როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა _ ოქროს წესები ფსიქოლოგისგან

საზოგადოება

როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა _ ოქროს წესები ფსიქოლოგისგან

2019 სექ 14 15:22:00

 "3 ვარიანტი გვაქვს ბავშვის პრობლემური ქცევის დროს. 2.5-დან 5 წლადმე ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს პრობლემური ქცევები, რომლის მოგვარებაც არის ძალიან ადვილი", _ აღნიშნულის შესახებ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გეგეშიძე საუბრობს.

ფსიქოლოგის თქმით, მთავარია უფროსებმა ცამოაყალიბონ, რა არის მათ ოჯახში წესი, რომ ბავშვმა შემდეგ მიიღოს ეს წესი და არ იყოს დამოკიდებული უფროსების ხასიათზე. ამასთანავე, ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად.

"თუ ჩვენ თვითონ დავილაგებთ ჩვენს თავში, რა არის ჩვენს ოჯახში წესი. ეს ბავშვს ეცოდინება და ის არ იქნება დამოკიდებული ჩვენს ხასიათზე. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, კამფეტს ვაძლევ, ხვალ ცუდ ხასიათზევ ვარ, კამფეტს არ ვაძლევ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ არ ვეჩხუბები, ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ, ვეჩხუბები, ასე არ უნდა იყოს. უნდა არსებობდეს წესი და წინასწარმეტყველებადი გარემო. ბავშვის განვითარებას აქვს ერთი კარგი თვისება. ვერ იტანს უწესრიგობას. ეს ყველამ კარგად ვიცით. ყველანი ძალიან კარგად ვიცავთ 2 წლამდე რეჟიმს. ამ დროს უნდა დავაძინოთ, ამ დროს უნდა ვაჭამოთ და ა.შ. რატომ ვაკეთებთ ამას. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის ორგანიზმს ასე სჭირდება. რომ მან დროულად უნდა ჭამოს და დაიძინოს. ხომ შეიძლება სხვა დროს ჭამოს და დაიძინოს, რატომაც არა. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბავშვის ნერვული სისტემა ვერ იტანს არაპროგნოზირებად გარემოს. ის ძალიან ღიზიანდება. ვერ იტანს მოულოდნელობას, ვერ იტანს გაუგებარ სიტუაციებს. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაფიო სიტუაციები და მოლოდინები. იცის, რომ საჭმლის მერე აქვს კამფეტი, იცის, რომ გაჯეტი არ ექნება. იცის, რომ ჯერ უნდა ისადილოს, მერე უნდა გაისეირნოს. ჯერ ეს და მერე ის თუ არ იცის 3 წლის ბავშვმა, მერე ძალიან გაუჭირდება მასაც და მის მშობლესაც. ჩვენ ამ პერიოდში ვაჩვევთ ბავშვებს წესებს. ძალიან მშვიდად, ჩხუბის გარეშე. ვიღაც აუცილებლად მკითხავს, რა ვქნათ, როცა ბავშვი ამ წესს არ იცავს. ვეუბნები, რომ კამფეტი იქნება სადილის მერე, ის კი მაინც ტეხავს ამბავს. თუ კარგად არ მოვწიწკნე არ გაჩერდება. გამოსავალი მარტივია, არ აძლევ და არც წიწკნი. ეუბნები, რომ შენი არჩევანია. შენ მას შეზღუდულ არჩევანს აძლევ, ეუბნები, ჩემო საყვარელო ეს შენი არჩევანია. თუ ასე გააგრძელებ, კამფეტი არ გექნება. ერთი სამი დღეს რომ იტირებს, მესამე დღეს გაჩერდება.

