რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან ლანჩხუთის გამგებელმა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელებული პედაგოგი

საზოგადოება

რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან ლანჩხუთის გამგებელმა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელებული პედაგოგი

2019 თებ 21 23:03:25

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პედაგოგი ლადო აფხა­ზა­ვა "მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს" 10 ფინალისტს შორის დაასახელეს.

ლადო აფხაზავამ  „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო" 2017 წელს მო­ი­პო­ვა და და ამის შემდეგ წარადგინეს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსში, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელს ირჩევს.

აფხაზავა ამ კონკურსის მეორე ეტაპზე, ფინალში გადასასვლელად 49 პედაგოგთან ერთად იბრძოდა და შედეგიც დადგა _ ის საუკეთესოთა ათეულშია.

მის შესახებ ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა, თუმცა, ძალიან ცოტამ იცის, რომ აფხაზავა, 2013 წელს, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა და ლანჩხუთში მისი გამგებელი დანიშნა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ხელშეკრულებით გვყავდა აყვანილი და ახალგაზრდულ პროექტებს ხელმძღვანელობდა, რომელიც ძალიან მაგრად გამოსდიოდა ყოველთვის და რაც დღეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაამტკიცა და რასაც კიდევ ერთხელ ვულოცავ“, _ იხსენებს ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი კახა ასკურავა.

თავად ლადო აფხაზავა კი ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამ მას ბრძოლის უნარი შემატა:

_ როგორც კი ზაზა ურუშაძე მოვიდა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი „ქართული ოცნებიდან“. ავტ.) მალევე გამიშვა სამსახურიდან. ხელშეკრულებით ვიყავი აყვანილი და შემიჩერეს დაახლოებით ერთ თვეში. იგი ლანჩხუთელი არ იყო და ჩემზე ამბები მიუტანეს,  ზოგი _ მართალი, ზოგიც _ ტყუილი.  იმ პერიოდში დიდი პროექტი მქონდა მოგებული და ახალგაზრდებთან ვმუშაობდი. ხშირად ვხვდებოდი მათ სხვადასხვა პარტიის შეკრებებზე. მათ შორის „ქართული ოცნების“, ნაციონალური მოძრაობის“. ვაკეთებდი გამოკითხვებს, ვწერდით ვიდეოებს და ვატარებდით კვლევებს. დღესაც მაქვს ეს მასალები შენახული და ბავშვებთან მუშაობის დროს ვიყენებ. მაშინ, ურუშაძეს უთხრეს, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს ვიყავი და ალბათ ეს იყო ჩემი გაშვების ერთ-ერთი მიზეზი.

თუმცა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. პოლიტიკაში აქტიურად ჩართული არასდროს ვყოფილვარ. მე ყოველთვის ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი _ ახალგაზრდებთან ვმუშაობდი. ერთი ფაქტი მახსენდება _ 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში ვთანამშრომლობდი ახალგაზრდულ პარლამენტთან. თითქმის ყველა სკოლიდან იყვნენ მოსწავლეები  ჩართული პროექტში. მახსოვს, პარკში შევიკრიბეთ. მაშინ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ მათთან პოლიტიკური განხრით ვმუშაობდი. ამ დროს კი ჩვეულებრივი, ახალგაზრდების შეკრება იყო. ეს პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების გააქტიურებას, სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვა -გახორციელებას. რატომღაც პოლიტიკას მიაწერეს, არადა, არასოდეს პოლიტიკასთან საერთო არ მქონია. მე რომ  პოლიტიკასთან საერთო მქონოდა, ამხელა წარმატებას ნამდვილად ვერ მივაღწევდი, _ იხსენებს ლადო აფხაზავა, რომელსაც გამგეობიდან გათავისუფლების შემდეგ, თურქეთში მოუხდა სამუშაოდ წასვლა:

თავი რომ მერჩინა, თურქეთში წავედი სამუშაოდ და იქ ხალიჩებს ვრეცხავდი. დარჩენასაც ვაპირებდი, მაგრამ მოსწავლეების სიყვარულმა მძლია და ჩამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში 50 ლარი იყო ჩემი ხელფასი, _ გვითხრა აფხაზავამ, რომლის თვიური ანაზღაურება დღეს 300 ლარამდეა.

იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებიც 5 წლის წინ მასზე ცუდად საუბრობდნენ და რომლებსაც მისი სამსახურიდან გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანეს, დღეს არ სურს:

_ სამაგიეროს გადახდა არ მიყვარს. 3 წლის მანძილზე, ჩვენი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ბავშვებს და მე, სკოლის ავტობუსშიც კი არ გვაჯენდნენ, მაგრამ ჯილდოს მიღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შეიძლებოდა. თან, მაშინ, ლანჩხუთში ახალი მერი ალექსანდრე სარიშვილი მოვიდა და მან ძალიან ივაჟკაცა.  მისი მოსვლის შემდეგ ბევრი რამ დალაგდა ჩემთან მიმართებაში, _ ამბობს ლადო აფხაზავა.

მისივე თქმით, გულისტკენამ დიდი გამოცდილება შესძინა:

_ უფრო ბრძოლისუნარიანი გამხადეს. ის გამოწვევები და არაკომფორტული მდგომარეობა, რაც მე ცხოვრების მანძილზე მხვდებოდა, უფრო ძლიერს მხდიდა. ახლაც, ამ გამარჯვების, ამ წარმატების დროსაც მინდა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გამაკრიტიკებენ, ცუდ რამეებს იტყვიან, რადგან უფრო ორგანიზებული გავხდები, _ აღნიშნა აფხაზავამ "გურია ნიუსთან" საუბრისას.

ჩვენ შევეცადეთ ლანჩხუთის ყოფილი გამგებლის კომენტარიც მოგვეპოვებინა და მისგანაც გაგვეგო რატომ გაუშვა ლადო აფხაზავა სამსახურიდან, თუმცა უშედეგოდ _ ზაზა ურუშაძესთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. იგი "მომსახურების ზონიდანაა გასული". 




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...