"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმება უნდა ემსახურებოდეს ოპტიმიზაციის ნამდვილ მიზნებს"

gurianews.com

საზოგადოება

"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმება უნდა ემსახურებოდეს ოპტიმიზაციის ნამდვილ მიზნებს"

2017 დეკ 16 14:03:39

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესაძლო გაუქმების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ცვლილების მიზანი ნაკლები ბიოროკრატიული ხარჯი უნდა იყოს და არა - დაწესებულებისთვის ქვემდებარეობის შეცვლით არსებული მდგომარეობის შენარჩუნება.

 „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2017 წლის ივნისში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის თაობაზე მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნდა და სააგენტოს მიზნების და ამოცანების გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულების ხარჯთეფექტურობის საკითხს დასვა.

 ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა შესწავლილიყო ინფორმაცია, 2014, 2015 და 2016 წლებში სააგენტოში დასაქმებული პირების მიმართ გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების შესახებ და მათი მიზნობრიობა, ასევე, სააგენტოს მხრიდან გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების საკითხი, სააგენტოს კვლევითი საქმიანობა, ურთიერთობების ხარისხი სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებლები. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა,  საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის ახორციელებს საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში. ჰყავს 24 თანამშრომელი, რომელის აღმასრულებელ რგოლში გვხდება თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, სამსახურის უფროსები, მთავარი მრჩევლები, წამყვანი სპეციალისტები. სააგენტო 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა 5 330 000 ლარით, 2016 წელს - 5 600 000 ლარით, 2015 წელს - 4 200 000 ლარით, ხოლო 2014 წელს - 2 322 200 ლარით. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხარჯვითმა ნაწილმა 2014-2016 წლებში, 12 122 000 ლარი შეადგინა, აქედან სხვადასხვა რელიგიური თემების მიმართ გაიცა 9 450 000 ლარი, ხოლო დარჩენილი 2 672 000 ლარი მოხმარდა სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლის შრომით ანაზღაურებას. კერძოდ, სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის თანამდებობრივმა სარგომ შეადგენა 23 747 ლარი, პრემიამ 2 950 ლარი,  დანამატმა კი - 15 000 ლარი,  2015 წლის თანამდებობრივმა სარგომ - 35 400 ლარს, პრემიამ - 2 360 ლარი, ხოლო დანამატმა - 27 300 ლარს. რაც შეეხება 2016 წელს, თანამდებობრივი სარგომ შეადგენა - 35 400 ლარი, პრემიამ 2 950, ხოლო დანამატმა 34 100 ლარი. ორგანიზაციამ შეისწავლა თავმჯდომარის მოადგილის შრომითი ანაზღაურების ხარჯები. მოადგილის 2014 წელს თანამდებობრივმა სარგომ შეადგენა 18 900 ლარი, პრემიამ - 2 700 ლარი, ხოლო დანამატმა - 10 000 ლარი, 2015 წელს თანამდებობრმა სარგომ შეადგენა - 30 272 ლარი, პრემიამ - 2 160, ხოლო დანამატმა - 13 100 ლარი, 2016 წელს კი თანამდებობრივი სარგო წარმოადგენდა 3 214 ლარს, ხოლო დანამატი 1 100 ლარს. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში, შრომით ანაზღაურებებზე, 2016 წელს სულ გაიცა 562 217 ლარი, 2015 წელს - 524 395.00 ლარი, 2014 წელს - 310 027.49 ლარი. რაც შეეხება პრემია-დანამატების ოდენობას, 2016 წელს პრემიის სახით გაიცა 59,050 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 191,700 ლარი. 2015 წელს პრემიის სახით გაიცა - 26,240 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 122,450, ხოლო 2014 წელს, პრემია-დანამატმა შეადგინა 89,030 ლარი. ორგანიზაცია, ყოველივე ზემოაღნიშნულდიან გამომდინარე მიიჩნევდა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხარჯთეფექტურობის და მიზნობრიობის საკითხი შესაბამის ანალიზსს მოითხოვს. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, სააგენტოში ყოველთვიური ხასიათი გააჩნდა დანამატების გაცემის პროცესს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც სააგენტოს საქმიანობა, მისი მაღალი დანიშნულების მიუხედავად, არ მოითხოვს შრომითი ძალების განსაკუთრებულ მობილიზებას და ჩართვას.


ნახვა: 21


 ახალი ამბები
  • კლუბ "ბასიანის" დაცვის უფროსი: რამდენი რამ უნდა დაიმალოს ამ სახელმწიფოში ?!ჩემი 5 შვილი რატომ უნდა დარჩეს უმამოდ, რის გულისთვის, რამდენი რამ უნდა დაიმალოს ამ სახელმწიფოში?!“ _- ეს განცხადება დაზარალებულმა, კლუბ „ბასიანის“ დაცვის უფროსმა, ზვიად მესხმა 13 იანვარს კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინცინდენტის გახსენების შემდეგ გააკეთა. კლუბის მიმდებარედ პოლიციის მაღალჩინოსანი და კლუბის დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრეს. ზვიად მესხი იხსენებს, რომ კლუბში შესვლა 2 ნასვამ პირს უნდოდა თუმცა, ფეისკონტროლის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს და შესაბამისად, კლუბში არ შეუშვა. „რამდენჯერმე მოწოდების გამო, რომ არ ყოფილიყვნენ აგრესიულები, არ მოეყენებინათ ჩვენთვის შეურაცხყოფა, გინება და ა.შ. მაინც არ გაჩერდნენ, ჩვენ ტერიტორია დავატოვებინეთ და გავიყვანეთ ტერიტორიის გარეთ,“ - განაცხადა მესხმა. მისი თქმით, თავად ვერ დაინახა, როგორ მიუახლოვდა დანით შეიარაღებული პირი. „ხედავს ბატონი თამაზი და უშლის ხელს იმას, რომ პირდაპირ ტვინში არ ჩამარტყას დანა იმის გამო, რომ კლუბში ვერ შედის და ვერ ერთობა,“ - განაცხადა ზვიად მესხმა. ზვიად მესხის თქმით, მეორე დაჭრილის მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო. „გულთან აცდენილია თითქმის, ცოტა აქეთ, ყოფილიყო გულში მოხვდებოდა ალბათ, მძიმე იყო მდგომარეობა 24 წლის ბიჭის, არტერიები გადაჭრილი და ა.შ. თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ხელებში ჩაგვკვდომოდა, მეც თავისუფლად შეიძლებოდა, რომ მოვმკვდარიყავი,“ - აცხადებს დაცვის უფროსი. კლუბ "ბასიანთან" პოლიციის მაღალჩინოსნისა და კლუბის დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. ... ...
  • ვინ არის მოსამართლე, რომელმაც მძიმე დანაშაულში ბრალდებული პატიმრობიდან გაათავისუფლამოსამართლე, რომელმაც მძიმე დანაშულში, სამი პირის დაჭრაში ბრალდებული პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა, ბადრი შონიაა. ამის შესახებ ინფორმაცია „კურიერს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს. მისი გადაწყვეტილებით დიდუბის პოლიციის სამმართველოს უფროსი მოადგილის, კლუბ „ბასიანის“ დაცვის სამსახურის უფროსის და დაცვის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული პირი 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა პროკურატურამ. სააპელაციო სასამართლოში პროცესი ხვალ არის ჩანიშნული. შონია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ 2011 წლიდან არის გამწესებული. მანამდე ის ზუგდიდის რაიონული პროკურორი იყო. 2007-2009 წლებში კი, სენაკის პროკურატურაში ... ...
  • ,,საინტერესოა, რომ საზოგადოებამ გარემოს დაცვა სერიოზულ პრობლემად აღიქვა“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, თბილისში მოსახლეობის უმრავლესობას 42%-ს მთავარ პრობლემად გარემოს დაბინძურება მიაჩნია. რა მდგომარეობაა საქართველოში ეკოლოგიის მიმართულებით - ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ,,ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძე გააკეთა. როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, რომ საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით უამრავი პრობლემა არსებობს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.  როგორც  მმართველი გუნდის წარმომადგენელი  ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ხელისუფლება  პრობლემის აღმოსაფხვრელად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. ,,ასეთ საკითხებში NDI - ის კვლევებს ვენდობი  იმიტომ, რომ კვლევა გარკვეულ ტენდენციებს ასახავს. ძალიან საინტერესოა ფაქტი იმის შესახებ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გარემოს დაცვა სერიოზულ პრობლემად აღიქვა. 42-% ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ვფიქრობ,  პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა ღონისძიება უნდა განხორციელდეს. მე წინააღმდეგი ვიყავი სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტრო შეერთებოდა, რადგან იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც გარემოს დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს აწუხებს არც თუ ისე სახარბიელო შედეგს მოიტანს. მინდა გითხრათ, რომ 2017 წელს გავამკაცრეთ ნარგავების განადგურებაზე კანონი. გარდა ამისა, მივიღეთ ცვლილებები, რომლის მიხედვით ჰიბრიდული ელექტრომობილები გადასახადებისგან გავათავისუფლეთ, რამაც საკმაოდ კარგი შედეგი მოიტანა. იმედი მაქვს, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საფუძველს მოგვცემს უფრო ჯანსაღი გარემო შევქმნათ, შევზღუდოთ მშენებლობები, უფრო მეტი  რეკრეაციული ზონები: პარკები, ბაღები და გამწვანებული ზოლები შევქმნათ, რაც უკეთეს ეკოლოგიურ პირობებს შეუქმნის ჩვენს საზოგადოებას“, _ განაცხადა გიორგი გაჩეჩილეძემ. შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევა საქართველოს მასშტაბით 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს  CRRC-საქართველო ... ...
  • საია: მაუწყებლის შესახებ კანონის ამ ფორმით მიღება არაკონსტიტუციურიაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით კი ეს პრინციპი ირღვევა. "ამ კანონპროექტის ამ ფორმით კანონად ქცევა ერთია, რომ აზარალებს თვითონ მედიაგარემოს და ცვლის თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. როცა წელიწადში 50 მილიონზე მეტია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ბიუჯეტიდან და საუბარია კომერციული რეკლამის დაშვებაზე, მიუღებელია. სადავოა სპონსორობის თენაც, რადგან სპონსორობამ შესაძლოა კომერციული ტიპის გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე. მაშინ, როდესაც კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პირდაპირ წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს პოლიტიკური და კომერციული ტიპის გავლენებისგან თავისუფალი",- განაცხადა სულხან სალაძემ. საია-ს თავმჯდომარე პრეზიდენტის ვეტოსაც ეხმიანება და ამბობს, რომ კანონპროექტზე ვეტოს გამოყენება აუცილებელი იყო. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი მზად არის ჩაერთოს დიაკუსიაში და მმართველ გუნდთან ერთად განიხილონ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. "ამ კანონპროექტის კანონად ქცევის პირობებში ჩნდება კორუფციის რისკები, ასევ, ეს აზიანებს სარეკლამო ბაზარს. ყველა ეს პრობლემური ნორმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გამოწვევაა. იმედია, პარლამენტი მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას",- აღნიშნა სალაძემ. საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.  დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს. მოსალოდნელ ცვლილებებს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ“  საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63 პარლამენტარმა დაუჭირა. ... ...
  • მარჯვენა სანაპიროზე ავარიის გამო მოძრაობა შეზღუდულიათბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ. "იმედის" ინფორმაციით, მსუბუქმა მანქანამ, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ხე მოგლიჯა და ჯებირი გაანგრია.  ამ წუთებში მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეზღუდულია. შსს-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი. ისინი ღუდუშაურში არიან გადაყვანილები.  ... ...

არქივი

ზაფრანი

შინაური სირაქლემა

ავსტრალიელ ნენ ნიუბის რამდენიმე წლის...

"გონებაშეზღუდული" გენიოსი

დიდი ინგლისელი მეცნიერი ისააკ ნიუტონი...

თავბრუდამხვევი ქორწილი

ნიუიორკელებმა, სარა პეტიმ  და რობერტ...

დამღუპველი მადა

"ამაზონის რქიანა" ათასობით სხვა სახეობისგან...

ჰუმანური ავტომობილი

იაპონურმა კომპანიამ, "ჰუმანიქსმა", ფეხით მოსიარულეთათვის...

მოთევზავე ჩვამა

XVII საუკუნის დასაწყისში ინგლისის მეფე...
კარმიდამო ჩემი

კარტოფილის სასწაულებრივი ძალა

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან...

ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა,...

მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დაცვა...

სამარხვო კერძი სოკოსგან პიურეთი

ნახევარი კილოგრამი სოკო და ორი...

სასარგებლო "სარეველები"

სასარგებლო "სარეველები" - აი, რა...

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად...

მეფუტკრე ქალის გზა _ უნდობლობიდან ძლიერი იმიჯის შექმნამდე

"მინდოდა მქონოდა ნატურალური თაფლი. ამიტომ...

როგორ გამოვიყვანოთ ცხოველი ტყავი

პატივცემულო რედაქცია, როგორც ვიცით, სამი...

დავთესოთ მწვანილეული და ცერცვი

ჩვენს მკითხველს მუდამ ვურჩევთ, რომ...