ბავშვები ძალიან პრაგმატული მატერიალისტები არიან. ხანდახან ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე, რატომ ვჩხუბობთ. ბავშვმა კი ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ შვრება ასე. თუ ის ნახავს, რომ ასე არ უნდა ქნას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არ იზამს. ბავშვი ტყუილად ენერგიას არ დახარჯავს იმაში, რომ მოთხოვნის პროცედურები განახორციელოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ბავშვი ისტერიკაშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ იგნორირებას, არ ვაქცევთ ყურადღებას. როცა ბავშვი დაღლილია, როცა მშიერია, როცა ავად ხდება, გაღიზიანებულია და ტირიას, ცხადია ამ დროს ვეფერებით. ამ დროს იგნორირებას ვერ გააკეთებთ. ვაიგნორებთ როდესაც ზუსტად იცით, რომ სახლში ისტერიკას გიწყობთ იმის გამო, რომ რაღაც უნდა და შენ არ აძლევ. ამ ისტერიკას მაღაზიაში აწყობს და იცის, რომ შენ გრცხვენია და ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაღაზიაში ამის მართვა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. გააჩნია ბავშვს, თუ ის ჰიპერაქტიულია, ასე მარტო იქ ვერ მიატოვებთ, რადგან შეიძლება გარეთ გამოვარდეს და მანქანას შეუვარდეს. თუ ის არაა ჰიპერაქტიული, მშვიდად ვეუბნებით, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს კამფეტს ვერ გიყიდი, მე წავედი. ამ პროცედურას აკეთებთ ნელა. ცხადია გააჩნია ბავშვის ტემპერამენტს, ვიღაც ცოტა ხანი იტირებს და წამოვა. ვიღაც, არა. თუ ბავშვი პატარაა, 2 ან 3 წლის, კარგი საშუალება ის აიყვანოთ ხელში უკუღმა, ანუ არ უნდა გიყურებდეთ სახეზე და გამოიყვანოთ გარეთ. როდესაც იცით, რომ მაღაზიაში შესვლისას ის აუცილებლად ატეხავს ტირილს, წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ უდნა შევთანხმდეთ რომ დღეს კამფეტს არ ვყიდულობთ. ჩხუბი, წივილ -კივილი, თმის მოწიწკვნა და ჯიკაობა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ბავშვი თვითონაც სწავლობს ამით ძალაობას. მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვის ნება ითრგუნება, აი იაპონიაში ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ. იაპონიაში ბავშვი რომ იბადებას, უკვე კონსტრუქციაში ხვდება, ის უკვე მოწესრიგებულ სტრუქტურულ გარემოშია. მან ჩვილობიდან იცის, რომ იმ კუთხეში უნდა მიესალმოს დედას, ამ კუთხეში მამას. ეს არის გაწერილი ჩვილობიდან და რაღა უნდა აუკრძალოთ?

ჩვენთან არის ქაოტური გარემო. ჩვენ ხშირად ერთად ვცხოვრობთ, ბებია-ბაბუას აქვს სხვა პოლიტიკა. დედას და მამას სულ სხვა პოლიტიკა. რძალი დედამთილ-მამათილს ვერაფერს ეტყვის, სიძე სიმამრ-სიდედრს და მე რომ კამფეტს არ ვაძლევ ჩემს შვილს, ბებიას ის შეეცოდება და მისცემს. პრინციპია ის, რომ ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად".




 ახალი ამბები
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...
  • რა „უთხრა“ ელჩს „ნატვრის ხემ“ და რა უმღერეს მას საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარებმაოზურგეთში ევროპის დღეების აღნიშვნის პროცესში, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ეწვია. შეხვედრა ამაღელვებელი იყო. საპატიო სტუმარს აქ საგანგებო მადლობა გადაუხადეს უდიდესი თანდგომისთვის. კარლ ჰარცელმა დაათვალიერა ბენეფიციართა  დაწესებულება, გაეცნო მათ ნამუშევრებს. _ რას ამბობს „ნატვრის ხე“? _ იკითხა ელჩმა იმ საგამოფენო ოთახში,  სადაც გამოფენილი იყო ბენეფიციართა თვითშემოქმედების ნიმუშები, მათ შორის „ნატვრის  ხე“, რომელზეც  ბავშვების სურვილები ლამაზი ფერადი ქაღალდებით იყო მიმაგრებული. „ჩვენ გვსურს ვიმოძრაოთ თავისუფლად“, „მსურს მქონდეს აიფონი“, „მე პლანშეტი მინდა“... _  უთარგმნეს ელჩს „ნატვრის ხეზე“  მიბნეული სურვილები. შეხვედრის დასასრულს, ბენეფიციარებმა კარლ ჰარცელს მადლობის ნიშნად საკუთარი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული შემოქმედება წარუდგინეს _ „არ წახვიდე, არ დაგვტოვო, შენი სუნთქვა ჩვენთვის ყველაფერია...“ _ იმღერეს მათ. თან უთხრეს, რომ ეს  სიმღერა ახლა აქ ყველაზე პოპულარულია და საპატიო სტუმარს უძღვნეს. ელჩმა ბენეფიციარებთან  ერთად სამახსოვრო ფოტოები ... ...

არქივი

ზაფრანი

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...

კივის დიეტა

საუზმე მოამზადეთ სალათი, მწვანე ხახვით,...

ჩვილი ბავშვების საოცარი თვისებები

ჩვილები არ ტირიან სინამდვილეში ჩვილები...

ყურძნის კურკის სამკურნალო თვისებები

ყურძნის კურკებში დიდი რაოდენობით E...

რატომ უნდა ვსვათ სტაფილოს წვენი?

ძირითადი მიზეზი, რატომ ითვლება სტაფილო...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...