"რამდენჯერმე ვცადე წასვლა ოჯახიდან, მაგრამ წასასვლელი არ მქონდა"

საზოგადოება

"რამდენჯერმე ვცადე წასვლა ოჯახიდან, მაგრამ წასასვლელი არ მქონდა"

2018 ნოე 27 13:22:24

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები ჩვენ ირგვლივ მრავლად არიან. ბევრი მათგანი ვერ აღიარებს, რომ ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობას განიცდის, ზოგს საზოგადოების რეაქციის ეშინია და საყოველთაო წნეხში მოხვედრას, ამჯობინებს მძიმე ვითარებას შეეგუოს და ბედს დანებდეს. თუმცა, არიან ქალები, რომლებიც ზოგჯერ საკუთარი ძლიერი ხასიათის, ხშირ შემთხვევაში, ქალთა ორგანიზაციების თანადგომით ახერხებენ და ძალადობრივ ურთიერთობებს თავს აღწევენ. თუმცა, მათთვის მომდევნო გამოწვევა დამოუკიდებლად ცხოვრება და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაა.

მოძალადე ქმარს დააღწია თავი ჩვენმა რესპონდენტმაც, რომელიც იმ გოგონების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ადრეულ ასაკში წარუმატებლად დაქორწინდნენ.

_ დაბადებიდანვე ძალიან რთული ცხოვრება მქონდა. ამასთან შეგუება ძალიან ძნელია. მამაჩემს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა, ხშირად სვამდა და სახლში სკანდალებს აწყობდა. მთელი ბავშვობა კონფლიქტის ყურებაში გავატარე. მამა იჩხუბებდა, დედა სახლიდან გაიქცეოდა და უკან პოლიციის თანხლებით ბრუნდებოდა. საბოლოოდ, ვერ შეძლო დედამ ამ ყველაფრის ატანა და დაშორდნენ. მას შემდეგ მთელი ცხოვრება წინ და უკან სიარულში გავატარე _ ხან ბებიაჩემთან ვცხოვრობდი და სოფელში დავდიოდი სკოლაში, ხან დედასთან ვიყავი თბილისში და იქ ვსწავლობდი. დალაგებული და სტაბილური ცხოვრება არასდროს მქონია. მერე კი უარესი დამემართა, რასაც ჩემს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი _ 15 წლის გავთხოვდი. მინდოდა ჩემი ყოფა შემეცვალა, სხვებივით ადამიანური ცხოვრება მქონოდა და სწორედ ამიტომ დავქორწინდი ასეთ პატარა ასაკში.

_ როგორი ხასიათის აღმოჩნდა მეუღლე?

_ ბედის ირონიით, მასაც პათოლოგიური სიმთვრალე აღმოაჩნდა. ორი წლით იყო ჩემზე უფროსი, მაგრამ ხშირად სვამდა და მერე სახლში ყველაფერს ამტვრევდა, მცემდა და მონასავით მექცეოდა. გათხოვების მეორე დღესვე მთვრალი დაჯდა საჭესთან და მანქანა დაამტვრია. ამის გამო ისეთი სკანდალი მოაწყო, ვერ იფიქრებდი, რომ ჯანსაღი ფსიქიკის პატრონი იყო. ტირილი დავიწყე, ეს სად მოვხვდი,-მეთქი, მაგრამ უკვე გვიან იყო. 5 წელი ვიცხოვრე მასთან ერთად და უკვე ოთხი თვეა, დავშორდით. სამი წლის გოგონა მყავს და მასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ.

_ მეუღლის ოჯახის წევრები თუ ერეოდნენ კონფლიქტში?

_ მოხუცი ბაბუა ყავდა, მამამისი ჩუმი კაცი იყო, ეზოში მუშაობდა და არავის საქმეში არ ერეოდა; დედამთილმა ჩვენთან სამი წელი იცხოვრა, მერე კი საბერძნეთში წავიდა, თუმცა, ეს სამი წელი ჯოჯოხეთად მიქცია. თუკი რამეზე გამიბრაზდებოდა, თავის ნაჩუქარ ტანსაცმელს წამართმევდა და დამალავდა. ამის გამო რამდენჯერ ზამთარში შორტით მივლია. ჩემი ქმარი ხასიათით მას ჰგავდა _ ორივეს სურდა, რომ ყველას მათ ჭკუაზე გაევლო.

_ ასეთი პატარა რომ გათხოვდი, სკოლაში სწავლა თუ დაასრულე?

_ რა თქმა უნდა, არა. ჩემი ქმარი, ყველაფერთან ერთად, ძალიან ეჭვიანი იყო და არსად მიშვებდა. მეცხრე კლასის მერე აღარ მისწავლია. გამოცდებზეც კი არ გამიშვა. დედამთილსაც არ სურდა, რომ მემუშავა, რადგან მერე ვინ მოუვლიდა სახლს, ვინ გაუკეთებდა საჭმელს სამ კაცს?! ქმარი არსად მიშვებდა _ მაღაზიაში წასვლა, მეზობელთან გადასვლა აკრძალული მქონდა. ყველა მეგობარი დავკარგე. მის თვალში თითქმის ყველა ქალი მეძავი იყო, ამიტომ არავისთან უნდა მემეგობრა.

_ როგორც ვიცი, გინდოდა სწავლის გაგრძელება.

_ ძალიან მინდოდა. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო სტილისტი ვყოფილიყავი, გარდა ოცნებისა, მინდოდა სწავლა გამეგრძელებინა, რაღაც პროფესია რომ მქონოდა. ამიტომ ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯში ჩუმად დავრეგისტრირდი, მინდოდა სტილისტი გავმხდარიყავი. რა თქმა უნდა, იქაც არ გამიშვა და ეს ინიციატივაც დიდი კონფლიქტით დასრულდა. არადა, ოთხ კედელში ცხოვრება უკვე აუტანელი იყო. სწავლის, მუშაობის და ადამიანებთან ურთიერთობის უფლება, ფაქტობრივად, ჩამორთმეული მქონდა.

_ თვითონ თუ მუშაობდა და ოჯახს თუ უზრუნველყოფდა?

_ კი, ერთი პერიოდი ბიძაშვილმა თავის მაღაზიაში დააწყებინა მუშაობა, მაგრამ მაღაზიიდან ფული მოიპარა და გამოუშვეს. ყველაფერთან ერთად, მუშაობა იმიტომ მინდოდა, რომ ჩვენს შვილს ძალიან ბევრი რამ აკლდა, ხშირად პამპერსიც კი არ მქონდა. ამიტომ მინდოდა მემუშავა და ჩემი შვილისთვის ელემენტარული საჭიროებები მომეგვარებინა. როცა ვთხოვდი, ბავშვისთვის ესა და ეს მჭირდება,-მეთქი, მეუბნებოდა, რომ ფული არ ჰქონდა და ვერ იყიდდა. მე ვთავაზობდი, მაშინ მე ვიმუშავებ,-მეთქი, მაგრამ არც მაგაზე იყო თანახმა.

_ ამიტომ, როგორც ჩანს, ვერსად მუშაობა ვერ მოახერხე.

_ მცირე პერიოდით, ქმრისგან მაღაზიაში მუშაობის ნებართვა მივიღე და მუშაობა დავიწყე. პირველივე დღეს, როცა სამსახურიდან სახლში დავბრუნდი, მკითხა, აი, ხომ დაიწყე მუშაობა, საჭმელი რატომ არ მოიტანეო. არადა, ხელფასი ძალიან მცირე, 180 ლარი მქონდა და ისიც ჩვენი შვილისთვის მინდოდა. ბავშვს ყველაფერი აკლდა და ყოველთვის მეზობლის ბავშვების ეხარბებოდა. ამის ყურება არ შემეძლო, ამიტომაც დავიწყე მუშაობა. ვიფიქრე, რომ ამ მცირე ხელფასით შვილისთვის ელემენტარულს მაინც გავაკეთებდი. იმის გამო, რომ ოჯახს და მეზობლებს არ ეთქვათ, მუშაობა დაიწყო და ოჯახი მიატოვაო, ყოველ ღამით, 3 და 4 საათზე ვწვებოდი, რომ დილისთვის ბავშვი მომზადებული დამეტოვებინა, სახლი დალაგებული მქონოდა და სადილიც წინასწარ გამემზადებინა. ჩემი ქმარი მაინც მეჩხუბებოდა, არა მხოლოდ ჩემი მიზეზით, სხვებზეც რომ გაბრაზდებოდა, აგრესია საბოლოოდ ჩემზე გადმოქონდა.

_ რატომ გაჩერდი ხუთი წელი ასეთ მძიმე სიტუაციაში?

_ რამდენჯერმე ვცადე წასვლა ოჯახიდან, მაგრამ იმის შიშით, რომ ძლიერი მშობლები არ მყავდა და წასასვლელი არ მქონდა, საბოლოოდ, მაინც თავს ვიკავებდი. მამაჩემი ერთი წლის წინ გარდაიცვალა, მერე დედაჩემი გახდა ძალიან ავად, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. უკანასკნელი იმედიც დავკარგე დედაჩემის სახით და ცხოვრების შეცვლის პერსპექტივის აღარ მჯეროდა. დედაჩემის ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. რაც კი იმუშავა და შეიძინა, ავადმყოფობის პერიოდში ყველაფერი გაყიდა, რადგან შეძლებული პატრონი მასაც არ ყავდა. ამიტომ მეც თითქოს შევეგუე ჩემს პირობებს და დავნებდი.

_ როცა შენი მეუღლე ფხიზელი იყო, მაშინ თუ ახერხებდით ნორმალურ ურთიერთობას?

_ ფხიზელიც ძალიან ეჭვიანი იყო და ისე მექცეოდა, როგორც მონას. ჩემთან ერთად არსად დადიოდა. მისი მეგობრები რომ მეუღლეებით სადმე მიდიოდნენ, მე ჩემი ქმარი გამეპარებოდა და ასეთ შეკრებებზე მარტო მიდიოდა. ერთხელ ნათესავი კაცი ესტუმრა. სუფრა გავუშალე, ჩემი ქმარი ისე მექცეოდა, სტუმარი გადაირია. ჩემს ქმარს უთხრა, ბიძია, მე აქ არ გავჩერდები, ეს რა ვნახე, როგორ ექცევი შენი ოჯახის წევრებსო. რა თქმა უნდა, ამის გამო სტუმარსაც ეჩხუბა. გარდა იმისა, რომ ეჭვიანი იყო, თვითონ საოცრად მიუღებელ საქციელს ჩადიოდა. ჩემი ყველა მეგობარი ჩემგან სწორედ მის გამო წავიდა. ყველას ეარშიყებოდა, ამაზრზენ სცენებს ხშირად გადავწყდომივარ. ერთხელ ოთახში შევუსწარი, როგორ ეფერებოდა ჩემს მძინარე დაქალს ჩუმად. იგივე ხდებოდა ყველა ჩემს მეგობართან. საბოლოოდ, ყველა მათგანმა მიმატოვა ჩემი ქმრის უზნეო საქციელის გამო.

_ საბოლოოდ, როგორ მიიღე ქმართან დაშორების გადაწყვეტილება?

_ გადაწყვეტილება რამდენჯერმე მივიღე, მაგრამ ვერ შევასრულე. ჩემი გათხოვილი მულებიც უწყობდნენ ხელს ჩვენს დაშორებას. მახსოვს, მამა რომ გარდაიცვალა და დაკრძალვაზე მოვიდნენ, ერთ-ერთმა დამ მითხრა, ახლა შენ და ჩემი ძმა რომ დაშორდებით, შენი სახლის წილი ჩემს ძმასაც ერგებაო. გამიკვირდა, რა იცი, რომ დავშორდებით, იქნებ, შევძლოთ ოჯახის შენარჩუნება,-მეთქი. მათ თავიდანვე არ მოვწონდი, თავიდანვე არ იყვნენ ამ გადაწყვეტილების მომხრეები. საბოლოოდ, ქალთა ორგანიზაციის წყალობით გავრისკე და ჩემი ქმრისგან წამოვედი. ბებიაჩემი გვერდით ცხოვრობდა და მასთან გადავედი საცხოვრებლად. მერე კი ბინა ვიქირავეთ მე და დედამ და იქ დავიწყეთ ცხოვრება. ბინის ქირის გადახდაში გვეხმარებიან და ასე ვცდილობთ თავის გატანას, სანამ მე მუშაობას შევძლებ.

_ მუშაობას სად აპირებ და როგორ ფიქრობ, როგორი იქნება შენი მომავალი ამ მიმართულებით?

_ ამ მხრივ და ყველა თვალსაზრისით, ქალთა ორგანიზაციის და ქეთევან ხიდაშელის ძალიან მადლობელი ვარ. ქეთიმ შემატყობინა ახალი შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც კომპანია "შვარცკოფი" სტილისტის პროფესიის შესწავლის მსურველებს სთავაზობდა. ქეთიმ მოახერხა, რომ მათი პროგრამის ფარგლებში წავსულიყავი თბილისში. ორი თვის მანძილზე, თბილისში საცხოვრებლითა და კვებით უზრუნველმყვეს და სტილისტის პროფესია შემასწავლეს. სწავლების ბოლოს კონკურსი გამოცხადდა, სადაც 20 კონკურსანტისგან 6 შეგვარჩიეს და სტილისტის ხელსაწყოებით დაგვასაჩუქრეს. მადლობა ღმერთს, რომ პროფესია შევიძინე, სულ ვცდილობ, განვავითარო და ხან ჩემს თავზე "ვვარჯიშობ", ხან _ სხვაზე. ახლა ისევ ქეთი ხიდაშელმა დამაწერინა პროექტი პროგრამა "აწარმოე საქართველოსთვის". დავწერეთ ბიზნეს-გეგმა სილამაზის სალონის გახსნის თაობაზე პატარაობიდანვე ვოცნებობდი ჩემი სალონი მქონოდა და ადამიანებისთვის ლამაზი ვარცხნილობები გამეკეთებინა. უკვე მეორე ეტაპზე გადავედი და ძალიან ბედნიერი ვარ. ოცნებაში უკვე ვიცი, როგორი უნდა იყოს ჩემი სალონი. ძალიან მინდა, ჩემმა პროექტმა გაიმარჯვოს და საკუთარი თავისა და შვილის რჩენა დამოუკიდებლად, ჩემი პროფესიით შევძლო (როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ჩვენი რესპონდენტის პროექტი გამარჯვებულთა სიაში მოხვდა. ავტ.).

_ შენი ყოფილი ქმარი ახლა ნახულობს თუ არა ბავშვს?

_ რეკავს ხოლმე, ბავშვი მიყავს სასეირნოდ. ვერ ვიტყვი, რომ შვილი არ უყვარს, თუმცა, ბავშვი ერთი პერიოდი არ მიყვებოდა _ მისი ეშინოდა და მეკითხებოდა, მამა კიდევ ხომ არ დათვრება და ხომ არ მეჩხუბებაო. უამრავჯერ მითხოვია, ბავშვს ნუ გააგონებდა ჩხუბს და რომ გამოფხიზლდებოდა, მერე გველაპარაკა, მაგრამ არასდროს მიჯერებდა. ამიტომ ჩემი შვილიც ასეთ სტრესულ გარემოში გაიზარდა.

_ მთელი ამ ოჯახური კონფლიქტების დროს, გეხმარებოდა თუ არა ვინმე, თუნდაც მეზობლები, და თუ ცდილობდა შენს დაცვას?

_ არა, არავინ, სხვის ოჯახურ ცხოვრებაში არავინ ერევა. თუკი მეზობლები გაიგებდნენ ჩემს ოჯახში მომხდარი კონფლიქტის შესახებ, ეს მათთვის, უბრალოდ, მორიგი საჭორაო თემა იყო, რომელსაც დილის ყავაზე განიხილავდნენ. არავის თანადგომა არ მიგრძვნია ამ ხუთი წლის მანძილზე.

_ ახლა, როცა გამოცდილი გაქვს ოჯახური სირთულეები და დამოუკიდებლადაც დაიწყე უკვე ცხოვრება, რას ფიქრობ _ როგორია ქალის ცხოვრება ჩვენს საზოგადოებაში?

_ ძალიან რთულია, ოჯახშიც, გარეთაც, საზოგადოებაშიც. კაცები საქართველოში გაცილებით მარტივად ცხოვრობენ, ჩვენ კი უამრავი დაბრკოლების, გამოწვევის და სტერეოტიპების წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე, სულ ბრძოლა გვიწევს. ქეთევან ხიდაშელის ორგანიზაცია რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიღებაშიც დამეხმარა და ყველანაირად ცდილობს, ყურადღება მომაქციოს. ამიტომ მაქვს იმედი, რომ ასეთი ადამიანების თანადგომით, მეც გავძლიერდები და დამოუკიდებელ ცხოვრებას და შვილზე ზრუნვას თავს წარმატებით გავართმევ.




 ახალი ამბები
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...
  • სოფელ ზოდში პოლიციის თანამშრომელი დააკავესდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში. მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...