როგორ "აჯობეს" ჩოხატაურელებმა ბიძინა ივანიშვილს

საზოგადოება

როგორ "აჯობეს" ჩოხატაურელებმა ბიძინა ივანიშვილს

2019 ივნ 14 12:50:08

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის "სხივის" დირექტორმა მერაბ დოლიძემ, 2019 წლის 10 მაისს, ინდმეწარმე გიორგი დოლიძეს 3 126-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. დოკუმენტის თანახმად, დოლიძეს 17 მაისამდე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფარცხმის ადმინისტრაციული ერთეულის ტყე-პარკში ხე-მცენარეები უნდა გაეშენებინა და სანერგე მეურნეობა შეექმნა.


გიორგი დოლიძე ისეთი ყოჩაღი აღმოჩნდა, რომ სანერგე მეურნეობა 4 დღეში შექმნა, რასაც შესრულებული სამუშაოს აქტით ადასტურებს "სხივის" ინსპექტირების ჯგუფი:

"შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სამუშაოები სრულად დასრულებულია. კერძოდ, დასრულებულია: ჩოხატაურში ფარცხმის ადმინისტრაციული ერთეულის ტყე-პარკში ხე-მცენარეების გაშენების და სანერგე მეურნეობის შექმნის სამუშაოები ღირებულებით 3126 ლარი", _ ვკითხულობთ შესრულებული სამუშაოს 14 მაისს შედგენილ აქტში, რომელსაც ხელს კომუნალური სამსახურის თანამშრომლები და ინსპექტირების ჯგუფის წევრები _ ავთანდილ ცინცაძე, ლეო სიმონიშვილი და სოფიკო მეგრელიძე აწერენ.

დოკუმენტს, მეორე მხრივ, ხელს აწერს ჩამბარებელი _ ი/მ გიორგი დოლიძე.

ამ დოკუმენტის საფუძველზე გიორგი დოლიძეს იმავე დღეს ჩაერიცხა 3 126 ლარი და საქმეც დასრულდა _ მეურნეობა მოეწყო, მეწარმემ ფული აიღო და ყველა კმაყოფილია! ამით ჩოხატაურელებმა ბიძინა ივანიშვილს "აჯობეს", რომელიც 2 წელია პარკს აკეთებს და ხეებს რგავს _ მისგან განსხვავებით, აქაურებმა 4 დღეში მოახერხეს ხეებისა და მცენარეების დარგვა და სანერგე მეურნეობის გაკეთება!

თუმცა, ეს ყველაფერი ამ სენსაციური ამბის პროლოგია...

შინაარსი კი ასეთია:

 ფაქტი #1

კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელმა მერაბ დოლიძემ მისი დაკვეთით გაშენებული სანერგე მეურნეობის ადგილსამყოფელი არ იცოდა და მას შემდეგ გაიგო, რაც ამ ამბით "გურია ნიუსი" დაინტერესდა. 11 ივნისს, ე. წ. სანერგე მეურნეობისთვის მიგნებისთვის, "სხივის" თანამშრომლების მოძებნისა და ადგილზე მიყვანისთვის 2 საათი დაგვჭირდა.

 ფაქტი #2

ე. წ. სანერგე მეურნეობა, სადაც ხე-მცენარეები უნდა იყოს გაშენებული, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის წინ შემოღობილი ადგილია, სადაც წელამდე ბალახია და სადაც 300-მდე ძირი კაკლის საძირე ნერგია დარგული, რომლის ნაწილი გამხმარია.

 ფაქტი #3

მიუხედავად იმისა, რომ "სხივის" დირექტორს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ი/მ გიორგი დოლიძესთან, გაირკვა, რომ ამ პიროვნებას სანერგე მეურნეობის გაკეთებასთან საერთო არაფერი აქვს და ის მხოლოდ ფულის გამტარია _ მერაბ დოლიძესთან საუბარში გამოიკვეთა, რომ სამუშაოები "სხივის" თანამშრომელმა ვასილ ცინცაძემ შეასრულა, დოლიძის მტკიცებით, ინდმეწარმის დაკვეთით.

 ფაქტი #4

ვასილ ცინცაძე ამბობს, ინდმეწარმე გიორგი დოლიძე მისი ნათესავია, მან მოძებნა და "სხივის" დირექტორთან ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიყვანა, რადგან თანხის გაცემა დოკუმენტურად სხვაგვარად ვერ ხერხდებოდა. ცინცაძემ დააზუსტა, რომ თანხის ჩარიცხვის დღესვე, დოლიძეს 3 126 ლარი ხელზე გამოართვა და მუშებს გადაუხადა _ მარტივად რომ ვთქვათ, მეწარმე მხოლოდ ბიუჯეტის ფულის "გასატარებლად" გამოიყენეს.

