რამდენ კითხვაში შეგვიძლია დავასრულოთ ,,CAT“-ის ტესტი?!

საზოგადოება

რამდენ კითხვაში შეგვიძლია დავასრულოთ ,,CAT“-ის ტესტი?!

2018 მაი 19 11:37:01

სკოლის გამოსაშვები, საატესტატო გამოცდები მე-11 და მე–12 კლასელებისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. თუმცა ამ გამოცდებს სრული სახელით არც ერთი მოსწავლე არ მოიხსენიებს. computer adaptive testing, იგივე  კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირება – სახელით „კატი“, მისი დანერგვის დღიდან მოინათლა.

როგორ იწყებოდა ისტორია სახელწოდებით „Gcat” – ამ საკითხებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი დავით ჭანკოტაძე საუბრობს.

– ბატონო დავით, შევახსენოთ Aris.ge-განათლების მკითხველს, თუ როგორ შეიცვალა სკოლის გამოსაშვები გამოცდები computer adaptive testing გამოცდებით?

– ეს იდეა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არ ეკუთვნის. 2010 წელს, განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ ცენტრს ჩაეტარებინა სკოლის გამოსაშვები გამოცდები. საუბარი იყო დაახლოებით 40 ათას მოსწავლეზე და ყოველწლიურად, დაახლოებით ამდენივეა გამოცდებში მონაწილეთა რაოდენობა. ქაღალდზე ასეთი გამოცდის ჩატარება და პროცესის ადმინისტრირება ყველა სკოლაში მარტივი არ იყო. გაყალბების შანსები დიდი გახლდათ, ხარჯები კი უფრო დიდი.  ამიტომ, ავირჩიეთ ყველაზე თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები, რომელიც იმ მომენტისთვის იყო პოპულარული.

დიდი ხნის განმვლობაში ვთანამშრომლობდით ჰოლანდიური კომპანია ,,სიტო“– სთან და პირველი შეხებაც ამ სისტემასთან – computer adaptive testing  სწორედ „სიტოში“ გვქონდა.

– როგორ შეხვდა ჰოლანდიური მხარე თქვენს იდეას, რომ საქართველოში დაგენერგათ კომპიუტერთან ტესტირების გავლის სისტემა?

– მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ინფორმირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ, რომელსაც ასევე ჩვენ ვატარებდით, ისინი მაინც სკეპტიკურად შეხვდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას. გულით თვლიდნენ, რომ ვერ შევძლებდით და ამიტომ გამოთქვეს სურვილი დაგვხმარებოდნენ. „თავად ჩაბატარებთ  გამოცდასო“, – ფქტობრივად უფასოდაც გვთავაზობდნენ, მაგრამ თავად სურდათ დაეტესტათ საქართველოში ,,კატი“ – რაზეც ქალბატონი მაიასგან (მაია მიმინოშვილი) დიდი უარი მიიღეს. გენერალურ დირექტორთანაც კი დაგვჭირდა შეხვედრა, იმისთვის, რომ ექსპერტებს ჩვენთვის ტრენინგები ჩაეტარებინათ. მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლებოდა და გამომზეურება, მითუმეტს სხვებისთვის სწავლება არ უნდოდათ. აქაც ქალბატონი მაიას დაჟინებულმა თხოვნამ გაჭრა. შემდეგ მეორე ვიზიტი დაიგეგმა და ჰოლანდიაში ოთხკაციანი ჯგუფი გაემგზავრა. აქედან სამი კატის ქართული ალგორითმის ფუძემდებლები არიან.

– ანუ ,,კატები“ ..

– დიახ, იმდენჯერ ვახსენებდით იმ პერიოდში „კატს“, რომ შეგვარქვეს კატები, დღემდე მოგვყვება ეს ზედემტსახელი. მიხეილ მანია, დავით გაბელაია, მამუკა ჯიბლაძე.. წარუშლელი იყო პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ჩვენმა მათემატიკოსებმა ჰოლანდიაში მოახდინეს. ვერც კი წარმოედგინათ, რომ ქართველები მათემატიკის ასეთ ცოდნას გამოავლენდნენ. საუბარია წარმოუდგენელი პროფესიონალიზმის დონეზე, ჰოლანდიელები გაოგნებულები დარჩნენ.

