"რის მომატება?! რაც ღირს, იმას ვერ მიხდიან!" _ გაძვირდება თუ არა მგზავრობა

საზოგადოება

"რის მომატება?! რაც ღირს, იმას ვერ მიხდიან!" _ გაძვირდება თუ არა მგზავრობა

2018 ნოე 15 19:35:02

ცოტა ხნის წინ, "გურია ნიუსი" ოზურგეთის ზოგიერთ სოფელში მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის ზრდის შესახებ წერდა, ფასების ზრდას კი საწვავის გაძვირებას უკავშირებდნენ. უკმაყოფილებას განსაკუთრებით მშვიდობაური-ასკანის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გამოთქვამენ. მათი თქმით, მგზავრები ხშირად დადგენილი ტარიფითაც ვერ ახერხებენ გადახდას.

"თუ ღირს 1 ლარი და 20 თეთრი, მგზავრები ხშირად მხოლოდ ლარს იხდიან, მაგრამ რა ვქნათ? გვესმის მათიც, რადგან ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია", _ ამბობენ მძღოლები.

ოზურგეთის ავტოსადგურში, სადაც ავტობუსების და მიკროავტობუსების სიჭარბე უფრო მეტად ჩანს, ვიდრე მგზავრების, ასკანის მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, მგზავრობის ფასის გაზრდაზე საუბარი შეჩერდა:

_ ორშაბათიდან ველოდით ფასის მომატებას. ასე გვითხრეს, ლარნახევრის ნაცვლად, ორი ლარი იქნებაო. შემდეგ "გურია ნიუსში" მგზავრობის ფასის ზრდასთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნდა და ჯერჯერობით, ისევ ძველი ფასით ვმგზავრობთ. როგორც ჩანს, ცოტა ხნით შეჩერდნენ. მძღოლებს კი არ ვამტყუნებთ _ საწვავის ფასი ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ ჩვენც რა ვქნათ, ხალხში ფული არ არის. ასკანიდან ჩამოსვლასა და უკან დაბრუნებაში თუ ოთხ ლარს გადავიხდით, მაგ თანხით სამი კილო შაქარს ვიყიდით. აღარ წამოვალთ, დავაბარებთ ვიღაცას და იქნება, აბა, რა ვქნათ? _ გვეუბნებიან ასკანელები.

როგორც მძღოლები "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, მგზავრების უმეტესობა საფასურის გადახდას ვერ შეძლებს:

_ მგზავრობის ფასი მოვუმატო? ვინც მომატებას აპირებს, არ ვიცი, რის იმედი აქვს? რის მომატება?! რაც ღირს, იმას ვერ მიხდიან და მომატებულს საერთოდ ვინ გადამიხდის? ნახეთ, რამდენი ადამიანი ზის ვაკიჯვრის ავტობუსში, _ გვითხრა სოფელ ვაკიჯვრის რეისის ავტობუსის მძღოლმა მირიან ვანიძემ.

"მგზავრობის ფასი მოვუმატო?" _
კითხულობს მირიან ვანიძე

სოფელ ბახვის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ერთი ლარი და ოცდაათი თეთრია. ამ მარშრუტით მგზავრობენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლებიც და ფასის მატება ამ ორი სოფლის მიმართულებითაც იგეგმება. თუმცა, როგორც ოზურგეთის სს "ტრანსსერვისის" დირექტორი, შალვა ორაგველიძე ამბობს, მართალია, ბახვის მიმართულებით ასეთი ტარიფია, მაგრამ, ხალხი მაინც ერთ ლარს იხდის, მძღოლები კი ფასის მომატებას ლარნახევრამდე ითხოვენ.

_ დროებით შეჩერებულია ეს პროცესი. ყველა ყოყმანობს ფასის გაზრდაზე, იმიტომ, რომ გასაჭირია. თუმცა, მძღოლები მეტს ვეღარ გაუძლებენ. განსაკუთრებით, ზოგიერთი მიმართულებით. ჩემთან ოფიციალურად გუშინ შემოიტანეს განცხადება. კიდევ ვიმსჯელებთ. ხალხსაც ძალიან უჭირს, მაგრამ მძღოლებსაც უჭირთ. ხალხის ნაწილი არ არიან თვითონ? ვის უნდა ან ვის მოსწონს ეს მატება, მაგრამ დარჩა სხვა გზა? საწვავის ფასი ძალიან გაიზარდა, თვითონ მძღოლებიც ნერვიულობენ, მაგრამ უკან დასახევი გზა არ აქვთ, _ გვითხრა ორაგველიძემ.

_ ბატონო შალვა, მგზავრობის ფასის მომატებიდან გარკვეული დროის შემდეგ რომ საწვავის ფასმა დაიკლოს, მგზავრობის ღირებულებაც დაიკლებს?

_ რა თქმა უნდა, დაიკლებს.

_ ასე იყო ადრეც, მაგრამ, როცა საწვავის ფასი დაიწია, მგზავრობის ღირებულება არ შეცვლილა, მაგალითად, ჭანიეთი-ქაქუთის მიმართულებით...

_ მე არ ვიცი, როდინდელ ამბავს მეუბნებით. ეტყობა, ეს საკმაოდ ადრე იყო. მაგალითად, ორი წლის წინ, როცა საწვავის ფასმა დაიკლო, მგზავრობის საფასურიც შეამცირეს მძღოლებმა.

კითხვაზე, რომელი რიცხვიდან მოიმატებს მგზავრობის ფასი, ორაგველიძე კონკრეტულად ვერ გვპასუხობს:

_ განცხადება კი შემოიტანეს, მაგრამ უცებ არ გადაწყდება ეს საკითხი _ უნდა შევჯერდეთ. სს "ტრანსსერვისი" მხოლოდ ავტოსადგურის მფლობელია და მძღოლებს, რომლებსაც საკუთრებაში ჰყავთ ტრანსპორტი, მათ ემსახურება. ამიტომ, ვალდებული ვართ, ანგარიში გავუწიოთ. მაქსიმუმ, ერთ კვირაში ყველაფერი გვეცოდინება, _ გვითხრა მან.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ამ მიმართულებით ჯერ ფასის მომატებაზე არ საუბრობენ.




 ახალი ამბები
  • მუშაობდა თუ არა თალაკვაძე რულოვსის თანაშემწედ _ უმრავლესობის ლიდერი განმარტებას აკეთებსგავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2013 წლამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სანდრა რულოვსის თანაშემწედ მუშაობდა თალაკვაძე გამოეხმაურა. სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ, არ ვიცი. რაც შეეხება ჩემს მუშაობას ჟენევაში, გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა დავიწყე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, 2013 წლიდან, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან - სანდრა რულოვსმა ბორდი დატოვა და მე გავხდი ბორდის წევრი საქართველოდან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, სანდრა რულოვსს უფლებამოსილება შეუწყდა ჯანდაცვის ეროვნულ საკოორდინაციო საბჭოში, _ აღნიშნა ... ...
  • უბანი, რომელზეც სანდრა რულოვსმა მისცა ხმა, გეგა შენგელიამ მოიგოზუგდიდის #82 საარჩევნო უბანი, სადაც ხმა გაერთიანებული ოპოზოციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მისცა, ოცნების კანდიდატმა მოიგო. აღნიშნულ უბანზე ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მონაცემების თანახმად, ამ უბანზე 290 ხმა მიიღო გეგა შენგელიამ, ხოლო 200 _ სანდრა ... ...
  • სერის საარჩევნო უბანიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგოამ წუთებში დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #08 სერის საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნებში მონაწილე 642 ამომრჩევლიდან 492-მა ხმა დავით მდინარაძეს მისცა. 76 ხმა მიიღო ა კობა ზაქარეიშვილმა, ტოგო ჭელიძემ _ 26, კაკო თავდუმაძემ _ ... ...
  • ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 89 საჩივარი დაიწერაკენჭისყრის პროცესთან დაკავშირბით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 89 საჩივარი,_ამის შესახებ ცესკოში განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში 6, ხულოში 16, ზუგდიდში 44, ოზურგეთში 1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში 1 საჩივარი. საჩივრები დაიწერა, როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი  ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მხრიდან. ანა მიქელაძის განცხადებით, თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით იქნება განხილული და მათზე იქნება შესაბამისი კანონისმიერი ... ...
  • დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგოოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგო. ამ უბანზე 491 ამომრჩეველი მივიდა, რომელთაგან  340-მა ამომრჩეველმა მხარი მდინარაძეს დაუჭირა. რაიცენტრალუში 113-მა ამომრჩეველმა ევროპული საქართველოს კანდიდატს კობა ზაქარეიშვილს დაუჭირა ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...