როდის დაიწყება დამწვარი ტყის აღდგენითი პროცესები ბორჯომში

საზოგადოება

როდის დაიწყება დამწვარი ტყის აღდგენითი პროცესები ბორჯომში

2017 სექ 25 14:15:06

2017 წლის 20-26 აგვისტოს ხანძრის შედეგად ბორჯომში, წინასწარი მონაცემებით,  752 ჰექტარი ტყეა დამწვარი, საიდანაც 525 ჰექტარი 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორიაა.

როგორც ცნობილია, ბორჯომში, სადაც 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყის დიდი ნაწილი დაიწვა, განაშენიანების პროცესი მიმდინარეობდა.

"გურია ნიუსს" იმის შესახებ, თუ როდის უნდა დასრულებულიყო 2008 წლის ომის დროს გადამწვარი ტყის აღდგენითი სამუშაოები და რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება 2017 წელს მომხდარი ხანძრის შემდეგ, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი ესაუბრა.

"2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს,  ბორჯომის ხეობაში მოხდა ხანძარი _ ცეცხლმა 1000 ჰექტრამდე ტყის ფართობი მოიცვა. აქედან სრულად განადგურდა 250 ჰექტარი.

2009 წელს შეიქმნა არა ერთი სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია, განხორციელდა რიგი შესწავლები. ასევე, ფინეთის მთავრობამ იმავე წელს გამოთქვა ფინანსური დახმარების სურვილი და ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტყის აღდგენის პროექტი მომზადდა. თუმცა, სამწუხაროდ, ქმედითი ღონისძიებების დაწყება შესაძლებელი გახდა 2013 წლიდან.

ამ პროექტს მანამდე ძალიან ბევრი ბარიერი შეხვდა, მათ შორის, სამთავრობო უწყებების მხრიდანაც. სტრუქტურული ცვლილებები განიცადა ეროვნულმა სატყეო სააგენტომაც. 2010-2012 წლებში ჩვენ გადაგვიყვანეს ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში. როდესაც დავბრუნდით გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში, განახლდა მოლაპარაკებები გარემოს დაცვის პროგრამასთან და დავიწყეთ აღდგენის სამუშაოები", _ ამბობს იორდანიშვილი.

მისივე თქმით, 250 000 ნერგი იყო დარგული, რომელთა უმეტესობა წელს ხანძრის შედეგად განადგურდა:

"2015 წლიდან, ტერიტორიაზე აღდგენის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტო  თავისი ბიუჯეტის სახსრებით ახორციელებდა, ყველაზე დიდ რესურსს კი, ჩვენ ვხარჯავთ ამ გაშენებული ნარგავების მოვლაში. დაახლოებით 108 ჰექტარი იყო გაშენებული, 250 000 ნერგი დარგული. წელს გაზაფხულზე შემოგვიერთდა საზოგადოებრივი კამპანია "აღადგინე" და ყველა მსურველს შეეძლო წვლილი შეეტანა ტყის აღდგენის პროცესში", _ ამბობს ის.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის თქმით, კამპანია _ "აღადგინეს" ფარგლებში ნერგების დარგვა ქაოტურად არ ხდებოდა:

"ნერგების დარგვა ქაოტურად არ ხდება. ჩვენ კომპანია "ბიასთან" და კომპანია "სტარტაპ თრიფექსთან" გვქონდა გაფორმებული მემორანდუმი _ ისინი უკეთებდნენ ამ ღონისძიებებს ორგანიზებას. თუმცა, ნერგების დარგვა ხორციელდებოდა ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტით ანუ იმ სახეობის და სტანდარტის ნერგის დარგვა უნდა მომხდარიყო იმ ადგილზე, სადაც ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები იტყოდნენ. აქ არის ძალიან რთული სამუშაო პირობებია. რიგ ადგილებში მხოლოდ სიმბოლურად მოხდა ხეების დარგვა, დანარჩენი სამუშაოები კი კვალიფიციური მუშა ხელის მიერ გახორციელდა", _ ამბობს იორდანიშვილი.

იორდანაშვილის თქმით, წელს მომხდარი ხანძრის შემდეგ პირველი ნაბიჯი ტერიტორიის სიღრმისეული შესწავლა იქნება:

"სამომავლოდ პირველი ნაბიჯები, მიმდინარე წლის 20-26 აგვისტოს ხანძრის შემდეგ, არის ტერიტორიის სიღრმისეული შესწავლა. ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს სხვადასხვაა დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, რომელშიც შევლენ გარემოს დაცვის სპეციალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. გვყავს მოწვეული რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტიც, რომ დააკვირდნენ პროცესებს.

დიდი იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩვენ ამ ტერიტორიის შესახებ გვექნება დასკვნა მიყენებული ზიანის შესახებ და ასევე ქმედითი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა. რიგი ღონისძიებების გახორციელებას ამ შემოდგომაზევე შევძლებთ. განსაკუთრებით ნიადაგის აღდგენის ნაწილში, ხოლო ტყის აღდგენას სავარაუდოდ მომავალი წლიდან დავიწყებთ", _ ამბობს იორდანიშვილი.

 "გურია ნიუსი" ბორჯომში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მედიატურის ფარგლებში იმყოფებოდა. გთავაზობთ კადრებს ნახანძრალი ტერიტორიიდან.




 ახალი ამბები
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...
  • ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდიუკვე მეორე წელია, რაც ბახმაროში დოღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება. „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი. ღონისძიების ფარგლებში შედგება 4 გარბენი: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულაგარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარიI ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; მონაწილეობაღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 18:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, დოღის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ცხონოსანი გამოცხადდეს ცხენის ... ...
  • ოზურგეთის ბაზარში ძაღლმა სოფელ მელექედურის მცხოვრები დაკბინადღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. მელექედურელი მამაკაცი ბევრს ეცადა, ძაღლი მოეშორებინა, თუმცა, ცხოველის მოსაგერიებლად  ვერც ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აღმოჩნდა საკმარისი და სამაშველო სამსახრური გამოიძახეს. ბაზარში მომუშავე ქალბატონი მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ ახლახან ის დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობას გადის. _ ამ მიუსაფარ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა მანანა ფერცულიანმა. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა, იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში. _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა  და თუ იქედან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიებას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა მან. ვრცლად ოზურგეთში მოხეტიალე მიუსაფარი ძაღლების, მათ მიერ მიყენებული დაზიანებების და მათზე ზრუნვის შესახებ,  სტატიას უახლოეს საგაზეთო ნომერში ... ...
  • „გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები...სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეოთხე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და ზოგადად, კომპანიის მზარდ ტენდენციებზე მეტყველებს.  „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს, უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაშვებას ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2021 წლის 9 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია“.  „მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ , - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.  „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე, ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...