რა უპირატესობა აქვს საჯარო სკოლას, სამრევლოსთან შედარებით, რომელსაც პედაგოგები ტოვებენ

საზოგადოება

რა უპირატესობა აქვს საჯარო სკოლას, სამრევლოსთან შედარებით, რომელსაც პედაგოგები ტოვებენ

2019 ნოე 15 15:31:51

ოზურგეთში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, დასრულდა მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები, რომელიც მეორე საჯარო სკოლაში ტარდებოდა.

უნარ-ჩვევების თუ საგნობრივი გამოცდების მსვლელობისას, "გურია ნიუსი" უამრავ უკმაყოფილო მასწავლებელს ხვდებოდა, რომლებიც გამოცდებზე შედიოდნენ ან პირიქით, გამოდიოდნენ გამოცდიდან. უმეტესად უკმაყოფილების მიზეზი, მათი აზრით, სამინისტროს მიდგომაა მასწავლებელთა მიმართ. ამასთანავე, ხმაურია, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების საგამოცდო ტესტებში მაღალი კლასების მასალის შეტანის გამო.

_ რატომ უნდა მოვიდეს დაწყებითი კლასების გამოცდაზე "ჯაყოს ხიზნები"? ვინ ადგენს ამ ყველაფერს, რა მიზანს ემსახურება? ეს თუ სხვა მასალა დაწყებით კლასებში არც ისწავლება და ჩვენც დიდი ხანია, არც წაგვიკითხავს, არც მის სიავკარგეზე გვიმსჯელია. მით უფრო, როცა ყველაფერზე ახლებური მიდგომებია, რატომ უნდა დაგვწიოს უკან ასეთმა ქმედებამ? _ ამბობენ ჩვენთან საუბრისას მასწავლებლები, რომლებიც საკუთარი ვინაობის დასახელებას ერიდებიან, _ ისედაც არ გვაქვს ნერვები ამ ორომტრიალის გამო და ნუ დავკონკრეტდებით _ საბოლოოდ მაინც ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ, _ გვითხრეს პედაგოგებმა.

კიდევ ერთი საკითხი სამრევლო სკოლების პედაგოგთა აქტივობაა _ ისინი ყოყმანის გარეშე ტოვებენ აღნიშნულ სკოლებს, აბარებენ გამოცდებს, რომ შემდეგ საჯარო სკოლებში დასაქმდნენ.

_ შერჩეული მიდგომაა, თუ რა შეიძლება დავარქვათ ამას, სამრევლო სკოლებისა და საჯარო სკოლების სივრცეში მომუშავე პედაგოგებისადმი.? ეს გამოიხატება ბევრ რამეში, კერძოდ, ყველა იმ სიკეთით, რითაც სახელმწიფო აწესებს საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის, სასულიერო სკოლების მასწავლებლები და ასევე, მოსწავლეებიც ვერ სარგებლობენ. ეს ეხება როგორც ხელფასებს, ისე ტრენინგებს, რომელიც მათთვის ტარდება. სწორედ ამიტომ, ამ სიკეთეებზე რაკი წვდომა აღარ აქვთ, სამრევლო სკოლების პედაგოგთა ნაწილმა უკვე ჩააბარა გამოცდები და გადაინაცვლეს საჯარო სკოლების სივრცეში. საჯარო სკოლების პედაგოგებს უკვე მიეცათ შანსი, ერთდროულად იმუშაონ რამდენიმე სკოლაში, ამასთანავე სახელფასო დანამატი, რომელიც კატეგორიების მიხედვითაა განსაზღვრული, ეძლევათ ყველგან, სადაც კი იმუშავებენ. ანუ ერთდროულად თუ მუშაობს სამ სკოლაში, სამივეგან ხელფასზე დანამატს მიიღებს. გაიქცევა სამრევლო სკოლიდან მასწავლებელი, აბა, რას იზამს? _ გვეუბნება სასულიერო სკოლის პედაგოგი, რომელიც, ასევე, ვინაობის დასახელებას ერიდება, თუმცა, გვთხოვს, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ეს საკითხი აქტიურად გავაშუქოთ.

ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი არ ეთანხმება პედაგოგთა ნაწილის იმ განცხადებებს, რომლებიც სასულიერო სკოლებიდან მასწავლებელთა გადინების მიზეზებზე საუბრობენ, ასევე, გამოცდების წესის და საგნობრივი სტანდარტები შესახებ მათ უარყოფთ მოსაზრებებს:

_ როცა მასწავლებლები საუბრობენ საჯარო და სამრევლო სკოლების განსხვავებულობაზე, ეს არაა მთლად დამაჯერებელი მიდგომა. სამწუხაროდ, სასულიერო სკოლების დაფუძნების ფორმა არის კერძო. შესაბამისად, კერძო სკოლა ამ სავალდებულო ჩარჩოში არ ზის. ისინი მათივე შემოსავლებიდან უზრუნველყოფენ მასწავლებელთა სქემატიკას და სქემის შესაბამის ანაზღაურებას. რაიმე პრინციპული მოთხოვნები სახელმწიფოსგან კერძო სკოლების მიმართ არ არის. მათი დაფუძნების ფორმა არის კერძო, და არ არიან საჯარო. ჩვენ სულ ვამბობთ, რომ სასულიერო სკოლები კერძო სტატუსის გამო, ვერ სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რასაც საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები იღებენ. სავარაუდოდ, ამ ყველაფერზე საპატრიარქომ უნდა იზრუნოს. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან სამართლებრივად ჩემი კომპეტენცია არ არის, რომ ვიმსჯელო იმაზე, კერძო სტატუსი უნდა მოეხსნას თუ არა. ვიმეორებ, პრობლემის მოგვარების გზა საპატრიარქომ უნდა ეძებოს. ალბათ, უნდა მიმართონ საპატრიარქოს შესაბამის კურატორს, განათლების მიმართულებით. ჩვენი პრეროგატივა ეს არ არის, _ ამბობს ლელა იმედაშვილი.

მისივე განმარტებით, "მასწავლებლებს, რომლებიც უკმაყოფილო არიან გამოცდების შედეგებით, არათუ შვიდი-რვა წელი, კიდევ დამატებით ოთხი წელი ჰქონდათ დრო, რომ მინიმუმ, ერთი კრედიტი აეღოთ და ამ მდგომარეობამდე არ მისულიყვნენ. ახლა განმარტებებს ვერ გავაკეთებ, რას ნიშნავს ეს ერთი კრედიტი. იციან მათ, ვისაც ამდენი წელია, შეხება აქვს მიმდინარე გამოცდებთან და არსებულ წესებთან. დადგა ეს დრო, როცა აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში. რაც შეეხება ხელფასს, რაკი მასწავლებლები მუდამ წუწუნებდნენ, რომ მათი ანაზღაურება იყო მცირე, მათ მიეცათ შანსი, რომ რამდენიმე სკოლაში ასწავლონ. დიახ, ისინი ყველგან მიიღებენ კატეგორიის მიხედვით დანამატს", _ ამბობს იმედაშვილი.

რაც შეეხება დაწყებით კლასებში გამოცდებზე მოსულ არაშესატყვის თემებს, ლელა იმედაშვილი ზოგად შეფასებას აკეთებს:

_ ვერ ვიმსჯელებ კონკრეტულად, რადგან ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. მე ნამდვილად არ ვიცნობ დაწყებითი კლასების საგნობრივ სტანდარტებს. თუმცა, ხშირად ძალიან მიკვირს, რომ თვით დაწყებითის პედაგოგები არ იცნობენ ამ სტანდარტს. მე ტრენერიც ვარ და შეხვედრებზე გაოცებული ვრჩები, როცა მასწავლებლები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტული სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგებად, არ იცნობენ სტანდარტებს. ვიმეორებ _ სტანდარტი რას ითვალისწინებს, ვერ შევალ მსჯელობაში, თუმცა არ მგონია, რომ იქ სტანდარტებს ზევით იყოს რაიმე. ხომ ჩააბარა ბევრმა? ესე იგი, დაძლევას ექვემდებარება, ხომ? _ კითხვას სვამს იმედაშვილი.