 ფაქტი #5

თითქმის ერთსაათიან ინტერვიუში ვასილ ცინცაძემ ფულის ხარჯვის სხვადასხვა ამბავი მოგვიყვა, ბოლოს იმაზე შეჯერდა, რომ სამუშაოების ნაწილი მომავალში უნდა შესრულდეს; რომ 180 ლარი გადაუხადა ადამიანს, რომელმაც ფართობი დახნა, დაფარცხა, ორმოები ამოიღო და ნერგები დარგო; 410 ლარი კი მისცა ადამიანს, რომელმაც ნერგები ჩამოუტანა! დანარჩენი თანხის ასავალ-დასავალი ვერ დაგვიკონკრეტა.

 ფაქტი #6

როგორც დავაზუსტეთ, მუშას, რომელმაც ფართობი დახნა, დაფარცხა, ორმოები ამოიღო და ნეგები დარგო, 210 ლარის ნაცვლად, 180 ლარი ნამდვილად მისცეს და ამ თანხაში ტრაქტორისთვის საჭირო საწვავის ღირებულებაც შედიოდა. ცინცაძემ მუშას 30 ლარი დააკლო, რომელსაც მისი განმარტებით, მომავალში აუცილებლად მისცემს.

 ფაქტი #7

ვასილ ცინცაძე ტყე-პარკში, ე. წ. სანერგე მეურნეობაში ყოფნისას გვიმტკიცებდა, რომ სანერგისთვის საჭირო მცენარეები, პარკები და კონტეინერები სახლში ჰქონდა. ამიტომ, სახლში ვესტუმრეთ. იქ მხოლოდ ვაზის ნერგები დაგვახვედრა, რომელიც, მისი განმარტებით, მან გამოიყვანა მუნიციპალიტეტისთვის და ამაში თანხა არ დაუხარჯავს. თქვა, რომ კონტეინერები და თესლების ჩასადები პოლიეთილენის ჭიქები მომავალში უნდა იყიდოს და ამისთვის თანხა აქვს. თუმცა, თანხის ოდენობა ვერ დაგვიკონკრეტა და არც ის გვითხრა, სად ჰქონდა ინმდეწარმისთვის გამორთმეული თანხის ნაწილი.

 ფაქტი #8

ინდმეწარმე გიორგი დოლიძე "სხივის" მიერ გახორციელებულ ერთ პირთან მოლაპარაკების წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებში ლიდერია. დოკუმენტებით მტკიცდება, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფულს იღებს ხეების მოჭრაში, ხიდების შეღობვაში, სასაფლაოს ღობის გაკეთებაში, ლითონის კონტეინერის შეკეთებაში. იგი "სხივს" მომსახურებას უწევს კანალიზაციის გამწმენდი სპეცმანქანითაც და ბახმაროში ბინასაც კი აქირავებს კომუნალური სამსახურის თანამშრომლებისთვის!

 ფაქტი #9

ი/მ გიორგი დოლიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა) იპ "არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის" თანამშრომელია. მასთან გასაუბრება რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა, მან "გურია ნიუსის" ზარებს არ უპასუხა.

მოგვიანებით, უცხო ნომრით დავურეკეთ და ვკითხეთ, რამდენად შეეძლო მოექირავებინა კანალიზაციის გამწმენდი მანქანა, რაზეც  გიორგი დოლიძემ გვიპასუხა, რომ მსგავსი მანქანა მას არ ჰყავს და მხოლოდ ოზურგეთშია მისი ქირაობა შესაძლებელი. შემდეგ ვკითხეთ, შეგვიღობავდა თუ არა რკინის მოაჯირებს და მოგვიჭრიდა თუ არა ხეებს, რაზეც გვიპასუხა, რომ არის ამისთვის საჭირო ხალხი. მას შემდეგ კი, რაც ვკითხეთ, შეეძლო თუ არა სანერგე მეურნეობის მოწყობა ისე, როგორც კომუნალურ სამსახურს გაუკეთა, ჩვენი ხმა "ვეღარ გაიგონა" _ რამდენიმე წუთის განმავლობაში გვიმეორებდა, რომ შეკითხვა არ ესმოდა, შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა და მოგვიანებით ზარებს აღარ უპასუხა.

 ფაქტი #10

ჩოხატაურში, სანერგე მეურნეობის გაკეთების იდეა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ მამალაძეს ეკუთვნის. მან, ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს,  საკრებულოს სხდომაზე, მერიის სამსახურებს სთხოვა 2 000 კვ.მ. მიწის ფართი გამოყოფა, სადაც სანერგე მეურნეობა გაკეთდებოდა.

_ ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი საქმე მუნიციპალიტეტისთვის. მოვძებნოთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩვენს ბალანსზე იქნება და სადაც მოეწყობა სანერგე მეურნეობა.

აქ გამოყვანილი ნერგები მუნიციპალიტეტის გამწვანებას მოხმარდება. კეთილმოწყობის სამსახურში 5 ადამიანი მუშაობს გამწვანების კუთხით და ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ჩვენი სანერგე მეურნეობა, _ მიმართა მაშინ ზაალ მამალაძემ მერიის წარმომადგენლებს.

ზაალ მამალაძე ამბობს, რომ სანერგე მეურნეობის არსებობა მუნიციპალიტეტში საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყდა. მისგან იდეა წამოვიდა, რომელიც შესაბამის სამსახურებს უნდა გაეხორციელებინათ. მისივე თქმით, "მართალია, 2 წელი დასჭირდათ, თუმცა, გააკეთეს. რაც შეეხება ხარისხს და ე. წ. სანერგე მეურნეობაში არსებულ სიტუაციას _ საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპი, რომელმაც ამ ყველაფრის გაკეთების ვალდებულება აიღო და თუ იქ რაიმე არასწორადაა გაკეთებული, საკრებულო ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება, გამოითხოვს ყველა დოკუმენტაციას და შესაბამის რეაგირებასაც შემდეგ მოახდენს".

 ეპილოგი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ი/მ გიორგი დოლიძე ყველა სახის სამუშაოს უსრულებს "სხივს", რაშიც პრობლემას ვერ ხედავს კომუნალური სამსახურის უფროსი _ მერაბ დოლიძე ამტკიცებს, რომ ამ ადამიანს მართლაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია და ეჭვი, რომ მას ფულის "გასათეთრებლად" იყენებენ, აბსურდულია. არადა, ფაქტია, რომ პირს ბიუჯეტის ფული ჩაურიცხეს, მიღება-ჩაბარების აქტიც ისე შეადგინეს, რომ არაფერი შეუმოწმებიათ და მერე ეს ფული, "სხივის" თანამშრომელმა "ქეშად" წამოიღო. ამაში პრობლემას ვერ ხედავს მერაბ დოლიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია და ესაა მთავარი. კითხვაზე, იცის თუ არა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, გვპასუხობს, რომ დანაშაული არავის ჩაუდენია და ინდმეწარმე ვის რას მისცემს, მისი საქმე არაა (?!); დოლიძეს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ მოაწერა ხელი თანხის გადარიცხვის საბუთს, როცა სამუშაო ნანახიც კი არ ჰქონდა, გვიპასუხა, რომ მისი მოვალეობა სწორედ საბუთებზე ხელის მოწერაა და არა თოხის და ბარის ქნევა!

ამ საბუთებში შავით თეთრზე წერია, რომ ზუსტად 4 დღეში, ი/მ გიორგი დოლიძემ გაწმინდა და გაასუფთავა ნიადაგი; დახნა და ფრეზირება მოახდინა; ამოიღო და სანერგეში გადაიტანა 450 ძირი ნერგი (რისი, არ წერია); აგეგმა ფართობი; ამოიღო ორმოები; დარგო ნერგები; ნერგების მისაკრავად დაამზადა ჭიგოები და შემდეგ მასზე მიაკრა ნერგები; შეიძინა ნერგების ჩასადები კონტეინერები, თესლების ჩასადები პოლიეთილენის ჭიქები, ორგანული და მინერალური სასუქები, ფუნგიციდები, საწამლი აპარატი, თოხი, ბარი, ნიჩაბი, ვედრო, ფოცხი, 1 მანქანა სილა-ნიადაგი, დიზელის საწვავი და სარწყავი მილი.

თუმცა, ეს ქაღალდზე _ რეალურად კი, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ძველ შემოღობილ ფართში 300-მდე კაკლის საძირე ნერგი ბალახებშია ჩამალული და სხვა, დოკუმენტში ჩაწერილი სამუშაო შესრულებული არ არის, რაც ვასილ ცინცაძემ მერაბ დოლიძის თანდასწრებით აღიარა! ადგილზე არც ჭიგოა, არც მისი ყოფნის კვალი და საბუთში გაწერილი საწვავის შეძენა, რომელიც თითქოს გიორგი დოლიძემ იყიდა, ბლეფია, რადგან მუშამ "სხივის" დირექტორის თანდასწრებით თქვა, რომ საწვავის ღირებულება იმ 180 ლარში შედიოდა, რომელიც მას გადაუხადეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _ ჩვენ დავინტერესდით, ჩატარდა თუ არა ნიადაგის კვლევა სანერგე მეურნეობის გასაშენებლად, რაზეც ვასილ ცინცაძემ თქვა, რომ ეს არ სჭირდება, რადგან იგი ძლიერი აგრონომია და კვლევის გარეშე იცის, რა ტიპის ნიადაგზე რა ხარობს!




