რას მოუწოდებს პრეზიდენტი მეცნიერებსა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს

საზოგადოება

რას მოუწოდებს პრეზიდენტი მეცნიერებსა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს

2018 აპრ 20 14:22:37

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიების წევრებს შეხვდა.

პრეზიდენტმა მეცნიერებსა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს მოუწოდა კომისიას მიაწოდონ საკუთარი ნამუშევრები, გამოავლინონ დაგროვილი პოტენციალი და მისცენ კომისიას მათი შემოქმედების შეფასების შესაძლებლობა.

"კარგა ხანია ჩვენს საზოგადოებას არ ჰქონია შესაძლებლობა, გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზის გამო, ეზეიმა ჩვენი მეცნიერების, ხელოვანების მიღწევები და დღეს გვაქვს ამის იურიდიული საფუძველი, რომ 5 წლის განმავლობაში დაგროვილი, ის, რაც იქმნებოდა ხელოვნების, მეცნიერების, პუბლიცისტიკის მიმართულებით აღიარება და შეფასება მივცეთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სასიხარულოა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მიზნით გაერთიანდა კომისია, რომლის წევრებსაც საზოგადოება იცნობს და პატივს სცემს უდიდესი ღვაწლისათვის.

"იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ამ ზეიმს ჩვენ მოვაწყობთ ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ხალხისთვის და აი იმ განსაკუთრებულ მიღწევებს ვაჩვენებთ, გამოვყოფთ და კიდევ ერთხელ გავუზიარებთ ქართველ ხალხს", - აღნიშნა  მარგველაშვილმა.

როგორც ცნობილია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ (თითოეულ გამარჯვებულს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით). პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

რაც შეეხება, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში 2 წელიწადში ერთხელ, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებ(ებ)ისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატებს გამოავლენს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით შექმნილი საერთო კომისია, რომელიც 9-წევრისაგან შედგება. კომისიის თავმჯდომარე და შემადგენლობა დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

 საქართველოს ეროვნული პრემია კი გაიცემა ყოველწლიურად, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პრემია პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.

საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატებს გამოავლენს ცალკე კომისია, რომლის შემადგენლობაც ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერაა დამტკიცებული.

კონკურსი გამოცხადდა 2018 წლის 11 აპრილს. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება 1 მაისის ჩათვლით.




 ახალი ამბები
  • სანდრა რულოვსი: თქვენ კიდევ არ მიცნობთ, ვინც მიცნობს, იცის რომ არ ვხუმრობ თქვენ კიდევ არ მიცნობთ, ვინც მიცნობს, იცის, რომ არ ვხუმრობ. სოფელ-სოფელ ვივლი, როგორც ზვიად გამსახურდია, მიიღებთ საქვეყნო პროტესტს, _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა. რულოვსი ამბობს, რომ არჩევნები მოიგო: „ჩვენ გვაქვს მოგებული პირველი ტური და ჩვენ არ დავუშვებთ მეორე ტურს, რადგან არ გვჭირდება, ჩვენ მოგებული გვაქვს პირნათლად და არ შევეგუებით. რატომ? იმიტომ, რომ არ გვინდა ჩვენი ქვეყანა დავკარგოთ. თუ ისინი მაინც პირველ ტურში გამარჯვებას გამოაცხადებენ, მაშინ, ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მარტო ზუგდიდის ამბავი, მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ, ამ ქვეყნისთვის ეს ნაბიჯი გადავდგა. თქვენ კიდევ არ მიცნობთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ მე არ ვხუმრობ“, – განაცხადა სანდრა ... ...
  • მუშაობდა თუ არა თალაკვაძე რულოვსის თანაშემწედ _ უმრავლესობის ლიდერი განმარტებას აკეთებსგავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2013 წლამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სანდრა რულოვსის თანაშემწედ მუშაობდა თალაკვაძე გამოეხმაურა. სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ, არ ვიცი. რაც შეეხება ჩემს მუშაობას ჟენევაში, გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა დავიწყე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, 2013 წლიდან, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან - სანდრა რულოვსმა ბორდი დატოვა და მე გავხდი ბორდის წევრი საქართველოდან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, სანდრა რულოვსს უფლებამოსილება შეუწყდა ჯანდაცვის ეროვნულ საკოორდინაციო საბჭოში, _ აღნიშნა ... ...
  • უბანი, რომელზეც სანდრა რულოვსმა მისცა ხმა, გეგა შენგელიამ მოიგოზუგდიდის #82 საარჩევნო უბანი, სადაც ხმა გაერთიანებული ოპოზოციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მისცა, ოცნების კანდიდატმა მოიგო. აღნიშნულ უბანზე ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მონაცემების თანახმად, ამ უბანზე 290 ხმა მიიღო გეგა შენგელიამ, ხოლო 200 _ სანდრა ... ...
  • სერის საარჩევნო უბანიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგოამ წუთებში დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #08 სერის საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნებში მონაწილე 642 ამომრჩევლიდან 492-მა ხმა დავით მდინარაძეს მისცა. 76 ხმა მიიღო ა კობა ზაქარეიშვილმა, ტოგო ჭელიძემ _ 26, კაკო თავდუმაძემ _ ... ...
  • ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 89 საჩივარი დაიწერაკენჭისყრის პროცესთან დაკავშირბით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 89 საჩივარი,_ამის შესახებ ცესკოში განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში 6, ხულოში 16, ზუგდიდში 44, ოზურგეთში 1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში 1 საჩივარი. საჩივრები დაიწერა, როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი  ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მხრიდან. ანა მიქელაძის განცხადებით, თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით იქნება განხილული და მათზე იქნება შესაბამისი კანონისმიერი ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...