რას ნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის დასახელება

საზოგადოება

რას ნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის დასახელება

2017 ნოე 23 12:43:47

დღეს, ქაშვეთში, გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის დაწყებამდე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პატრიარქის მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე", – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე უფლებამოსილია, მოიწვიოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. მოსაყდრე, ასევე, საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ იწვევს წმინდა სინოდის სხდომას, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.




 ახალი ამბები
  • "თეთრი ხალათების" აქცია ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად18 ნოემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად "თეთრი ხალათების" აქცია გაიმართება. როგორც მოძრაობის "თავისუფლება ვაჟა ექიმს" ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია 18 ნოემბერს 12:00 დაიგეგმა. "როდის? _ ორშაბათს 18 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე სად? _ ჩვენი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე) რისთვის? _ გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის! გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი. დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი," _ აღნიშნულია მოძრაობის ... ...
  • "გვეუბნებიან რომ მამა სახლში მალე დაბრუნდება" _ გატაცებული ექიმის შვილიოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილს თათა გაფრინდაშვილს დაკავებულის მალე გათავისუფლების მოლოდინი აქვს. ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.  მისი თქმით, ოჯახს შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია აქვს და იმედი აქვთ, რომ გატაცებული ოჯახს მალე დაუბრუნდება.  „ვინც მასთან ერთად იყო დაკავებული, გვეუბნება, რომ ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა და კარგად არის“, - განუცხადა „ქრონიკას“ თათა გაფრინდაშვილმა.   მოძრაობა „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 18 ნოემბერს „თეთრი ხალათების“ აქციას გამართვს.  16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. რაც შეეხება ხელისუფლების რეაგირებას, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს საპყრობილიდან უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ. ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ტრაგიკულია, როდესაც მთლიანად ცხინვალის რეგიონი საპყრობილეს და იზოლატორს ემსგავსება, ეს კი იმ პირობებში, როდესაც გადასასვლელებიც ჩაკეტილია. ექიმის დაკავების საკითხს განცხადებები მოჰყვა საგარეო საქმეთა დაჯანდაცვის სამინისტროებში. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა. ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. 15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან. დაკავებულის კოლეგების ინფორმაციით, ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს. წყარო: ... ...
  • "ღმერთი არ გაგიწყრეთ და მეტი შორს აღარ წახვიდეთ" _ კახა ასკურავა დედაქალაქში დაანონსებულ აქციას დღეს ოპოზიციური პარტიის წევრები დ მხარდამჭერები გურიიდანაც შეუერთდებიან. ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს. "მომისმინეთ ახლა კარგად!ამ ეტაპზე სახელი და გვარების დასახელებისგან თავს ვიკავებ. ჩვენ, საკუთარი სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად, მოგვიყვება საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლი, რომელზეც გახორციელდა ზეწოლა, მას შეახსენეს რომ იგი მუშაობს. ღმერთი არ გაგიწყრეთ და მეტი შორს აღარ წახვიდეთ, თორემ უკან მობრუნებულზე კარები დაგხვდებათ აჭედილი! ესაა სულ, იმედია მეტის თქმა აღარ დამჭირდება! საქართველო ივანიშვილის გარეშე!!!" _ წერს ასკურავა ფეისბუქის საკუთარ ... ...
  • ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებსცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთას არ აღიარებს, - ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. ამის შესახებ ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომლებიც 14 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ყოფილმა პატიმრებმა ახალგორის იზოლატორში 3 დღე გაატარეს. ისინი 11 ნოემბერს დააკავეს, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი - 9 ნოემბერს. საქართველოს მოქალაქეები (სულ 4-ნი) ერთმანეთს საპატიმროში შეხვდნენ. 14 ნოემბერს 3 მოქალაქე ერგნეთის გამშვებ პუნქტზე საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს. 15 ნოემბერს ექიმებმა მოინახულეს. ,,პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით, საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ",  - აღნიშნავს ექიმი დავით ღვინიაშვილი. ყოფილმა პატიმრებმა qartli.ge- სთან საუბარში განაცხადეს, რომ ექიმი თავს კარგად ... ...
  • საქართველო ენერგეტიკაში კანონების მიღებას აგვიანებს - ევროპის ენერგოგაერთიანების გაფრთხილებასაქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრის სტატუსით აღებული ვალდებულებების შესრულებას აგვიანებს - ასეთია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის იანეზ კოპაჩის შეფასებებიდან ძირითადი დასკვნა.როგორც იანეზ კოპაჩიმ ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ დედლაინი დაარღვია. საუბარია, ენერგეტიკის სექტორში ახალი კანონების მიღების ვადებზე.„დარჩენილია, როგორც შედარებით პრიორიტეტული საკითხები, ასევე ისეთი ცვლილებებიც, რომელთა მნიშვნელობაც შედარებით ნაკლებია. ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჩქარო არის შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღება, ასევე ენერგოეფექტურობის ევროდირექტივასთან თავსებადობის უზრუნველყოფა.ასეთივე პრიორიტეტულია ჩვენთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების ევროდირექტივის მოთხოვნებთან თავსებადობის შექმნა. ამ ცვლილებების შედეგად, საქართველომ ენერგობაზრებს გახსნის უფლება უნდა მისცეს. ეს არ არის მხოლოდ ენერგოგაერთიანების აღებული ვალდებულებაა, არამედ ის სასიკეთოა თავად საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბაზრის ლიბერალიზაცია და სხვა ვალდებულებების შესრულება სწრაფად მოხდება.მიზეზები, რომელთა გამოც ეს ცვლილებები გაიჭედა და გაჩერდა, სხვადასხვაა. ენერგოეფექტურობის ნორმების კუთხით, ჩვენ როგორც გვითხრეს, ცვლილების გაჭიანურების მიზეზი დროში გაწელილი და უშედეგო დისკუსია იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო - უნდა ყოფილიყო ის ცალკე არსებული სააგენტო, თუ - სამინისტროში შემავალი დეპარტამენტი. ეს თავის მხრივ. არც თუ ისე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, თუმცა როგორც ჩანს, ის იქცა ბარიერად, რის გამოც ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს შესაბამისი კანონმდებლობა.ბუნებრივი გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით, ჩვენ არ ვიცით რატომ არ არის ეს ცვლილებები მიღებული. მე ვიცი, რომ იყო დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა შედეგებს გამოიწვევდა მისი მიღება და ამოქმედება, როგორ შეცვლიდა ის ამ ბაზრებზე სამომხმარებლო ფასებს. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკოსთა შიშები დასრულებულია და ისიც მალევე იქნება მიღებული და ათვისებული“, - განაცხადა კოპაჩიმ.დღეის მდგომარეობით, "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" და განახლებადი ენერგიის თაობაზე კანონპროექტების განხილვა პარლამენტში, მეორე მოსმენის ეტაპზეა.შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმით (2016 წლის 14 ოქტომბერი) გაწერილი ვალდებულებების შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ენერგეტიკის სექტორში რიგ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. აღნიშნული პროცესი ისეთ საკითხებ მოიცავს, როგორიცაა ლიბერალიზებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, მიწოდების უსაფრთხოების ამაღლება, ენერგოეფექტურობის განვითარება, განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობა და ენერგეტიკული სტატისტიკის ნორმების გაუმჯობესება და სხვა. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?