რა საფრთხეს უქმნის ბავშვს ინტერნეტდამოკიდებულება _ ინტერვიუ ფსიქოლოგთან

საზოგადოება

რა საფრთხეს უქმნის ბავშვს ინტერნეტდამოკიდებულება _ ინტერვიუ ფსიქოლოგთან

5 მარ. 2021, 12:05:03

ბავშვების მიჯაჭვულობა ინტერნეტზე, ტელეფონებზე, გაჯეტებზე, ვიდეო თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე _ ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც, სპეციალისტთა განმარტებით, დიდ ზიანს აყენებს ბავშვისა და მოზარდის ფსიქიკას.

რა საფრთხეს უქმნის ინტერნეტდამოკიდებულება ბავშვებს და რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს? _ ამ თემაზე „გურია ნიუსი“ ფსიქოლოგს, ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ოსტატს, ანა არველაძეს ესაუბრა.


_ რა საფრთხეები ექმნება ბავშვს და მის ფსიქიკას, როდესაც დიდ დროს ატარებს კომპიუტერსა და სხვადასხვა გაჯეტებთან?

_ ფაქტობრივად, ნებისმიერი მაგალითი, რასაც ისინი თუნდაც კომპიუტერებით, თუნდაც პლანშეტებით ან მსგავს მოწყობილობებით იღებენ, მათ იდენტობის ფორმირებაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. შესაბამისად, ის საფრთხე, რომ აგრესია გაჩნდეს, ნომერი პირველი პრობლემაა. მეორე, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ თითოეულ ბავშვს სურს, რაღაც ავტორიტეტის მოპოვება საზოგადოებაში და სოციუმში, რომელშიც ის არის. ხშირად, როდესაც ის გრძნობს, რომ არ არის ოჯახში ავტორიტეტი, რაღაც მომენტში სამაგალითო, ან სასურველი ქცევის ბავშვი, ის ცდილობს, რომ სოციალური ქსელების დახმარებით შექმნას იმიჯი, რომელიც მისი არ არის სინამდვილეში და აქ არის კიდევ ერთი დიდი საფრთხე, რომ ხშირად, ეგრეთ წოდებულ ფილტრებსაც იყენებენ ბავშვები   გარეგნობასთან დაკავშირებით _ სხვადასხვა გამომეტყველებით და სხვადასხვა ფორმებით ჩნდებიან ეკრანზე და ეს სერიოზულ ასოციალიზაციას იწვევს, იმიტომ, რომ მას შემდეგ უჩნდება სირცხვილის გრძნობა, რომ ვინმე ნახავს და ისეთი არ აღმოჩნდება, როგორის მოლოდინიც შეუქმნა.

_  რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ ბავშვები თანატოლებთან ურთიერთობისას, როდესაც მიჯაჭვულები არიან კომპიუტერს, ინტერნეტს და გაჯეტებს?

_ აქ ერთი საინტერესო მომენტი უნდა აღინიშნოს, ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ ტრენდული საკითხების მიმართ მიმდევრობა. როდესაც რაიმე თამაში შემოვა, ყველამ უნდა ითამაშოს და ის, ვინც ამას არ თამაშობს, გარკვეულწილად, ხდება ბულინგის და დაცინვის მსხვერპლი. იმიტომ, რომ ნორმად ითვლება, ის თუ ამ თამაშს არ თამაშობს ან რამე პლატფორმას არ იცნობს, რაღაცით ჩამორჩება იმ მასას, რომელშიც არსებობს. აქედან გამომდინარე, ხშირი არის მსგავსი ბულინგები თანატოლებთან ურთიერთობის დროს. გარდა ამისა, ინტერესის სფერო არ არსებობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. მასის ინსტიქტს, რასაც ნებისმიერი ტრენდი და ნებისმიერი სიახლე საზოგადოებაში ქმნის, როგორც კი ავყვებით, ფაქტობრივად, ვხდებით მსხვერპლი იმის, რომ შეიძლება დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში სხვა რაღაცის კეთება გვინდა, მაგრამ სწორედ ამიტომ ვერ ვაძლევთ თავს უფლებას, ვაკეთოთ ის, რაც გვინდა, იმიტომ, რომ ჩამოვრჩებით ჩვენთვის "მისაბაძ საზოგადოებას", რომელშიც ვიმყოფებით. ბავშვები, რომლებიც არიან მობილურ მოწყობილობებში და იგივე პლატფორმებზე, რაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არის პოპულარული მის თაობაში, შესაბამისად, საზოგადოებისთვის მისაღებები არიან, ან არ თამაშობენ და არიან ბულინგის მსხვერპლი. რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს თავად მოზარდს.

_ ამ შემთხვევაში მშობელმა როგორ უნდა დაიცვას ზღვარი ამ ორ უკიდურესობას შორის?

_ დღეს მშობელი ან ბოლომდე ვერ ერევა, ან თუ ერევა, ერევა რადიკალურად. ბოლომდე უკრძალავს ბავშვს ნებისმიერი ტიპის მობილური მოწყობილობის გამოყენებას, ან პირიქით,  აქვს მაქსიმალური თავისუფლება და რასაც უნდა და როცა უნდა, მაშინ აკეთებს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ბოლომდე ვერ აუკრძალავს ვერც ერთი მშობელი, მაგრამ ის მოთხოვნილება, რაც დაბადებიდან ნებისმიერ ბავშვს აქვს, არის კომპეტენტურობის მოთხოვნილება. ანუ ბავშვი უნდა გრძნობდეს მშობლისაგან, რომ რაღაცაში არის კომპეტენტური, რაღაცაში არის პიროვნება, რომლის აზრსაც ითვალისწინებენ. თუ ეს არ უკმაყოფილდებათ, მაშინ ამ თვალსაზრისით, პირიქით, წახალისებასაც კი ვაკეთებთ, რომ მან თავისი კომპეტენტურობის ან მიკუთვნებულობის მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს სოციალური ქსელის საშუალებით. მშობლები, ფაქტობრივად, ვახალისებთ ბავშვების დამოკიდებულებას მობილურ მოწყობილობებთან და მიჯაჭვულობას. ყველა ბავშვს ყველაზე ძალიან უნდა, რომ იყოს დიდი და შეძლებისდაგვარად, მათ მოვეპყროთ როგორც დიდებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი უკონტროლობა და შეუზღუდაობა არის ისეთივე დანაშაული, როგორიც, მაგალითად, მობილური მოწყობილობების ბოლომდე აკრძალვა. დანაშაული იმ მხრივ, რომ ბავშვისთვის უნდა არსებობდეს გონივრული საზღვრები. მშობლებს ძალიან ფაქიზად გვჭირდება დაფიქრება, თუ რომელი გზა ავირჩიოთ. მთავარია, გრძნობდნენ, რომ არიან ჭკვიანები, მიღებულები და მეორე, ის, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული საზღვრები, რომელიც იქნება მკაფიოდ დაცული.

_ თუ მშობელი ბავშვს მოარიდებს ან აუკრძალავს სოციალურ ქსელებს, მობილურს, ვიდეო თამაშებს და ა.შ... ამ შემთხვევაში მოზარდი განვითარების მხრივ ხომ არ ჩამორჩება თანატოლებს?

_ შეიძლება თანატოლებს განვითარების მხრივ არ ჩამორჩეს, მაგრამ მას ყოველთვის ექნება იმის შეგრძნება, რომ ის არ ეკუთვნის საზოგადოებას, არ ეკუთვნის გარკვეულ სოციუმს და მისი თანატოლების კონკრეტულ წრეს, რომელშიც ის იმყოფება. მიკუთვნებულობის განცდა არის ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნილება, რომ ის უნდა ეკუთვნოდეს რაღაცას. ამიტომ, ბოლომდე აკრძალვა საკმაოდ საშიშია.

_ რა საშუალებით ან აქტივობით შეიძლება ჩაანაცვლოს მშობელმა ბავშვის გაჯეტებთან ურთიერთობა?

_ ამ ეტაპზე თითქმის ყველა მშობელი ერთ პრობლემას აწყდება, რაც ხშირად მესმის ჩემთან დახმარების მისაღებად მოსული ადამიანებისგან _ ბავშვებს არ აქვთ არაფრის ინტერესი. მეორე უკიდურესობაა ის, რომ მშობელი რომელიმე კონკრეტულ წრეზე სიარულს აიძულებს შვილს. მაგალითად, ძალით აცეკვებენ, ძალით დაჰყავთ ფეხბურთზე და ასე შემდეგ... აქ მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაცები მოვასინჯოთ ცოტ-ცოტა დოზით იმ ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ არაფრის ინტერესი. ყველაზე უკეთესია, რომ მშობლებმა ბავშვები ატარონ საკუთარ სამეგობროში. ოჯახებით მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. იმიტომ, რომ ამაზე უკეთეს საძირკველს მათ გრძელვადიან ურთიერთობას ვერ ჩავუყრით. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რამდენად უგებენ ბავშვები ერთმანეთს. შეიძლება, მშობლებს ჰქონდეთ სურვილი, რომ შვილები ამეგობრონ, მაგრამ ეს იყოს შეუთავსებელი მათი ხასიათიდან გამომდინარე. მაგრამ ყველაზე კარგი, რაც უნდა დავიწყოთ, არ უნდა მოგვერიდოს ჩვენს სამეგობრო წრეში შვილების წაყვანა. ეს მათ აძლევს შესაძლებლობას, ჩათვალონ, რომ უკვე დიდები არიან. უყალიბებთ პასუხისმგებლობას, იმიტომ, რომ ის იწყებს გადაწყვეტილებების რაციონალურ მიღებას, რადგან თვლის, რომ ის არის უკვე ამ საზოგადოების წევრი. ამ საზოგადოებამ მიიღო ის, როგორც ინდივიდი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მშობელი უნდა ეცადოს, აგრძნობინოს ბავშვს, რომ ის არის უკვე დიდი და რომ მის აზრს ითვალისწინებს. მშობელმა უნდა დაუკმაყოფილოს ინტერესი იმის, რაც აინტერესებს და იმ შემთხვევაში, თუ არაფერი აინტერესებს, გაუჩინოს რამის ინტერესი.

_ და ბოლოს, რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ტექნოლოგიური სიახლეები არ გახდეს ბავშვებისთვის ზიანის მომტანი?

_ აქ საჭიროა კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით ხაზგასმა მნიშვნელოვანი დეტალის. ტექნოლოგიურ სიახლეებში შეიძლება იგულისხმებოდეს შეუზღუდავი წვდომა სოციალურ ქსელებთან, სოციალური კონტაქტები... აქ შეიძლება ბავშვი უდიდეს ტრავმას შეეჯახოს, რადგან მან არ იცის, კონკრეტულად, ვინ გადის მასთან კონტაქტზე. შეიძლება ჰქონდეს სხვა ტიპის მოლოდინები და აღმოჩნდეს კიბერბულინგის მსხვერპლი ან ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მშობელმა ყველზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ის, რომ შვილმა იცოდეს, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, მშობელი მას მოუსმენს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, მშობელი მზად იქნება, რომ მას მოუსმინოს. თუ ამის იმედს გავუჩენთ ბავშვებს, მაშინ მათ ძალიან ბევრი პრობლემისაგან დავიცავთ. მშობლის უპირველესი ვალიც ხომ ესაა, რომ შვილს ნებისმიერ შემთხვევაში მოუსმინოს.

ზოგიერთი ქვეყანა გარკვეულ ასაკამდე კატეგორიულად კრძალავს სოციალური ქსელების გამოყენებას და ეს ძალიან კარგია. გამიხარდება, როგორც მშობელს და არა მხოლოდ როგორც მშობელს, თუ გარკვეული რეგულაციები იქნება ჩვენი მომავალი თაობის დაცვის თვალსაზრისით. ოღონდ ეს მშობლის გადაწყვეტილებაზე კი არ უნდა იყოს, არამედ ამაში, გარკვეულწილად, უნდა ჩაერიოს სახელმწიფო. ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანს ბავშვებს, თუ გარკვეულ ასაკამდე არ ექნებათ წვდომა იმ სოციალურ ქსელებზე, რომლებიც მათთვის ზიანის მომტანია. 

შვილებისთვის ყველაზე დიდი მაგალითი არის მშობელი. როდესაც ბავშვს მშობლებთან  კონტაქტი უნდა, ამ დროს ისინი არიან  მობილურ მოწყობილობებში. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ეს არის აბსოლუტურად საქმიანი საუბრები, საქმიანი მიმოწერა... მაგრამ ის ვერ ხვდება განსხვავებას გართობასა და საქმეს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის მობილური მოწყობილობა არის გასართობი საშუალება. მთავარია, მშობლებმა აუხსნან შვილებს, რომ ეს რაღაცა, გარკვეულწილად, საქმიანი თემაა და მხოლოდ ამიტომ ვერ ვუსმენთ, როცა რამეს გვეუბნებიან. თუმცა, შევეცადოთ, რომ თუნდაც დღეში ნახევარი  საათის განმავლობაში აბსოლუტურად გადავდოთ მობილური მოწყობილობები და სრულიად დავუთმოთ ეს დრო შვილებს.





 ახალი ამბები
  • პოლიციელის კბენისთვის სამოქალაქო აქტივისტი 4-წლიანი პატიმრობის მოლოდინში"მოძრაობა საქართველოსთვის" სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუმლაძე, განაჩენის მოლოდინშია. პოლიციელის კბენისთვის მას 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება. "ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული 5 აქტივისტიდან, ოთხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ხოლო ერთს, გიორგი მუმლაძეს, სისხლის სამართლის დანაშაულს. კერძოდ, მას პოლიციელზე ძალადობას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებული აქტივისტთან, გიორგი მუმლაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მუმლაძე პოლიციის თანამშრომლობისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა",-ნათქვამია განცხადებაში. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი მუმლაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტები დღეს დააკავეს. ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტი,  გიორგი მუმლაძე თანამოაზრეებთან ერთად "ქართული ოცნების" ოფისთან  5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდა. აქტივისტები დღეს მათი თანამებრძოლებისთვის დაკავებას 6 საათზე შსს-სთან აქციით გააპროტესტებენ. ისინი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებენ, დაინტერესდეს აქტივისტების დაკავებებით. დაკავებული აქტივისტები ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან. სხდომა რამდენიმე წუთში ... ...
  • მიხეილ დაუშვილი: არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა,,არც ერთი უკანონო  ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა და გადაცდომები, რომელიც არსებობდა, რა თქმა უნდა უნდა მოხდეს და ხდება შესაბამისი რეაგირება“  - ამის შესახებ  გიორგი გახარიას თანაგუნდელმა და მისი მომავალი პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა  ,,მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. ,,ერთია, ვინ რას ლაპარაკობს და მეორეა, პირდაპირ ეთერში რაც გადაიცემოდა... თუ კარგად გავიხსენებთ, რა მოხდა, 2 საათზე მეტი დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაიწყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე, პოლიცია პარლამენტის შენობას, საკანონმდებლო ორგანოს იცავდა აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეუძლებელი გახდა ამ ძალადობრივი შტურმის მოგერიება,  დაიწყო პოლიციამ აქტიური საშუალებების გამოყენება." - განაცხადა დაუშვილმა. დაუშვილის  თქმით,  20 ივნისის ღამეს პოლიციამ თანაზომიერი და ლეგიტიმური ძალა გამოიყენა. ,,იყო გადაცდომები და ამ გადაცდომებზე პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და შესაბამისი საქმეებიც მიმდინარეობს სასამართლოში, მაგრამ საბოლოო ჯამში. ეს პროცესი იყო ლეგიტიმური და გამოყენებული ძალა იყო თანაზომიერი" . - განაცხადა  მიხეილ ... ...
  • “არაფერი მიზეზი აქ არ არის, თითიდან გამოწოვილი ამბავია“მეორე დღეა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ტრანსპორტი არ ემსახურებათ. როგორც “გურია ნიუსი“ წერდა, მძღოლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და აქედან გამომდინარე, ისინი უარს ამბობენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე. გაფიცულმა ადამიანებმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, რომ მოითხოვენ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას. “ხელფასები არის მინიმალური და გვინდა, მისი გაზრდა. საშუალო დღიური ანაზღაურება არის 30 ლარი, ამ თანხაში შედის მანქანის მოვლა-პატრონობა.  ყველაფერი გაძვირდა ამ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ის თანხა, რაც გვეძლევა ყოველდღიურად და ხელფასად, არის მინიმალური. ვითხოვთ, რომ მოხდეს ხელშეკრულებაში ცვლილებები, ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. მხოლოდ მანქანის ხარჯზე ვმუშაობდით და აღარ გამოდის. კომპანიის წარმომადგენლებს გავესაუბრეთ და მათგან არ მიგვიღია პასუხი, რომ მოხდებოდა ხელფასის ზრდა. არც არავის უკითხავს ამ საუბრის შემდეგ ჩვენი ამბავი. 2013 წლიდან ერთსა და იმავე ხელფასზე ვმუშაობთ. არაერთხელ გვიფიცეთ და გვპირდებოდნენ, რომ ხელფასს გაგვიზრდიდნენ. მანქანის ხარჯის გამო, არ ღირდა მუშაობა. არავინ გვყავს პატრონი და რაც უნდათ იმას აკეთებენ“. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მძღოლებს ხელშეკრულება საგანმანათლებლო სისტემასთან არ აქვთ. „სამწუხაროდ, პრობლემა, რომელიც ნასაკირალის საჯარო სკოლაშია, სატრანსპორტო კომპანიას და მძღოლებს შორისაა. მძღოლები არ არიან ჩემი თანამშრომლები და აქედან გამომდინარე, მათთან ხელშეკრულება ჩვენს სისტემას არ აქვს. მძღოლების ურთიერთობასა და მათ ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის კომპანია, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მათთან. მეორე დღეა, მძღოლებს ბავშვები ტრანსპორტით არ გადაუყვანიათ, მაგრამ ამას სასწავლო პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებს და ბავშვებს _ მიუხედავად ამ შეფერხებისა, მოახერხეს სკოლაში მისვლა“. კომპანია “თაიმ სერვისის“ დირექტორი სულეიმან ჩიხლაძე გვეუბნება, რომ კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დროულად მოხდეს მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. “კომპანია მუშაობს, რომ ეს საკითხი უახლოეს დროში მოაგვაროს. მიდის მოლაპარაკებები ახალ მძღოლებთან და ბავშვების გადაყვანა ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე ისევ ტრანსპორტით მოხდება. თქვენს მიერ ნახსენები 30 ლარი არ არის ხელფასი, ეს არის მომსახურების ღირებულება. ეს ადამიანები არიან ინდმეწარმეები, რომლებიც უწევენ მომსახურეობას კომპანიას. შესაბამისად, მომსახურების ტარიფი და ოდენობა მათთან შეთანხმებულია. ყველა დეტალი გავიარეთ, როდესაც ახალი ხელშეკრულებები იდებოდა და ასე ხდებოდა ყოველ წელს. არაფერი მიზეზი აქ არ არის. თითიდან გამოწოვილი ამბავია და მეტი არაფერი. ერთ დილას გაიღვიძა 15 მძღოლმა და გადაწყვიტა გაჩერებულიყვნენ, თავის მოვალეობაზე უარი თქვეს და მოაწყვეს გაფიცვა. ხელშეკრულების დადების დროს რატომ არ გააპროტესტეს? _ აღნიშნა სულეიმან ჩიხლაძემ ჩვენთან საუბრის დროს. დღეს დილით სოციალურ ქსელში  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძემ შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა.  “ქვეყანაში სრული ვაგხანალია და უპატრონობაა. ორი დღეა დაბა ნასაკირალის სკოლაზე მომუშავე 14 მიკროავტობუსის მძღოლი გაფიცულია, პროტესტის ნიშნად არ გადაყავს სკოლაში ხუთასამდე ბავშვი, მომკითხავი კაცი არაა და არც არავის აღელვებს,“ - დაწერა ბესო ქათამაძემ ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი: ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ,,ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ“, - ეს მიმართვა  ,,რიონის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააკეთა. ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ძალადობა არასდროს არაა გამართლებული და ყველამ გვერდით მდგომს პატივი უნდა სცეს. იგი საზოგადოებას სხვადასხვა ქალაქებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ,,თუ იქნება თქვენი ნება სურვილი, ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ, გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეგობრებო, უკვე ჩვენ შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასხვა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის. თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება, ჩვენ არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ყველა ის მიღწევა, რაც სახეზე გვაქვს აქ, ამ მოედანზე. ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველგან გამოვიდეთ“,  – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • მიხეილ დაუშვილი: მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი"მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი, იგივეს ვფიქრობ გიორგი რურუაზეც“, _ ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა "მთავარი არხის" ეთერში  განაცხადა. დაუშვილის თქმით,  ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. "ბატონი ნიკა მელია, თქვენ კარგად იცით, რასთან დაკავშირებით არის ბრალდებული. ეს არის საკანონმდებლო ორგანოზე შტურმის ორგანიზება. მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი. ანალოგიურად, ბატონი გიორგი რურუას მიმართ არსებობს კონკრეტული საქმე, სასამართლო პროცესი გრძელდება და რაც შეეხება პოლიტპატიმრობას, დიახ, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი რურუა არ არის პოლიტპატიმარი",  - განაცხადა  დაუშვილმა. ცნობისთვის, გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...