კითხვაზე, სავარაუდოდ, რამდენი მასწავლებელი დატოვებს სკოლას მომავალი წლიდან, ანუ, სამწუხაროდ, რამდენმა პედაგოგმა ვერ ჩააბარა გამოცდა და მოუწევს სკოლების დატოვება, ლელა იმედაშვილი ამბობს, რომ ასეთ სტატისტიკას მოერიდებიან, რადგან მათზეა დამოკიდებული, ამ ინფორმაციას გააჟღერებენ თუ არა. თუმცა, ეს სკოლაში მათ საქმიანობაზე ისედაც აისახება:

_ რაც შეეხება, შედეგებს, ჩვენ თხუთმეტ დეკემბრამდე ველოდებით, ახლა ეს დაკონკრეტებით არ ვიცი, თუმცა, კიდევ რამდენი მასწავლებელი დაიწყებს სკოლაში მუშაობას და რამდენი წავა, ეს სტატისტიკა გვექნება, _ გვითხრა იმედაშვილმა.




 ახალი ამბები
  • რომელი მოსწავლეები მონაწილეობენ გურიიდან “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ ფინალში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და თაოსნობით სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ კონკურსში “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ (OLYINFO) ფინალში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. “გურია ნიუსმა“  გაგაცნოთ ინფორმაცია, რომ ლიხაურის საჯარო სკოლიდან ოთხი მოსწავლე გადავიდა ფინალში. ახლა კი გაგაცნობთ ჩოხატაურის და ლანჩხუთის სკოლის მოსწავლეების სია, რომლებიც თბილისში გასამართ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. თამთა ყაჭეიშვილი, დავით სიხარულიძე, ლაშა-გიორგი სიხარულიძე, იური ყაჭეიშვილი, საბა ჩანტლაძე  არიან  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები; ნიკოლოზ ცინცაძე,  ანა კალანდაძე-  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  იანეულის   საჯარო    სკოლის მოსწავლეები; ანტონ  სიხარულიძე    სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ბუკისციხის  საჯარო სკოლის მოსწავლე. ელენე გვარჯალაძე და მარიამ ცინცაძე არიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები; ლია ბოლქვაძე, ლინდა ჭაღალიძე, ბარბარე მორჩილაძე, ანასტასია გოგელია -სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გია ტრაპაიძის სახელობის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამავე თემაზე: ... ...
  • “მორიგი სუპერამბავი" _ ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერამბავი“, - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე ინფორმაციას ახალი სტიპენდიანტების შესახებ". “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში", _ წერს გიორგი ... ...
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...
  • ლევან დავითაშვილი: „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. „მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, _  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ... ...
  • “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა?!“ - რა შეუთვალა გურულმა მამაკაცმა სახალხო დამცველსდღეს ოზურგეთში სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასევე დღეს დასრულდა 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, წლევანდელი კამპანიის დევიზი იყო “არა სექსუალურ შევიწროებას“. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ კამპანიის ფარგლებში არაერთი მოქალაქის კითხვას გასცა პასუხი და ასევე დაარიგა სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული ბუკლეტები. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოქალაქე კამპანიის არსს ვერ მიხვდა და გაღიზიანებულმა დატოვა შეხვედრის აქცია. “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა? თქვენი უფროსია (საუბარია სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე) მაგათი დამცველი. მაგას გადაეცით ხალხის უფლებები დაიცვას,“_ თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს