რატომ დარჩა "უსწავლელი" ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე

საზოგადოება

რატომ დარჩა "უსწავლელი" ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე

2017 ივნ 15 16:06:21

მერე რა, რომ 80 წელს გადააბიჯა და ახალგაზრდობის წლები კარგა ხანია უკან ჩამოიტოვა და  სოფლიდან ქალაქში საქმეზე წამოსულს მეუღლეც  დაარიგებს ხოლმე _ ჭკვიანად იყავი, ბერიკაცო, გზაზე რამე ხიფათს არ გადაეყაროო, მაგრამ ეგ არაფერი, გული მაინც ძველებურად ერჩის,  ცდილობს, დღესაც აქტიური ცხოვრებით იცხოვროს და სხვებისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს.

სიმღერა და ლექსების წერა ბავშვობიდან უყვარს და  დღესაც არ აკლებს ხელს. ოთხ ათეულ წელზე მეტია, რაც სოფლის  სიმღერის ანსამბლის _ "ხელხვავის" უცვლელი წევრია, საკუთარი ლექსების კრებულიც  ორჯერ გამოსცა. ბატონ რევაზ როყვას ცოტა ხნის წინ საპატიო ლანჩხუთელის წოდებაც მიენიჭა.

"1937 წლის 27 თებერვალს  დავიბადე ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში, კოლმეურნე გლეხის ოჯახში. მამაჩემი 1941 წელს წაიყვანეს საბჭოთა არმიის რიგებში, როცა ომი მიმდინარეობდა ფაშისტურ გერმანიასთან, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. დედაჩემს, ნინა ჩავლეიშვილს კი თავდაუზოგავი შრომა უწევდა კოლმეურნეობაში, რომ სამი მცირეწლოვანი შვილი გამოეზარდა. მესამე და მეცხრე კლასში დამტოვეს ახირებულმა და უზნეო მასწავლებლებმა. ერთმა იმის გამო, რომ ვერ ვიყიდე სტალინის და ბერიას დიდ პლაკატზე გამოსახული სურათი, რომელიც 10 მანეთი ღირდა და ჩემს უფროსკლასელ დას და ძმას შეძენილი ჰქონდა უკვე. მეორე მასწავლებელი, რომელმაც მეცხრე კლასში ჩამტოვა ჩემი მეზობელი იყო. თურმე ჩემი ღორი გადამძვრალა მის ყანაში და ამით სამაგიერო გადამიხადა.

12 წლის ვიყავი ლექსების წერა რომ დავიწყე. მართალია, ის ლექსები შედევრები არ იყო, მარა მაღალი კლასის მოსწავლეები სიამოვნებით კითხულობდნენ. ერთხელ ლექსის გამო სკოლიდან კინაღამ გამრიცხეს. ბავშვებს "სატკაცუნა ფიშტოები" გვქონდა, ისეთ ხმას გამოსცემდა გეგონებოდა, მართლა  ისროლა ვიღაცამო. ჰოდა,  წამართვა მასწავლებელმა ეს "ფიშტო". მეც ავდექი და პატარა ლექსი გამოვუთქვი ამაზე მასწავლებელსა და სასწავლო ნაწილს. განრისხდა  სასწავლო ნაწილი და სკოლიდან გამრიცხა. სკოლამ კი თანადგომა გამომიცხადა და გაიფიცა _ თუ ამ კაცს სკოლაში არ დააბრუნებთ, არც ჩვენ მოვალთ მაშინო. სკოლის დირექტორი კაი კაცი იყო, მირჩია თუ ლექსის წერა გინდა, საქართველოზე, სტალინზე  ან  სხვა რამეზე დაწერე, ოღონდ ამ მასწავლებლებს გაანებე თავიო. მეც გავითვალისწინე მისი რჩევა, სკოლაში სიარულიც გავაგრძელე  და  ჩემი შემოქმედებაც უფრო დავხვეწე. ახლაც მიყვარს ლექსების წერა, ორი წიგნი გამოვეცი კიდეც.

მიუხედავად ამდენი გულისტკენისა, სკოლაში მივდევდი სპორტს, ღერძზე "სოლნცეს" ვატრიალებდი, "სტოიკას" და სხვადასხვა ვარჯიშებს ვაკეთებდი ორ ძელზე, კატასავით ვცოცავდი რვამეტრიან თოკზე. კარგადაც ვხატავდი, ჩემი ნახატები წლების განმავლობაში იყო გამოფენილი სკოლაში, აქაური სიმღერის ანსამბლშიც ვმღეროდი", _  იხსენებს ბავშვობის წლებს რევაზ როყვა.

როგორც თავად ყვება, სწავლაში არც სკოლის მერე გაუმართლა: "ჯარის მოვლის შემდეგ მისაღებ გამოცდებს ბათუმში ვაბარებდი, მარა ბოლო გამოცდაში ვერ მივიღე დამაკმაყოფილებელი, რაც სანახევროდ ჩემი ბრალი იყო და უფრო მეტად გამომცდელების. მერეც ვცადე ჩამებარებინა, მაგრამ ამაოდ, ფილოლოგიის ფაკულტეტზე არ ჩამრიცხეს და დაწყებითის საღამოს დასწრებულზე მოვხვდი, თუმცა, ის დავიწუნე და დავრჩი საერთოდ უსწავლელი".

რახან სწავლაში არ გაუმართლა, დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანას სამი ვაჟიშვილი აჩუქა: "სამივე ღირსეულად აღვზარდე და  უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრებინე. ყველა თავის გზას ეწია, დაოჯახდა, მესამე შვილს არ ვიშორებ ოჯახიდან და მყავს სახლში".

ამბობს, რომ ანსამბლი "ხელხვავი" მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მისთვის მეოთხე შვილივითაა და დრემდე ესათუთება მის სახელს.

"1973 წლიდან მუშაობა დავიწყე მამათის სასოფლო კლუბის გამგედ. ძირითადად, იქ გავატარე ჩემი ახალგაზრდობა. აქ 1992 წლამდე ვიყავი, მერე კი გზა ახალგაზრდას დავუთმე. სწორედ კულტურაში ჩემი მუშაობის პერიოდში შევქმენით სიმღერის ანსამბლი "ხელხვავი", რომელიც დღესაც არსებობს და აგრძელებს ღირსეულად დაწყებულ საქმე. წყობა ბევრჯერ  შეიცვალა, მაგრამ ჩვენ არ შევცვლილვართ", _ ამბობს რევაზ როყვა. გული წყდება, რომ სოფელში კულტურის სახლი გაჩანაგდა.

თვლის, რომ ამ ქვეყანაზე ადამიანის მთავარი მისიაა, რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთოს, რომ  მერე ცხოვრების გზაზე შვილებსა და შვილიშვილებს  სანთელ-საკმევლად გაჰყვეს. "ბავშვობიდან ასე გავიზარდე. დიდი მატერიალური შესაძლებლობა მე არ მაქვს და ახლა არც ასაკი მიწყობს ხელს, რომ განსაკუთრებული რამე გავაკეთო, მარა რითაც შემიძლია ვეხმარები სხვას. სახლში ერთი პატარა წისქვილი მაქ, თებერვლის მერე, მეზობლებს  ნალიაში რომ სიმინდი გამოლევას დაუწყებს, ყველას მინდის გარეშე ვუფრქვევ. ასე ვცხოვრობთ სოფელში, ერთმანეთს ვუმართავთ ხელს, სხვანაირად არ გამოვა".




 ახალი ამბები
  • რა თანხას გახარჯავს ბიუჯეტი წინასაახალწლო სამზადისისთვისლანჩხუთის ცენტრში წინასაახალწლო სამზადისია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.   ქალაქის ცენტრალურ სკვერში უკვე დაწყებულია სადრესასწაულო განათებების მონტაჟი, რომელსაც, კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, დავით წულაძის თქმით, მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული. „დამდეგ ახალ წელს უფრო ლამაზი და მორთული შეხვდება ჩვენი ქალაქი. ახლა სადღესასწაულო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. ლამაზი მანათობლებით მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული, მიმდებარე ქუჩებსაც გავალამაზებთ. მთავარი ნაძვის ხის ანთებას კი 25 დეკემბრისთვის ვგეგმავთ“,_ამბობს წულაძე. ... ...
  • საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს(R)საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებელს ონლაინ გადახდების მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი - iPay შესთავაზა.  iPay  არის სწრაფი, თანამედროვე, მარტივი და კომფორტული გადახდის გზა მათთვის, ვისაც ონლაინ შოპინგი უყვარს. iPay Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Exmpress-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური კომფორტით გააკეთონ შენაძენი ონლაინ მაღაზიაში.  iPay -ს საშუალებით ყოველ ჯერზე აღარ არის საჭირო ბარათის მონაცემების თავიდან შეყვანა. საკმარისია საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის ან მობაილბანკის მონაცემებით ავტორიზაცია. ამასთანავე, მომხმარებლისთვის სასურველი ნივთის შესაძენად საჭირო ნაბიჯები მინიმუმამდეა შემცირებული, რადგან პროდუქტი სწორედ თანამედროვე ონლაინ შოპინგის საპასუხოდ შეიქმნა. Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს iPay მარტივი და კომფორტული ონლაინ გადახდების გარდა, აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველ პროდუქტზე განვადება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან,  ვებგვერდიდან გაუსვლელად და ფილიალში მისვლის გარეშე გააკეთოს. გადახდის ახალი სისტემა მოსახერხებელია არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რადგან  iPay არის კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, მარტივად მართოს გადახდები, გაეცნოს ანალიტიკურ ინფორმაციას. ასევე, ერთ სივრცეში ნახოს გადახდებთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც მას მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს. ეს კი ბიზნესს დაეხმარება შემდგომ განვითარებასა და მომდევნო ნაბიჯების სწორად დაგეგმვაში. „საქართველოს ბანკი მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის, მის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან ჩვენს მომხმარებელს ონლაინ გადახდების კიდევ უფრო სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობა აქვს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ონლაინ გადახდებში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. არსებული პროდუქტის შეთავაზება გახლავთ საქართველოს ბანკის  მიერ რეგიონის მასშტაბით open banking-ის განვითარების სტრატეგიის ნაწილი და ამ კუთხით ჩვენ ჩვენს მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ“,_განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.(R) ... ...
  • წინასაახალწლოდ კამპანია "ნუ მოჭრი- მორთე" დაიწყო „ნუ მოჭრი-მორთე,"_ ასე ჰქვია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კამპანიას, რომლის მიზანიც წიწვოვანი ხეების ჭრის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. კამპანია “ნუ მოჭრი, მორთე“ ფართო საზოგადოებას საშუალებას აძლევს საკუთარი გადაწყვეტილებითა და ქმედებით წვლილი შეიტანოს  ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წიწვოვანი სახეობების შენარჩუნებაში, რადგან თუკი საახალწლოდ 1 მილიონი ოჯახი ცოცხალი ნაძვის დადგმას მოისურვებს, ეს 1 მილიონი ხის მოჭრასა და შესაბამისად, 700 ჰექტარი ტყის გაჩეხვას გამოიწვევს, რაც ფასდაუდებელი დანაკარგია ქვეყნის ბუნებისთვის, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი, მოჭრას კი მხოლოდ 5 წუთი სჭირდება.    კამპანიის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი შეხვდა მედიის წარმომდგენლებს და გააცნო მათ კამპანიის მნიშვნელობა, მიზნები და ასევე კამპანიის ფარგლებში მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობები.  კამპანიის მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეარჩიონ ადგილმდებარეობა (როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში მდებარე სკვერები, ბაღები, პარკები) და საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად ... ...
  • ქედის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ტარიელ თ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ თ-მ მოქალაქეს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და  ორ ნაწილად აიღო 2000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ... ...
