რვა მოსამართლე „მოსამართლეთა ერთობას“ ტოვებს

საზოგადოება

რვა მოსამართლე „მოსამართლეთა ერთობას“ ტოვებს

2017 მაი 31 16:26:05

თბილისის საქალაქო სასამართლოს რვა მოსამართლე ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობას“ ტოვებს და მიმართვას ავრცელებს.

 “გურია ნიუსი“განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“2017 წლის 30 მაისს, ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას არ ვეთანხმებით: განცხადება გაკეთებულია ჩვენთან შეთანხმების გარეშე, აღნიშნული ფორმით განცხადების გაკეთება ჩვენთვის, როგორც ასოციაციის წევრებისათვის მიუღებელია, რამდენადაც მსგავსი განცხადებები შეთანხმებული უნდა იყოს ასოციაციის წევრებთან და არ უნდა გამოხატავდეს მხოლოდ გარკვეული პირების პოზიციას, რასაც წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. მიგვაჩნია, რომ ასოციაციის სახელით განცხადების გაკეთება უნდა ემსახურებოდეს მოსამართლეთა კორპუსის გაერთიანებას და გაჯანსაღებას და არ უნდა იყოს მიმართული კოლეგების დამცირებისა და შეურაცხყოფისაკენ, რის გამოც ვტოვებთ ასოციაციას“, _ აღნიშნულია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ მოსამართლეები: თამარ ჭუნიაშვილი, ცისანა სირბილაძე, შორენა გუნცაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, მაია შოშიაშვილი, ასმათ კოხრეიძე, შორენა ჯანხოთელი და ანა ჩოგოვაძე.

შეგანხსენებთ, რომ ასოციაცია - „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარეთა დანიშვნის პროცესს გამოეხმაურა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ ჯერზეც ვერ უზრუნველყო საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად ნაბიჯების გადადგმა. მათი განცხადებით, "სიახლე არ არის, რომ მოქმედი საბჭოს საკადრო პოლიტიკა მიმართული იყო განსხვავებული აზრის ღიად დამფიქსირებელი მოსამართლეების განდევნისა და სისტემაში უკონკურენტო გარემოს შენარჩუნებისკენ".

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, "მიუხედავად საკანონდებლო ცვლილებისა, რომლითაც საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა განსხვავებულად მოწესრიგდა, იუსტიციის საბჭომ მაინც შეძლო და პროცესი სრულად წინასწარშექმნილი განწყობებით წარმართა, მაქსიმალურად „ისარგებლა“ ყველა იმ საკანონკმდებლო ხარვეზით, რომელიც მას სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევდა".

ამავე თემაზე:

რაში ადანაშაულებს "მოსამართლეთა ერთობა" იუსტიციის უმაღლეს საბჭოს




 ახალი ამბები
  • „და ჩვენ ვიცეკვეთ“ _ რატომ უჩივიან მგალობლები ფილმის შემოქმედებით ჯგუფსრეჟისორ ლევან აკინის ფილმის შემოქმედებით ჯგუფს მგალობლები უჩივიან. როგორც დეკანოზი გიორგი რაზმაძე აცხადებს, ქეთევან წამებულის ეკლესიის მგალობლებს ფილმის თემატიკაზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. დეკანოზის თქმით, მგალობლებს ზაფხულში დაურეკეს და უთხრეს, რომ ფილმი ქალ-ვაჟური სიყვარულზე და ტრადიციებს ეფუძნება. მგალობლებმა შეთავაზება მიიღეს, მაგრამ ფილმის პრემიერის შემდეგ გაიგეს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რა თემაზეა გადაღებული. ისინი ფაქტის გამოძიებას და ფილმიდან ნაწილის ამოღებას ... ...
  • "გამოდი გარეთ და გავარკვიოთ", "დავბრიდავ მაგას" _ პლენარული სხდომა დაპირისპირების ფონზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და უმრავლესობის წევრი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. გედევან ფოფხაძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა. ფოფხაძის გამოსვლამ უმრავლესობის წევრის დაჩი ბერაიას გაღიზიანება გამოიწვია და მიმართა, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიას ატარებს. დაპირისპირება ერთმანეთისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. "თუ ჩემთან რამე გინდა, გამოდი გარეთ და გავარკვიოთ", _ მიმართა გედევან ფოფხაძემ დაჩი ბერაიას. დაპირისპირების დროს გედევან ფოფხაძის მხრიდან ბერაიას მიმართ იყო რეპლიკა: "დავბრიდავ მაგას..." წყარი: ... ...
  • ხარაგაულში მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავესხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში შუახნის კაცი სკოლის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების მუხლით დააკავეს. ბრალდებული სკოლის მასწავლებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, რაც არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას ... ...
  • როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენება საჯარო სკოლებშითუ როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენება საჯარო სკოლებში, ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ. უწყების ცნობით, საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება: „საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯამში სკოლები 16 დღე დაისვენებენ. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი არდადეგების დაწყება-დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ,“ _ აღნიშნეს სამინისტროში. წყარო: ... ...
  • რას ამბობს ავარიაში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახიავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის ოჯახი ფეიბუქზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც კატეგორიულად უარყოფს დაკრძალვის თარიღის გადაწევას წესის არ აგების გამო. „პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს, განვმარტოთ შემდეგი:გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისთვის წესის აგებაზე. დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს. ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები. გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოპოსს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისთვის. მიცვალებულის სულისთვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი.გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო. გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ,,გირჩის,, მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებების“, _წერს სოციალურ ქსელში შორენა ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?