როგორ უნდა გადავაჩვიოთ ბავშვები საბავშვო ბაღში ტირილს

საზოგადოება

როგორ უნდა გადავაჩვიოთ ბავშვები საბავშვო ბაღში ტირილს

2019 ოქტ 16 17:36:40

საბავშვო ბაღში წასვლა ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში და ეს პერიოდი დიდ ემოციებს იწვევს ბავშვებსა და მშობლებში.

ბაღში ახალმისულ ბავშვებს უჭირთ მშობლებთან დროებით გამომშვიდობება და ტირილით ითხოვენ სახლში წასვლას ან მშობლების დარჩენას.

რატომ ეჩვევიან ბავშვები ძნელად  საბავშვო ბაღს, რა არის საჭირო, რომ ბავშვი ტირილს გადაეჩვიოს და ბაღში ყოფნას მიეჩვიოს, მშობლების ნაწილს ეს მცდელობა ყოველდღე ახალი საჩუქარი (სათამაშო, ტკბილეული) უჯდება, გამართლებულია თუ არა მათი მხრიდან ასე მოქცევა_ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ ბავშვთა ფსიქოლოგს მარიტა მერკვილაძეს ესაუბრა.

მერკვილაძის თქმით, ბავშვებისთვის რთული გასაგებია გარემოს და მხარდამჭერი ადამიანების ცვლილება. ბაღში მშობლის გარეშე დარჩენის დროს კი უჩნდება შიში, რომ, შესაძლოა, არ მოაკითხონ. იმისთვის, რომ ბავშვი საბავშვო ბაღს მიეჩვიოს დრო არის საჭირო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი მშობელსა და აღმზრდელს შორის კარგი კომუნიკაციაა.

საბავშვო ბაღში შეყვანის ასაკი პერიოდია, როდესაც ბავშვი ან კიდევ მიჯაჭვულია მშობელს ან ახალი „ნასწავლი“ აქვს დამოუკიდებლობა. ამიტომ, ძირითადად, გარემოს და მხარდამჭერი ადამიანების ცვლილება ბავშვისთვის რთული გასაგები და მიუღებელია. მას აქვს თავისი სამყარო, ადამიანები, რომლებსაც ენდობა და სულაც არ მოსწონს, როდესაც ამის ჩანაცვლებას სთავაზობენ, თუნდაც, დროებით. გარდა ამისა, ბავშვი ვერ ხვდება მიზეზს, თუ რა საჭიროა იყოს ამ გარემოში და უჩნდება შიში მოვლენ თუ არა მის წასაყვანად.

იმისათვის, რომ ბავშვმა დაინახოს, რომ აღმზრდელები ზრუნავენ მასზე, ეხმარებიან მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, დროის გასვლაა საჭირო. ასევე, მნიშვნელოვანია დრო დასარწმუნებლად, რომ მის წასაყვანად ყოველთვის მოდიან.

გარდა ამ ორი კომპონენტისა, მნიშვნელოვანია აღმზრდელებისა და მშობლებს შორის შედგეს სწორი და ეფექტური კომუნიკაცია. ამასთან ისინი ერთმანეთის მხარდამჭერები უნდა იყვნენ. მაგალითად, მშობელი მუდმივად უნდა აქებდეს და თბილად იხსენიებდეს მასწავლებელს. აღნიშნავდეს, როგორ უყვარს მას ბავშვი და თავის მხრივ მასწავლებელი გამუდმებით არწმუნებდეს ბავშვს, რომ მისი მშობელი აუცილებლად მივა მის წასაყვანად. ეს ურთიერთ თანამშრომლობა ყოველთვის გამოიღებს შედეგს. ამასთან,  ბავშვი ურთიერთობის დროსაც კარგად ამჩნევს მშობლის განწყობას მასწავლებლის მიმართ და პირიქით“, _ ამბობს მერკვილაძე.

ბავშვთა ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ბაღში მიყვანამდე მნიშვნელოვანია ბავშვს დადებითი განწყობა ჩამოუყალიბდეს და მისი ბაღში მისვლა საზეიმო ფაქტად აღინიშნებოდეს, ბაღში მისვლისას კი სასურველია, მშობელმა ჯგუფში რამდენიმე დღე გაატაროს.

„მნიშვნელოვანია ბაღში მისვლა რაღაც საზეიმო ფაქტად აღინიშნებოდეს და ბაღის მიმართაც დადებითი განწყობა ჩამოვუყალიბოთ ბავშვს. იუმორით ნათქვამი ფრაზებიც კი (მაგალითად, ჯერ არ იცის, რა ელოდება და სად ამოყოფს თავს ან შენ არ იცი, რას გიპირებენ) აღიბეჭდება ბავშვში განწყობის სახით და შესაძლოა, დადებითი განწყობა უარყოფითით შეიცვალოს.

იმისათვის, რომ ბავშვს მასწავლებლის მიმართ ნდობა გაუჩნდეს და მშობლის არყოფნაზე არ დარდობდეს, სასურველია, თავდაპირველი დღეები ან ერთი კვირა მშობელიც ბავშვთან ერთად იმყოფებოდეს ჯგუფში. მშობლისთვის ეს საშუალებაა, ბავშვს დაანახოს, რომ კეთილგანწყობილია მისი მასწავლებლის მიმართ“,_ ამბობს ფსიქოლოგი.