– და ასე დაიწყო „CAT”-ის  ქართული ალგორითმის შექმნა?

– დიახ, ჩვეულებრივ, „CAT”-ის ამოცანების შედგენა დიდად არ განსხვავდება სხვა ამოცანის შედგენისგან. ამოცანა ჩვეულებრივ უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას უნდა  იყოს მხოლოდ შემოსახაზი, დახურულ ბოლოიანი და ოთხი პასუხი უნდა ახლდეს, იქვე უნდა შეძლო პასუხის განსაზღვრა. შეიქმნა დავალებების საკმადო დიდი რაოდენობა იმ დროისთვის ითვლებოდა, რომ საგანში 400 დავალება უნდა ყოფილიყო რომ ტესტი ჩატარებულიყო. შევქმენით დავალებათა ბანკი. დღეს თითო საგანში სულ მცირე ათასი კითხვა მაინც გვაქვს.

– დღეს ვინ ქმნის ტესტებისთვის ახალ დავალებებს?

– მათემატიკის დავალებებს მათემატიკის საგამოცდო ჯგუფის წევრები, ასევე დაქირავებული მათემატიკოსები, ასევეა სხვა საგნებშიც, თუმცა ყველა ჯგუფს ჰყავს ცენტრის შესაბამისი საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელი. იწერება დავალებები, შემდეგ ეს დავალებები გადიან აპრობაციას რაღაც ნაწილი იფილტრება რაღაც ნაწილი კი რჩება.

– რა საიდუმლოს მალავს „CAT”-ის ალგორითმი, ანუ როგორ ირჩევა მოსწავლისთვის ყოველი მომდევნო დავალება?

– ჩვენ არ ვიცით რა დონეზეა მომზადებული გამოსაცდელი, როდესაც ის ჯდება კომპიუტერთან და იწყებს ტესტს. პირველი სამი დავალება საშუალო სირთულისაა და ამ სამ დავალებაზე პასუხით დგინდება საორიენტაციო დონე. თუ ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხა, ე.ი მისი დონე საშუალოზე დაბალია თუ ყველას უპასუხა ე.ი საშუალოზე მაღალი. პირველი 15 კითხვის მანძილზე სისტემა აგროვებს ინფორმაციას. პირველ 15 კითხვაში ტესტი არავის ეთიშება, ალგორითმი მუშაობს, ხდება ყველა პასუხის ანალიზი. რამდენ რთულ კითხვას გასცა პასუხი, რამდენ მარტივს და რამდენს საშუალოს.  სინამდვილეში ეს არის რთული მათემატიკური ფორმულები, რომლებიც იწერება ერთ თაბახის ფურცელზე. მათემატიკური მოდელი ძალიან დიდია. ყოველი პასუხის გაანალიზება ხდება, ყველა კითხვის  სირთულის და ამის შემდეგ  მოდის მომდევნო დავალება. შეიძლება ერთ კითხვას არასწორად უპასუხა, თუმცა წინ რთულ კითხვებზე სწორი პასუხი ჰქონდა, ამიტომ ტესტი არ გამარტივდება. ნაბიჯ–ნაბიჯ დგინდება გამოსაცდელის დონე. მეთხუთმეტე კითხვის შემდეგ უკვე დგინდება, რამდენად სტაბილურად პასუხობს ამა თუ იმ დონის კითხვებს გამოსაცელი – ერთ დონეზეა თუ აუმჯობესებს.

– რამდენ კითხვაში შეიძლება ტესტი დასრულდეს?

– ეს განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად დაშორდება მოსწავლე ზღვარს. ზღვარი 5.5–ია. თუ მოსწავლე კითხვებს პასუხს რეგულარულად სწორად სცემს, პროგრამა მას აღარ აწვალებს და 20–21 კითხვაშიც შეიძლება გააჩეროს. კითხვების მაქსიმალური რაოდენობა კი 50–ია.

– მიუხედავად იმისა, რომ ალგორითმი ასეთი ჭკვიანია, ხშირად, მოსწავლეებს პრობლემები აქვთ ტექნიკურ მხარესთან…

– პირველ წლებში უფრო იყო, თუმცა ეს ალგორითმის ბრალი არ არის, აქ ინტერნეტის პრობლემაა,  ელექტროენერგიისაც. თუმცა ტესტს შეუძლია, რომ სწორედ იქიდან გაგრძელდეს, სადაც დენის წასვლის დროს შეჩერდა ორი საათიც რომ იყოს გასული, მოსწავლეს ნაშრომი არ დაეკარგება. მესმის, არ არის ლამაზი, როცა კითხვა ჩანს და სურათი ნელა იტვირთება, მაგრამ ეს ინტერნეტის ხარვეზია და საბედნიეროდ ნელ–ნელა ეს პრობლემაც გვარდება.

– და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია სკოლის დამამთავრებელი და მისაღები გამოცდების გაერთიანება. ამ საკითხზე ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ და გამოცდების ოპტიმიზაცია სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ განათლების განვითარების ათწლიან სტრატეგიაშიც გვხვდება..

 „CAT”-ის მიზანი არ არის გამოსაცდელის ზუსტი შეფასება არც მოსწავლეები ეჯიბრებიან ერთმანეთს. „კატში“ შეჯიბრი და კონკურენცია არის ზღვართან მიმართებაში. „Gcat”-მა გაამართლა. მსოფლიო ბანკი, ქართული ქეისის გამოყენებით, პოპულარიზაციას უკეთებს ამ პროგრამას. ბევრს საუბრობენ გაერთიანებაზე, თუმცა ჩაქუჩით ვერ გაზომავ, ჩაქუჩით უნდა დააჭედო. მესმის, რომ ადმიანური სურვილია რაღაც ახალი გააკეთო, მოსწავლეებსაც ნაკლები გამოცდა ჰქონდეთ ჩასაბარებელი. თუმცა სწავლა მარტივი საქმე არ არის.  არ უნდა დავავალოთ ერთ პროგრამას გააკეთოს ის, რისთვისაც არ არის შექმნილ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იქნება ისეთი წარმატებული, როგორიც „კატია“.

წყარო:




 ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: „შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას. ამ დროისთვის, მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს, ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხსენებულ სახელმწიფოებში. მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში - საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ გამტარ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი. აღნიშნულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება, მისი ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მისი ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება. რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ტარდება შესაბამისი პროცედურები. საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება. ასევე, გაცნობებთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება,“_ წერია გავრცელებულ ... ...
  • ამირან გამყრელიძე: შეხვედრისას გადაკოცნას მოერიდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას მოუწოდებს შეხვედრისას გადაკოცნისგან თავი შეიკაონ. „ძალიან გთხოვთ, არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გაგიკეთოთ. ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“ ,_ განაცხადა ... ...
  • სამყარო ნიღბებში _ როგორ შეცვალა კორონავირუსმა ცხოვრება (საინტერესო ფოტოები მსოფლიოს ქალაქებიდან)კორონავირუსის გამო ქალაქები დაცარიელებულია, ჩინეთში არ აღინიშნა ახალი წელი, გადაიდო ვენეციის კარნავალი, მინიმუმამდე შემცირდა ტურისტების ... ...
  • „ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მზად ვართ“ _ რას მოუწოდებენ ჩოხატაურელი ექიმები მოსახლეობასსაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ისევე, როგორც ყველგან, ჩოხატაურში ხალხის მღელვარებამ იმატა. "გურია ნიუსი" დაინტერესდა რამდენად მზად ხვდებიან ახალ და საშიშ გამოწვევას მუნიციპალიტეტში მდებარე კლინიკები. როგორც კლინიკის _ „სამედიცინო ცენტრი გურიაში“, მთავარი ექიმი, თემურ კოროშინაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, კლინიკა სრულ მზადყოფნაშია. _ რადგან ჩვენთან კორონავირუსის დიაგნოზტირება არ ხდება, შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ დაავადებაზე ეჭვმიტანილი. გვაქვს დაცვის საშუალებები და ეჭვის შემთხვევაში, მოხდება პაციენტის რეფერალი. ამ დროისთვის მიმდინარეობს პაციენტების გამოკითხვა, ანამნეზის შეკრება. თუ საეჭვოდ მივიჩნევთ და გამოვლინდება პიროვნება, რომელიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, ან იქ მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ კონტროლზე გვეყოლება და შემდგომი კვლევისთვის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადამისამართდება. თუმცა, ამ დროისთვის მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. მინდა გითხრათ, რომ კლინიკა სრულ მზადყოფნაშია და მედპერსონალი მობილიზებულია“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე „მედალფას“ სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანტონ ხუნდაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ცენტრი კორონავირუსს, გამოვლენის შემთხვევაში, მომზადებული ხვდება. _ კორონავირუსის თემაზე უკვე ერთ კვირაზე მეტია, მედპერსონალს უტარდება ტრენინგ-სემინარები, დარბაზში მუდმივ რეჟიმში ჩართული ვიდეორგოლი კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე; მედპერსონალს მიეწოდება ინფორმაცია ჩაცმა-აღჭურვიდან დაწყებული, პაციენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობით დამთავრებული, ყველაფერზე. როგორ უნდა აღმოაჩინოს ვირუსის კლინიკური ნიშნები, რა უნდა გაითვალისწინოს. პაციენტებთან საუბრისას გამოკითხვები, რომ არ გამორჩეთ არც ერთი დეტალი, უმნიშვნელოც კი. რაც არის დამცავი საშუალები, ყველაფერი გვაქვს და კიდევ შემოგვივა, _ ამბობს ანტონ ხუნდაძე და მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, მიმართონ სამედიცინო ... ...
  • სამტრედიის აფთიაქებში პირბადეზე ფასი 18 თეთრიდან 1 ლარსა და 40 თეთრამდე მერყეობს საქართველოში კორონავირუსის  შემთხვევის დაფიქსირებას პანიკა მოჰყვა რეგიონებში. სამტრედიის აფთიაქებში პირბადის შეძენის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.  თუმცა, სხვა მუნიციპიტეტებისაგან განსხვავებით  პირბადეების მარაგი არ ამოწურულა. ზოგიერთ აფთიაქში ფასები გაიზარდა, ნაწილში ძველი ფასია შენარჩუნებული. ,,პირბადეები გუშინაც იყიდებოდა, მაგრამ დღეს დილით ჩვენს აფთიაქში მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან გაზრდილია. განსაკუთრებით, ნიღბებზე, სპირტებზე, წყალბადის ზეჟანგზე, ანტიბაქტერიულ ხსნარებზე, ანტიბაქტერიულ სველ ხელსახოცებზე. ჩვენთან შენარჩუნებულია ძველი ფასი-0,18 თეთრი ერთი პირბადის ღირებულება. მართალია, დღეს დილით 2000 ცალი პირბადე გაიყიდა, ჯერჯერობით მარაგი გვაქვს",_ ამბობს „გურია ნიუსთან" ნატალია თვალავაძე, შპს ,,ავერსი ფარმას" სამტრედია №2 აფთიაქის მენეჯერი. ძველი ფასია შენარჩუნებული ჯპს-შიც. იმპექსში გუშინ სამტრედიელ მომხმარებელს თუ 95 თეთრად შეეძლო, შეეძინა ერთი პირბადე, დღეს 1 ლარი და 40 თეთრი გახდა. მართალია, მოსახლეობა აფთიაქებს პირბადეების შესაძენად დილიდანვე მიაწყდა,  სამტრედიელები გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებენ. უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სერიოზული პანიკის საფუძველი არ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...