლების დეცენტრალიზაცია. „ის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ამ მიმართულებით აღიარა ევროსაბჭომ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფალთა კონგრესის 2018 წლის ანგარიშში. კონგრესის ანგარიშმა დაადასტურა, რომ ჩვენი ხელისუფლება კვლავაც აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას ხელისუფლების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციისთვის“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ყველა დაინტერესებული პირის ფართო ჩართულობით მომზადდა. სტრატეგიის მთავარი პრინციპებია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, თვითმმართველობების მატერიალური და ფინანსური გაძლიერება და სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის უზრუნველყოფა. სტრატეგიის მომზადების ამ პროცესს კოორდინაციას სამინისტრო უწევდა. მასში ხელისუფლების, თვითმმართველობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, ... ...
  • "ოცნების" 9 დეპუტატის კანონპროექტს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს _ საგანგებო ბრიფინგი პარტიაში"ქართული ოცნების" ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონს ეხება საპარლამენტო უმრავლესობის მხარს არ დაუჭირეს _  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. "საჯარო სივრცეში გრძელდება სასამართლოს საკითხთან დაკავშირებული აქტიური დისკუსია. მმართველმა გუნდმა, რომელიც ყოველთვის უსმენს საკუთარ საზოგადოებას, ამ დისკუსიის ფონზე იმთავითვე მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის გადავადების თაობაზე. ამასთან, დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით, დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავება. დაიდო პირობა, რომ კანდიდატები ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად, ინდივიდუალური და თავისუფალი კენჭისყრის შედეგად დაიკავებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. უზრუნველყოფილი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ღია და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე, აგრეთვე ანალოგიური ღია და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე ჩატარდება მათი არჩევა საქართველოს პარლამენტშიც. მიუხედავად მმართველი გუნდის ამგვარი მიდგომისა, აღნიშნული დისკუსია, სამწუხაროდ, ხშირად, არაჯანსაღ ხასიათს იძენს. პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნების თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობა საქართველოში სულ მცირე 100 მოსამართლით გაზრდას, ოპტიმალურ შემთხვევაში კი - გაორმაგებას საჭიროებს, მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას. ამავდროულად, ვაცხადებთ სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოვამზადოთ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით. ამ მიზნით, მივმართავთ ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში. მმართველი გუნდი აგრძელებს მუშაობას სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე. სამუშაო პროცესში ჩართულია დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები - ევროსაბჭოს ოფისის, აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რეფორმის მეოთხე ფაზა, რომელიც მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის, დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოების გადატვირთულობის საკითხებს, დაუყოვნებლივ განახლდება და უპირობოდ დასრულდება მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე. ამავე ფორმატში განიხილება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხიც. მოვუწოდებთ ყველას, ვინც რეალურად არის დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებით, მისი ეფექტიანობის გაზრდითა და სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებით, ღიად და კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დისკუსიაში, რომელმაც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება უნდა უზრუნველყოს. მმართველი გუნდი იმოქმედებს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად", _ განაცხადა ირაკლი ... ...
  • ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან პაციენტი დაიკარგაბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან პაციენტი დაიკარგა _ ამის შესახებ ინფორმაციას TV 25  ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, 78 წლის კაცი დაწესებულებაში გუშინ გვიან ღამით, გულის უკმარისობით მოათავსეს, რომელიც ჟანგბადზე იყო მიერთებული. ხანდაზმული სამედიცინო დაწესებულების პალატიდან დღეს, დილით ისე გავიდა, რომ ამის შესახებ პერსონალს და დაცვის სამსახურს არაფერი გაუგია. როგორც ახლობლები აცხადებენ, დაკარგულ პაციენტს ახლა ბათუმის ქუჩებში უშედეგოდ ეძებენ. ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო ჰოსპიტალის პრესცენტრმა ფაქტის შესახებ მედიიდან შეიტყო და ჟურნალისტებს პირობა მისცა, რომ მომხდარს შეისწავლიან და სათანადო რეაგირება ... ...
  • საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად კაცი დაშავდასამტრედიის სოფელი ტოლებში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, 58 წლის მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც ნგრევა მოყვა. ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას ... ...
