რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ შეშის მოხმარების შესამცირებლად

საზოგადოება

რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ შეშის მოხმარების შესამცირებლად

2018 მარ 1 17:16:27

სოფლებში გაზიფიცირების პროცესი 2009 წლიდან მიმდინარეობს. ბუნებრივი აირით ქვეყნის მთელი ტერიტორიის უზრუნველყოფა კვლავ აქტუალურ თემად რჩება, თუმცა, სოფლებში, სადაც მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ხელი მიუწვდება,  საშეშე მერქანს,  როგორც სათბობ საშუალებას, დიდი რაოდენობით მოიხმარენ.

რა არის საშეშე მერქნის დიდი რაოდენობით მოხმარების მიზეზი, შეშის და გაზის  გარდა, კიდევ რა საშუალებების გამოყენება შეუძლია მოსახლეობას გასათბობად, ალტერნატიული გასათბობი საშუალებების მოხმარება როგორ აისახება ეკონომიკაზე,  რა უნდა გაკეთდეს დღეს არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ ეკონომიკის დოქტორი, გარემოსდაცვითი ეკონომიკის მკვლევარი, დავით დარსაველიძე ესაუბრა.

როგორც დარსაველიძე აღნიშნავს, შეშის დიდი რაოდენობით მოხმარების უმთავრესი მიზეზები საცხოვრებელი სახლების არათბოეფექტურობა, გასათბობად საჭირო გაზის ფასის სიძვირე და ხშირად არასათანდო ხარისხია.

სოფლად შინამეურნეობების საცხოვრისი სახლების უმეტესობა არათბოეფექტურია  და საჭიროებს ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას (თბოიზოლატორების გამოყენება და დათბუნების საშუალებების გამოყენება, ორმაგი მინის თბოეფექტური ფანჯრების მონტაჟი, სხვა).   გარდა ამისა, გაზის სათბობად გამოსაყენებლად ფასი საკმაოდ ძვირია, ან რიგ შემთხვევაში, სოფლად გაზის მიწოდებაც არ არის სათანადო ხარისხის, ზოგჯერ ძნელია მისი საშუალებით ღუმელების ამუშავებაც კი.

რაც შეეხება შეშას, ის დღემდე, ფასის თვალსაზრისით, ყველაზე ხელმისაწვდომ ალტერნატივად ითვლება. მერქნის შეშად, როგორც ბუნებრივი რესურსით სარგებლობისთვის მოსაკრებელი მცირეა, სოციალური ჭრისთვის ბილეთის მიღება საკმაოდ ადვილია და თუ თავად ჭრის და ამზადებს შეშას, ის კიდევ უფრო იაფი, უკონკურენტო ალტერნატივად იქცევა.

საკმაოდ იაფია არაფორმალურ ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი შეშის ფასიც. სხვადასხვა რეგიონში მერყეობს, თუმცა, როგორც წესი, 1 კუბური მეტრი 100 ლარს არ სცდება“, _ ამბობს დავით დარსაველიძე.

გარემოსდაცვითი ეკონომიკის მკვლევარი „გურია ნიუსთან საუბარისას აღნიშნავს, რომ შეშამ სოციალური ფუნქცია უნდა დაკარგოს, რადგან მერქნული რესურსის გამოყენება უკვე იწვევს ტყეების დეგრადაციას.

„შეშამ თანდათან უნდა დაკარგოს სოციალური ფუნქცია, მას უნდა დაედოს რეალური ფასი, 1 კუბური მეტრი შეშისთვის 3-ლარიანი მოსაკრებელი ძალიან მცირეა.

ჩატარდა მთელი რიგი კვლევები, რითაც გამოიკვეთა, რომ 1კუბური მეტრი ფიცრის ყველაზე დაბალი ხარისხისა და იაფი მერქნის ღირებულება  200 ლარზე ნაკლებს არ შეადგენს.  მაშინ, როცა, უმაღლესი ხარისხის წიფლისგან დამზადებული ფიცარი 400 აშშ დოლარსაც კი აღწევს. აქ არ გვაქვს საუბარი იშვიათ და ძვირადღირებულ მერქნულ რესურსებზე. შეშად გამოყენებ მერქნული რესურსის უმეტესი წილი კი სწორედ წიფელაზე მოდის. შესაბამისად, მერქნულ რესურსს თუ არ დავწვავთ ღუმელში  და უმეტეს ნაწილს ალტერნატიული გზით გამოვიყენებთ (მაგ.: ფიცრის წარმოება), ბევრად მეტ სარგებელს მივიღებთ. თუმცა, ფაქტია, ამ ოდენობით მერქნული რესურსის გამოყენება უკვე იწვევს ტყეების დეგრადაციას და მისი მოხმარების შემცირებაზე უნდა ვიფიქროთ და არა სხვა ფორმით გამოყენებაზე“, _  ამბობს დარსაველიძე.

დავით დარსაველიძე მიიჩნევს, რომ შეშის არაფორმალური გაყიდვის აკრძალვა და სარეალიზაციო ფასის გაძვირება ერთ-ერთი გზაა, რომ მოსახლეობამ გაზი გასათბობ საშუალებად გამოიყენოს, სხვა შემთხვევაში კი შინამეურნეობების შემოსავლის დონემ უნდა მოიმატოს, რადგან ტყეების არარაციონალური მოხმარება მის გაქრობას გამოიწვევს.

„ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც მერქნულ რესურსს, როგორც ძვირადღირებულ ბუნებრივ რესურსს, თუნდაც შეშად გამოყენების დროს დაედება რეალური ფასი (ბუნებრივი მოსაკრებლის ზრდა), აიკრძალება შეშის არაფორმალური გაყიდვა და, შესაბამისად, გაიზრდება მისი სარეალიზაციო ფასი, შესაძლებელი იქნება შინამეურნეობების მიერ გაზის სათბობ რესურსად გამოყენება. სხვა შემთხვევაში,  შინამეურნეობების შემოსავლის დონემ უნდა მოიმატოს და გარკვეულ ნიშნულს მიაღწიოს, რაც გაზის, როგორც უფრო კომფორტული გათბობის საშუალების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.

ან, თუ ამ ფორმით გაგრძელდა ტყეების არარაციონალური მოხმარება, ტყე აღარ დარჩება და მაშინ შინამეურნეობებს მოუხდება ალტერნატიული სათბობი რესურსის მოხმარება ფასისა თუ კომფორტის მიუხედავად“, _ ამბობს ბატონი დავითი.

მისი თქმით, შეშის მოხმარების შემცირება ენერგოეფექტური ღუმელების და გამომშრალი შეშის  გამოყენებითაც შეიძლება.

„სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერაც არაენერგოეფექტურ  თუნუქის ღუმელებს იყენებს, რაც, დაახლოებით, ორჯერ მეტი რაოდენობის შეშის მოხმარებას მოითხოვს. საკმარისია აღნიშნული ღუმელები ჩანაცვლდეს ენერგოეფექტური ღუმელებით და რიგ შემთხვევაში, შეშის მოხმარება განახევრდება. ამასთან, ღუმელში მოხვედრილი შეშის უდიდესი ნაწილი ნედლია, რაც ნიშნავს, რომ გათბობისთვის უფრო მეტი შეშა უნდა დაიწვას. თუ შეშა გამომშრალი იქნება, შეშის მოხმარება სულ მცირე მესამედით შემცირდება.

მარტივად შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ შეშის ღუმელს სათანადოს შევარჩევთ (მაგ.: სვანური ღუმელი), ხმელ შეშას გამოვიყენებთ და სახლის დათბუნებას მოვახდენთ, შეშის მოხმარების მეოთხედზე  დაყვანა თუ არა, განახევრება მაინც შესაძლებელი იქნება“, _ ამბობს დავით დარსაველიძე.

გარემოსდაცვითი ეკონომიკის მკვლევარის თქმით, შეშის ჩანაცვლების საკმაოდ ბევრი ეფექტური ალტერნატივა არსებობს, მცა მათი წარმოება და გამოყენება იშვიათად ხდება.

„შეშის ალტერნატივები არაერთია, მაგალითად, ბიონარჩენები (ბრიკეტები, პელეტები, ნახშირი (ქვანახშირი), თხილის ნაჭუჭი, „ჩიფსები“, ნახერხი და სხვა), რომელთა გამოყენება ნაწილობრივ ხდება, თუმცა, არა იმ მასშტაბით, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაშია შესაძლებელი.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ბიონარჩენების გამოყენება არასისტემურ, არასაკმარის ხასიათს ატარებს. შინამეურნეობები/მოსახლეობა თითქმის არ იყენებს და საჯარო დაწესებულებების მხოლოდ მცირედი ნაწილია მომხმარებელი. რასაც სხვადასხვა ობიექტური მიზეზი აქვს: ბიოსაწვავის დადებით თვისებებზე დაბალი ცნობადობა, მაღალი ფასები, არასაკმარისი მიწოდება და სხვა. 

