როგორ იყოფდნენ გზებს დეპუტატები და რატომ "ჩახსნეს" არაერთხელ მხარდაჭერილი პროექტი

საზოგადოება

როგორ იყოფდნენ გზებს დეპუტატები და რატომ "ჩახსნეს" არაერთხელ მხარდაჭერილი პროექტი

2017 დეკ 22 17:23:22

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  2018 წელს რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან გასახორცილებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, მიუხედავად დეპუტატებს შორის დაპირისპირებისა, ბოლოს მაინც  მოიწონეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ ისაუბრა, მან გარდამავალი პროექტები წარუდგინა საკრებულოს წევრებს. თოთიბაძის განცხადებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ ქალაქ ოზურგეთში  _ ი. შემოქმდელის, სანაპიროს, სანაპირო-ჯორჯიაშვილი-წმ. გიორგის დამაკავშირებელი გზას, გენიჩესკისა და გიორგაძის ქუჩებს.

ბოხვაური - შემოქმედის დამაკავშირებელი გზა ასფალტო-ბეტონის საფარით მოიწყობა, ასევე მოხდება ვაკიჯვარი (ფამფალეთი) -მთისპირის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

გარდამავალი პროექტების სიაშია, ასევე _ ნასაკირალი-მელექედურის გზა, წითელმთა -მაკვანეთის, სილაურის ცენტრიდან -ოზურგეთის, ნინოშვილი-ლესას მიმართულებით, სოფელ ჭანიეთის ცენტრიდან ქაქუთის მიმართულებით, სოფ. შემოქმედის ცენტრი -გორისფერდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

სოფელ მაკვანეთში აშენდება არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერისა და გალობის მუზეუმი. 

აღნიშნული საკითხის ირგვლივ მსჯელობას, საკრებულოს დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, ერთმანეთში დაპირისპირება და შეურახყოფაც მოჰყვა.

პირველად განცხადება  საკრებულოს დეპუტატმა და სამანდატო საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ეროდი გორდელაძემ გააკეთა. მისი თქმით, წარმოდგენილ პროექტებში არ არის სოფლების _  გაღმა დვაბზუ-ბაღდადი-ბახვთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე წელია დაიწყო, გაკეთდა გზის ნაწილი და დანარჩენი კი  შეჩერებულია:

_ აქ თითქმის ყველა ძველი დეპუტატები ვართ, ადრე ჩვენ გვქონდა გარდამავალი პროექტები გარკვეულ სოფლებში. საკრებულომ ამ პროექტების დასრულებას მხარი დაუჭირა. ეს პროექტები მისაყვანი იყო ბოლომდე. შეთანხმებით,  ინფრასტრუქტურის კომისიასთან გავლით და ერთმანეთთან დათმობით  ხდებოდა სოფლებში გზების რეაბილიტაცია. ჯერ ერთ სოფელში და მერე მეორეში დაიწყებოდა, ან პირიქით და გრძელდებოდა. აქ წარმოდგენილ პროექტებში არც ერთი ეტაპი არ ჩანს დვაბზუ-ბაღდადი-ბახვის გზის. აღნიშნული უბანი  მჭიდროდ დასახლებულია. გზის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო ორი წლის განვალობაში. ორი წელი კი მარტო დვაბზუს  გარკვეულ მონაკვეთს დასჭირდა  და დღეს ვიგებთ, რომ აღარც ბაღდადის გზის შეკეთება  გრძელდება და აღარც ბახვი. ის კი არა საერთოდ ჩახსნილია. მაინტერესებს, რის მიხედვით იქნა არჩეული და წარმოდგენილი პროექტები, ან სად იქნა განხილული და ვინ არის ავტორი, რომ არაერთხელ მხარდაჭერილი პროექტი ჩახსნილია. არ მინდა ახლა ისე გამომივიდეს, რომ დღეს მე ხელი შევუშალო თბილისში გადასაცემ პროექტებს და  არ დაფინანსდეს, ვადაში ვერ ჩავჯდეთ  და პროექტები ჩავარდეს,   ამის ინიციატორი კი ეროდი გორდელაძე იყოს და ვხვდები ამას! მუხლობრივად გავიაროთ ეს საკითხი, _ თქვა გორდელაძემ, რომელსაც დაბა ნასაკირალის დეპუტატი ბესიკ ქათამაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ასევე, მხარდაჭერილი, საკრებულოს მიერ მოწონებული და დამტკიცებული პროქტი _ ნასაკირალი-მელექედურის გზის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და 2017 წელს შეჩერდა:

ბესიკ ქათამაძე: _ შარშან ჩვენ გარდამავალი პროექტი გვქონდა მელედეური-ნასაკირალი და რა უყავით ამ პროექტს? შარშან დავამტკიცეთ, შემდეგ ამოიღეთ სიიდან, თქვენ ახლა თქვით, რომ დეპუტატები ერთმანეთს ვუთმობდითო, მაშინ, როცა ჩვენ მიერ დამტკიცებული პროექტი ამოიღეთ, რატომ არ გაგიჩნდათ კითხვა? ვისთან ათანხმებდით ამას,  მელექედურის დეპუტატთან შეთანხმდით, ნასაკირალი რომ ამოიღეთ?  

ხმაური გამოწვია  ენმ-ს წევრის  შალვა თავდიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა:

_ რატომ ჰყოფდით ამ პროქტებს, სად და როგორ  ხდებოდა პროექტების დაყოფა? ვინ საზღვრავდა კილომეტრობით გზების დანაწილებას? თქვენ იცით თუ არა, რომ, როცა გზებს ჰყოფდით, ამით ზიანს აყენებდით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მაგალითად, ნაგომარში, 1კმ. 300 კვ. მ. დააგეთ და მეორე ეტაპი  მერე გააგრძელეთ. იმ გზაზე მეწარმემ,  რომელიც ამ სამუშაოებს აკეთებდა ატარა გადატვირთული ბალასტი, 60-ტონიანი მანქანები დადიოდა ასფალტის. იმიტომ, რომ იაფი უჯდებათ. პროექტს, რომელსაც 35 პროცენტს დააკლებ, იგი პროექტი ვერ შესრულდება თუ იქ გვერდიდან რაღაცა არ მოხდა.

ლევან კილაძე, მელექედურის დეპუტატი : _ კი, ერთი წელი ჩაგვივარდა 2017 წელს, უნდა შესრულდეს პროექტი. მელექედულებმა პირველ ეტაპზე ეს გზა დავთმეთ და დაიწყო ნასაკირალიდან. ახლა დავიწყოთ მელექედურიდან ნასაკირალის მიმართულებით. ეს თხოვნა შევუსრულოთ ამ ხალხს. ძალიან ცუდ დღეშია ი.შემოქმედელის ქუჩა და მივესალმები, რომ გაკეთდება.

ლალი სიჭინავა, ცხემლისხიდის დეპუტატი :გზა ყველა სოფელში გასაკეთებელია. არ შეიძლება, როცა პროექტი დაწყებულია, ის უნდა გავავრძელოთ. რა ვუთხრათ იმ ოჯახებს, სადაც ეს გზა მისულია და შეჩერებულია,  შეწყვეტილია?  განცვიფრებული დავრჩი, ეს პროექტი აქ რომ ვერ დავინახე.  

როზეტა სკამკოჩაიშვილი, დვაბზუს დეპუტატი: _ ეს გზა ნამდვილად გასაკეთებელია, თანაბარ პირობებში არ არის მოსახლეობა, დასრულდეს ბოლომდე. გადავინაწილოთ და რაღაც სიკეთე ყველა სოფელმა უნდა მიიღოს.

დავით ჭაკნელიძე, შრომის დეპუტატი: _  შრომა -ორმეთი-კონჭკათის დამაკავშირებელი გზის პროექტი შევადგინოთ. გზის 2 კილომეტრია გასაკეთებელია.

მერაბ ბერიძე, ჯუმათის დეპუტატი: _ ცენტრამდე მისასვლელი გზა ჯუმათში არ არის, გთხოვთ, გაითვალისიწინეთ. აქ ისტორიული ძეგლია და  შეისწავლეთ და გააკეთეთ.

“ენმ“ წევრებსა და ფრაქცია “ქართული ოცნების“ ლიდერს გელა აროშიძეს  შორის დაპირისპირება მოხდა.

