როგორ აღინიშნა თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე (ფოტორეპორტაჟი)

საზოგადოება

როგორ აღინიშნა თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე (ფოტორეპორტაჟი)

9 მაი. 2017, 18:05:31

9 მაისი ქვეყნისთვის გამარჯვების, საზოგადოების ნაწილისთვის კი, ახლობელი ადამიანების დაკარგვის დღეა.  წელს საქართველოში მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღინიშნება.

თბილისში, ვაკის პარკში, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყო.

მთავრობის წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიის ლიდერები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები, უცნობი ჯარისკაცის საფლავს ყვავილებით ამკობდნენ და დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად საფლავთან სანთლებს ანთებდნენ.

ვაკის პარკში იმყოფებოდნენ ასევე ე.წ. ღამის მგლების წევრები, რომელთა საქართველოში შემოსავლამაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.  მათ უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს და მიხაკებით შეამკეს.

საზოგადოების წარმომადგენლების დიდი ყურადღების ქვეშ ასევე სამამულო ომში გადარჩენილი ვეტერანები იყვნენ, რომლებმაც, პატივი მიაგეს სამამულო ომში დაღუპულ თანამებრძოლთა ხსოვნას.

უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მოსული პოლიტიკოსების ნაწილი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ ვეტერნებმა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად შემოგვინახეს მომავალი და ისინი ყოველთვის დაფასებულები იქნებიან, თუმცა, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ვეტერნები დღეს სათანადოდ დაფასებულები არ არიან.

როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას, ომში დაღუპული ერთ-ერთი მეომრის შვილმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, თქვა, რომ დღეს ვეტერნები დაუფასებლები არიან.

„როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 9 წლის ვიყავი, ახლა, 85 წლის ვარ. მომავალ თაობას ვუსურვებ ყოველთვის ეცხოვროთ მშვიდობიანად, ისე, როგორც, ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში. მართალია, დიდი ომი გამოვიარეთ და დღეს ამ ომის გამარჯვებას ვზეიმობთ, მაგრამ ქართველ ხალხს ვუსურვებ ის დღეები, რომლებიც მშვიდობიანი იყო არასდროს მოკლებოდეთ. დღევანდელ სიტუაციას რომ ვუყურებ ხალხი ძალიან შეწუხებულია და ამას მშვიდობა არ ჰქვია. ხალხი ძალიან ცუდად ცხოვრობს, ვეტერანები კი ცუდად არიან დაფასებულები“, _თქვა მან.

ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია,  „ძლიერი, ერთიანი საქართველოს“ სამოქალაქო ფრთის ხელმძღვანელი,  მარიამ ჩაჩხიანი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოში ვეტერნები დაფასებულები არ არიან.

„დღევანდელი დღე არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ძალიან გვიხარია, ის, რომ, ვხედავთ მოხუც ადამიანებს, რომლებიც ომის ვეტერანები არიან. აქ მოვედით იმისთვის, რომ თითოეულ ქართველს მივულოცოთ დღევანდელი დღე“, _ აღნიშნა ჩაჩხიანმა და დასძინა „ჩემი აზრით, საქართველოში ვეტერნები დაფასებულები არ არიან.“

„გურია ნიუსთან“ საუბრისას,  ვალენტინა პისარიონოვა აღნიშნავს, მამა ომიდან აღარ დაბრუნებულა, ამიტომ, 9 მაისს, უცნობი ჯარისკაცის საფლავის ყვავილებით შემკობა მისთვის მამის საფლავზე ყვავილების მიტანის ტოლფასია.

„მამაჩემი ომის მონაწილე იყო და არ დაბრუნებულა. ომის პერიოდი და ის პირობები, რაშიც, ცხოვრებამ მოგვიწია მაშინდელ ბავშვებს მახსოვს. ერთია, როგორ მივდიოდით გამარჯვებამდე, დღევანდელ დღეს კი, როდესაც უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მოვდივარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მამაჩემის სასაფლაოზე ვდებ ყვავილებს,_ამბობს პისარიონოვამ.

„გურია ნიუსთან“ უცნობი ჯარისკაცის სასფლავის მნიშვნელობაზე საუბრობს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, თამარა, რომელმაც გვარის გამხელა არ ისურვა.

9 მაისი ყოველთვის უნდა აღნიშნოთ, რადგან, მაშინ საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, მაგრამ, პროცენტულად, ომში ქართველები უფრო მეტნი დაიღუპნენ. კარგი მომავალი თაობა იზრდება და ვუსურვებ, რომ ომი აღარ ნახონ. პირადად მე, ყოველ 9 მაისს მოვდივარ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს ვაგებ, რადგან მასში იგულისხმება ყველა ვინც ვერ დაბრუნდა, მათ შორის, ჩემი მეუღლის ბიძა,_ამბობს თამარა.

უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებილ ადამიანებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩვენი ყურადღების ქვეშ თუნდაც ჩაცმულობის ან რამე სიმბოლური სურათის გამო მოხვდა.

ერთ-ერთი ასეთი პირი, ჯამბულ ხაბეიშვილი აღმოჩნდა, რომელსაც მკერდზე სტალინის სურათი ჰქონდა ჩამოკიდებული.

 „მამაჩემი იყო ჩეხოსლოვაკიის, ჩინეთის და აფხაზეთის ომის ვეტერანი. ბავშვობიდან სტალინის თაყვანისმცემელი ვარ და აქ სტალინის სურათით ამიტომ მოვედი. მე მუშურ-გლეხური კონსტიტუცია ვიცი სხვა კონსტიტუცია ჩემს თავში არ შევა. ის იყო ძმური, მეგობრული. პატარა მინუსი ყველაფერს აქვს და აი, ბატონო კი არის შედეგი, კატა-თაგვობანას თამაშობენ და ყველა დაბნეულია,“_ამბობს ხაბეიშვილი.

უცნობი ჯარისკაცის საფლავის ყვავილებით შემკობის გარდა, ვაკისპარკში ასევე „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა, ხოლო კონცერტის დასრულების შემდეგ, ვეტერნები ტრადიციულად სუფრასთან მიიწვიეს.

ცნობისთვის, ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს 72 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომს 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის მხოლოდ საქართველოდან 200 ათასი მოქალაქე დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 

 

 

 ამავე თემაზე:

ვისთან გადაამისამართა კომენტარისთვის ჟურნალისტები „ღამის მგლების“ წევრმა

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ლანჩხუთში

ოზურგეთში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს

როგორ აღნიშნეს 9 მაისი ქობულეთში (R)

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ერთჯერად დახმარებებს მიიღებენ

 




 ახალი ამბები
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ ჭიჭინაძე “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. „ როგორც ჩანს ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც! „ - განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაზემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით, : „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...
  • პენიტენციური სამსახური: ადვოკატი კობაიძე პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებშია ჩართული (R)სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა საჩივრით, რომლითაც ის ითხოვს ეთიკის კომისიამ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რამდენიმე ტელეარხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის საპროტესტო აქციის შესახებ. ადვოკატი მტკიცებით ფორმაში საუბრობდა მსჯავრდებულთა მიმართ გაუპატიურებით დამუქრებაზე N8 დაწესებულების დირექტორის მხრიდან. პენიტენციური სამსახურის მიერ ადვოკატთა ასოციაციისათვის გაგზავნილ საჩივარში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება, ადვოკატი კობაიძე ორჯერ იქნა მიწვეული ფაქტების ან ინფორმაციის წარსადგენად მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაზეც მან უარი განაცხადა. პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზაობას, ადვოკატთა ასოციაციის დაინტერესების შემთხვევაში, სრულად ითანამშრომლოს მასთან და მიაწოდოს სრულფასოვანი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებთან, რომელშიც ადვოკატი კობაიძე არის ჩართული. ასევე საჩივარში აღნიშნულია, რომ საეჭვოდ და პრობლემატურად გამოიყურება ამ ქმედებებში ალექსანდრე კობაიძის დიდი მონდომება პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციისთვის. ალექსანდრე კობაიძე არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა. როგორც ჩანს, ამ მიზნით ალექსანდრე კობაიძე არ ერიდება არც ტყუილს და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით არაკეთილსინდისიერ მანიპულირებას. სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოცემული ქმედებები ნამდვილად არ შეუწყობს ხელს საზოგადოებაში ადვოკატის პროფესიის რეპუტაციისა და ადვოკატთა კორპუსის ავტორიტეტის ზრდას. ამიტომაც, თავად ადვოკატთა ასოციაციის ინტერესშია, რომ შეფასდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს ადვოკატ კობაიძის ზემოთ აღწერილ ქმედებებს. ... ...
  • ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ლ.-მ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს -1987 წელს დაბადებულ ვ.რ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა შ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ამავე ინციდენტის დროს, შ.ლ.-ს თანმხლებმა - ვ.შ.-მ ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ვ.რ.-ს თანმხლებ ირანის მოქალაქეს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებით ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls