რას წერს THE DAILY MAIL ქართველ ბორჯღალოსნებზე და ბიძინა ივანიშვილზე

საზოგადოება

რას წერს THE DAILY MAIL ქართველ ბორჯღალოსნებზე და ბიძინა ივანიშვილზე

23 თებ. 2017, 16:47:59

THE DAILY MAIL ქართველი რაგბისტების სურვილზე, ითამაშონ ექვსი ერის ჩემპიონატზე და მათ მხარდამჭერ, ბიძინა ივანიშვილზე წერს.

„გურია ნიუსი“ ბრიტანული მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

თბილისის სამხრეთ ნაწილში ფერდობზე მდებარე ფოლადისა და შუშის სასახლე საკუთარი აუზით ჯეიმს ბონდის პირველ საცხოვრებელს ჰგავს, რომლის მფლობელსაც პირადი აკვარიუმის შესანარჩუნებლად ზღვის მარილი ჩამოაქვს, გარდა ამისა, მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების კოლექცია აქვს და ფარშევანგები, პინგვინები და ზებრები ჰყავს.

„8 სხვადასხვა სახეობის ფარშევანგია და მე ყველა მყავს“,_ამბობს ის.

მაუწყებლის ცნობით, წლების განმავლობაში არავინ იცოდა თუ როგორ გამოიყურებოდა იდუმალი მკვიდრი, რომელიც, ცნობილი იყო თეატრებისთვის, ტაძრებისა და საქართველოს რაგბის ნაკრებისთვის დიდი ფინანსური შემოწირულობებით.

2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა გაამხილა თავის ვინაობა და პრემიერ-მინისტრიც გახდა. ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბარაქ ობამასა და დავიდ კამერონთან. ახლა კი, მილიარდერი ცდილობს საქართველოს დაეხმაროს შეუერთდეს ექვსი ერის თამაშს.

მსოფლიო რეიტინგში საქართველო იტალიას უსწრებს, მაგრამ ელიტარული ექვსი ერის კომიტეტი ახალი კანდიდატის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს დასცინის. შეჯიბრი დახურულია, მაგრამ ყოფილ საბჭოთა ქვეყანას აქვს გასაღები.

„გვსურს ჯონ ფეჰანი, აღმასრულებელი დირექტორი ან ექვსი ერის კომიტეტის ნებისმიერი წევრი, საქართველოში მოვიწვიოთ. არცერთი ჩვენგანი მას არასდროს დალაპარაკებია. ეს არის რაგბის მოედნის ღირებულება თუ ფინანსური საკითხები, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველყოფა“,_განაცხადა მთავარმა მწრთვნელმა, მილტონ ჰაიგმა SPORTSMAIL-თან საუბრისას.

„გვითხარით, რამდენია ღირებულება. თუ ეს წელიწადში 10 მილიონი ევროა, გვითხარით. ბოლო -ბოლო ჩვენ, შეგვეძლება ვთქვათ, აი, 10 მილიონი ევრო ან არ გვაქვს ეს თანხა. საზოგადოების, მთავრობის, ქველმოქმედების მხარდაჭერით დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ“,_ამბობს ჰაიგი.

ივანიშვილი საქართველოს ერთ-ერთ სოფელში, ღარიბ ოჯახში გაიზარდა. სკოლაში მისასვლელად  3 მილს ფეხით გადიოდა, ხოლო კარიერა ქარხნის სართულების დაგვით დაიწყო.

ის კვლავ რჩება კარჩაკეტილ პიროვნებად, მაგრამ ხშირად, 55 000 გულშემატკივართან  ერთად უყურებს ლელოს. მისი ალბინოსი შვილი, ბერა, რომელიც SNOOP DOGG-თან ერთად რეპავს ნაკლებად კარჩაკეტილია.

ივანიშვილმა, რომელსაც დონალდ ტრამპზე 800 მილიონი დოლარით მეტი ქონება აქვს, 12 საწრთვნელი ბაზა ააშენა და 2011 წლის შემდეგ ეროვნული ნაკრების მხარეს დგას ექვსი ერის ტურნირის მოსაგებად.

ქვეყანაში არის რაგბისთვის განკუთვნილი არხი და კაპიტნის, მამუკა გორგოძეს სურათი თბილისში მოძრავ ყველა ავტობუსზეა გამოსახული.

„მორაგბეთა ნაკრებმა თამაში არაფრით დაიწყო. ხალხმა საკუთარი ნივთები გაყიდა, რომ კლუბები შეენარჩუნებინათ, რადგან ომის დროს ისინი საზოგადოებაზე იყვნენ ორიენტირებულები. ჩვენი ბიჭები საქართველოსთვის სისხლს დაღვრიან“,_განაცხადა ჰაიგმა.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს შანსი უნდა მიეცეს.

„როსდესაც მე დავიწყე 2011 წელს, ადგილობრივმა სპონსორებმა ფორმებში 10 000 დოლარი გადაიხადეს, ახლა 300 000 დოლარს იხდიან. მსოფლიოში მხოლოდ 2 ქვეყანაა სადაც რაგბი ერვნულ თამაშია, ესენია ახალი ზელანდია და უელსი. საქართველო არ არის მათგან ძალიან შორს და დროა, რომ კარი გაიღოს, მოგვეცით შანსი“,_ამბობს ჰაიგი.

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მთლიანად ადგილობრივი მოთამაშეებისგან არის დაკომპლექტებული, რაც თანამედროვე თამაშისთვის უცნაურია. ახალგაზრდული ნაკრები ასევე წარმატებულია. წელს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობენ და მწრთვნელს, ლადო კილასონიას, სურს, რომ ახალმა თაობამ რაგბის ისტორიაში, რომელიც სტალინის ეპოქით თარიღდება, ახალი თავი დაწეროს.

„1920 წლებში საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ წარმომადგენლები საბჭოთა კავშირში მოთამაშეების ასარჩევად.  რეპრესიების დროს მოთამაშეების ნაწილი დააპატიმრეს. მათი თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ სტალინს არ მოსწონდა უინსტონ ჩერჩილი, შესაბამისად არ მოსწონდა რაგბი“,_ამბობს კილასონია.

მისივე თქმით, რთული პირობების მიუხედავად, საქართველოს რაგბის ნაკრები მაინც ვითარდება.

„რაგბის  გუნდი გაქრა. 1990-იან წლებში ჩვენ ვთამაშობდით, მაგრამ არ გვქონდა  დისციპლინა, რადგან ჩვენი მოთამაშეები ომისგან დაღდასმულები იყვნენ. 2001 წელს ჩვენ გვყავდა ნაკრები, რომლის მოთამაშეებიც 2 ოთახში რჩებოდნენ. მანდ არ იყო გათბობა ან წყალი, 23 კაცს მხოლოდ 3 საბანი ჰქონდა, მაგრამ ამ მძიმე პირობების მიუხედავად რუსეთის დამარცხება მაინც შევძელით და ყოველ წელს ვიზრდებით“,_ამბობს კილასონია.

მაუწყებლის ცნობით, საქართველოს მოთამაშეების უმეტესობამ თბილისის თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა დარბაზებში დაიწყო სიარული.

მისვე უწყებით,ქართველ რაგბისტებს აქვთ ტრადიცია, თამაშის შემდეგ დალიონ ადგილობროვი ღვინო და გაცვალონ მაისურები.

THE DAILY MAIL-ის ცნობით, თბილისის  არქიტექტურის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა სპარსელების, რუსების, არაბების შემოსევებმა, ისევე როგორც პოსტ საბჭოთა ხელისუფლებამ.

ბორჯღალოსანთა ნაკრების მწრთვნელის, ჰაიგის  თქმით, რაგბის თამაში ქართველებს ფსიქიკაში აქვთ გამჯდარი.

 „ეს ბიჭები მებრძოლები არიან. ისინი ათას წლეულების მანძილზე იცავდნენ ქვეყანას დამპყრობლებისგან. ჩვენი ნაკრების წევრი, გიორგი ბეგაძე, 2008 წელს სამხრეთ  ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. რაგბი მათთვის კონტროლირებული ომია. ომი, სადაც გამარჯვების შემდეგ კარგ განწყობაზე არიან“,_ამბობს ჰაიგი.

მისივე თქმით, თუ საქართველო ექვსი ერის ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს ეს იქნება სიგნალი, რომ ის რუსეთის ჩრდილიდან ერთხელ და საბოლოოდ გამოვიდა.

„ძველი თაობა თამამ ოცნებაშიც კი ვერ შეძლებდა იმის გაფიქრებას, რომ საქართველოს ექვსი ერის ჩემპიონატზე თამაში შეეძლო. ეს იქნება სიგნალი, რომ საქართველო საბოლოოდ გამოვიდა მსოფლიო სცენაზე დიდი ძმის, რუსეთის ჩრდილიდან“,_ამბობს ჰაიგი.

 

 




 ახალი ამბები
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცააჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება.კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება.ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“. მათივე თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება. სხდომას ევროპული საქართველოსა და „ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებიც არ ესწრებოდნენ.უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. მათივე თქმით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულესუმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...