რა რესურსებია საჭირო ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და სიღარიბის დაძლევისთვის

საზოგადოება

რა რესურსებია საჭირო ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და სიღარიბის დაძლევისთვის

2019 ნოე 14 18:09:29

რა ინვესტიციები და რესურსებია საჭირო ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და სიღარიბის დაძლევისთვის, რა როლს შეასრულებს ეს პროცესი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის _ ამ და სხვა საკითხებს ეძღვნება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი ანგარიში „მსოფლიო ქალთა პროგრესი 2019: ოჯახები ცვალებად მსოფლიოში“, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

მსოფლიო ქალთა პროგრესის ანგარიში წარმოადგენს ქალთა უფლებების პერიოდულ თემატურ მოკვლევას, რომელიც წაახალისებს ცვლილებებს კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და პროგრამებში და ქმნის ქალებისა და გოგონებისთვის შესაფერის გარემოს საკუთარი უფლებების რეალიზებისათვის.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მსოფლიო ანგარიშები შემუშავებულია მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგის, ადამიანის პროგრესის უზრუნველყოფის მსოფლიოს ყველაზე კომპლექსური ჩარჩო დოკუმენტის და მისი 17 მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევის დასაჩქარებლად.

კვლევების, მტკიცებულებების, ინოვაციური მიდგომების და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე 2019-2020 წლების პროგრეს ანგარიში სიღრმისეულად მიმოიხილავს ოჯახებს სწრაფად ცვალებად მსოფლიოში. ამჟამად, ისევე როგორც ადრე, არ არსებობს „სტანდარტული“ ან „უნივერსალური“ ოჯახის ფორმა, ოჯახები მრავალფეროვანია და ვითარდება. გლობალურ დონეზე შინამეურნეობების მესამედზე მეტი (38%) შედგება წყვილისგან, რომლებიც შვილთან ერთად ცხოვრობენ, გაფართოებული შინამეურნეობა (რომელიც სხვა ნათესავებსაც მოიცავს) ასევე ფართოდ არის  გავრცელებული (27%), მარტოხელა მშობლები, რომელთა უმეტესობა ქალები არიან წარმოადგენენ შინამეურნეობის 8% და ზოგიერთ ქვეყანაში და თითქმის ყველა რეგიონში ერთსქესიანთა ოჯახების რაოდენობა სულ უფრო მზარდია.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ოჯახი  მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მისაღწევად, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ოჯახები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგანან, მაგალითად, ევროპაში „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა ხორციელდება.

კვლევაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ ოჯახი ქალებისა და გოგონების უფლებებისთვის შეიძლება იქცეს წარმატების ან წარუმატებლობის გადამწყვეტ ფაქტორად, არის ოჯახები, სადაც ქალებზე, გოგონებზე ხდება ფიზიკური, სექსუალური ძალადობა.

ბოლო 1 წლის განმავლობაში 5 ქალიდან 1 იყო ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ხოლო დღეში 137 ქალი ხდება ოჯახის წევრის მსხვერპლი.

მკვლევარები ამბობენ, რომ უნდა გაიგონ რა ხდება ოჯახებში, როგორ ხდება გარემოს, პოლიტიკის შედეგად ოჯახების ფორმირება.

„3 მილიარდი ქალი და გოგონა ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ქორწინებისას გაუპატიურება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ხუთიდან ერთ ქვეყანაში გოგონები ვერ სარგებლობენ ბიჭების მსგავსი მემკვიდრეობის უფლებით, 19 ქვეყანაში ქალები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ საკუთარ მეუღლეებს, განვითარებად ქვეყნებში დაოჯახებული ქალების მესამედს არ აქვთ ჯანდაცვის უფლება.

ქალების რაოდენობა შრომის ბაზარზე იზრდება, მაგრამ ქორწინება და დედობა ამცირებს ქალების მონაწილეობას შრომის ბაზარზე, მათ შემოსავალს და იმ სარგებელს, რომელიც დასაქმებას მოყვება“,_ ნათქვამია კვლევაში.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ქალებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ შექმნან თუ არა ოჯახი, ვის გაყვნენ და როდის. აქცენტი უნდა გაკეთდეს მეტ განათლებაზე.

ანგარიშში წარმოდგენილი ახალი მონაცემების მიხედვით, გლობალურ დონეზე 25-54 ასაკობრივი ჯგუფის დაოჯახებული ქალების ნახევარზე მეტი დასაქმებულები არიან, მარტოხელა ქალების 2/3 და დაოჯახებული მამაკაცების 96%-თან შედარებით. ამ უთანასწორობის მთავარი მიზეზი არის ის,  რომ კაცებთან შედარებით, ქალები სამჯერ უფრო მეტ აუნაზღაურებელ შრომას ეწევიან სახლსა და ოჯახის წევრებზე ზრუნვაში, როდესაც მზრუნველობის სერვისები არ არის ხელმისაწვდომი.

ანგარიში მოუწოდებს პოლიტიკის შემქმნელებს, აქტივისტებს და მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენლებს მოახდინონ ოჯახების თანასწორობისა და სამართლიანობის სივრცედ ტრანსფორმირება- სადაც ქალები და გოგონები საკუთარი უფლებების რეალიზებას შეძლებენ, გააკეთებენ არჩევანს, გაახმოვანებენ საკუთარ სურვილებს და სადაც უზრუნველყოფილი იქნება მათი ფიზიკური და ეკონომიკური უსაფრთხოება.

ანგარიშის შედეგად სოციალური დაცვის სისტემაში არსებული ხარვეზები და მათი გამოსწორებისთვის საჭირო ხარჯებიც გამოვლინდა.

როგორც გამოთვლები აჩვენებს, ოჯახზე მორგებული პოლიტიკის პაკეტი ქვეყნების უმეტესობისთვის ხელმისაწვდომია.

„ქვეყნების მეოთხედს (155 ქვეყნიდან 41) ოჯახზე მორგებული პოლიტიკა მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე ნაკლების დახარჯვით შეუძლია განახორციელოს. ქვეყნების ნახევარზე მეტი (79) მას მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ზე ნაკლებ ფასად შეძლებს. კვლევაში მონაწილე ქვეყნების მეხუთედი კი ამ პოლიტიკის გახორციელებას მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე ნაკლები ხარჯით მოახერხებს, რაც ნიშნავს, რომ ამის მისაღწევად დამატებითი გარე დახმარება, მათ შორის საერთაშორისო განვითარების მხარდაჭერაა საჭირო“,_ აღნიშნულია კვლევაში.

როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მირა ბირბაუმი ამბობს, საქართველოში ამ ცვლილებების გასახორციელებლად მშპ-დან 6%-დან 9%-მდე უნდა გამოიყოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, თუ რა ინვესტიციაა საჭირო, რომ ქვეყნებმა ოჯახებზე ორიენტირებული პოლიტიკა და ტრანსფერები განახორციელონ. გავაკეთეთ გარკვეული დაშვებები ქვეყნების დონეზე და ამ დავადგინეთ, რომ საქართველოს დასჭირდება 6%-იდან 9%-მდე მშპ-ს წილის გამოყოფა ამ ღონისძიებების გასახორციელებლად“,_ამბობს ბირბაუმი.

ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია დაესწრო.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას, რომლის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაც სიღარიბეა, არ აქვს უფლება არ მოისმინოს და არ გაითვალისწინოს ეს ანგარიში.

ხოლო, ის პრობლემები, რაც არსებობს, მაგრამ ითვლებოდა, რომ არ არსებობს, დასანახია და პოლიტიკურ დღის წესრიგშია დასაყენებელი.

„მსგავსი ანგარიშების მოსმენა ყოველთვის მნიშვნელოვანია. მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა და პოლემიკის წარმოება-  ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი რა თქმა უნდა. პირველი ნაბიჯი ყოველთვის არის პრობლემის აღიარება და შემდეგ უკვე ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა. პრობლემის აღიარებაში სწორედ ასეთი ტიპის ანგარიშები გვეხმარება. დღეს ჩვენ ქალთა უფლებების თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული აღსრულებით პროცესში, თუმცა, სწორედ, ამ ანგარიშში ჩანს პრობლემები, რომლებიც ჩვენთვის ასევე ცნობილი იყო. ბევრი რამე არის გასაკეთებელი. ქალთა როლი გასაძლიერებელი არის, მათ შორის, ეკონომიკაში და ეკონომიკური დოვლათის წარმოებაში“,_ ამბობს ბარკალაია.




 ახალი ამბები
  • "საქართველოში ცოცხლად გლეჯენ „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებულ კაცს " _ კალანდია ზაზა ურუშაძეზე გუშინ საღამოს ზაზა ურუშაძის პანაშვიდზე ვიყავი, ერთი ჩვეულებრივი თბილისური კორპუსი, გაცვეთილი ლამინატი, გაურემონტებელი კედლები, იმ სევდიან ატმოსფეროს კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა ის მატერიალურად ღარიბი გარემო, რომელშიც ამ გამორჩეულმა ადამიანმა იცხოვრა, დიახ, მხოლოდ საქართველოში „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებულ კაცს ჭამენ და გლეჯენ ცოცხლად ისინი, ვისაც კოლექტიური სახელი „კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ შეგიძლია უწოდო", _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტმა და კინორეჟისორმა გიორგი კალანდიამ დაწერა. როგორც კალანდია საკუთარ პოსტში ამბობს, საზოგადოება ხმას მაშინ იღებს, როცა უკვე ძალიან გვიანაა. "ჩვენ კი საზოგადოება (თუ კი ვართ საზოგადოება) მხოლოდ მაშინ ვიღებთ ხმას როცა ძალიან გვიანია, როცა ჩვენი ვიშვი და მოთქმა მხოლოდ ლიტონი სიტყვებია! არასოდეს, არასოდეს შეგვწევს უნარი შევაჩეროთ ეს „კოლექტიური კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ და ვუთხრათ „არა“, არა ღვარძლისთვის, ტალახისთვის, ბულინგისთვის! მახსენდება ერთი შემთხვევა, რამდენიმე თვის წინ ხელოვნების სასახლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დავდე ჩემ მიერ გადაღებული ფილმი ხელოვნების სასახლეში დაცულ გვირგვინების კოლექციაზე და ამავე გვერდის მომხმარებელს ჩემი ფილმის ყურება მოვუწოდე. უცებ ერთი ცნობილი ფოტოგრაფის ძმისშვილი თუ დისშვილი „გამოხტა“ და მომიწოდა, საკუთარი ინტერესებისთვის არ გამომეყენებინა მუზეუმის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი, ჰოდა, დაიწყო… ატყდა ვაიუშველებელი, ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ. ვუცქერდი ამ ვაკხანალიას და ვხდებოდი რომ ამ „კოლექტიურ კოლტსა“ და „ქაჯთა რემას“ ძალუძს უბრალოდ მოგკლას, ან მინიმუმ გულის დაავადება შეგძინოს! და მაშინ საკუთარ თავს მტკიცედ ვუთხარი, რომ ამ სიამოვნებას მათ არასოდეს მივანიჭებდი, მათ გამო არასოდეს ავიშლიდი ნერვებს…. დიახ, საქართველოში უნდა იყო მტკიცე, ვითარცა რკინა და „უშიში, ვითარცა უხორცო“, რადგან, როცა უსაფუძვლოდ გლანძღავენ, დანარჩენები ისუსებიან, ან სეირს უყურებენ, ან სულაც ხალისობენ, უმეტესობას თავის ატკიება არ სურს და არც შარიანთან დაპირისპირებას ლამობს. ჰოდა, იზრდება და ფუვდება ეს კოლექტიური კოლტი და ქაჯთა რემა, ასევე ყვავიან და ხალისობენ ისინი, ვინც წარმოადგენენ პროფესიული კლანებს, საძმოებს, ჯიგრულ სადაქალო-საძმაკაცოებს. ღმერთმა არ ქნას მათ რაიმე გადაცდომაზე, დანაშაულზე ან ხარვეზზე მიუთითო, მაშინვე დაგესევა მთელი კლანი, რემა და კოლტი. შენ კი ინდივიდი, რომელიც დამოუკიდებელი პიროვნება ხარ, რომელმაც საკუთარი შრომითა და ჯაფით, პატრონებისა და მფარველების გარეშე გზა გაიკვლიე, საზოგადოებას ენდობი, თუმცა ბოლოს ხვდები რომ ეს საზოგადოება ჯერ კიდევ მაშინ დასამარდა, როცა ილიამ „ყველას მუნჯი და ყველას უტყვი“ უწოდა! ძვირფასო ზაზა, შენთან ერთად დავტირი ჩვენს გარდაცვლილ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც საუბედუროდ, საკუთარი საუკეთესო შვილების გაფრთხილება, მოვლა და უბრალოდ, დაფასება არ იცის, საქართველოს ხელოვნების სასახლის კინოსადმი მიძღვნილი არქივთა აღწერილობის მე-9 ტომი შენს ხსოვნას მიუძღვენით, ნიშნად იმისა, რომ ამ ბედკრულ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილი იყო საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელსაც სიკვდილი არ სურდა და ჯანსაღი სიცოცხლისაკენ ... ...
  • კახა ასკურავა: ეს კინო ნანახი აქვს ქართველ ამომრჩეველს“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ამბობს, რომ “ქართულ ოცნების“ ლიდერები დაბნეული არიან. “ის, რომ ეს არა არის ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი ღონისძიება, ეს ბოლოს თავად პარტიის გენ მდივანმა კახა კალაძემ უარყო. რადგან, ეტყობა ვიღაც ჭკვიანმა თქვა, ამას ეს სახელი რომ დავარქვათ, მაშინ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებიც უნდა დავპატიჟოთო და მაშინ პარტიულ ღონისძიებად გაუჭირდებოდათ და არც დაუპატიჟებიათ“- გვითხრა ასკურავამ. კახა ასკურავას თქმით, “ზოგადად, "ოცნება" ახლა ძალიან დაბნეულია. ეს კარგად გამოჩნდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების დროს. ოზურგეთში რკინიგზის სადგური რომ გადავჭედეთ, მესამე დღეს გურიის სამივე რაიონში არჩევნები წავაგეთ. ასე რომ, ის, რაც ახლა თბილისში ხდება, სრულად საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და პლუს ძალდატანებით წაყვანილი ხალხის რესურსია. ეს კინო ნანახი აქვს ქართველ ამომრჩეველს. თავისუფლების მოედნიდან ავლაბრის მეტრომდე რომ გადაჭედონ ხალხი, "ოცნება" ... ...
  • გიორგი თარგამაძე “ფორმულაზე“ და მისი მეუღლე, თათია თოფურია “მთავარ არხზე“ გამოჩნდებაჟურნალ “სარკესთან“ ინტერვიუს დროს ტელეკომპანია “ფორმულას“ ახალი გადაცემის წამყვანი და ერთ დროს პოლიტიკოსი, გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ ის და თათია ერთდროულად დაუბრუნდა ეკრანს. გიორგი თარგამაძე: – ორივეს გვქონდა ჟურნალისტური პაუზა. ისე მოხდა, რომ წლების განმავლობაში არც ერთი არხის ეთერში აღარ იყო მისი ადგილი. ესეც იმ მითებისა და ლეგენდების, ნეგატიური დეზინფორმაციული კამპანიის შედეგი იყო. თათია არსად მიიღეს, ამიტომ სხვა სფერო სცადა და იქ ახლაც აგრძელებს მუშაობას. ახლა კი უცნაური ამბავი მოხდა – ჯერ თათიამ მიიღო შეთავაზება ტელევიზიაში მუშაობასთან დაკავშირებით და თვენახევრის მერე – მე, ოღონდ სხვადასხვა არხზე. ისე მოხდა, რომ ეთერში გასვლა მე დავასწარი. ისინი ჯერ კიდევ მზადების პროცესში არიან და, თუ არ ვცდები, 2 დეკემბერს გავლენ პირველად ეთერში. ეს იქნება “მთავარ არხზე”. დილით ადრე დაიწყება გადაცემა, რომელიც შუადღემდე გასტანს. თათია კვირაში სამჯერ გაუძღვება ამ გადაცემას. მას, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობ და ძალიან მიხარია. ეს იქნება შემეცნებითი, საზოგადოებრივი, დიასახლისებზე გათვლილი გადაცემა კულტურული კომპონენტებით. ეს ის შემთხვევაა, როცა მინდა, ჩვენს კონკურენტ არხს წარმატება ვუსურვო. თათია საქართველოს ეროვნული ლატარიის საზოგადოებრივი სახეა და ძალიან ბევრი საქველმოქმედო იდეის ხორცშესხმა უხდება, რაც ადამიანური თვალსაზრისით ბევრი პოზიტიური ენერგიის მომტანია. ახლა კი, რასაც ამის პარალელურად გააკეთებს, მისი პროფესიაა – ეთერში ყოფნა, მაყურებელთან ურთიერთობა, სიახლის მიღება და გაცემა… მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული დისკომფორტი ექნება მისი ბიოლოგიური რიტმიდან გამომდინარე – მოუწევს ადრე დაძინება და ადრე გაღვიძება, რასაც აქამდე ჩემი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად არ აკეთებდა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ძალიან მიხარია, რომ ტელევიზიაში ბრუნდება.“- თქვა ინტერვიუს დროს გიორგი ... ...
  • ჩოხატაურიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე 1000 ადამიანი წავიდადღეს თბილისში ჩოხატაურიდან „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე 1000 ადამიანი წავიდა. ისინი ჩოხატაურში, კულტურის ცენტრთან შეიკრიბნენ. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, აქციაზე საჯარო მოხელეების და პედაგოგების ნაწილი, „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები წავიდნენ. როგორც  მმართველ გუნდში ამბობენ, დედაქალაქში ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად ღონისძიება ... ...
  • ლანჩხუთელები აქციაზე მუსიკალური განწყობით მიდიან (ვიდეო)დღეს, თბილისში დაგეგმილ აქციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებიც შეურთდებიან. სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო და ფოტო ვრცელდება, სადაც ჩანს, რა ამაღლებული განწყობით, მუსიკალურად მიდიან "ქართული ოცნების" ქომაგები დედაქალაქისკენ.  გავრცელებული ინფორმაციიით, ლანჩხუთიდან აქციას 2 000 ადამიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...