რამდენი თანამშრომელი გაათავისუფლეს საჯარო უწყებებიდან რეორგანიზაციის შედეგად

საზოგადოება

რამდენი თანამშრომელი გაათავისუფლეს საჯარო უწყებებიდან რეორგანიზაციის შედეგად

2017 ივნ 19 17:12:43

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში აქტიურად მიმდინარეობდა მოსამსახურთა რეორგანიზაციის პროცესი, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში თან ახლდა შტატების შემცირება, _ ამის შესახებ EMC-ის კვლევაშია აღნიშნული, რის გამოც, ორგანიზაცია  გამოითხოვა ინფორმაცია  15 სამინისტროდან და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებებიდან. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

“თუმცა, საჯარო ინფორმაციის მიწოდების საკითხი რეაგირების გარეშე დატოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და არასრული ინფორმაცია გასცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხრიდან მოწოდებული პასუხი კი არ მოიცავდა ინფორმაციას სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების თაობაზე.

ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ დასახელებულ საანგარიშო პერიოდში:

რეორგანიზაციის შედეგად, სამსახურიდან გათავისუფლდა 1711 თანამშრომელი;

შრომითი ურთიერთობა კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით შეწყდა 5212 დასაქმებულთან (არ მოიცავს შსს-მონაცემებს);

რეორგანიზაცია განხორციელდა 8 სახელმწიფო უწყებაში; ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროებში;

რეორგანიზაციის პროცესი არ განხორციელებულა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების (განხორციელდა სსიპ-ში), ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის (განხორციელდა სსიპში), სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის(განხორციელდა სსიპში) სამინისტროთა ცენტრალურ უწყებებში, პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში;

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროთა სისტემაში დაქვემდებარებულ 25 საჯარო სამართლის იურიდიულ პირში.

რაც შეეხება შსს-ს უწყებიდან გათავისუფლდა 2653 დასაქმებული, თუმცა, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან არ ირკვევა გათავისუფლების მიზეზი რეორგანიზაცია იყო თუ სხვა საფუძველი, _ აღნიშნულია EMC-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 




 ახალი ამბები
  • ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში – იმნაძე“მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა მივმართო მრევლს დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, _ აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მრევლის მისამართით გააკეთა. იმნაძე სთხოვს მორწმუნეებს, ნუ მივლენ ეკლესიაში და თითოეულმა მორწმუნემ სახლში ილოცოს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ 6 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გამომცემლობა “ტაბულამ” ჰკითხა, განიხილება თუ არა დამატებითი რეკომენდაციების შემუშავება იმ ექიმებისთვის, რომლებიც სააღდგომო ლიტურგიას დაესწრებიან და რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან, რაზედაც იმნაძემ უპასუხა: “მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა მივმართო მრევლს დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელთმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება. იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა პაატა ... ...
  • "შესაძლოა, დავძლიოთ ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება""შესაძლოა დავძლიოთ ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება", _ აღნიშნულის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. „გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ იქ, სადაც გვაქვს წარმატებები, ეს დავაფიქსიროთ. მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ანგარიშში ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, (OECD) გამოაცხადა, რომ დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოში იყო დანერგილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს. ხაზგასმით გამოყოფილი იყო ტელესკოლის პროექტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ეს ის ნაბიჯებია, რომელმაც განათლების სამინისტროსთან ერთად შეიძლება მოგვცეს საშუალება, დავძლიოთ ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება და ეს არ მოგვიწიოს. ესეც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • გიორგი გახარია: "ციფრები იზრდება, სახლის პირობებში მართვისთვის უნდა მოვემზადოთ"მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ინფიცირებულთა რაოდენობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ამ ფონზე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის დონეს. გიორგი გახარია ასევე გამოეხმაურა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ანგარიშს, რომელმაც განათლების მიღების უწყვეტობისთვის საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. პრემიერმა განათლების სამინისტროს ამ კუთხით განხორციელებული წარმატებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. „ფაქტია ის, რომ ციფრები იზრდება და ახლა მთავარი ამოცანაა, ნელ-ნელა მსუბუქი შემთხვევები სახლის პირობებში მართვის მზაობა მოვისმინოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ცხელების კლინიკების ეფექტიანობა“. - განაცხადა გიორგი ... ...
  • იძებნება!ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში მცხოვრებ, 75 წლის ჯანფოლად (აბელ) სოროზანიშვილს ოჯახი და ახლობლები რამდენიმე დღეა ეძებენ. ისინი მოგმართავენ თხოვნით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში თუ სადმე შეგხვდათ აღნიშნული პიროვნება, დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: ... ...
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...