რატომ დაგვიანდა და როდის გაიცემა ანაზღაურება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ანაზღაურების გაცემა დაგვიანდა. მომხდართან დაკავშირებით, ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, გამომწვევ მიზეზად ტექნიკური შეფერხება სახელდება.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, ანაზღაურების გაცემა დაგვიანდა 3-4 დღით ტექნიკური შეფერხების გამო, რომელიც ამჟამად აღმოფხვრილია და ანაზღაურება გაიცემა დღეს და ხვალ“,_ ნათქვამია განცხადებაში.