რომელი მოსამართლეების მიუკერძოებლობაზე უნდა დასვას კითხვები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ

საზოგადოება

რომელი მოსამართლეების მიუკერძოებლობაზე უნდა დასვას კითხვები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ

11 მაი. 2017, 12:59:08

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის მოსამართლეების: მერაბ ლომიძისა და თეა ძიმისტარაშვილის მონაწილეობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოს მოუწოდებს, მათი დანიშვნის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აღნიშნული მოსამართლეების მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლების თაობაზე, შესაბამისი კითხვები დაისვას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მოსამართლეებმა მერაბ ლომიძემ და თეა ძიმისტარაშვილმა ვერ შეძლეს სისტემური დანაშაულების ჩადენის საქმეებზე სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განხორციელება.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მერაბ ლომიძემ და თეა ძიმისტარაშვილმა განიხილეს მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე მხარის სააპელაციო საჩივარი, 2017 წლის 15 მარტის განჩინებით კი, როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნები, არ დაკმაყოფილდა. ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლეების განჩინება არამხოლოდ დაუსაბუთებელი, არამედ უკანონოა. ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, პირველად მოხდა, როდესაც უძრავი ქონების არაკეთილსინდისიერი შეძენისა და ფლობის სასარჩელო მოთხოვნის განხილვა მოხდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. მოსამართლეებმა, ამ თვალსაზრისით არ იმსჯელა როლანდ ბლადაძის მოთხოვნაზე, საქმე ხელახალი განხილვისთვის დაბრუნებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს და განსჯადობით განეხილა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას”, _ აცხადებენ ორგანიზაციაში და დასძენენ, რომ პალატამ მერაბ ლომიძისა და თეა ძიმისტარაშვილის შემადგენლობით, სრული იგნორირება გაუკეთა საქმის კიდევ ერთ მთავარ გარემოებას - საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებას, რომლის საფუძველზეც როლანდ ბლადაძის მიმართ, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, გაუქმდა ძებნა და დაპატიმრების ბრძანება.

„სწორედ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზეა დადასტურებული გარემოება, როდესაც ბათუმში, როლანდ ბლადაძეს ერთადერთი საცხოვრებელი ბინა დანაშაულის არარსებობის პირობებში უკანონოდ ჩამოართვეს და პოლიტიკური გუნდის წევრს, იმჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გადასცეს. მოსამართლეებმა როლანდ ბლადაძის უდანაშაულობა და ქონების ჩამორთმევის უკანონო აქტი შეფასების გარეშე დატოვეს და პრიორიტეტი მიანიჭეს ქონების ჩამორთმევის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში არსებობას და გიორგი პაპუაშვილის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერის უტყუარობის პრეზუმციას. მოსამართლეებმა მიზანმიმართულად არ გაიზიარეს იურიდიული სინამდვილე - 2004 წლის სასამართლო გაადწყვეტილების გაუქმებისთვის ქართულ კანონმდებლობაში სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს, ვინაიდან მისი ბათილად ცნობისთვის 2009 წლის მდგომარეობით გავიდა 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო როლანდ ბლადაძემ 2013 წლის პროკურატურის დადგენილების საფუძველზე შეძლო დაემტკიცებინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში გიორგი პაპუაშვილი ჩამორთმეული ქონების არაკეთილსინდისიერი მფლობელი და მესაკუთრეა“, _ აცხადებენ ახალგაზრდა ადვოკატები“.

მათივე შეფასებით, გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონება ერთადერთი საქმე არ არის, რომელზედაც მოსამართლე მერაბ ლომიძემ მიკერძოებული და პოლიტიკური გავლენის მქონე გადაწყვეტილება მიიღო.

„2012 წლის 14 აგვისტოს, მოსამართლემ კანონიერ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივან კახი კალაძეს 16 მილიონ 944 ათას 960 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით, არ დააკმაყოფილა მოქალაქის სააპელაციო საჩივარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ტაბიძის ქუჩაზე მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის კანონიერების თაობაზე, სადაც მოსამართლემ მოწმის სახით დაკითხული ექპერტის ჩვენება მშენებარე კომპანიის სასარგებლოდ განმარტა, საქმეში იკვეთება საჯარო მოხელეების ინტრესები და გავლენა, რის გამოც, მოსამართლის მიმართ, საჩივარი შეტანილია საქართველოს მთავარ პროკურატურაში. მანვე 2016 წლის 15 ივლისს განიხილა და არ დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის კერძო საჩივარი სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზეც, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა. ამასთან, არაერთ გახმაურებულ გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილიც. მერაბ ლომიძესთან ერთად, აღნიშნულმა მოსამართლემ 2012 წლის აგვისტოში განიხილა „ქართუ ბანკის" 8 თანამშრომლისა და მაშინდელი კოალიცია „ქართული ოცნების" 8 წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრები და უკანონო შემოწირულობის განხორციელების მოტივით, 16 პირის დაჯარიმების შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა“, _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მოქმედი მოსამართლეების მიმართ მკაფიო, მყარი და კრიტიკული პოზიცია უნდა დაიჭიროს, რაც აისახება მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე.

„სისტემამ მართებულად უნდა დასვას საკითხი, რამდენად უწყობს ხელს სასამართლოს საზოგადოებრივ ავტორიტეტსა და ნდობას სისტემაში ისეთი მოსამართლეების დატოვება და საქმიანობა, რომლებიც გადაწყვეტილებებს საჯარო ინტერესისა და კანონის რეალური მოთხოვნათა გვერდის ავლით იღებენ“, _ აცხადებენ ორგანიზაციაში.

 




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...