რა შეიძლება გამოიწვიოს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ

gurianews.com

საზოგადოება

რა შეიძლება გამოიწვიოს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ

2017 დეკ 7 20:17:29

მარიხუანა, ანუ კანაფი უძველესი დროიდანაა გავრცელებული, როგორც სამკურნალო, საყოფაცხოვრებო და მსუბუქი თრობის პოპულარული საშუალება. თუმცა, ამავდროულად, ის  წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხშირად წარმოებულ და  მოხმარებად უკანონო ნარკოტიკს მსოფლიო მასშტაბით.

რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ  გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება, თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. ამასთან, ვინაიდან მარიხუანას მოხმარებით ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს გარკვეული ზიანი, სასამართლომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებად მიიჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა: მაგალითად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და სხვა.

სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაში „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ლაბაძე სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისთვის გზის გახსნის შესაძლებლობას ხედავს.

როგორც მან „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სასამართლომ აქცენტი პიროვნების თავისუფალი ინდივიდის განვითარებაზე გააკეთა.

„ადამიანები ციხეში მარიხუანას მოხმარების გამო არ უნდა ხვდებოდნენ. მაგრამ აქ პრობლემა არის სასამართლოს მიერ გაკეთებულ გამარტება, სადაც აქცენტი არის გაკეთებული პირადი ჯანმრთელობის მიმართ მიყენებულ ზიანზე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ნიშნავდეს გზის გახსნას შემდგომში სხვა ნარკოტიკების  დეკრიმინალიზაციისკენ. ეს შეიძლება მოხდეს, იმიტომ, რომ თუკი, მაგალითად, მარიხუანას, როგორც ექსპერტებმა დაადასტურეს და აღნიშნეს,  არ შეუძლია ადამიანი წააქეზოს სხვისთვის ზიანის მიყენებისკენ, იმავე განმარტებით, შეიძლება ვთქვათ, რომ კოკაინის გარკვეული რაოდენობის მოხმარება არ წააქეზებს ადამიანს სხვას მიაყენოს ზიანი. სწორედ, ეს არის იმ ადამიანების სურვილი, რომლებიც თავგამოდებით ცდილობენ, ნორმა გაუქმებულიყო სასამართლოში. საუბარიც დაიწყო უკვე მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციაზეც “ ,_ ამბობს ლაბაძე.

ის, ასევე, აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ადამიანების ჯანმრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„პოლიტიკური გაერთიანება  „გირჩის“ წარმომადგენლები როდესაც საუბრობენ ლეგალიზაციაზე, ისინი ამბობენ, რომ ბაზარი გახდება უფრო კონტროლირებადი და ა.შ. მაგრამ ადამიანებს, რომელთა სურვილიც ნარკოტიკული ნივთიერებების დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაციაა, ჰყავთ საყვარელი იდეოლოგიური ფიგურა, ნიუტონ  ფრიდმანი, რომელიც ამბობდა, რომ ლეგალიზაცია საჭიროა, იმიტომ, რომ ბაზარი იყოს უფრო გახსნილი და ღია, მაგრამ ეს ზრდის მოხმარებას. აქ უნდა გაევლოს ახლა პროპორციულობის ზღვარი, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანის უფლება, რომ ლეგალურად მოიპოვოს მარიხუანა ან სხვა ნარკოტიკული საშუალებები, თუ საზოგადოების ჯანმრთელობა, რომელიც, ასევე, დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუკი კანაფი იქნება მატივად ხელმისაწვდომი“, _ ამბობს ლაბაძე.

როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელი ამბობს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური მიდგომიდან გამომდინარეობს.

„ეს არის არამარტო სამართლებრივი,  არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება.   უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში შესამჩნევია და მისახვედრი, რომ სამართალდამცავებმა თავის ნებაზე მიუშვეს კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები. თუ კი ადრე იყო სიმკაცრე, ახლა არის შემცირებული ბევრად. სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული იმაში, რომ ახალგაზრდობამ საკუთარი თავი აკონტროლოს ადვილად და ნაკლებად მოიხმაროს ნარკოტიკული ნივთიერებები“,_ამბობს ლაბაძე.

ის, ასევე, აღნიშნავს, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოქალაქეებში შიშს გააქრობს და ის უფრო ხელმისაწვდომი გახდება, რაც მისი მომხმარებლების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.

„ჩემი აზრით, აუცილებლად მოხდება ის, რომ უფრო ადვილად იქნება ხელმისაწვდომი კანაფი და ის შიში, რაც ჰქონდათ მოქალაქეებს, ახლა უფრო შემცირდება. თუ ქუჩაში მარიხუანას მწეველს ვერ დავინახავთ, აუცილებლად გაიზრდება მოხმარება“, _ ამბობს ლაბაძე. 

ამავე თემაზე:  მარიხუანას დეკრიმინალიზაცია _ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

რას ფიქრობენ გურული პოლიტიკოსები მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე  




 ახალი ამბები
  • არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილის არჩევით საქართველო უფრო მეტად უახლოვდება ევროპას (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, სოფელ ცხემლისხიდის და სოფელ დვაბზუს მოსახლეობას შეხვდნენ. „სალომე ზურაბიშვილის არჩევით საქართველო უფრო მეტად უახლოვდება ევროპას, პოლიტიკა ხდება უფრო მშვიდი და პრეზიდენტი უფრო მეტად - თქვენი. მას აქვს ძლიერი პირადი ისტორია, დიპლომატიური კავშირები და პოზიტიური დღის წესრიგი,“ _ მიმართა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას. როგორც შეხვედრაზე მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია - მოვალეობებს. ის თვითონ არის ნამდვილი ევროპელი საქართველოდან, ვინც სამშობლოს სიყვარულით დაბრუნდა და იბრძვის უკეთესი ხვალინდელი ... ...
  • „ელემენტარული სამედიცინო დახმარება აღმომიჩინეს და სანაცვლოდ გამოდის, რომ ტყავს მაძრობენ“"საავადმყოფოში, სადაც სასწრაფო დახმარებამ გადამიყვანა, ელემენტარული სამედიცინო დახმარება აღმომიჩინეს და სანაცვლოდ გამოდის, რომ ტყავს მაძრობენ., გადასხმა გამიკეთეს და ბოლოს 104-ლარიანი ქვითარი გამომიწერეს. მაინტრესებს რაში?! თან სოციალურად დაუცველი ვარ და ყველაფერს რომ თავი დაანებო, ამას მაინც არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა?! ვისთვის როგორ, მაგრამ ეს თანხა ჩემთვის ძალიან ბევრია. როგორ უნდა ღირდეს გადასხმის გაკეთება 104 ლარი ?!“ _ ამბობს ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში მცხოვრები გიორგი იმნაიშვილი, რომელიც, როგორც ირკვევა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემდგომი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ლანჩხუთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. იმნაიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ იმ თანხის ოდენობა, რომლის გადახდაც მას ლანჩხუთის რეფერალურმა საავადმყოფომ დააკისრა არაადაეკვატურია სამკურნალო დაწესებულების მხრიდან გაწეული სამედიცინო მომსახურების, მითუმეტეს, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. „გურია ნიუსი“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ლანჩხუთის რეფერალური საავალდმყოფოს ხელმძღვანელს თინიკო გოგუაძეს დაუკავშირდა. „ეს პაციენტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით შემოიყვანეს ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში. სხვათა შორის,  თვის განმავლობაში რამდენჯერმე შემოდის ეს პაციენტი ჩვენთან მსგავსი ინტოქსიკაციით და აქედან გამომდინარე, იგი ალკოჰოლდამოკიდებულად ითვლება. კანონის სრული დაცვით მოხდა მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების კალკულაცია, რამაც, ჯამში, 104 ლარი შეადგინა. ეს პაციენტი არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ის სოციალურად დაუცველია,  გადასახდელი თანხის ნახევარს ადგილობრივი მერია გადაიხდის,_  გვითხრა თინიკო ... ...
  • მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს მთელ ხელისუფლებას - ზაზა სარალიძე„დღეს უკვე, მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს არა მარტო მირზა სუბელიანს, არამარტო ჩემი შვილის მკვლელებს, არამედ მთელ ხელისუფლებას და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელებს,“ - ეს განცხადება ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე გააკეთა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია და ამაში მონაწილეობას პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანიც იღებდა. „მივაღწიე იმას, რომ ეს საქმე იყო თავიდან ბოლომდე შეკერილი, იყო მირზა სუბელიანის ჩართულობით შეკერილი და ძალიან ბევრი მაღალჩინოსნების ჩარევით. თუნდაც შაყულაშვილი, რომელიც რამდენიმე დღეში მოხსნეს თანამდებობიდან და დააწინაურეს, გაანეიტრალეს ასე რომ ვთქვათ, რომ იერიში არ მისულიყო შაყულაშვილზე, დანიშნეს ვიღაც კაპანაძე არაადამიანი, რომელიც რაღაც სისულელე განმარტებებს აკეთებდა. დღეს უკვე, მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს არა მარტო მირზა სუბელიანს, არამარტო ჩემი შვილის მკვლელებს, არამედ მთელ ხელისუფლებას და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელებს,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ. განცხადება გააკეთა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა კრიმინალების მიერ იმართება.  „ხელისუფლება არ არის, ეს არის კრიმინალთა ხროვა, ეს დღეს დათო სარალიძის საქმეზე, მაგრამ რო გაიხსნას ცოტათი მაინც თემირლანის საქმე, არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ მთელ მსოფლიოს შოკში ჩააგდებს,“ - განაცხადა მალხაზ ... ...
  • კობახიძე: სუბალიანის მუქარის არავის ეშინია, ვერც გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავისსკანდალური აუდიოჩანაწერი მირზა სუბელიანის მონაწილეობით - ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით მოითხოვეს პასუხი, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს.  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა კითხვით, რა როლი ექნება ამ აუდიოჩანაწერის შესწავლის და გამოძიების დროს პარლამენტს. აუდიოჩანაწერიდან, რომელშიც მირზა სუბელიანი მონაწილეობს, ირკვევა, რომ ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის მონაწილე მოზარდები სამართალდამცავებმა სცემეს. სუბელიანის თქმით, ამ საქმის „დალაგება“ მას სთხოვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. „მაინტერესებს, რამდენად პარლამენტის წევრები „ქართული ოცნებიდან“ ელემენტარულად მაინც პარლამენტის "მუნდირის" ღირსებას თუ აპირებენ რომ დაიცვან, ეს ერთი. მეორე, კითხვა მაქვს, ცოტა უფრო რიტორიკულია, იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ მირზა სუბელიანი ხომ არის ციხეშიო და აი, ხომ დადგა სამართლიანი შედეგიო, ცოტა მაინც თუ გრცხვენიათ, ახლა მაინტერესებს. კომისიის დასკვნების განხილვისას, რომ ამბობდით, რომ იძახდით, რომ შედეგი არ დამდგარა და ყველაფერი არასწორად წავიდა და მცირე დარღვევები იყოო. გუშინდელის შემდეგ ოდნავ მაინც შეგრცხვათ?“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. კაპანაძის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტი თავის როლს ასრულებს. კობახიძის თქმით, სუბელიანის აუდიოჩანაწერი მორიგი სპექტაკლია.  „ჩვენ ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად უკვე დასრულდა და შემოგვთავაზეთ ახლა უკვე მეორე სპექტაკლი, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდება, რატომ? იმიტომ, რომ იქ სადაც არ არის გადაცდომა, იქ სადაც არ არის დანაშაული, ვერ შეიქმნება ხელოვნურად ვერანაირი კომპრომატი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ჩანაწერიდან მან ამოიკითხა სუბელიანის მუქარა. „ამ მუქარის არავის არ ეშინია, ვერც ნიკა გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავის, როდესაც ის ემუქრება ხელისუფლებას. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხები კითხვაზე და ამ კითხვებს პასუხები აუცილებლად გაეცემა,“ - განაცხადა კობახიძემ. სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ ისეთი ფაქტების გახმოვანების შემდეგ, როგორიცაა ხელისუფლების დავალებების შესრულება, დგება იმის საჭიროება, რომ მივიდეს პარლამენტში შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელსაც, აუდიოჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან გარიგება ჰქონდა დადებული. აუდიოჩანაწერში, რომელიც გუშინ P.S.-ში გავიდა, ისმის, რომ სუბელიანი სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთანშეხვედრას და თან აბარებს, რა უნდა უთხრას დეპუტატმა გახარიას. ჩანაწერიდან ჩანს, რომ გიორგი გახარიამ მის მოადგილეს, ლევან კაკავას დაავალა სუბელიანის საქმის ფინანსური მხარის მოგვარება. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდა, თუმცა, ახლა უკმაყოფილოა ხელისუფლების უყურადღებობის გამო. მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ არაერთი კომპრომატი აქვს, მათ შორის იმაზე, თუ როგორ აწამებდნენ ხალხს სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით. ... ...
  • ვანო მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა _ სპეციალური პენიტენციური სამსახურივანო მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა _ ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. "სპეციალური პენიტენციური სამსახური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ავრცელებს ინფორმაციას მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ივანე მერაბიშვილს უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები სამოქალაქო სექტორის რამდენიმე კლინიკაში ჩაუტარდა, რის შესახებაც საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 2-4 ოქტომბერს, მსჯავრდებული პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა კლინიკაში „მედიქლაბ ჯორჯია“, სადაც მას დამატებით ჩაუტარდა სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია და მათ მიერ რეკომენდებული გამოკვლევები. ამასთანავე, ვინაიდან დაცვის მხარე მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ მსჯავრდებულ მერაბიშვილის დიაგნოზი - ჰორნერის სინდრომი შესაძლოა ინტოქსიკაციის შედეგი იყოს, „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ივანე მერაბიშვილს ტოქსიკოლოგების კონსულტაციაც გაეწია. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მწვავე ეგზოგენური ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი არ გამოვლინდა, ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მსჯავრდებულს მძიმე მეტალების შემცველობაზე სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარებოდა. ანალიზი ჩატარდა 6 მძიმე მეტალზე:  რკინა, სპილენძი, ტყვია, კადმიუმი, მანგანუმი და თუთია, ასევე კალციუმსა და მაგნიუმზე. მასალა გამოსაკვლევად გადაიგზავნა გერმანიაში „ლაბორატორია მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფი"-ს მიერ. მიღებული პასუხის შედეგად  ირკვევა, რომ ყველა ზემოთხსენებული მეტალის და მაკროელემენტის კონცენტრაცია სისხლში არის ნორმის ფარგლებში. ამის შემდეგ, მიღებული პასუხების საფუძველზე 12 ოქტომბერს გაიმართა ტოქსიკოლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნითაც ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ამასთანავე,  კონსილიუმმა დაადგინა, რომ ტოქსიკოლოგიური მიმართულებით ივანე მერაბიშვილი რაიმე სახის დამატებით გამოკვლევებს არ საჭიროებს. კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევების შედეგები გამორიცხავს მსჯავრდებულის ადვოკატების მხრიდან ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველს, რადგან ივანე მერაბიშვილს ყველა სათანადო გამოკვლევა ჩაუტარდა, რაზეც მედპერსონალის მიერ  რეკომენდაცია გაიცა", _ ნათქვამია ... ...

არქივი

ზაფრანი

იღბლიანი რიცხვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რიცხვების მაგია უხსოვარი დროიდან იღებს...

ერთი ჭიქა წყლის ძილის წინ დალევა ინსულტისგან გიხსნით!

სასმელი წყლის ფასეულობას ყველა აცნობიერებს,...

შემოდგომის დიეტა

შვეიცარიელი ექიმი დემოლი გვირჩევს, რომ...

მამაკაცის ფრაზები რომელსაც ქალი წონასწორობიდან გამოჰყავს

ვზივარ მეგობრის სახლში, უცებ სამზარეულოში...

როგორ შევაყვაროთ მოზარდს წიგნის წაკითხვა

ჩვენი შვილებისთვის, საიმისოდ რომ მათი...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?