საარჩევნო სისტემაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მიუღებელია

საზოგადოება

საარჩევნო სისტემაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მიუღებელია

2017 ივნ 21 15:37:09

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების თაობაზე სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელია.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი, ასეთი მიდგომა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არასამთავრობო სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების სამომავლო თანამშრომლობას უმრავლესობასთან, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მოჩვენებითია და თანამშრომლობის კონსტრუქციული ფორმატების მიუხედავად, არსებითი ცვლილებების მიღწევა ვერ ხერხდება.

19 ივნისს ცნობილი გახდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეინარჩუნოს შერეული საარჩევნო სისტემა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს 2024 წლის არჩევნებისთვის. ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერი ერთჯერადად 3%-მდე შემცირდება. ამავე დროს, ძალაში დარჩება გადაწყვეტილება საარჩევნო ბლოკების გაუქმების შესახებ.  

ცალსახად და ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელია.

მიუხედავად ჩვენი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებულ პაკეტში შემოთავაზებული გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნების წესისა და ბლოკების გაუქმებისადმი 5% ბარიერის შენარჩუნების პირობებში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაინც დადებითად შევაფასეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ეს მოსაზრება გაიზიარა ასევე ვენეციის კომისიამ და პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა პროპორციული სისტემის შემოღება.

საკონსტიტუციო კომისიაში გამართული 4 თვიანი მუშაობის, ვენეციის კომისიასთან შემდგარი შეხვედრების და მისი შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, სრულიად არაადეკვატურია მმართველი პარტიის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება პროპორციული სისტემის ძალაში შესვლის კიდევ უფრო გადავადების შესახებ. მსგავსი მიდგომა აზრს უკარგავს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, რომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება და კონსენსუსზე დამყარებული კონსტიტუციის მიღება უნდა ყოფილიყო. ამის სანაცვლოდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაინტერესებული მხარეების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე და მათი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ერთპიროვნულად, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალა გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ.

მმართველი პარტიის მიერ მოყვანილი არგუმენტი, პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის შესახებ, რამაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია, დაუსაბუთებელი და არადამაჯერებელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ შერეული სისტემის შენარჩუნებით, მმართველი გუნდი ცდილობს შეიქმნას გარანტიები, რომელიც ხელს შეუწყობს უპირატესობის მოპოვებაში 2020 წლის არჩევნებზე.

გვსურს შევახსენოთ მოქმედ საპარლამენტო უმრავლესობას, რომ წინა მოწვევის პარლამენტში, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეეცვალა საარჩევნო სისტემა. ამის ნაცვლად, მათ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოახდინეს, რომელიც ითვალისწინებდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლის არჩევნებისთვის. მათი განცხადებით ეს გადაწყვეტილება იყო კომპრომისის შედეგი კოალიციაში, რისი საბოლოოდ განხორციელება ვერ მოხერხდა ოპოზიციის მხარდაჭერის არ არსებობის გამო. დღეს, უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, „ქართული ოცნება“ კვლავაც აჭიანურებს საკუთარი ინიციატივის მიღებას, ამჯერად პარტიის შიგნით უთანხმოების მიზეზით. მსგავსი ლავირება და საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის მუდმივად თავის არიდება, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ფართო კონსესუსის პირობებში, არასერიოზული და გაუმართლებელია.   

სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არასამთავრობო სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების სამომავლო თანამშრომლობას უმრავლესობასთან ამ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მოჩვენებითია და  თანამშრომლობის კონსტრუქციული ფორმატების მიუხედავად, არსებითი ცვლილებების მიღწევა ვერ ხერხდება.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 19 ივნისს გაცხადებული გადაწყვეტილების კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, განხორციელებული ცვლილებები იქნება არა კონსენსუსის და ფართო საზოგადოების შეთანხმების საგანი, არამედ ერთი პარტიის მიერ დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილების შედეგი. მივიჩნევთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, ყოველგვარი გადავადების გარეშე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას:

  • გაითვალისწინოს ვენეციის კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, ასევე საკუთარი დაპირება საზოგადოების მიმართ და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღოს მაქსიმალური კონსესუსის შედეგად და აუჩქარებლად, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები არ ტოვებდეს ერთი პარტიის ინტერესებზე მორგებულის შთაბეჭდილებას.     

ნათქვამია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ:სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო (TI-Georgia)

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); ლიბერალური აკადემია; სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA); ადამიანის უფლებათა ცენტრი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); მედიის განვითარების ცენტრი (MDF); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC).




 ახალი ამბები
  • რუსეთში ქართველი ახალგაზრდა მოკლეს“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, რუსეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ამ ეტაპზე მშობლიურ ქალაქში ამის შესახებ ინფორმაცია არ არის გავრცელებული, მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იციან. მოკლული ახალგაზრდა გურიის ერთ-ერთი სოფლიდან არის. ჩვენთვის უცნობია სხვა დეტალები. “გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ... ...
  • მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს მეორე ეტაპიც დასრულდასაჯარო სკოლებში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს მისაღებად რეგისტრაცია 29 ნოემბერს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით 2019 წლის ზაფხულში განისაზღვრა საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის წესი, პირობები, ეტაპები, ვადები. პირველი ეტაპი პირველი სექტემბრისთვის დასრულდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში 106-მა პენსიონერმა მასწავლებელმა აიღო ფულადი ჯილდო. ეს თანხა სულ 932 471 ლარს შეადგენს. ყველა ამ კატეგორიის მასწავლებელს ფულადი ანაზღაურება 1 ნოემბრისთვის ჩაერიცხათ. რაც შეეხებათ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულებს, საპენსიო ჯილდოს ისინი 2020 წლის იანვრის ბოლოს მიიღებენ. პრაქტიკოსი მასწავლებელი ნიშნავს პედაგოგს, რომელიც მოღვაწეობს სკოლაში, მაგრამ არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია. ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა ახლახანს დაასრულა პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი ზაფხულში, ივლისში ... ...
  • ნიგვზიანის ბაგა-ბაღის აღმზრდელი "მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალშიაგარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული “მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალში 10 კონკურსანტი გავიდა, აქედან ორი ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან არის. ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟანა გორდელაძის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. მეორე ფინალისტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანის აღმზრდელი ნათია თავაძეა. “ძალიან გახარებული ვართ მთელი გუნდი. ახლა ველოდებით ფინალის შედეგებს. საფინალო ღონისძიება 17 დეკემბერს გაიმართება თბილისში. 6 წელია ნიგვზიანის ბაგა-ბაღში ვმუშაობ. ბაღში 75 აღსაზრდელია. ამ ეტაპზე მყავს სასკოლო ჯგუფი და ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს, რომლის უმეტესობა გარემოს დაცვის აქტივობებია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები. გვქონდა ერთ-ერთი აქცია “დარგე ერთი ხე ბაბუასთან ერთად,“ _ გვითხრა ნათია თავაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულმა კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ყველა კუთხეში და აქედან გამომდინარე ბევრი კონკურსანტი იყო. ფინალისტების გამოცხადებამდე,  ერთ-ერთი ტური  ქუთაისში გაიმართა, სადაც 17 კონკურსანტი იყო. ამ ტურში ასევე მოხვდა სოფიო სიხარულიძე, ჩოხატაურის #2 ბაგა-ბაღის აღმზრდელი, რომელსაც კარგი პრეზენტაცია ქონდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფინალში ხუთი აღმზრდელი დასავლეთიდან შეარჩიეს და ხუთი ფინალისტი აღმოსავლეთი ... ...
  • ზურაბ აბაშიძე: „ნაცმოძრაობის“ მორიგი პოლიტიკური პერფორმანსიდღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც ჩვენი მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სასტუმრო „რუმსში” გამართულ კონფერენციას – „რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში”. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ასეთ დელიკატურ საკითხებზე პოლიტიკოსთა ნაწილი კვლავ ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ თავისი ეგოისტური მიზნებით. „დღეს, სასტუმრო „რუმსში”, უმთავრესად „ნაციონალური მოძრაობის” ძალებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე, რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში. გამართულა დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუწიოს ჩვენმა საზოგადოებამ წინააღმდეგობა ასეთი ცენტრის საქმიანობას. სამწუხაროა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ მთავრობის წარმომადგენლის მიწვევა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ უცნაურია, რადგან სწორედ 28 ნოემბერს პრაღის ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რუსულ მედიაში ინფორმაცია, დეკემბრის თვეში, საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის დაარსების შესახებ. ასეთ მოწვევას და დღევანდელ კონფერენციაზე დასწრებას ალბათ სავალდებულოდაც ჩავთვლიდით, რამეთუ საზოგადოების ინფორმირებას პრაღის ფორმატში მიმდინარე დიალოგის თაობაზე უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. გასულ კვირას, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ, გვქონდა შეხვედრები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მედიის წარმომადგენლებთან და დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, რა იყო და რაზე ვიმსჯელეთ პრაღაში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურის ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია. „ეს საკითხი, სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ. ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ”, – განაცხადა ზურაბ ... ...
  • ელენე ხოშტარიას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭაევროპული საქართველოს დეპუტატს, ელენე ხოშტარიას, ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა. ხოშტარიას ჯილდო სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიურმა საბჭომ ტოლერანტობის კულტურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადასცა. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს