რას სთხოვენ სკოლის მოსწავლეები პროკურატურის და შსს-ს წარმომადგენლებს

საზოგადოება

რას სთხოვენ სკოლის მოსწავლეები პროკურატურის და შსს-ს წარმომადგენლებს

2017 დეკ 7 16:02:13

გავერთიანდეთ და ერთად ვუთხრათ არა ძალადობას!“ _ ეს იყო დღეს, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ გამართული შეხვედრის თემა, რომელიც მედიასახლ „გურია ნიუსის“ და გურიის ახალგაზრდული გაზეტის „21-ს ქვევით“ ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრის მოდერატორები ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელის მოადგილე მახლაზ სირაძე, პროკურორი ნიკა მახარაძე; გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე სერგი ბზიშვილი და ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსი ზურა მუჯირიშვილი იყვნენ.

ღონისძიებას, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ჩოხატაურის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები დაესწრნენ.

სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ძალადობის ფორმებზე, მოსალოდნელ შედეგებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე ვრცლად ესაუბრნენ.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი კითხვა-პასუხს დაეთმო.

ისინი მოდერატორების პირადი გამოცდილებით და სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდნენ.

ისაუბრეს ძალადობის კონკრეტულ შემთხვევებზეც:

_ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრაა. გისმენთ და უკვე ვიცი, რომ ჩხუბს, ძალადობას გულგრილად არ უნდა ჩავუარო. ვიცი, რომ ხმა უნდა ამოვიღო. თუმცა, მხოლოდ ჩემი აქ ცოდნა საკმარისი არ არის. ვფიქრობ, ასეთი ტიპის საგანმანათლებო ტრენინგებს უფრო მეტი ინტენსივობით უნდა ტარდებოდეს და მხოლოდ ქალაქის სკოლებით არ უნდა შემოიფარგლოს, _ აღნიშნა ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომლებსაც სხვებიც დაეთანხმნენ და პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს სთხოვეს, ასეთ თემებზე სასაუბროდ ყველა სკოლაში მივიდნენ.

ანალოგიური თხოვნა მოდერატორებს პედაგოგებმაც გადასცეს და აღნიშნეს, რომ მსგავს შეხვედრებს მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც უნდა ესწრებოდნენ:

_ ჩემი მოსწავლეობის, სტუდენტობის დროს არ ტარდებოდა ასეთი ტიპის შეხვედრები. ჩვენ სხვანაირად ვიზრდებოდით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ განათლება ჩვენგან _ მშობლებიდან უნდა დაიწყოთ, _ აღნიშნა შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა მშობელმა.

მოსწავლეების თქმით, აუცილებელია, რომ სკოლებში ფსიქოლოგები მუშაობდნენ:

_ ფსიქოლოგები ყველგან უნდა იყვნენ. ასევე, აუცილებელია მანდატურების მუშაობაც. ჩოხატაურში მხოლოდ ერთ სკოლაშია მანდატური. რატომღაც სოფლის სკოლებს ნაკლები ყურადღება ექცევა. არადა, იქაც სწავლობენ ბავშვები, იქაც არის პრობლემები, _ აღნიშნეს მოსწავლეებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლებს იმ სკოლების კონკრეტული სიაც გადასცეს, სადაც მათი თქმით მსგავსი ტრენინგების ჩატარება აუცილებელია.

ამავე შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ სკოლის საპირფარეშოებში უფროსკლასელები მარიხუანას ეწევიან, რაც სხვებისთვის წახალისებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების თქმით, პოლიცია სკოლებში ვერ შევა და ასეთი ფაქტების არსებობის შესახებ მათ მანდატურმა ან სკოლის ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა შეატყობინონ.

ამავე შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს; უფრო ხშირად უნდა ესაუბრონ ერთმანეთს და კონფლიქტი არა ძალადობით, არამედ საუბრით გადაჭრან.

ითქვა ისიც, რომ ძალადობა ძალადობით არ აღმოიფხვრება და ამიტომ, პრობლემაზე ყველამ ხმამაღლა უნდა ისაუბროს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, რომ მსგავსი ტიპის ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლებმა ერთად ჩაატარეს.

უნდა ითქვას  ისიც, რომ ჩოხატაურელ მოსწავლეებს პირველად მიეცათ შანსი ძალოვანი უწყების თანამდებობის პირებისთვის პირადად დაესვათ ის შეკითხვები, რომლებიც მათ აქვთ.

შეხვედრის დასასრულს იმედი გამოითქვა, რომ ასეთი შეხვედრა კიდევ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ის მოსწავლეები მიიღებენ, რომლებმაც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მოახერხეს.

 




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...