რატომ არ დაუშვეს ჟურნალისტები შიდა აუდიტის ზეპირ მოსმენაზე _ იურისტთა თვალსაზრისი

საზოგადოება

რატომ არ დაუშვეს ჟურნალისტები შიდა აუდიტის ზეპირ მოსმენაზე _ იურისტთა თვალსაზრისი

14 ნოე. 2018, 19:38:45

13 ნოემბერს ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  მერიაში  ჩატარდა სხდომა,  სადაც მოხდა შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მიერ ზეპირი მოსმენა.   ზეპირი მოსმენის შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში _  მანამდე შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურს,   ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბრძანებით   დაევალა, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებზე დისციპლინური წარმოების დაწყება.  თემა  იყო ბენეფიციარების ბინის ქირით უზრუნველყოფის საკითხები. კერძოდ, სამართლებრივად იყო თუ არა გაცემული დახმარებები. აუდიტის ზეპირ  მოსმენას ესწრებოდნენ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, რომელიც სოციალურ მიმართულებას კურირებს, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე, განყოფილების უფროსი ნათია ვაშალომიძე და თანამშრომლები ქეთევან სანიკიძე და მარიამ პაპაშვილი, იურიდიული სამსახურის უფროსი, ლაშა თავაძე, შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი,  მარიკა ნაცვალაძე, შიდა  აუდიტის  და ინსპექტირების სამსახურის უფროსის  მოვალეობის შემსრულებელი გერასიმე ბოლქვაძე და   თამილა კიღურაძე.

აღნიშნულ ზეპირ მოსმენაზე არ დაუშვეს ჟურნალისტები, კარებთან იდგა დაცვის პოლიცია და კითხვაზე, თუ რატომ არ გვიშვებდნენ სხდომაზე, გვიპასუხეს, რომ:  „ ვერ შეგიშვებთ, ასე გვიბრძანესო“.

  გასაკვირი ის იყო, რომ დაცვის სამსახურის გამოძახების  მიზეზი ან  საჭიროება იქ არ იყო, რადგან არავის უთქვამს რაიმე ხმამაღლა და არც არავის მოუნდომებია სხდომაზე ძალით შესვლა.   

კითხვაზე, თუ რატომ არ დაუშვეს სხდომაზე ჟურნალისტები, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე განმარტავს, რომ ეს იყო  დახურული სხდომა და ამიტომ არ დაუშვეს მედიის წარმომადგენლები.  კვლავ  კითხვაზე,  თუ რომელი კანონის რა მუხლით ან რეგულაციებით  მოხდა ეს,  თავაძემ განაცხადა:

_ ეს ხდება ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე, 111-ე და 112-ე მუხლების თანახმად. მოსმენის  დროს საუბარი იყო პერსონალურ მონაცემებზე. ამიტომ, როცა განიხილება პერსონალური მონაცემები, ეს არ უნდა გასაჯაროვდეს, _ გვითხრა თავაძემ.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             

„გურია ნიუსმა“ კომენტარი სთხოვა  ასევე  შიდა  აუდიტის  და ინსპექტირების სამსახურის უფროსის  მოვალეობის შემსრულებელს, გერასიმე ბოლქვაძეს. თუმცა, მან გვითხრა, რომ ეს დახურული სხდომა იყო და ვერაფერს ვერ გვეტყოდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე,  თამაზ  ტრაპაიძე  კი ასეთ კომენტარს აკეთებს:

_როგორც  კითხვიდან გამომდინარე მივხვდი და გავიგე, ეს იყო ადმნისტრაციული წარმოების პროცესი, შიდა მუშაობა და არა საჯარო შეხვედრა. როცა საქმე  ეხება პერსონალურ მონაცემებს, ის  არ აუნდა გამჟღავნდეს. თუ საჯარო იყო და დაიხურა, მაშინ მოითხოვეთ ოფიციალური წერილით, რა მიზნით დაიხურა, რა სახის სხდომა იყო და უფრო კონკრეტულად ამის შემდეგ გიპასუხებთ, _ გვითხრა მან.

 საზოგადოებისთვის ცნობილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის  უფროსის თამარ  დუმბაძის    გახმაურებული საქმე.    როგორც თავად ქალბატონი თამარი აცხადებს და სახალხო  დამცველსაც მიმართა,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კოტე  შარაშენიძე  მასზე გამუდმებით ახდენს ზეწოლას და სურს დაითხოვოს სამსახურიდან.  ყოველივე კი ეს ხდება პოლიტიკური ნიშნით.

როგორც ცნობილია, შიდა აუდიტის ინსპეტქირების სამსახური როცა ახდენს ზეპირ მოსმენას ასეთ საკითხზე,  არსებობს რისკი, საჯარო მოხელე გაუშვან სამსახურიდან, რადგან მას ერთხელ უკვე მისცა მუნიციპალიტეტის მერმა  გაფრთხილება. მეორე გაფრთხილების  შემთხვევაში კი მერს აქვს  უფლება, კანონიდან გამომდინარე,   სამსახურის უფროსი  გაათავისუფლოს   თანამდებობიდან. მით უფრო, თამარ დუმბაძემ არაერთგზის განაცხადა, რომ მერი მასზე ზეწოლას ახდენს. ამაზე საუბრობდა  შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი კობა ხაბალაშვილი, რომელსაც მერმა უკვე შეუჩერა უფლებამოსილება და ახლა მოვალეობას გერასიმე ბოლქვაძე ასრულებს.

ზოგად ადმინისტრაციული კანონის თანახმად, ისიც შესაძლებელია, რომ 50 ადამიანზე მეტს თუ აქვს  სურვილი, დაესწროს მოსმენას,  პროცესი უნდა გახდეს საჯარო. თუმცა,  თამარ დუმბაძე აცხადებს, რომ  მოსი გულშემატკივები, 50 კაცზე მეტი მოსული იყო,  თ უმცა მერიაში  განუცხადეს, რომ სხდომა უნდა ყოფილიყო დახურული.

ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ, თამარ დუმბაძემ, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, „გურია ნიუსთან“ კომენტარი არ გააკეთა.  მან აღნიშნა, რომ თხუთმეთ ნოემბერს ოზურგეთში უნდა ჩამოვიდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის უფრო ბევრი რამ გახდება ცნობილი.

როგორც „გურია ნიუსმა“ გაარკვია, სახალხო დამცველის წარმომადგენელთა შეხვედრა დუმბაძესთან  და მერიის წარმომადგენლებთან საჯარო ხასიათის არაა. 

ჩვენ კვლავ კითხვით მივმართეთ  თამარ დუმბაძეს, დაზუსტებით იცის თუ არა სად და რა სახის შეხვედრა შედგება  თხუთმეტ ნოემბერს მისსავე საქმესთან დაკავშირებით.

თავდაპირველად მან გვითხრა, რომ თუ შეხვედრა დახურული იქნება, ის არ დაესწრებოდა, თუმცა, მერე გადაიფიქრა და თანახმაა, შემოთავაზებისამებრ, თავადაც და მერიის წარმომადგენელიც ცალ-ცალკე შეხვდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?