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ოპოზიციას კვერცხები ესროლესოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, ქუთაისში, კვერცხები ესროლეს. შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა, სადაც ისინი არიან შეკრებილები და მსვლელობას გეგმავენ. კვერცხები, სავარაუდოდ მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ... ...
  • რა თანხას გახარჯავს ბიუჯეტი წინასაახალწლო სამზადისისთვისლანჩხუთის ცენტრში წინასაახალწლო სამზადისია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.   ქალაქის ცენტრალურ სკვერში უკვე დაწყებულია სადრესასწაულო განათებების მონტაჟი, რომელსაც, კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, დავით წულაძის თქმით, მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული. „დამდეგ ახალ წელს უფრო ლამაზი და მორთული შეხვდება ჩვენი ქალაქი. ახლა სადღესასწაულო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. ლამაზი მანათობლებით მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული, მიმდებარე ქუჩებსაც გავალამაზებთ. მთავარი ნაძვის ხის ანთებას კი 25 დეკემბრისთვის ვგეგმავთ“,_ამბობს წულაძე. ... ...
  • საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს(R)საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებელს ონლაინ გადახდების მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი - iPay შესთავაზა.  iPay  არის სწრაფი, თანამედროვე, მარტივი და კომფორტული გადახდის გზა მათთვის, ვისაც ონლაინ შოპინგი უყვარს. iPay Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Exmpress-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური კომფორტით გააკეთონ შენაძენი ონლაინ მაღაზიაში.  iPay -ს საშუალებით ყოველ ჯერზე აღარ არის საჭირო ბარათის მონაცემების თავიდან შეყვანა. საკმარისია საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის ან მობაილბანკის მონაცემებით ავტორიზაცია. ამასთანავე, მომხმარებლისთვის სასურველი ნივთის შესაძენად საჭირო ნაბიჯები მინიმუმამდეა შემცირებული, რადგან პროდუქტი სწორედ თანამედროვე ონლაინ შოპინგის საპასუხოდ შეიქმნა. Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს iPay მარტივი და კომფორტული ონლაინ გადახდების გარდა, აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველ პროდუქტზე განვადება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან,  ვებგვერდიდან გაუსვლელად და ფილიალში მისვლის გარეშე გააკეთოს. გადახდის ახალი სისტემა მოსახერხებელია არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რადგან  iPay არის კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, მარტივად მართოს გადახდები, გაეცნოს ანალიტიკურ ინფორმაციას. ასევე, ერთ სივრცეში ნახოს გადახდებთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც მას მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს. ეს კი ბიზნესს დაეხმარება შემდგომ განვითარებასა და მომდევნო ნაბიჯების სწორად დაგეგმვაში. „საქართველოს ბანკი მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის, მის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან ჩვენს მომხმარებელს ონლაინ გადახდების კიდევ უფრო სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობა აქვს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ონლაინ გადახდებში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. არსებული პროდუქტის შეთავაზება გახლავთ საქართველოს ბანკის  მიერ რეგიონის მასშტაბით open banking-ის განვითარების სტრატეგიის ნაწილი და ამ კუთხით ჩვენ ჩვენს მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ“,_განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.(R) ... ...
  • წინასაახალწლოდ კამპანია "ნუ მოჭრი- მორთე" დაიწყო „ნუ მოჭრი-მორთე,"_ ასე ჰქვია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კამპანიას, რომლის მიზანიც წიწვოვანი ხეების ჭრის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. კამპანია “ნუ მოჭრი, მორთე“ ფართო საზოგადოებას საშუალებას აძლევს საკუთარი გადაწყვეტილებითა და ქმედებით წვლილი შეიტანოს  ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წიწვოვანი სახეობების შენარჩუნებაში, რადგან თუკი საახალწლოდ 1 მილიონი ოჯახი ცოცხალი ნაძვის დადგმას მოისურვებს, ეს 1 მილიონი ხის მოჭრასა და შესაბამისად, 700 ჰექტარი ტყის გაჩეხვას გამოიწვევს, რაც ფასდაუდებელი დანაკარგია ქვეყნის ბუნებისთვის, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი, მოჭრას კი მხოლოდ 5 წუთი სჭირდება.    კამპანიის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი შეხვდა მედიის წარმომდგენლებს და გააცნო მათ კამპანიის მნიშვნელობა, მიზნები და ასევე კამპანიის ფარგლებში მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობები.  კამპანიის მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეარჩიონ ადგილმდებარეობა (როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში მდებარე სკვერები, ბაღები, პარკები) და საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად ... ...
  • ქედის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ტარიელ თ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ თ-მ მოქალაქეს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და  ორ ნაწილად აიღო 2000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს