როდის მოგვარდება კალაგონში უწყლობის პრობლემა

საზოგადოება

როდის მოგვარდება კალაგონში უწყლობის პრობლემა

2019 ოქტ 16 16:37:56

კალაგონი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის თემში შემავალი სოფელია. მდინარე ხევისწყლის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 360 მეტრზე მდებარე სოფელში 2014 წლის აღწერით სულ 33 ადამიანი ცხოვრობს.

თამუნა ხუნდაძე ერთ-ერთი მათგანია. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სოფელში ბევრი პრობლემაა, თუმცა, ყველაზე მეტად ადგილობრივებს უწყლობა აწუხებთ:

_ უმუშევრობა, გაჭირვება, ცუდი გზა და უწყლობა _ ეს კალაგონის რეალობაა, _ ამბობს თამუნა.

მისივე თქმით, სოფელი მთელი წლის განმავლობაში უწყლოდ იყო და პრობლემა მხოლოდ ერთი თვით მოგვარდა:

_ მთელი წელიწადი უწყლოდ ვიყავით. აგვისტოს დასაწყისში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მოგვარდა ეს პრობლემა, თუმცა, სექტემბრის ბოლოს, სტიქიის შედეგად მიწის ნაწილი ჩამოიშალა და ისევ უწყლოდ დავრჩით, _ აღნიშნა თამუნამ.

ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა არასწორად დაიხარჯა:

_ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად და მოსახლეობის უმეტესობასთან შეუთანხმებლად დაიხარჯა. შესაძლებელი იყო, მეტი მოხმარებოდა წყალსადენ სისტემას და არ შეიქმნებოდა წყალზე ბევრი პრობლემა. ნაწილი თანხით შეძენილი რეზინის მილები არ შეესაბამება სტანდარტებს. დაბრუნებული დღგ-ს ფულით ჯობდა ისევ მილები შეგვეძინა და სხვა მონაკვეთები შეგვერემონტებინა _ სადაც მეტი საფრთხე იყო მილების დაზიანების, _ ამბობს თამუნა.

მისივე ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობის შეთანხმებით, გამოყოფილი თანხა ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყო, თუმცა, ასე არ მოხდა:

_ ეს სოფელი იყოფა ორად. შეთანხმებით, თანხაც ორად უნდა გაყოფილიყო, მაგრამ დაანგარიშებით სოფლის იმ მხარეს, სადაც წყლის მაგისტრალი დაზიანებული იყო, მოხმარდა ერთ მესამედზე ნაკლები. მეორე მხარეს კი თანხის ორი მესამედი წავიდა. ჩემი აზრით (და არა მხოლოდ ჩემი), თანხის ასეთი გადანაწილება მოხდა იმის გამო, რომ სოფლის მეორე მხარეს მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს და რა თქმა უნდა, მათ მეტი ყურადღება ექცევათ, _ აღნიშნა თამუნა ხუნდაძემ.

გარდა ამისა, ხუნდაძე ამბობს, რომ მოსახლეობისთვის შიდა გაყვანილობის გასაკეთებლად დარიგებული მილები უვარგისი აღმოჩნდა:

_ ჩვენ მოგვცეს რეზინის წვრილი დიამეტრის მილები შიდა გაყვანილობისთვის ანუ ეზოებში შესაყვანად, რაც გამოუსადეგარია და მე პირადად უკან უნდა დავაბრუნო, _ ამბობს თამუნა, რომლის თქმით, მუნიციპალიტეტის მერი მათ სოფელში არ დადის:

_ მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს თითქმის ყველა სოფელში ჩვენს გარდა. ამიტომაც, ვერ მოვახერხე, პირადად მოვახსენო რიგი პრობლემები. რატომ ვართ ყოველთვის ბოლო, ვერც ეს გავარკვიე, _ აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს ყველა სოფელში მართავს და გამონაკლისი არც საჭამიასერი ყოფილა:

_ ნებისმიერ დროს მზად ვარ, შევხვდე ყველას და ნებისმიერ საკითხზე ვესაუბრო. ჩვენ სისტემატურად ვმართავთ შეხვედრებს სოფლებში და გამონაკლისი არ საჭამიასერი ყოფილა. არა მგონი, ვინმეს ჩემთან შეხვედრა უნდოდეს და პრობლემა შექმნოდეს, _ გვითხრა კუჭავამ.

მისივე თქმით, კალაგონში არსებული პრობლემის შესახებ საქმის კურსშია და მოგვარებაც უკვე დაწყებულია:

_ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში თანხა ყველგან ფორმულის შესაბამისად გამოიყო და განაწილდა მოსახლეობასთან შეთანხმებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შესაბამისი ოქმების ნახვა _ პროექტები გახორციელდა მოსახლეობის სურვილისამებრ. ასე მოხდა კალაგონში, სადაც მოგვარდა უწყლობის პრობლემა, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებულმა მეწყერულმა პროცესებმა სხვა პრობლემა წარმოაჩინა _ დაზიანდა მიწაში ღრმად ჩამარხული ის მილები, რომელსაც პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია არ ჩატარებია, თუმცა, უკვე დავიწყეთ გაკეთება და უახლოეს დღეებში კალაგონში წყლის მიწოდება აღდგება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის მერმა.




 ახალი ამბები
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ერთ-ერთმა აქტივისტმა თავის დაწვა სცადაცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ახალგაზრდა მამაკაცმა საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.  ის ამით,  როგორც სასამართლოს ეზოში შეკრებილები ამბობდნენ, უკანონო დაჭერებს აპროტესტებდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიას ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციაა მობილიზებულითბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ დროისთვის, 18 ნოემბერს დაკავებული აქციის მონაწილეების ნაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. ისინი აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, რომელთაც რუსთაველის გამზირიდან გადმოინაცვლეს, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ ... ...
  • რატომ გააძევეს დავით მჟავანაძის სასამართლო პროცესიდან სამი პირითბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს გამართული აქციების დროს დაკავებულთა პროცესზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი იმღერეს. დარბაზში დაკავებულებთან ერთად, ჰიმნი პროცესზე დამსწრეებმაც იმღერეს, რასაც ტაში და ოვაციები მოჰყვა. ამის შემდეგ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სამი პირი დარბაზიდან გააძევა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს. დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული. ჯერჯერობით არც ერთი დაკავებულის საქმის განხილვა სრულყოფილად არ გამართულა. ყველა პროცესი ... ...
  • პარლამენტის პიკეტირება ყოველ ორშაბათს - დემონსტრანტებმა ახალი სამოქმედო გეგმა დასახესრუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა და პოლიტიკოსებმა სამოქმედო გეგმა დასახეს. გეგმა პარლამენტის წინ შეკრებილებს სამოქალაქო მოძრაობის "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა და "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა გიორგი გუგავამ გააცნო. ახალი გეგმის იდეა  ასეთია, დემონსტრანტები ყოველ ორშაბათს შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, დაიძვრებიან პარლამენტისკენ და მოემზადებიან პარლამენტის პიკეტირებისთვის. "კონსტიტუციის ფარგლებში მყოფი არაძალადობრივი აქცია თუ ერთხელ დაშალა, აუცილებლად ისევ დაშლის. მაგრამ თუ დაშლის ეს არ ნიშნავს, რომ აქცია დამთავრდა. მოუწევს ბევრჯერ დაშალოს თუ არ გაითვალისწინებს ჩვენს პირობას, მოუწევს სულ შალოს და შალოს და ამის მეტი საზრუნავი არ ჰქონდეს და სხვა ვერაფერზე იფიქროს," - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა "კურიერთან" საუბრისას. გუგავას განმარტებით, აქციის ორგანიზატორები პარლამენტის პიკეტირებას ყოველი პლენარული სხდომის მოაწყობენ. "ადმინისტრაციული შენობების კანონიერი პიკეტირებები არ არის თვითმიზანი, ეს უნდა განხორციელდეს იმ დღეს, როდესაც პარლამენტი აპირებს მუშაობას. გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ასეთი, ადამიანების რესურსიდან, კლიმატიდან გამომდინარე. როდესაც აპირებენ ფორმალურ მოქმედებას, მაშინ გაიმართება აქციები. ჩვენი ვაიძულებთ ხელისუფლებას შეასრულოს დანაპირები," - განმარტა გუგავამ. დღევანდელი საპროტესტო აქცია უკვე დასრულებულია, თუმცა ადგილზე აქციის მონაწილეთა კარვები რჩება, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა ისევ ... ...
  • რა იგეგმება მომავალ კვირას თბილისშიმოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ მომავალი კვირის დასაწყისში დიდი შეკრება იგეგმება, ხოლო სამშაბათს სესიის ჩასაშლელი პიკეტი შედგება. “ორშაბათს იქნება აქ ძალიან დიდი შეკრება, იქნება სამშაბათის სესიის ჩასაშლელი პიკეტი. თუ დეპუტატებს, რომლებიც თავის ბიზნესისთვის არიან პარლამენტში ან ფულისთვის, მოუნდებათ იქ შესვლა, ჯერ ქართული პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეები და მასთან ერთად პოლიტიკური პარტიები, ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი, უნდა გაგვწიონ, კიდევ გამოიყვანონ პოლიციელები. ამისთანა წნეხს იგი მთელი წელი ვერ გაუძლებს და თუ გაუძლებს, როცა მოვა არჩევნები, რა მოდელიც უნდა იყოს, იმას წააგებს“, _ თქვა დღეს გამართულ აქციაზე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?