_ ის საკითხი, რომ გზა მაშინ კეთდება, როცა არჩევნებია, არ გეთანხმები ბესო, ეს გარდამავალი პროექტებია და უნდა გაკეთდეს, _ თქვა აროშიძემ.

გოჩა კილაძე, სილაურის დეპუტატი: _ აქ ყველა ყვირის,  ზოგს გადახტომაც უნდოდა. ხელის გადაგრეხვაზე თუ  არის საქმე, ეს არ ვიცი. არის სოფლები, სადაც არაფერი  გაკეთებულა. აქ წარმოდგენილი პროექტებიდან რომელი არ არის შესასრულებელი?

ვალოდია ბერიძე, ნარუჯის დეპუტატი: _  სამართლიანი კითხვა მაქვს, გული მწყდება _ ნარუჯაში გზა არ კეთდება? ეს საერთოდ არ არის ნახსებენი და არც სამომავლოდ არ წერია.

ბოლოს მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ განმარტა, რომ წარმოდგენილი პროექტები მერის ინიციატივა არ არის და ის წინა წლებში დამტკიცებული და დაწყებული პროექტების გაგრძელებაა:

“ყველა სოფელში პრობლემება და გასაგებია, რაც პროექტები წარმოგიდგინეთ, ეს პროექტები არჩეულ მერს არ შეუდგენია,  დაგხვდა.  ჩვენ პატივს ვცემთ ნაშრომს. ხარჯთაღრიცხვაზე ხარჯიც გაწეულია ბიუჯეტიდან,  რაიმე კორექტირება ამაში არ შეგვიტანია, არც დაგვიგრძელებია და არც დაგვიმოკლებია გზის რომელიმე მონაკვეთი,  როგორც იყო ისე წარმოგიდგინეთ“.




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ისევ გაიზარდააქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი. ინფორმაციისთვის, 131 ადამიანიდან 26 ... ...
  • “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასურსათო მაღაზიებთან და აფთიაქებთან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საინფორმაციო ფურცლები გააკრა; ტექსტში, ცხადია, აღნიშნულია, რომ ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, ვაჭრობისას დისტანცია დაიცვან, თუმცა, ამ საინფორმაციო ფურცლებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო ობიექტებს სამუშაო დრო 19 საათამდე განუსაზღვრეს. “გუშინ, 7 საათზე რომ დავხურე მაღაზია, რამდენიმე ადამიანი გარეთ, ერთმანეთისგან დინსტანცირებით  მელოდებოდა; თხოვნის მიუხედავად, მათთვის უარის თქმა მომიხდა -  შიშში ვიყავი, ვინმემ არ დამაჯარიმოს-მეთქი. მთავარია, ცხრა საათზე სახლში ვიყოთ და შვიდ საათზე დავკეტავ თუ ცხრის ნახევარზე, ეს მგონი არაა კანონდარღვევა“, _ განუცხადა “გურია ნიუსს“ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ. სასურსათო მაღაზიის კიდევ ერთი მეპატრონე კი წუხს, რომ 7 საათამდე დისტრიბუციას ვერ მოასწრებს, რადგან მომწოდებელს რვა საათზე ელოდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ კომენდანტის საათის გამოცხადების მერე შეუთანხმდა მომწოდებლებს და გრაფიკი შესაბამისად დაგეგმა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 19 საათზე მაღაზიის დაკეტვის მოთხოვნის გამო კი გრაფიკი მთლიანად დაერღვა და ხელი ეშლება. ამგვარი შეზღუდვის დაწესება ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებას სცდება და დამატებით შეზღუდვებს უწესებს მოქალაქეებს, რაც არაკანონიერია.  მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ შეზღუდვის შესახებ “გურია ნიუსში“ გუშინ გამოქვეყნდა, დღეს მდგომარეობა უცვლელი დაგვხვდა და შემზღუდავი საინფორმაციო ფურცლები ისევ გამოკრული იყო, არც მაღაზიის პატრონების ხელახალი ინფორმირება მომხდარა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ლომთათიძის თქმით, მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 19 საათიდან დაკეტილიყო მაღაზიები: “ჩვენ გავაფრთხილეთ მაღაზიების მეპატრონეები. თუ მათი თანამშრომლები ცხოვრობენ სოფელში და სამსახურის შემდეგ მიდიან სახლში, რომ არ მოხვდნენ კომენდანტის საათში, 7 საათზე უნდა დაიწყონ მაღაზიების დაკეტვაზე ზრუნვა. შეიძლება 8 საათამდეც გააგრძელონ მუშაობა. არავისთვის გვითქვამს, რომ ამისთვის დავაჯარიმებთ ვინმეს. უბრალოდ, თუ 9 საათზე ისინი არ იქნებიან სახლში, დაჯარიმდებიან კომენდანტის საათის დარღვევის გამო. ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ, რომ ინდმეწარმეები და მაღაზიებში დასაქმებული პირები არ დაჯარიმდნენ“, _ გვითხრა ვლადიმერ ლომთათიძემ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, მთავარია, რომ გონივრულ ვადაში დაიკეტოს მაღაზიები, რადგან ღამის ცხრა საათზე მისი მეპატრონეები და იქ მომუშავე პერსონალი სახლში იყვნენ. მისი თქმით, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის დოკუმენტებში არსად წერია, რომ მაღაზიები 19 საათზე უნდა დაიკეტოს: “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები. რადგან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი  იწყება 21 საათზე, თავად მაღაზიის მეპატრონემ უნდა გადაწყვიტოს, როდის დაკეტოს მაღაზია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე ყველა თანამშრომელი  სახლში იყოს“, _ გვითხრა თამაზ ... ...
  • საქართველოში, კორონავირუსთან დაკავშირებული აპლიკაცია იტესტებასაქართველოში აპლიკაცია იტესტება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გქნცხადებით, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი ინფიცირებულ პირთან. მისივე თქმით, ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას იმ ლოკაციებთან დაკავშირებით, სადაც ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ. „აპლიკაციასთან დაკავშირებით ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ის ამ ეტაპზე არის მხოლოდ სატესტო რეჟიმში და ჩვენ ვრწმუნდებით ახლა იმაში, რომ აპლიკაცია ნამდვილად იქნება ეფექტური და ასევე, მიმდინარეობს აპლიკაციის შესაბამისობაში მოყვანა ქართული რეალობისთვის და სხვადასხვა საინფორმაციო ბაზებით მისი გამყარება. მას შემდეგ შემდეგ რაც ეს ყოველივე იქნება მზად, ჩვენ შეგვეძლება უკვე მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები, რომ მათ შეძლონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული და ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი, რაც დაეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების დაიდენტიფიცირებაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ... ...
  • ოზურგეთში თვითიზოლაციაში 11 პირი რჩება“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, მაია ქუტიძის ინფორმაციით, ოზურგეთიდან კარანტინში სულ 45 ადამიანი იყო, აქედან კარანტინის ვადა დაუმთავრდა 21 ადამიანს, ხოლო 24 ადამიანი ელოდება კარანტინის ვადის დასრულებას. მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა 69 ადამიანს. ამ ეტაპზე სახლში თვითიზოლაციაში 11 ადამიანი რჩება. მაია ქუტიძის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ყოველდღიურად ... ...
  • დღეს ტიციანის დაბადების დღეადღეს ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა : ,,მე დავიბადე აპრილის თვეში,ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეშიმოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან."ტიციან ტაბიძე 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ორპირის მახლობლად სოფელ შუამთაში დაიბადა.1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან-გალაკტიონთან ერთად. 1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა.ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში.ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები. ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო.ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავბეჭდეო,-იგონებს პოეტი.ამ დროიდანვე იგი წერდა და ბეჭდავდა პროზაულ მინიატურებს, ჩანახატებს, ესკიზებსა და ნოველებს.1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტ. ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ,,ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ქართული სიმბოლიზმის დამფუძნებელი მწერლები მისი ახლო მეგობრები იყვნენ და პოეტი ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში მოწაფეობის წლებში გაეცნო დაუმეგობრდა თითქმის ყოველ მათგანს. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მნიშვნელოვანი კულტურულ- ლიტერატურული პრობლემების გადაჭრაში. ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...