ამასთან, ძალზედ მცირეა ბრიკეტებისა თუ პელეტების წარმოება, მაშინ, როცა ნედლეული, რაც გამოიყენება მათ საწარმოებლად, ნარჩენებად იქცევა ხოლმე და გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს (მდინარეებში მოხვედრილი ნახერხი; ხის მოჭრის შედეგად ტყეში დაყრილი ნაფოტები, ანასხლავები, ტოტები, სხვა; მინდვრებში მოსავლის აღების შემდეგ ნამჯის გადაწვის პრაქტიკა; და ა.შ.). აღნიშნული საკითხის ნაწილობრივ დასარეგულირებლად ახლახან გაუმჯობესდა მარეგულირებელი ჩარჩოს რამდენიმე მიმართულება  და მისი სათანადო აღსრულების შემთხვევაში, ვფიქრობთ, აღნიშნული პროცესი ნაწილობრივ დაიძვრება ადგილიდან. გარდა ამისა, აუცილებელია, როგორც ბიზნესის წახალისება, მსგავსი ბიოსაწვავის წარმოების უზრუნველსაყოფად, ასევე, აღნიშნული ბიოსაწვავის მოხმარების სტიმულირებაც, როგორ საჯარო დაწესებულებების, ისე მოსახლეობის მიერ მსგავსი სათბობი საშუალებების შესაძენად.

ვგულისხმობთ, აღნიშნული სათბობის დადებითი მხარეების პოპულარიზაციის, შესაბამისი თბოეფექტური ღუმელების თუ სხვა ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის (ფასი, მიწოდება) გაზრდას და სხვა მსგავს ღონისძიებებს“, _  ამბობს დავით დარსაველიძე.




 ახალი ამბები
  • ონი პირველი პირების გარეშე _ მერმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვესონის მერმა და მისმა პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს. ინფორმაციის გადამოწმებას "გურია ნიუსი" თავად ემზარ საბანაძესთან და დიმიტრი საყვარელიძესთან შეეცადა, თუმცა, არცერთი მათგანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით მერის მოდგილეს, ეკა მაისურაძეს, რომელიც ინფორმაციას არ ფლობდა, მიზეზად არასამუშაო დღე დაასახელა. მოგვიანებით, სულ რამდენიმე წუთში, მაისურაძე თავად დაგვიკავშირდა და ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა, მან სხვა დეტალებზე საუბარი არ ... ...
  • იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ - მეუფე იოსები იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ ამის შესახებ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა საკვირაო წირვაზე განაცხადა. მეუფე იოსების ქადაგების ნაწილს სოციალურ ქსელში ბარბარე ჭკუასელი აქვეყნებს  მძიმე ზამთარი გველის, ვფიქრობ, დიდი შიმშილობა იქნება. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას ვთავაზობ, გამოიყენოს ეპარქიის კუთვნილი მიწები, დათესოს და საკვები მოიყვანოს. ეკლესიას აქედან ერთი გრამიც არ უნდა. თქვენ შექმნით კოოპერატივები, იშრომეთ და საკვები მოიმარაგეთ, _ განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეების მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ამბობს, რომ ყველა პირს სასტუმროდან გასვლისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ისინი ჯანმრთელები არიან. სასტუმრო საკარანტინო ზონაში მომდევნო ნაკადის მისაღებად მზად ... ...
  • "თანხას ორ ოჯახზე გადავანაწილებ" _ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ხელფასზე უარს ამბობსზუგდიდის საკრებულოს წევრი, სალომე ფაცაცია კუთვნილ ხელფასზე უარს ამბობს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ეს თანხა 2 ოჯახზე გადანაწილდება. "მე არ ვარ თანამდებობის პირი, მე ვარ საკრებულოს რიგითი წევრი, ჩემი საკრებულოს წევრის ხარჯის ანაზღაურება თვეში შეადგენს 397 ლარს! მე ვალდებული ვარ, ჩემი უბნელების, ჩემი მეზობლების, ჩემი მეგობრების წინაშე. დიდი თანხაა არაა, მაგრამ მე უარს ვამბობ ამ თანხაზე მანამ, სანამ არ გაუმჯობესდება საქართველოში ვითარება. 397 ლარს ორ ოჯახზე გადავანაწილებ და თითო ოჯახს 198.50 ლარს პირდაპირ ჩავურიცხავ ანგარიშზე", _ წერს ... ...
  • საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის მეუღლეს კორონავურუსი დაუდგინდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" ბენიამენ ფალავანდიშვილმა დაუდატურა. "გუშინ დაუდასტურდა. ამ დროისთვის იგი ბოქსირებულ პალატაშია გადაყვანილი. ჩემი მეუღლე არის ინფექციონისტი და შესაბამისად, ყველა ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება", _ ამბობს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...