რა სახის დოკუმენტები გაიცემა უფასოდ 2022 წლის 1 იანვრამდე

საზოგადოება

რა სახის დოკუმენტები გაიცემა უფასოდ 2022 წლის 1 იანვრამდე

2020 იან 16 09:02:18

2019 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედი მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი უვადო გახდა.

ამ ცვლილებას საფუძველად იუსტიციის სამინისტროს პრაქტიკა და სტატისტიკა დაედო: 2016 წლიდან დაწყებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის გახანგრძლივება მოქალაქეთა მხრიდან რეფორმის მიმართ მაღალი ინტერესითაა განპირობებული. რეფორმის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეთა მიმართვიანობა, საშუალოდ, ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ტემპი - სამზე მეტჯერ. მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრსა და მოქალაქეს შორის საფუძვლიან დავათა მცირე ოდენობა ადასტურებს, რომ 2016 წელს დაწყებული მიწის რეგისტრაციის რეფორმა წარმატებულია.  2016 წლიდან დღემდე წარმატებით დარეგისტრირდა 738 483 განაცხადი, რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან  2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია.  

სწორედ ამიტომ აქამდე მოქმედი მიწის რეგისტრაციის გამარტივებული წესი გახდება ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. 

სამინსტროში მიიჩნევენ, რომ მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული გამარტივებული წესის დანერგვა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესის დასრულებას შეუწყობს ხელს. ეს ერთი მხრივ, დაიცავს მესაკუთრეთა უფლებებს, მეორე მხრივ კი, დაეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში.
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “რეგისტრაცია კვლავინდებურად იწარმოებს ორი სახით: სპორადული და სისტემური წესით.
როგორც სპორადული, ისე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში:
 -   ფართოვდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები. ეს იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტებით, რომლებითაც მიწის რეგისტრაცია დღეს შესაძლებელი არ არის, მოქალაქეები მიწის დარეგისტრირებას შეძლებენ.  მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტი ან მებაღის წიგნაკი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შედგენილად ჩაითვლება, თუ მასში არ არის მითითებული დოკუმენტის გაცემის წელი;
 -   კიდევ უფრო მარტივდება ფორმის დაუცველად დადებული გარიგებების საფუძველზე უფლებათა რეგისტრაციის წესი. შესაბამისად, ამგვარი გარიგების საფუძველზე მიწის რეგისტრაციას მეტი მოქალაქე შეძლებს. კერძოდ, რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება დოკუმენტის ასლის საფუძველზე, თუკი ასლი დაცულია ეროვნულ არქივში, საჯარო რეესტრში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში; 

-   მარტივდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე. იმ შემთხვევაში, თუ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ იძებნება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით; 

-   შესაძლებელი ხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ კომლების (ოჯახების) მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში, მაგრამ საკომლო წიგნში  მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის.  დღეს ამგვარი მიწის რეგისტრაცია არ არის შესაძლებელი. ასეთი შემთხვევებისთვის კანონპროექტით დგინდება ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ზღვრული ნორმა − 0,75 ჰა, რაც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკომლო წიგნების ანალიზის საფუძველზე, საოჯახო მეურნეობებისთვის გამოყოფილი მიწის ოდენობების საშუალო მაჩვენებელია. 

გარდა ამისა, სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში: 

-   რეგიონს, სადაც სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი საჭიროებისა და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე; 

-   აზომვითი სამუშაოების ზუსტად ჩატარების მიზნით, იმისათვის, რომ თითოეული მესაკუთრის უფლება სრულად იქნეს დაცული, პროექტის ფარგლებში საკადასტრო სამუშაოების ჩატარება შეეძლებათ მხოლოდ აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებულ პირებს; 

  მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ნაცვლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისა, დადგინდება სააგენტოს მიერ; 

-  თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებას სააგენტო აღიარებს; სააგენტო საკუთრების უფლებას აღიარებს თვითნებურად დაკავებულ ისეთ სათიბ, სახნავ ან საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზეც, რომლებზეც განთავსებული არ არის შენობა-ნაგებობა ან ისინი არ წარმოადგენს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. 

სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში: 

-   თუკი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის უფლება ვერ დადასტურდება, საჯარო რეესტრი განსაზღვრავს, რამდენად ექვემდებარება საკუთრების უფლება აღიარებას და მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში გადაუგზავნის საქმეს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რაც განტვირთვას კომისიებს საქმეებისაგან და დააჩქარებს განხილვის პროცესს; 

-   იცვლება აღიარების კომისიების მიერ სააგენტოდან გადაგზავნილი საქმეების განხილვის ვადა და ის განისაზღვრება 3 თვით. პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და გასაჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ცვლილება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აღიარების კომისიაში საქმეების განხილვის ხანგრძლივობა და გაჭიანურება დღეს მოქმედი რეგულაციის ერთ-ერთი გამოწვევაა; 

-   ფართოვდება მიწის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ცნება. მათ შორის, თუკი დღეს ასეთ დოკუმენტად მიიჩნევა  ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ახალი რეგულაციით ეს წესი გავრცელდება 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე, რაც მიწის დაკანონებას გაუადვილებს მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთებს 1995 წლიდან ფლობენ. 

აღსანიშნავია, რომ არც სპორადული და არც სისტემური რეგისტრაციის შემთხვევაში, 2021 წლის პირველ იანვრამდე მიწის დაკანონება არ მოახდენს გავლენას იმ ოჯახების სარეიტინგო ქულებზე, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას და სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით. შესაბამისად, ასეთ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ სოციალური დახმარება და ყველა შეღავათი, რითაც მიწის რეგისტრაციამდე სარგებლობდნენ.  

კანონის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია უსასყიდლოდ, საზღაურის გარეშე შესრულდება, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მასში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე დარეგისტრირდება. ამასთან, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის 1 იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება.




 ახალი ამბები
  • "არ გიშველით არც ეს ვირუსომანია"_ ნათელაშვილი ხელისუფლებასსაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მომხდარს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომხდარს იურიდიულ უმძიმეს დანაშაულს უწოდებს. „ხელისუფლებამ იმდენი იღვაწა, ჩვენი არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, იმდენ ხანს არ დაკეტა სახმელეთი საზღვარი ,რომ მაინც შეამოატანინა ირანიდან კორონავირუსი. ეს იურიდიულადაც უმძიმესი დანაშაულია,განზრახი ქმედებაა, რადგან მთელ ქვეყანას დაემუქრა სასიკვდილო დაავადების საფრთხე. უკვე მიხრწნილ სისტემას უნდოდა რათა მათგან დაზაფრული საზოგადოების ყურადღება გადართულიყო არა რეჟიმის მოცილებაზე, მასობრივ მიტინგებზე,სხვა საპროტესტო აქციებზე,არამედ კორონავირუსზე. დღეს დიდი ზეიმი ექნებათ სოლოლაკსა და შეკვეთილში. მიუხედავად ყველაფრისა ვარწმუნებ- არ გიშველით არც ეს ვირუსომანია,”_ წერს ... ...
  • საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდასაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია ... ...
  • ,,ვფიქრობდი, დიტოს პატრონი არ ჰყავს და ამერიკაში სასწავლებლად ვინ გაუშვებს-მეთქი",,სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებ, დედა. ვამაყობ, შვილო, დიტო, შენით!"-ასეთ ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში სამტრედიელი ემიგრანტი ქალი. პროფესიით მედდა, ნანა ჯანელიძე რამდენიმე წელია საკუთარი ოჯახიდან მოშორებით, იტალიის ქალაქ ბარში ემიგრაციაში ცხოვრობს. მისი შვილი, 26 წლის დიმიტრი ჩაგრაგანიძე ამ წუთებში ამერიკაში, ოკლაჰომას აეროპორტშია, საიდანაც ჯერ საფრანგეთში, შემდეგ ისრაელში და ბოლოს საქართველოში ჩამოფრინდება. დიმიტრი ჩაგრაგანიძე გორის თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულია და ხონის საარტილერიო მეექვსე ბრიგადაში მსახურობს. რვა თვის წინ თავდაცვის სამინისტროში გამოცდები ჩააბარა და ამერიკაში სწავლების უფლება მოიპოვა. დიმიტრი ჩაგრაგანიძემ რვათვიანი სწავლება წარმატებით გაიარა და შესაბამისი დიპლომიც აიღო. ამის ამსახველ ფოტო სურათებს დედა სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ,,გურია ნიუსთან" გულახდილად ამბობს, რომ ამას არ მოელოდა:,,ვფიქრობდი, დიტოს პატრონი არ ჰყავს და ამერიკაში საწავლებლად ვინ გაუშვებს-თქო. გამოცდების შემდეგ თავდაცვის სამინისტროში რომ დაიბარეს და ამერიკაში გასამგზავრებელი ბილეთი რომ გადასცეს, მაშინ ვიწამე ყველაფერი", _ გვეუბნება დედა. კვალიფიკაციაამაღლებულ დიმიტრი ჩაგრაგანიძეს საქართველოში სამხედრო სამსახური, ოჯახი, საყვარელი მეუღლე და პატარა ვაჟკაცი ... ...
  • „გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება“_ ოზურგეთის საკრებულო განკარგულებას ტაშით შეხვდა დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოგზავნილი წინადადება  მოისმინა, რომელიც ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა. მან ისაუბრა გომის მთის ირგვლივ არსებულ პროცესებზე, რაც გასულ წლებში ხდებოდა: _იყო  ადმინისტრაციულ ერთეულად მიღების საკითხზე მსჯელობა, ასევე იყო სოფელ შემოქმედის საზღვრებში მოქცევის საკითხიც. დღეს მივდივართ იქით,  რომ მოხდეს  დამოუკიდებელ ტერიტორიულ  ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბება.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მომართეს მოქალაქეებმა სამოტივაციო წერილით, რომ აქვთ სურვილი, რეგისტრაცია გაიარონ და გახდნენ გომის მთის მცხოვრებლები.  ამ განცხადების საფუძველზე მერიამ მიმართა  საკრებულოს, რათა დაწყებული იქნეს პროცესი გომის მთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით , -თქვა მამეშვილმა და ისაუბრა ასევე გომის მთის, როგორც კურორტის  ისტორიაზე, რომელიც  1931 წელს დაიწყო.  ხოლო 1950 წელს  შევიდა პირველი გზა და 90 წელია ეს კურორტი არსებობს გომის მთის სახელით.   ამიტომ სახელდებასთან დაკავშირებით დაგვჭირდება საკრებულოს თანხმობა, რომ მოწონებული იქნეს  სახელწოდება გომის მთა. მე მქონდა საუბარი და  კომუნიაკაციაში ვარ სამინისტროსთან. ხელისუფლება და საქართველოს მთავრობა მზად არის შემჭიდროებულ ვადებში,  მხარი დაუჭიროს თქვენს  გადაწყვეტილებას, გომის მთასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, მალე გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება - უთხრა მამეშვილმა საკრებულოს წევრებს. საკითხის ირგვლივ  ასევე  ისაუბრა საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. მან გამოხატა  საკუთარი პოზიცია და თქვა, რომ მომხრეა გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭოს. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა  მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ წერილზე, რომ კურორტ გომის მთას დაბის კატეგორია მიენიჭოს. _მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პროცესი, რომელიც დაწყებული იყო და გომის მთა შემოქმედის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო, უარყოფილი იქნა. ამ პროექტის გახორციელება ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლის ზრდას, ინფრასტრუქტურული გარემოს  გაუმჯობესებას, _თქვა მან და მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაეჭირათ განკარგულებისთვის. დეპუტატებმა,  საბოლოოდ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადება მოიწონეს,  შესაბამისი განკარგულება დაამტკიცეს და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად, ამ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ. ... ...
  • „ვ**ნაურობდი“ – ნინო ხაჟომიას პასუხი „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტს„აჭარის ტელევიზიის“ ახალდანიშნული ახალი ამბების რედაქტორი ჟურნალისტის შეკითხვას, რას საქმიანობდა გადაცემა „60 წუთის“ დახურვის შემდეგ, ნინო ხაჟომია პასუხობს, „ვ**ნაურობდი“. ინტერნეტში იძებნება ნინო ხაჟომიას მიერ ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ „რუსთავი 2-დან“ წასვლის შემდეგ „რეალ TV-ში“ გადავიდა სამუშაოდ. „ამჟამად ვარ „რეალ TV-ში“. გურამმა შემომთავაზა საინტერესო პროექტის გაკეთება. ეს არის ქართული საქმე. პრინციპში, ისევ ვიმუშავებ ქართულ ბიზნესზე. ეს პროექტი არის ეკონომიკის სამინისტროსი და იქნება ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი ბიზნესის შესახებ”, – განუცხადა „თბილისელებს“ ნინო ხაჟომიამ. ნინო ხაჟომიას „აჭარის ტელევიზიის“ ახალი ამბების რედაქტორად დანიშვნის შესახებ 24 თებერვალს გახდა ცნობილი. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...