რატომ გადაეცა "გურიას" გრიგოლეთის ბაზა

gurianews.com

საზოგადოება

რატომ გადაეცა "გურიას" გრიგოლეთის ბაზა

2017 თებ 23 08:48:13

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა უმრავლესობის თანხმობით, გრიგოლეთის  ბაზაზე არსებული შენობა-ნაგებობები ა(ა)იპ  "საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას" გადაეცა ქონების სარგებლობის უფლებით.

თუმცა,  აღმოჩნდა, რომ საკრებულოს ზოგიერთ წევრს განსხვავებული ხედვა აქვს ამასთან დაკავშირებით და დაუშვებლად მიიჩნევს "გურიასთვის" რაიმე სახის ქონების გადაცემას. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად კი, უპირველესად,  აქცენტს იმ ვალებზე აკეთებენ, რომელიც კლუბს დაუგროვდა.

"წლების წინ, როცა კლუბს დაუგროვდა გადაუხდელი ვალდებულებები, სასამართლომ აუქციონზე  გამოიტანა და ბაზას გვიყიდდა. ის, რომ დღეს კლუბს არანაირი ქონება არ გააჩნია, კარგიცაა იმ  დავალიანებებიდან გამომდინარე, რომელიც მას  აქვს. არ შეიძლება ბაზის "გურიასთვის" გადაცემა", _ ამბობს საკრებულოს წევრთა ის ნაწილი, ვინც კლუბისთვის ქონების სარგებლობის უფლებით გრიგოლეთის ბაზაზე არსებული შენობა-ნაგებობის გადაცემაში სამომავლოდ  გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ.

ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი რგოლის განმარტებით, "გურიასთვის" სარგებლობის უფლებით ბაზაზე არსებული შენობა-ნაგებობის გადაცემაში სადავო არაფერია. მათი განმარტებით, ეს იმისთვის ხდება, რომ ბუნებრივი აირისა და შუქის საფასურის გადახდა აწი უკვე ფეხბურთის განვითარების ფონდის პრეროგატივაა და არაა ადგილობრივი ბიუჯეტის.

"ჩვენ საუბარი გვაქვს, რომ კლუბს უზურფრუქტის წესით გადაეცეს ქონება და არა იმაზე, რომ მერე ბანკმა ან სხვა ვინმე მევალემ წაართვას იგი.  ეს იმისთვის ხდება, რომ დენისა და ბუნებრივი აირის ფულის გადახდა მოხდეს. 

ახალი არაფერია _ 2014 წლის 29 აგვისტოს განკარგულებაში შედის ცვლილება, რომლითაც საკრებულომ თანხმობა მისცა გამგეობას, რომ "გურიას"  სარგებლობაში გადაეცა  გრიგოლეთში მდებარე სპორტული ბაზა და  და იქ არსებული მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი. ამ ცვლილებით ხდება ქონების დაკონკრეტება", _ ასეთია საკითხთან დაკავშირებით გამგეობის განმარტება ოპონენტების საყურადღებოდ.

მუნიციპალიტეტის პირველი პირი, ზაზა ურუშაძე პირად დამსახურებად მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოეცა 10-მილიონიანი ქონება, ხოლო ამჯერად ქონების ა(ა) იპ-ისთვის გადაცემაში  ქვეზრახვებსა და საფრთხეებს ვერ ხედავს.

"საჯარო  რეესტრის ამონაწერის მიხედვით, გრიგოლეთის საფეხბურთო ბაზა არასდროს არ იყო მუნიციპალიტეტის და არც კლუბის საკუთრება _ ყოველთვის სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, მაშინაც, როცა დაუფარავი ვალდებულებების გამო აუქციონის წესით იგეგმებოდა მისი გაყიდვა.

ბაზის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემას ბევრი მუშაობა დასჭირდა. 2013 წელს ლელოზე ჩამოსულ ბიძინა ივანიშვილს ვთხოვე დახმარება. ბაზა იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე _ მე და თემურ ჩხაიძეს მიგვიძღვის ამ ბაზის გადმოცემაში დიდი წვლილი. არავის ვთხოვ  მადლობას, მაგრამ ხომ უნდა დაინახონ, რომ 10-მილიონიანი ქონება გადმოეცა მუნიციპალიტეტს? იქ მოხდა ბუნებრივი აირის შეყვანა; ამის გარდა, გადასახდელია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურიც და ეს ხომ უნდა მოწესრიგდეს? ამიტომ გადაეცა ა(ა)იპ-ის იგი, აქ სხვა არაფერია დაფარული", _ ამბობს ურუშაძე.


ნახვა: 106


 ახალი ამბები
  • “ჩემო პოზიტიურო დედი“ _ ემოციური წერილი, რომელიც შვილმა უკანასკნელად მისწერა დედასდღეს, 15 წლის მოზარდმა, ნ.ბ-ძემ სიცოცხლე თვითმკვლელობის დაასრულა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ამ ეტაპზე, ზუსტი მიზეზი რა გახდა მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი, უცნობია.  ადგილობრივები საუბრობენ, რომ გოგონას არანარი დეპრესია არ აღენიშნებოდა. ფეისბუქ გვერდზე გოგონამ ბოლო პოსტი 13 აგვისტოს გამოაქვეყნა. მან დედას  დაბადების დღეს ულოცავდა. “დედი, ჩემო დაუღალავო. სულ მომღიმარო. ჩემო პოზიტიურო დედი. გილოცავ დაბადების დღეს. პირველ რიგში, ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს კარგს გისურვეებ ყველა შენს საყვარელ ადამიანთან ერთად. შემდეგ კი, რაც ყველაზე მთავარია, ჩემს გაძლებას. შენ ხარ ქალი! რომელიც ყოველთვის მყარად დგას ფეხზე. ქალი, რომელიც სულ იმედით სავსეა და ქალი, რომლის შვილობაც ყველაზე დიდი ბედნიერება და სიამაყეა ჩემთვის. ვიცი, საკადრისად ვერ გიფასებ ჩემს ღრმა ბავშვობაში თეთრად ნათენებ ღამეებს და სიყვარულს, რომელსაც დღემდე გამოყოფ ჩემ მიმართ. ვიცი, ხშირად გაბრაზებ, მაგრამ შენც იცი ამდენი გაბრაზების მიუხედავად, ყველაზე ძვირფასი ხარ და ყველაზე წინ დგახარ ჩემს ცხოვრებაში... მინდა, ძალიან დიდხანს ვხედავდე შენს თვალებს. თვალებს, რომელშიც მუდამ იკითხება სიკეთე, სითბო და სიყვარული. ღმერთმა დიდხანს მიმყოფოს შენი თავი. დედი, ყველაზე მეტად მიყვარხარ და ყველაზე ბედნიერი ვარ ამქვეყნად რომ ... ...
  • "ეს იყო ხუმრობა" _ სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს ბოდიშს უხდის"ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად... თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი", _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, ხანდახან ხუმრაბო შესაძლებელია. "ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება. არ ვიყოთ ძალიან სერიოზულები ყოველთვის. ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად... თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი", - აცხადებს ზურაბიშვილი. მანამდე პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მედიის წარმომადგენლებს ურჩია ტვინი გაენძრიათ, მაშინ, როდესაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ... ...
  • რა დაწერა გოგონამ თვითმკვლელობამდეროგორც უკვე ვწერდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 16 წლის გოგონამ ნ. ბ.-მ თავი მოიკლა. ნ. ბ.-მ თავი ჩამოიხრჩო და როგორც გვითხრეს, სიკვდილის წინ წერილი დატოვა, რომელშიც წერს, რომ ეს ნაბიჯი შეყვარებულის გამო გადადგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სსკ 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • ოზურგეთში 15 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩოოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. მერის წარმომადგენელის თქმით, გოგონამ თავი საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ჩამოიხრჩო. სოფელში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუ რატომ მოიკლა მოზარდმა თავი. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ამ წუთას იმ ადგილას იმყოფებიან, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. საქმე აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც  თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ... ...
  • ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბორჯომში 1992 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ის მოტოციკლს მართავდა და სატრანსპორტო საშუალება ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც, მშენებარე სახლს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით კი გარდაიცვალა. უწყება მომხდარს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ... ...

არქივი

ზაფრანი

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - (თრაგულუს) ძუძუმწოვარ...

რა ხდება თქვენს ორგანიზმში როცა გძინავთ

ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ გვძინავს,...

საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული...

ალბინოსი მაიმუნი

ის ყველასგან გამორჩეულია, ჩხუბითაც კი...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...