როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

gurianews.com

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

2017 დეკ 7 11:19:38

9 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება და მცირე ნალექია მოსალოდნელი. ამის შესახებ „გურია ნიუსს“  გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

„დასავლეთ საქართველოს მთასა და ბარში ამაღამ  თოვლჭყაპია ნავარაუდევი. ხვალაც ნალექია მოსალოდნელი, უფრო წვიმის სახით. ხვალ ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +4 +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.  9 დეკემბრიდან კი  გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც 16 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ღრუბლიანობა მოიმატებს. ჰაერის ტემპერატურა +5 +10 გრადუსის ფარგლებში იქნება.  ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი.

რაც შეეხება დედაქალაქს, ამაღამ თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ხვალ კი ნალექი უფრო წვიმის სახით. ნალექია მოსალოდნელი ასევე 9 დეკემბრიდან აღმოსავლეთში“,_ამბობს ნიორაძე.


ნახვა: 595


 ახალი ამბები
  • შსს-მ გურიაში აშშ-ს მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1950 წელს დაბადებული ბ.ს. ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სავარაუდო დამნაშავის ამოცნობის პროცედურა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მაისს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ცენტრალური საავტომობილო გზის ტროტუარზე ქვეითად მიმავალ აშშ-ს მოქალაქეს, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეს - ა.ო.-ს დანის დემონსტრირებით ფული მოსთხოვა. ქალბატონმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალა, რომ აშშ-ს მოქალაქისთვის არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია და არც თანხა წაუღია. 22 მაისს კი ბ.ს.-მ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში უკანონოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სახლის ეზოში და 1965 წელს დაბადებულ ქალბატონს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ს. 23 მაისს დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე და 160-ე მუხლებით ... ...
  • რატომ დატოვა ოზურგეთი და საქართველო ამერიკელმა მოხალისემამერიკელმა მოხალისემ ამანდა ონოჩი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ მუშაობდა, საქართველო დღეს, ვადაზე ადრე დატოვა. ამის მიზეზი ადგილობრივი მცხოვრებისგან დაშინების და ქურდობის მცდელობის ფაქტი იყო. “მადლობა ოზურგეთის პოლიციას,  ასე ოპერატიულად, რომ იმოქმედა ამერიკელი მოხალისეზე თავდასხმის საქმეზე, ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ თავდამსხმელი დამნაშავეა, ალკოჰოლიკი, თუ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი, რაც მთავარია ეს პირი ისევ თავისუფლად დაიარება ხან დანებით, ხან ნაჯახით, ხან ცელით, ხან "ატვიორტკებით" ... რა ბერკეტი აქვს დიპლომატიურ კორპუსს? არც არაფერი, გაიწვიეს ჩვენი მოხალისე ამერიკაში... ასეთი უუნარო პოლიცია გვყავს, სანამ ვინმეს მართლა არ მოკლავს ეს კაცი, არაფერს აკეთებენ! ირონია, ცინიზმი ისევ მსხვერპლის მიმართ! არ გვაქვს ჩვენ სახელმწიფო და მორჩა!“ - ეს განცხადება “ქალების რეგიონის განვითარებისთვის“ თავმჯდომარეს ქეთევან ხიდაშელს ეკუთვნის. ქეთევან ხიდაშელის თქმით, ამანდაზე ორჯერ იყო ფაქტი, რომ გაექურდათ და ასევე დაშინების, მაგრამ დაკავებული არავინ არ არის. “ბრალდებული დააკავეს და გამოუშვეს. დღემდე არ ვიცით, რის საფუძველზე მოხდა მისი განთავისუფლება. ამანდას დაშინების შემდეგ ადგილობრივ მცხოვრებლებსაც ემუქრება და საქმის შესწავლა დაწყებულია, მაგრამ შედეგი რა იქნება არავინ არ იცის? ამანდა ახლოს იყო ადგილობრივებთან და ხშირად ეხმარებოდათ მათ. მაგალითად, თხილის საკრეფად, სიმინდის აღების დროს და ა.შ. ვწუხვარ, რომ ნაადრევად დატოვა ოზურგეთი. “ - ამბობს ქეთევან ხიდაშელი. სოფელ შემოქმედში მცხოვრები მაია ქოჩიშვილი ამბობს, რომ ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდება სხვის საცხოვრებელ სახლებში და ერთ-ერთ ჩემს მეზობელს მკვლელობით დაემუქრა. “ამ ქალს ჩაბარებული აქვს სხვისი სახლი და იქ რამდენჯერმე შევნიშნეთ ეს ადამიანი.ხშირად ნასვამ მდგომარეობაში დადის. უკვე ვიყავით დაკითხვაზე, ყველაფერი ვთქვით. ველოდებით გამოძიების შედეგებს.“- გვითხრა მაია ქოჩიშვილმა. შინაგან საქმეთა სამინიატროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქეზე - სსკ-ს 179-ე (ყაჩაღობა) მუხლით და შემოქმედის ფაქტზე სსკ-ს 151-ე (მუქარა) და 160 (ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება. დადგენილია პირი და ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ... ...
  • გოჩა ლორთქიფანიძე: „რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა"სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)". სასამართლოს სიტყვით უკვე მიმართეს საქართველოს და რუსეთის მხარეების ადვოკატებმა. სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ ქართველი ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. „როგორც შეგპირდით და განვაცხადეთ, ეს იყო უკომპრომისო, ოღონდ სამართლიანობისა და სამართლისთვის ბრძოლა.  ამ შემთხვევას, ამ საქმეს ექნება მნიშვნელობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ფარგლებში სხვა კონფლიქტებისათვის. პირველ რიგში, ეს არის უკრაინა და მოლდოვა. მეორე მომენტია ის, რომ თავად ნახეთ და თავად შეგიძლიათ შეაფასოთ რუსული კონტრარგუმენტების ე.წ. ხარისხი. არგუმენტების ნაცვლად ჩვენ მოვისმინეთ ისევ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ და ერთადერთი პასუხი, რომ ეს არის ან სიყალბე, რაც საქართველომ წარმოადგინა, ან შეთქმულება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა", − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ... ...
  • "რუსეთის ძალები ქართველი მოსახლეობის დაცვას ცდილობდნენ“ - რუსეთის წარმომადგენელი სტრასბურგშისაქართველო უპრეცედენტო გადაწყვეტილების მოლოდინში - სტრასბურგში ისტორიული სასამრთლო პროცესის ბოლო ღია მოსმენა მიმდინარეობს. სხდომა, რომლიც რამდენიმე წუთში ისევ განახლდება, საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატის გამოსვლით დაიწყო. ბრიტანელმა ბენ ემერსონმა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე ისაუბრა, რომელიც ქართულმა მხარემ ევროპულ სასამართლოს წარუდგინა. მისი თქმით, რუსეთი აგვისტოს ომამდეც აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონს და ომისთვის 2008 წლამდე ემზადებოდა. ბენ ემეროსნის მტკიცებით, სახეზეა ეთნიკური წმენდის ფაქტები. „რუსმა სამხედრო მოწმეებმა უარყვეს, რომ შეტევაზე რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, მაგრამ ისკანდერების ფრაგმენტებზე ამოცნობილია რუსული ნომრები. ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ცდილობს, დაარწმუნოს მთელი მსოფლიო, რომ ამავე ორგზანიზაციის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოგდების ფაქტი სიყალბე და ანტირუსული პროპაგანდის ნაწილია, დანაშაულის ადგილი კი გამოგონილია რუსეთისთვის ბრალის წასაყენებლად. მათ კარგად იცოდნენ, რომელი ისკნდერი გაისროლეს, მაგრამ თავისუფლად შეეცადნენ თქვენს მოტყუებას,“- განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა, ბენ ემერსონმა. ამის შემდეგ კი რუსული მხარე ორი მოპასუხით გამოვიდა და ქართული მხარის მიერ წარდგენილ ყველა მტკიცებულებას "ფალსიფიკაცია" უწოდა. „მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ საქართველოს ძალების მხრიდან ცხინვალზე განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმის შედეგები, მაგრამ საქართველომ საპირისპირო ფაქტები წარმოადგინა. რუსეთის ძალები ქართველი მოსახლეობის დაცვას ცდილობდნენ,“- განაცხადა რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალპერინმა. სტრასბურგის სასამართლოში უზანაესი სასამართლოს მოსამართლე ეკა გასიტაშვილი იმყოფებოდა. ახლა კი მხარეები საბოლოო პოზიციების დასაფიქსირებლად ემზადებიან, რის შემდეგაც უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილების მისაღებად გავა. ... ...
  • გორში მოკლული ჟურნალისტის სხეულში „ისკანდერის“ ნამსხვრევები განზრახ მოათავსეს,_რუსეთირუსეთი ამტკიცებს, რომ 12 აგვისტოს გორში „ისკანდერი“ არ გამოუყენებიათ და  დანაშაული ფაბრიკაციაა, – გორში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტის გამოყენებაზე და საქართველოს მტკიცებულებებზე საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა, ბენ ემერსონმა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ვერსია ყველასათვის რთული დასაჯერებელია. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ 12 აგვისტოს გორში მოკლული ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტან სტორიმანსის სხეულში „ისკანდერის“ ნამსხვრევები განზრახ მოათავსეს. „რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მათ „ისკანდერის“ გამოყენების ან 12 აგვისტოს ამ სისტემის მითითებულ ადგილზე დისლოცირების არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. საყურადღებოა, რომ რუსეთის სამხედრო მოწმეების თქმით, ისინი არც კი უშვებენ იმას, რომ ამ თავდასხმაზე რუსეთს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრება და, რომ „ისკანდერი“ რუსულ რაკეტას იყენებდა. როდესაც მათ წარუდგინეს ნამსხვრევები, რომლებიც სტან სტორიმანსის სხეულიდან იქნა ამოღებული, მაშინ თქვეს, რომ ცხედარში ისინი განზრახ იყო მოთავსებული. როდესაც ვუთხარით, რომ აღმოჩენილი რაკეტის ნაწილების სერიული ნომრების მიხედვით, მისი რუსული წარმომავლობა დგინდებოდა, მაშინ მათ თქვეს, რომ მთელი დანაშაული ფაბრიკაცია იყო, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა, რაც ყველასთვის ნამდვილად რთული წარმოსადგენია. ეს მიუთითებს რუსეთის პასუხის ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად უდგებიან ამ საქმეს. ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოყენებული რაკეტა რუსული საწყობებიდან იყო“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა. რაც შეეხება რუსულ მხარეს,  რუსეთის წარმომადგენელმა სხდომაზე გამოსვლისას ის არგუმენტები გაიმეორა, რომელიც მოსკოვს 2008 წლიდან აქვს და განაცხადა, რომ „ცხინვალს საქართველოს შეირაღებული ძალები დაესხა თავს“. „მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ცხინვალზე საქართველოს ბარბაროსული თავდასხმის შედეგად, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს სამხრეთ ოსეთის სამხედრო შესაძლებლობები.  რუსულმა სამხედროებმა გააკეთეს მაქსიმუმი იმისთვის, რომ სამოქალაქო პირების უსაფრთხოება დაეცვათ, მათ შორის გააკეთეს ყველაფერი იმისთვისაც, რომ უზრუნველეყოთ რუსი სამშვიდობოების უსაფრთხოებაც, რომლებსაც მანამდე ქართველები დაესხნენ თავს“, – განაცხადა სხდომაზე გამოსვლისას რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენელმა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა.  მოსმენა სახელმწიფოთაშორის დავაზე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაიმართა, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობდა. მოსამართლეებს შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენელი – ლადო ჭანტურია, რუსეთს დიმიტრი დედოვი წარმოადგენდა. ჯერ უცნობია, როდის გამოაცხადებს  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას. აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი). ... ...

არქივი

ზაფრანი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - ძუძუმწოვარ ჩლიქოსანთა...

რას ვერ იტანენ მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი _ მამაკაცი ვერძი გარეგნულად...

სმარტფონები ახლომხედველობას იწვევს

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანს ტელეფონი...

საინტერესო ფაქტები შინაური ცხოველების შესახებ

ძველ ეგვიპტეში ცხოველების თაყვანისცემა ცხოვრების...

ქალის ფიგურის ექვსი ტიპი

ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა თავიანთი...

უიღბლო ადამიანების საერთო მახასიათებლები

სრულყოფილებისაკენ სწრაფვა თითქოს ამაში ცუდი...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...