რა რაოდენობის “ტამიფლუ“ გაიცა ოზურგეთში

საზოგადოება

რა რაოდენობის “ტამიფლუ“ გაიცა ოზურგეთში

2019 იან 11 18:07:46

“გურია ნიუსი“ დაინტერესდა რა რაოდენობის  “ტამიფლუ“ გაიცა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან?

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მედიკამენტის გაცემა ოჯახის ექიმის რეცეპტის გამოწერის საფუძველზე ხდებოდა.

ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაია ქუტიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ოზურგეთში 330 დოზა “ტამიფლუ“ იყო გამოგზავნილი.

“2019 წლის 4 იანვარს მივიღეთ ახალი დოზა. ამ დროისთვის 316 დოზა არის გაცემული. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ცენტრში იყო 86 დოზა წამალი, რომელიც 2018 წელს მივიღეთ. წამლებს კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან ვიღებთ“, _გვითხრა მაია ქუტიძემ.

ჯერჯერობით,  ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ზუსტად არ იციან, როდის მიიღებენ “ტამიფლუს“ ახალ პარტიას.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ მოქალაქეებზე უფასოდ გაიცემა, მიუხედავად იმისა, შედის თუ არა პაციენტი რომელიმე რისკ ჯგუფში. ამის შესახებ მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ის სეზონური გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს ყველა მოქალაქეზე ანტივირუსული პრეპარატი გაიცეს სახელმწიფო სუფსიდირებით, ანუ მოქალაქეებზე გაიცეს უფასოდ, ხვალ დავიწყებთ ამის განხორციელებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.




 ახალი ამბები
  • მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს.  "მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", _ წერს სააკაშვილი. პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.  პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად ... ...
  • ვერ დაიჭერთ! შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი! - ქავთარაძე ხელისუფლებასვერ დაიჭერთ! შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი! - ქავთარაძე ხელისუფლებას, _ ეს განცხადება  ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქავთარაძემ  ხელისუფლების მისამართით სოციალურ ქსელში გაავრცელა. "თალაკვაძე თავის საქმიანობას ოპოზიციონერი დეპუტატის დაჭერით იწყებს! ეს ხლეჩს საზოგადოებას. ეს არის რუსეთის დაკვეთა. ვერ დაიჭერთ. შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი",  _ ირაკლი ... ...
  • ბიურომ პროკურორის მიმართვა მელიას დაპატიმრებაზე განსახილველად კომიტეტებს გადასცაპარლამენტის ბიურომ გენერალური პროკურორის მიმართვა დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით განსახილველად კომიტეტებს გადასცა. გენერალური პროკურატურა მომართვას თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები განიხილავს, რომელსაც განსახილველად 5 დღიანი ვადა აქვს, თუმცა როგორც საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, კომიტეტის სხდომები ხვალ დილითვე გაიმართება, რადგან ვადები შემჭიდროვებულია. სავარაუდოდ სესიაც ხვალვე განიხილავს. კახიანმა არ გამორიცხა, რომ პარლამენტმა ენმ-ს დეპუტატს იმუნიტეტი შეუწყვიტოს. პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვს. პარლამენტის ბიუროს სხდომა ფიზიკური გაწევ-გამოწევისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ... ...
  • თუ დამიჭერენ, გული დამწყდება, რომ პოლიტიკურ პანჩურს ვერ ამოვარტყამ ივანიშვილს უკანალში - მელიათუ დამიჭერენ, ერთადერთი გული იმაზე დამწყდება, რომ პოლიტიკურ პანჩურს ვერ ამოვარტყამ ივანიშვილს უკანალში - ეს განცხადება ენმ-ს პოლიტსაბჭოს მდივანმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ გააკეთა. მელია პროკურატურის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო და პარლამენტს მელიასთვის მანდატის შეჩერების მოთხოვნით მიმართა.  მელია საგამოძიებო უწყებამ დაკითხვაზე ხვალ დაიბარა და ასევე თქვა, რომ ისინი დეპუტატისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მისი თქმით, ტყუილად ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი დაკავებით რამე შეიცვლება. „ამით ახლა ბიძინა ივანიშვილი რას მიაღწევს, ჩემს პატიმრობას ვგულისხმობ. რა პანაცეაა და მოგვარდება და ხალხი გადაიფიქრებს, რომ ბიძინა ივანიშვილს, გახარია და გავრილოვი არის ცუდი. მარტივად არის საქმე, შეშინებული, აგონიური, დამფრთხალი ხელისუფლების მდგომარეობაა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა შეექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და გამოვიყენეთ აღელვებული ადამიანების ემოციები საჩვენოდ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.  ნიკა მელიას თქმით, მისთვის პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ.  "უხერხულია და, ალბათ, არ არის სასიამოვნო, როდესაც განზრახ მკვლელობაზე დაგიჭერენ, როდესაც წამლის რეალიზაციის საქმეზე დაგიჭერენ. მაგრამ პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ. ბოლო პანჩურის ამორტყმის შესაძლებლობა მე რომ არ მექნება, ამაზე მწყდება გული," - განაცხადა ნიკა მელიამ.  როგორც პროკურატურაში განაცხადეს, აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ... ...
  • შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალესშეკვეთილში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე, დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ოთხმა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო. "ვუერთდებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპორტესტო აქციას. ჩვენ არ დავიშლებით მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება."- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილე, მინდია ადაძემ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...