  • 5 მუნიციპალიტეტი მერის გარეშე _ რატომ ტოვებენ მერები თანამდებობებს? 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან წელიწადნახევარში 5 მუნიციპალიტეტი მერის გარეშე დარჩა. ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურისა და ხულოს შემდეგ უმაღლესი აღმასრულებელი პირის გარეშე მუშაობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტიც - 2019 წლის 12 თებერვალს კახაბერ მახათაძემ თანამდებობა დატოვა. ამავე დღეს უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით საკრებულოს მიმართა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა, რომელიც მოქალაქის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს და 7 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ 2018 წლის დეკემბერში გირაოთი გაათავისუფლეს. ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება კორუფციის ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგიაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს და ზესტაფონის  მერებთან დაკავშირებული  ცნობები შეკრიბა. ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში ახალი მერების არჩევნები, სავარაუდოდ, 2019 წლის მაისში ჩატარდება. ზუგდიდი ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ გია გულორდავამ თანამდებობები 2018 წლის 12 სექტემბერს დატოვეს ისე, რომ საზოგადოებისთვის მიზეზები  არ განუმარტავთ. თუმცა გადადგომას წინ უძღოდა ა(ა)იპ „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლის დაწყება და 11 სექტემბერს ლაშა გოგიას გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ. 13 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-მა ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც აღწერილია რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის, ზურაბ კვირკვიას საუბარი ლაშა გოგიასთან და მის მოადგილე გია გულორდავასთან. ბიზნესმენი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ზუგდიდში დაპირებული ობიექტები აუქციონის წესით ვერ მიიღო მაშინ, როცა საამისოდ მათ ათიათასობით დოლარი გადაუხადა. ჩანაწერში ფიგურირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელი გუბერნატორი ლევან შონიაც, რომელიც ჩანაწერის გავრცელებამდე ორი კვირით ადრე თანამდებობაზე შეცვალა ალექსადრე მოწერელიამ. გუბერნატორის  შეცვლა ასევე დაემთხვა სუს-ის მიერ ზუგდიდის მუნიციპალური ა(ა)იპ-ის საქმიანობის შესწავლის დაწყებას. გავრცელებული ჩანაწერის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ლაშა გოგიას გამოკითხვისა და კორუფციაზე ეჭვის მიუხედავად, ზუგდიდის ყოფილი მერი „ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ინარჩუნებდა და აქტიურად იყო ჩართული მმართველი პარტიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის ადგილობრივ საარჩევნო შტაბში. ლაშა გოგია და გია გულორდავა 1 ნოემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში დამარცხდა: მან ზუგდიდის ოლქში ხმათა 33.9%, ხოლო ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 49.1% მიიღო. დაკავების შემდეგ პროკურატურამ, ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, „რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. ამავე საქმეზე 2018 წლის 26 დეკემბერს ბრალი წაუყენეს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ლევან შონიასაც, თუმცა 27 დეკემბერს გირაო შეეფარდა. 2019 წლის 4 თებერვალს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ ზუგდიდის ყოფილი მერი, მისი მოადგილე და აღნიშნულ საქმეზე დაკავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მარნეული მარნეულის მერის თემურ აბაზოვის წინააღმდეგ საქმეს ამ დრომდე სასამართლო განიხილავს. მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით 2019 წლის 12 თებერვალს მიმართა, რასაც წინ უძღვოდა მისი დაკავება 2018 წლის 13 ივნისს. მარნეულის საკრებულომ გადადგომის შესახებ აბაზოვის განცხადება ცნობად მიმართვიდან 2 დღეში, 14 თებერვალს მიიღო. აბაზოვს პროკურატურა მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელ და არადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმე ეხება სოციალურ ქსელში 2018 წლის 12 ივნისს გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც ჩანს, როგორ აიძულებენ ბოდიშის მოხდას  და საკუთარი შარდის სახეზე მოსმას მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე თემურ აბაზოვისა და ბიძინა ივანიშვილის გინების გამო. ასევე, პროკურატურის მტკიცებით, ამავე მოქალაქეზე, თემურ აბაზოვთან ერთად, იძალადეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რაგიმ ასკეროვმა, მარნეულის საკრებულოს წევრმა რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ.-მ. - მათ ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინათ. საქმეში ფიგურირებს მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აზერ სულეიმანოვიც, რომლის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება ძალადობის მუხლით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე.   თემურ აბაზოვი ჩანაწერის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს დააკავეს და რამდენიმე თვის განმავლობაში დუმილის უფლებას ინარჩუნებდა, 6 სექტემბერს კი პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა მოქალაქის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების გამო. პატიმრობიდან 6 თვეში თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ჭიათურა პაატა ნადირაძემ ჭიათურის მერის თანამდებობა 2018 წლის 27 სექტემბერს დატოვა. ნადირაძემ გადადგომის მიზეზად ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის სულხან მახათაძის, ქალაქის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის და  ძალოვანი უწყებების სხვა წარმომადგენლებისგან მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დაასახელა. გადადგომას წინ უძღოდა ჩხუბი რესტორანში, რომელშიც მონაწილე თანამდებობის პირები ჭიათურის მერიიდან, საკრებულოდან და პოლიციიდან ერთმანეთს ადანაშაულებდნენ დაპირისპირების პროვოცირებაში. ინციდენტის შემდეგ პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში მერის წინააღმდეგ განცხადება შევიდა, რის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. პაატა ნადირაძე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ჭიათურის მერად ამომრჩეველთა ხმების 62.45%-ით აირჩიეს. ხულო 2018 წლის 17 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 დღით ადრე, ხულოს მერი გოჩა მელაძე გადადგა, მასთან ერთად თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, ლაშა ბოლქვაძემაც. გადადგომის დროს გოჩა მელაძე „ქართული ოცნების” მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბსაც ხელმძღვანელობდა ხულოში. გოჩა მელაძემ თანამდებობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის გადადგომიდან მალევე დატოვა. ზურაბ პატარაძის წასვლა კი თავის მხრივ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის მამუკა ბახტაძით შეცვლას უკავშირდება. აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მოსვლასთან ერთად მედიაში არაერთხელ გავრცელდა ვარაუდები რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველი პირების სავარაუდო შეცვლაზე. საზოგადოებას კითხვები გაუჩინა იმ გარემოებამ, რომ გოჩა მელაძე 17 ოქტომბერს - თანამდებობის დატოვების დროს, ოფიციალური ინფორმაციით, შვებულებაში იმყოფებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორედ ამ დღეს მელაძემ საკრებულოს გადადგომის განცხადებით მიმართა, თუმცა მანამდე პირველ მოადგილედ პოლიციის ყოფილი უფროსი ვახტანგ ბერიძე დანიშნა, რომელიც გოჩა მელაძისა და მისი მოადგილის თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ მერის მოვალეობის შესრულებას ავტომატურად შეუდგა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვახტანგ ბერიძემ ხულოს პოლიციის სამმართველოს უფროსის პოზიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე, 16 ოქტომბერს, გოჩა მელაძის თანამდებობიდან წასვლამდე ერთი დღით ადრე დატოვა.  გოჩა მელაძე ხულოს მერად 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში, ამომრჩეველთა ხმების 59.58%-ით აირჩიეს. ზესტაფონი ამ დრომდე გაურკვეველია ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მიზეზი. მან  უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვალს მიმართა. კახაბერ მახათაძემდე თანამდებობა დატოვა მისმა პირველმა მოადგილემ ელგუჯა გვენეტაძემ. ამჟამად მერის მოვალეობას ნუგზარ ფერაძე ასრულებს, რომელიც კახაბერ მახათაძემ თანამდებობიდან წასლამდე მოადგილედ დანიშნა, მანამდე კი ზესტაფონის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე იყო. კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავდნენ ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე და მისი მხარდამჭერები. ისინი მერს კორუფციაში ადანაშაულებდნენ და რამდენჯერმე მერის სამუშაო კაბინეტთან მჯდომარე აქციაც გამართეს. ზესტაფონის ყოფილმა მერმა მმართველ პარტიას 2016-2017 წლებში 90 000 შესწირა, მათ შორის 40 ათასი ლარი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, რომლის პირველივე ტურის შედეგებით მახათაძე ხმათა 54.7%-ით მერად აირჩიეს. ხუთივე მუნიციპალიტეტში ცესკოს ახალი მერების არჩევნების დანიშვნა, კანონმდებლობის თანახმად, 2019 წლის მაისში მოუწევს, რადგან ყოფილ მერებს უფლებამოსილება 15 თებერვლამდე შეუწყდათ. ცესკომ რიგგარეშე არჩევნების თარიღი არჩევნებამდე არაუგვიანეს 50 დღით ადრე უნდა დანიშნოს განკარგულებით.  ახლადარჩეული მერების უფლებამოსილება 2021 წლის შემოდგომამდე გასტანს. ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...