  • "დაზარალებული მხარის გარიდება შემთხვევის ადგილიდან ახალისებს მომავალ ძალადობას"„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მმართველი პარტიის ოფისთან რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ცნობისთვის, 2 დეკემბერს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გამართულ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ  აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის ძალადობრივ დაპირისპირებაზე, ასევე, საზოგადოებაში პოლარიზირებული და რადიკალური განწყობების გაღვივებაზე, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, უკანსაკნელ პერიოდში ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა დემონსტრანტებსა და კონტრდემონსტრანტებს შორის წარმოქმნილი დაპირისპირებისას, ძალადობის აღსაკვეთად ქმედითი ღონისძიებების გატარების სანაცვლოდ, დაზარალებული მხარის გარიდება შემთხვევის ადგილიდან, რაც მოძალადე ჯგუფებში დაუსჯელობის განცდას ქმნის და ახალისებს მომავალ ძალადობას. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დაკვირვების შედეგები ასევე ცხადყოფს, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში, პოლიციას გააჩნია რესურსი,  უზრუნველყოს წესრიგი, დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის უფლება და კანონის შესაბამისად აღკვეთოს ნებისმიერი სამართალდარღვევა.   „ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს: გადადგას ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისთვის. თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა ძალადობის პროვოცირება მოახდინოს. მმართველი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს: მიმდინარე მოვლენების შეფასებისას მაღალი პასუხისმგებლობით იხელმძღვანელონ, რადგან მათი განხადებები, შესაძლებელია, პირდაპირ იქნეს აღქმული ძალადობისკენ მოწოდებად. სამართალდამცავ ორგანოებს: ობიექტურად და შემჭიდროვებულ ვადებში წარიმართოს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე დაწყებული გამოძიება და გამოძიების შედეგები ეცნობოს საზოგადოებას. დაპირისპირებული მხარეების მიერ გამართულ შეკრებებსა და კონტრდემონსტრაციებზე ძალადობის თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ უზრუნველყოს დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან განცალკევება, ძალადობის პრევენცია და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება“,_წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   შეგახსენებთ, რომ  2 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მმართველი პარტიის მხარდამჭერები დახვდნენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ დღის პირველ ნახევარში მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დაკავებას ქალაქ მცხეთაში. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ქართული ოცნების ოფისზე  პლაკატების გაკვრა დაიწყეს, რამაც მმართველი პარტიის მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოიწვია. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ თქმით, ღია წყაროებით გავრცელებული მასალა ადასტურებს, რომ კონტრაქციის მონაწილეები აქციის მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. მედია საშუალებებმა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის (რის შედეგადაც 5 აქტივისტი დაშავდა) არაერთი ფაქტი გადაიღეს. კონტრაქციის მონაწილეების მიერ ნასროლი პიროტექნიკა აქციის ერთ-ერთი მონაწილეს თვალში მოხვდა.  „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“ ამბობენ, რომ პოლიციამ შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო. „მიუხედავად არაერთი ჩანაწერისა, რომელიც ადასტურებს, რომ კონტრაქციის მონაწილეები დემონსტრანტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, პოლიციას არც ერთი კონტრ დემონსტრანტი არ დაუკავებია. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაიწყო. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პოლიციას ეკისრება „შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, რაც პირდაპირ მოიაზრებს პოლიციის ვალდებულებას, მშვიდობიანი დემონსტრანტები დაიცვას კონტრ დემონსტრანტების და სხვა პირთა  ძალადობრივი ქმედებებისაგან, მათ შორის, დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან ფიზიკური განცალკევების და ძალადობის აღკვეთის გზით.  ამის საპირისპიროდ, მედია საშუალებებით გავრცელებული არაერთი კადრიდან ნათლად ჩანს, რომ პოლიციამ ხელი არ შეუშალა კონტრაქციის აგრესიულად განწყობილ მონაწილეებს - მიახლოებოდნენ დემონსტრანტებს და, ამგვარად, ვერ უზრუნველყო  მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება“,_წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს