რას უკავშირებთ საპატრიარქოში დაწყებულ დაპირისპირებას?

საზოგადოება

რას უკავშირებთ საპატრიარქოში დაწყებულ დაპირისპირებას?

2017 მარ 1 23:12:11

ირაკლი ხოფერია, ლანჩხუთი:

_   უფრო ხელოვნურად, ხელისუფლების მიერ შექმნილი აჟიოტაჟი მგონია სხვა პრობლემების გადასაფარად.

მერაბ ჩხაიძე, ლანჩხუთი:

_  აღარ ვიცი, რას დავუკავშირო, ძალიან ცუდი რამეები ხდება.

მარგო ორაგველიძე, ლანჩხუთი:

_ რა ვთქვა, არ ვიცი. იმედია, ყველაფერი  მშვიდობიანად დამთავრდება და ერსა და ბერში ერთიანობა შენარჩუნდება.

მარიკა წილოსანი, ლანჩხუთი:

_ არ ვიცი, არ ვარ ამ საკითხში გარკვეული. 

როზა თურქაძე, ჩოხატაური:

_ არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით.

გურამ ლომთათიძე, ჩოხატაური:

_  ჩემი აზრით, არ არის ეს ამბავი სწორი, მოგონილია მგონია.

ნორა მიქაბერიძე, ჩოხატაური:

_ რაც ადამიანის თვალს არ უნახავს, იმაზე საუბარი რთულია. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მწყინს, რაც ხდება. პატრიარქი დიდებული ადამიანია და ასე როგორ შეიძლება?!

ამირან ერისთავი, ოზურგეთი:

_  არ ვიცი, ვერ გეტყვით, თვითონ არ იციან. ეს შიდა დაპირისპირებაა და მაგას რას გავრკვევთ?! ერთმანეთის შუღლია, ალბათ, ეკლესიას "ურტყამენ".

პაატა ჭანუყვაძე, ოზურგეთი:

_ არ ვიცი, რა გითხრათ, ვერაფერს ვფიქრობ.

ლელა სანიკიძე, ოზურგეთი:

_  ჩემი აზრით, ამას განაპირობებს რწმენის უკმარისობა. როცა ამდენი მითქმა-მოთქმა იწყება, ჩვეულებრივმა ქრისტიანმა არ უნდა განიკითხოს მოძღვარი და არც ასე საჯაროდ უნდა ხდებოდეს ამ  ყველაფრის აფიშირება, ეს არასწორია, საპატრიარქო თვითონ მოუვლის შიდა დაპირისპირებას.

კოტე სარიშვილი, ოზურგეთი:

_ ეკლესიაა ჩვენი დასაყრდენი. ჯერ უნდა გაირკვეს ყველაფერი. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მანამდე აზრის დაფიქსირება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.




 ახალი ამბები
  • ფოტორეპორტაჟი ოპოზიციური პარტიების შეკრებიდანამ წუთებში ლეიბორისტული პარტიის ოფისში პოლიტიკური პარტიების წარმომანდგენლები არიან შეკრებილები. რა ხდება შეკრებაზე _ ამის ამსახველ ფოტოებს “ლეიბორისტული პარტიის“ პრესსამსახური ქეთი დოლიძე ფეისბუქგვერდზე ... ...
  • ნანკა კალატოშვილი: “ქუჩიდან გვიწევს კივილი და წივილი და ჩვენი უფლებების დაცვა“პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გამოვიდა. "მათივე ენაზე გვიწევს მათთან ლაპარაკი, ქუჩიდან გვიწევს კივილი და წივილი და ჩვენი უფლებების დაცვა. ერთადერთი რაღაც იყო, რაც ოთხი დღის განმავლობაში შეასრულეს _ პროპორციულ არჩევნებზე დაგვთანხმდნენ, მერე გამოიტანეს საკითხი, რომ ვითომ თვითონაც ამაზე ფიქრობდნენ", _ განაცხადა ნანკა ... ...
  • ირმა ინაშვილი კვირას აქციებს იწყებს“პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერმა და პარლამენტის წევრმა ირმა ინაშვილმა აქციების გამართვა უკვე დააანონსა. ინაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ პირველი აქცია ამ კვირის ბოლოს გაიმართება. მანვე თქვა, რომ კარგი იქნება, თუ მის დაანონსებულ აქციებს ოპოზიციური პარტიების წევრები ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კონსტიტუციაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი“, _ წერია ... ...
  • რა რესურსებია საჭირო ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და სიღარიბის დაძლევისთვის რა ინვესტიციები და რესურსებია საჭირო ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და სიღარიბის დაძლევისთვის, რა როლს შეასრულებს ეს პროცესი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის _ ამ და სხვა საკითხებს ეძღვნება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი ანგარიში „მსოფლიო ქალთა პროგრესი 2019: ოჯახები ცვალებად მსოფლიოში“, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. მსოფლიო ქალთა პროგრესის ანგარიში წარმოადგენს ქალთა უფლებების პერიოდულ თემატურ მოკვლევას, რომელიც წაახალისებს ცვლილებებს კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და პროგრამებში და ქმნის ქალებისა და გოგონებისთვის შესაფერის გარემოს საკუთარი უფლებების რეალიზებისათვის. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მსოფლიო ანგარიშები შემუშავებულია მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგის, ადამიანის პროგრესის უზრუნველყოფის მსოფლიოს ყველაზე კომპლექსური ჩარჩო დოკუმენტის და მისი 17 მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევის დასაჩქარებლად. კვლევების, მტკიცებულებების, ინოვაციური მიდგომების და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე 2019-2020 წლების პროგრეს ანგარიში სიღრმისეულად მიმოიხილავს ოჯახებს სწრაფად ცვალებად მსოფლიოში. ამჟამად, ისევე როგორც ადრე, არ არსებობს „სტანდარტული“ ან „უნივერსალური“ ოჯახის ფორმა, ოჯახები მრავალფეროვანია და ვითარდება. გლობალურ დონეზე შინამეურნეობების მესამედზე მეტი (38%) შედგება წყვილისგან, რომლებიც შვილთან ერთად ცხოვრობენ, გაფართოებული შინამეურნეობა (რომელიც სხვა ნათესავებსაც მოიცავს) ასევე ფართოდ არის  გავრცელებული (27%), მარტოხელა მშობლები, რომელთა უმეტესობა ქალები არიან წარმოადგენენ შინამეურნეობის 8% და ზოგიერთ ქვეყანაში და თითქმის ყველა რეგიონში ერთსქესიანთა ოჯახების რაოდენობა სულ უფრო მზარდია. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ოჯახი  მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მისაღწევად, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ოჯახები სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგანან, მაგალითად, ევროპაში „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა ხორციელდება. კვლევაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ ოჯახი ქალებისა და გოგონების უფლებებისთვის შეიძლება იქცეს წარმატების ან წარუმატებლობის გადამწყვეტ ფაქტორად, არის ოჯახები, სადაც ქალებზე, გოგონებზე ხდება ფიზიკური, სექსუალური ძალადობა. ბოლო 1 წლის განმავლობაში 5 ქალიდან 1 იყო ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ხოლო დღეში 137 ქალი ხდება ოჯახის წევრის მსხვერპლი. მკვლევარები ამბობენ, რომ უნდა გაიგონ რა ხდება ოჯახებში, როგორ ხდება გარემოს, პოლიტიკის შედეგად ოჯახების ფორმირება. „3 მილიარდი ქალი და გოგონა ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ქორწინებისას გაუპატიურება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ხუთიდან ერთ ქვეყანაში გოგონები ვერ სარგებლობენ ბიჭების მსგავსი მემკვიდრეობის უფლებით, 19 ქვეყანაში ქალები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ საკუთარ მეუღლეებს, განვითარებად ქვეყნებში დაოჯახებული ქალების მესამედს არ აქვთ ჯანდაცვის უფლება. ქალების რაოდენობა შრომის ბაზარზე იზრდება, მაგრამ ქორწინება და დედობა ამცირებს ქალების მონაწილეობას შრომის ბაზარზე, მათ შემოსავალს და იმ სარგებელს, რომელიც დასაქმებას მოყვება“,_ ნათქვამია კვლევაში. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ქალებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ შექმნან თუ არა ოჯახი, ვის გაყვნენ და როდის. აქცენტი უნდა გაკეთდეს მეტ განათლებაზე. ანგარიშში წარმოდგენილი ახალი მონაცემების მიხედვით, გლობალურ დონეზე 25-54 ასაკობრივი ჯგუფის დაოჯახებული ქალების ნახევარზე მეტი დასაქმებულები არიან, მარტოხელა ქალების 2/3 და დაოჯახებული მამაკაცების 96%-თან შედარებით. ამ უთანასწორობის მთავარი მიზეზი არის ის,  რომ კაცებთან შედარებით, ქალები სამჯერ უფრო მეტ აუნაზღაურებელ შრომას ეწევიან სახლსა და ოჯახის წევრებზე ზრუნვაში, როდესაც მზრუნველობის სერვისები არ არის ხელმისაწვდომი. ანგარიში მოუწოდებს პოლიტიკის შემქმნელებს, აქტივისტებს და მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენლებს მოახდინონ ოჯახების თანასწორობისა და სამართლიანობის სივრცედ ტრანსფორმირება- სადაც ქალები და გოგონები საკუთარი უფლებების რეალიზებას შეძლებენ, გააკეთებენ არჩევანს, გაახმოვანებენ საკუთარ სურვილებს და სადაც უზრუნველყოფილი იქნება მათი ფიზიკური და ეკონომიკური უსაფრთხოება. ანგარიშის შედეგად სოციალური დაცვის სისტემაში არსებული ხარვეზები და მათი გამოსწორებისთვის საჭირო ხარჯებიც გამოვლინდა. როგორც გამოთვლები აჩვენებს, ოჯახზე მორგებული პოლიტიკის პაკეტი ქვეყნების უმეტესობისთვის ხელმისაწვდომია. „ქვეყნების მეოთხედს (155 ქვეყნიდან 41) ოჯახზე მორგებული პოლიტიკა მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე ნაკლების დახარჯვით შეუძლია განახორციელოს. ქვეყნების ნახევარზე მეტი (79) მას მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ზე ნაკლებ ფასად შეძლებს. კვლევაში მონაწილე ქვეყნების მეხუთედი კი ამ პოლიტიკის გახორციელებას მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ზე ნაკლები ხარჯით მოახერხებს, რაც ნიშნავს, რომ ამის მისაღწევად დამატებითი გარე დახმარება, მათ შორის საერთაშორისო განვითარების მხარდაჭერაა საჭირო“,_ აღნიშნულია კვლევაში. როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მირა ბირბაუმი ამბობს, საქართველოში ამ ცვლილებების გასახორციელებლად მშპ-დან 6%-დან 9%-მდე უნდა გამოიყოს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, თუ რა ინვესტიციაა საჭირო, რომ ქვეყნებმა ოჯახებზე ორიენტირებული პოლიტიკა და ტრანსფერები განახორციელონ. გავაკეთეთ გარკვეული დაშვებები ქვეყნების დონეზე და ამ დავადგინეთ, რომ საქართველოს დასჭირდება 6%-იდან 9%-მდე მშპ-ს წილის გამოყოფა ამ ღონისძიებების გასახორციელებლად“,_ამბობს ბირბაუმი. ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია დაესწრო. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას, რომლის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაც სიღარიბეა, არ აქვს უფლება არ მოისმინოს და არ გაითვალისწინოს ეს ანგარიში. ხოლო, ის პრობლემები, რაც არსებობს, მაგრამ ითვლებოდა, რომ არ არსებობს, დასანახია და პოლიტიკურ დღის წესრიგშია დასაყენებელი. „მსგავსი ანგარიშების მოსმენა ყოველთვის მნიშვნელოვანია. მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა და პოლემიკის წარმოება-  ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი რა თქმა უნდა. პირველი ნაბიჯი ყოველთვის არის პრობლემის აღიარება და შემდეგ უკვე ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა. პრობლემის აღიარებაში სწორედ ასეთი ტიპის ანგარიშები გვეხმარება. დღეს ჩვენ ქალთა უფლებების თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული აღსრულებით პროცესში, თუმცა, სწორედ, ამ ანგარიშში ჩანს პრობლემები, რომლებიც ჩვენთვის ასევე ცნობილი იყო. ბევრი რამე არის გასაკეთებელი. ქალთა როლი გასაძლიერებელი არის, მათ შორის, ეკონომიკაში და ეკონომიკური დოვლათის წარმოებაში“,_ ამბობს ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?