რაც შეეხება ბავშვის წახალისების მეთოდს, მერკვილაძე აღნიშნავს, რომ ეს მეთოდი მაშინ არის გამართლებული, თუ დადებითი ქცევისთვის ჯილდო შესაფერისია.

„წახალისების  მეთოდი გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ ჯილდო შესაფერისია დადებითი ქცევის. ამასთან ბავშვს იმაზე მეტი არ უნდა მოვთხოვოთ პირველ ჯერზე, ვიდრე შეუძლია. მაგალითად, თუ ბავშვი მთელი დღე ტირის, რომ ვუთხრათ საერთოდ არ იტირო და დღის ბოლოს შოკოლადს მოგცემო, აქ შეცდომას დავუშვებთ ორმაგად. ჯერ ერთი, ისეთ რამეს ვითხოვთ, რაც არ შეუძლია და მეორე, მთელი დღე არ ტირილის სანაცვლოდ ერთი შოკოლადი ცოტაა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჯილდოს დიდ დროზე გაწელვა რეკომენდირებული არ არის, რადგან ბავშვს მოთმინების უნარი არ აქვს ჩამოყალიბებული.

ასევე, მნიშვნელოვანია თანმიმდევრული ქცევა. მშობლებმა თავისი ემოციების კონტროლი უნდა შეძლონ. რთულია, როცა გესმის, როგორ ტირის ბავშვი და არ შეხვიდე და არ გამოიყვანო, მაგრამ, როდესაც ბავშვი დაინახავს, რომ მისმა ტირილმა შედეგი გამოიღო, ამით მანიპულირებას დაიწყებს და არასოდეს შეწყვეტს ტირილს“, _ამბობს მერკვილაძე.

ბავშვთა ფსიქოლოგის თქმით, ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მშობელი მტკიცეა და ბაღიდან მის წამოსაყვანად ერთსა და იმავე დროს მიდის, რადგან ერთსა და იმავე საათზე გამოყვანა ბავშვს დაცულობის და იმედის გრძნობას უჩენს. გარდა ამისა, ის თვითონ იწყებს მშობლის მისვლის დროის გაკონტროლებას.

მარიტა მერკვილაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში, ასევე, აღნიშნავს, რომ ბაღში ბავშვის მიყვანიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ  მშობელი უნდა დაინტერესდეს და შვილს ჰკითხოს, თუ ვისთან ერთად თამაშობს.

„მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდის მერე ბავშვს ჰკითხოთ, ვისთან ერთად თამაშობს და კიდევ ვისთან? კიდევ? ამით ჩვენ მივანიშნებთ მას, რომ ძალიან გვიხარია, როდესაც ის ვინმესთან თამაშობს და მოგვწონს ეს ფაქტი.

ამასთან გააჩნია რამდენად გახსნილი და მოლაპარაკეა ბავშვი. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ეს მომენტი და შეაქოთ ესა თუ ის ბავშვი, მისი ჯგუფელი. ამით უკვე ის თანატოლებთან ურთიერთობას და მათ მიმართ კეთილგანწყობის ჩამოყალიბებას შეუწყობთ ხელს“, _ ამბობს მერკვილაძე.




 ახალი ამბები
  • კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი ყველა წესის დაცვით დაიკრძალა _ ბოლნისის მერიბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრის დაკრძალვაზე ყველა ის წესი იყო გათავლისწინებული, რომელიც სახელმწიფო რეგულაციით არის განსაზღვრული. ამის შესახებ მერმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. „მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება უკვე დაასრულეს. სკრინინგი 48 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა, კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 8 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. 208 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 37 _ კარანტინში“, - აღნიშნა ბოლნისის მერმა. მისივე თქმით, განმეორებითი სკრინინგი ქვემო ბოლნისში ჩატარდება, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები 25 მარტს ... ...
  • 25 წელი ეპისკოპოსად კურთხევიდან და თაფლი საჩუქრად მრევლს დღეს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ზიარების შემდეგ მრევლს თაფლი დაურიგდა. საჩუქარი მრევლმა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების კურთხევით მიიღო. "ეს ის მცირედია, რითაც გვინდოდა, გაგვეხარებინეთ. ისეთ სიტკბოებას გისურვებთ ცხოვრებაში, როგორი ტკბილიც თაფლია", _ მიმართა მეუფე იოსებმა მრევლს. 25 წლის წინ 7 აპრილს მიტროპოლიტი იოსები შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად ... ...
  • პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე ... ...
  • კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს _ ლევან რატიანიკორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. „ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან, ჩვენ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ – ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ „ბეცეჟე ვაქცინაციის“ შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბეცეჟე ვაქცინაცია“, რაც დაავადებათ კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა ლევან ... ...
  • თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტაკორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. „ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, - აცხადებენ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...