საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 21 იანვარს დასრულდება

საზოგადოება

საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 21 იანვარს დასრულდება

2019 იან 10 12:42:30

ოზურგეთის 43 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 21 იანვარს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ დაუდასტურა.

“თავიდანვე ასე იყო გადაწყვეტილი და 21 იანვარს დაიწყება სააღმზრდელო პროცესი.  მანამდე, კი, რამდენიმე ბაღში სარემონტო სამუშაოები იყო და ის დასრულდება“, _ გვითხრა მაკა ჭყონიამ.

როგორც ცნობილია, ზამთრის ვირუსების  გამო, სასკოლო პროცესი 18 იანვრის ნაცვლად, 21 იანვარს განახლდება.




 ახალი ამბები
  • "სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფოსგან სამაგალითო ქვეყანა შექმნა“_ დიმიტრი შაშკინი “მიხეილ სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფოსგან სამაგალითო ქვეყანა შექმნა. საქართველოს ისტორიაში ცხრა წელი ყველაზე წარმატებული იყო. ვისაც ამნეზია აქვს და არ ახსოვს, შეუძლია თვალი არქივებს გადაავლოს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა დიმიტრი შაშკინმა. მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიცია ყველა იმ სცენარის განვითარებისთვის იქნება მზად, რომლის განხორციელებას ხელისუფლება იკადრებს.  _ბატონო დიმიტრი, მმართველმა პარტიამ შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატები დაასახელა და რიგ შემთხვევებში, ცნობილია არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენელთა ვინაობაც.  ამ ფონზე, როგორ აფასებთ  მხარეთ შორის ძალთა გადანაწილებას? ფიქრობთ, რომ „ოცნება“, რომელიც არჩევნების მოგებას მის ხელთ არსებული ყველა რესურსით შეეცდება, ოპოზიციის კანდიდატს გამარჯვებულის მანტიას დაუთმობს? _ ხელისუფლებამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ გაერთიანებულ ოპოზიციას მოგება უნამუსოდ წაართვა, რაც  საქართველოს მოქალაქეებმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა კარგად დაინახეს, ამიტომ არარელევანტურია კითხვა, რამდენად შეძლებს ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებას.   გაერთიანებული ოპოზიცია ყველა იმ სცენარის განვითარებისთვის იქნება მზად, რომლის განხორციელებას ხელისუფლება იკადრებს.  _ მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, გაჟღერებულია პოზიცია, რომ ხელისუფელბა საარჩევნო კოდექსის ცვლილებას 2024 წლამდე არ აპირებს, რატომ გაქვთ მოლოდინი, რომ მილიონი ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაშიც კი მმართველს პარტიას საარჩევნო სისტემის ფორმირებაზე დაითანხმებთ? _არ არის საუბარი ხელისუფლება რაზე დაგვთანხმდება და ჩვენ რა გვინდა. მილიონი ადამიანი აპირებს ხელისუფლებას უთხრას, რომ ის საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს, არ არის სამართლიანი და არ ასახავს არსებულ პოლიტიკურ რეალობას. ნებისმიერი კვლევა არჩევნებს, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მაჟორიტარებს არც კი იცნობს. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გამოჩნდება, ხელისუფლებას რამდენად აინტერესებს ერთი მილიონი მოქალაქის პოზიცია.  _ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე  განაცხადა, ციტირება:_“ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ცხრა წელი იყო არა სისხლიანი, არამედ ყველაზე წარმატებული საქართველოს ისტორიაში“. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ პარტიას წარმატების პარალელურად, ბევრი გადაცდომა ჰქონდა, რამაც 2012 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი განაპირობა. ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, პარტიის წევრების მიერ დაშვებული შეცდომები გაანალიზდა? და ასევე, „ყველაზე წარმატებულ ცხრა წელთან“ დაკავშირებით ექსპრეზიდენტის პოზიციას ეთანხმებით? _ საქართველოს ისტორიაში ცხრა წელი ყველაზე წარმატებული იყო. ვისაც  ამნეზია აქვს და არ ახსოვს, შეუძლია თვალი არქივებს გადაავლოს. საქართველოში 2003 წლამდე რა ხდებოდა, საზოგადოებამ კარგად გაიხსენოს. ყველა მოქალაქე ნატრულობდა ერთი დღის განმავლობაში დენი ორი საათი მაინც მოსულიყო, გაზი გვქონოდა და კრიმინალის გამო ბავშვები ისე გაგვეშვა ქუჩაში, რომ მათზე არ გვენერვიულა. პედაგოგის ხელფასი 28 ლარი იყო და სკოლებში გათბობა საერთოდ არ არსებობდა. მიხეილ სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში ბიუჯეტი 12-ჯერ გაიზარდა, მან შეძლო პოსტსაბჭოურ სივრცეში არშემდგარი სახელმწიფოსგან სამაგალითო ქვეყანა შეექმნა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაცდომებს, ქვეყანა სწრაფად ვითარდებოდა და ბუნებრივია, შეცდომები დაშვებული იქნებოდა, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობა 2012 წლის არჩევნებში ავიღეთ, როცა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება აბსოლუტურად მშვიდობიანად გადავაბარეთ. _ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი სასამართლო სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მემკვიდრეობით გადმოიბარა და შეისისხლხორცა, თქვენივე კრიტიკის ობიექტად იქცა. როგორი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს და როგორია ახლა ოპოზიციის თვალით დანახული “ქართული ოცნების“ პირობებში მოქმედი სასამართლო სისტემა? _სასამართლო სისტემა, სამწუხაროდ, არ იყო ჩვენი ძლიერი მხარე. მართლმსაჯულების ფორმირებაში  მთავარი შეცდომა დავუშვით. ვერ მოვასწარით სასამართლო სისტემის რეფორმის ბოლომდე მიიყვანა, რომელიც უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანას ეხებოდა, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ჩვენ სასამართლო სისტემის კორუფციისგან გათავისუფლება შევძელით. „ქართული ოცნების“ პირობებში კი მართლმსაჯულებაში კორუფციაა დაბუდებული. ხელისუფლებამ სასამართლოს პოლიტიკური დავალებების შესრულების ნაცვლად, ფულის კეთების საშუალება მისცა. _ საქართველოში ნატოს გენერალურმა მდივამა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ციტირება _“მოგიწოდებთ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, გახდეთ ჩვენი წევრი. როგორ ფიქრობთ, დღეს ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობებს საქართველო მაქსიმალურად იყენებს? _ 2012 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, დეკლარირებას ვისმენთ იმის შესახებ, რომ ნატოში შესვლა გვინდა, თუმცა აღნიშნულისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ იდგმება. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით 2018 წლის არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, რაზეც საერთაშორისო პარტნიორებიც მიუთითებენ. ისეთი მძიმე რაპორტები, რომლებიც  2018 წლის არჩევნებზე დაიწერა, არ მახსოვს მანამდე დაწერილიყო, მათ შორის, შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც. აღნიშნული საქართველოს ევროპულ მომავალზე, ბუნებრივია, უარყოფითად ... ...
  • პოლონეთში 24 წლის ქართველი მოკლესპოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ის 24 წლის იყო, _ ინფორმაცია ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, დაჭრილია ასევე 38 წლის საქართველოს მოქალაქე. როგორც მედიაში წერენ, დაპირისპირება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი ... ...
  • რატომ შეჩერდა და როდის განახლდება ციხის მშენებლობა ლაითურშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში ციხის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. 2013 წელს კი, უკვე "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნისას, მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი აღნიშნული ციხის პროექტის გადაკეთებაზე საუბრობდა. სუბარის თქმით, ციხეში, რომელიც 4 500 კაცზე იყო გათვლილი და მისი მშენებლობისთვის გამოყოფილი იყო 60 მილიონი ლარი, ახალი პროექტის მიხედვით, 1 500 პატიმარი განთავსდებოდა. _ ეს არის საპყრობილის რეჟიმის ციხე, სადაც პატიმარს გარეთ გამოსვლის უფლება მხოლოდ დღეში ერთხელ, ერთი საათით ექნება. თუმცა, რამდენად შესაძლებელია, 4 500 პატიმრის პირობებში ეს, ცალკე თემაა. პროექტის შემცირებასთან ერთად, შემცირდება მისი მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები, რაც მოხმარდება სხვა ახალი და უფრო ღია ტიპის დაწესებულების აშენებას, სადაც აქცენტი გაკეთდება რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე, _ ამბობდა მაშინ სუბარი. დაპირებისამებრ, ციხის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. 2017 წლის აპრილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში ციხის მშენებლობის შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "გურია ნიუსი" წერდა, რომ ლაითურში მაღალი რისკის დაწესებულების მშენებლობა, რომელიც 850 მსჯავრდებულზეა გათვლილი, 2017 წლის ბოლოს დასრულდებოდა. _ მოეწყობა მაღალი რისკის დაწესებულების შესაბამისი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. ლაითურის დაწესებულება საქართველოში პირველი მაღალი რისკის დაწესებულება იქნება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აბსოლუტურად დააკმაყოფილებს, _ გვითხრეს მაშინ. მიუხედავად ამისა, ლაითურის ციხის მშენებლობა დღესაც არ მიმდინარეობს. "გურია ნიუსი" ციხის მშენებლობის დასათვალიერებლად ადგილზე მივიდა, სადაც ასეთი ვითარებაა _ მშენებლობა კვლავ შეჩერებულია, ხოლო დაწესებულების შესასვლელებთან, როგორც გვერდით, ასევე, წინ მხარეს, დაცვის თანამშრომლები დგანან. ესენი არიან წვევამდელები, რომელთაც აქ მუშაობა სამხედრო სავალდებულო სამსახურში ეთვლებათ და ბევრი ოჯახი, ასევე წვევამდელებიც, კმაყოფილი არიან, რომ მათთვის ასეთი შანსი გაჩნდა. დაცვის თანამშრომელთაგან ზოგმა გვისაყვედურა ციხის ტერიტორიასთან მიახლოების და ფოტოების გადაღების გამო: _ ჩვენ ვერანაირ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ _ მიმართეთ პრესსამსახურებს. მშენებლობა თუ არის შეჩერებული, მალე, მაისში განახლდება. აქ იქნება ბევრი სამუშაო ადგილი და ყველაფერი რომ კარგად იქნება, თქვენ თვითონ ნახავთ, _ გვითხრეს მათ და გვთხოვეს, ტერიტორია დაგვეტოვებინა. ადგილობრივ მცხოვრებთა შორის, საკმაოდ ნახავთ ისეთ ადამიანს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ციხის მშენებლობას არ ამართლებს, თუმცა, საკუთარი ვინაობის დასახელებისგან "გურია ნიუსთან" თავს იკავებენ. _ ჰკითხეს ვინმეს, მშენებლობა რომ დაიწყეს? სააკაშვილი ვის რას ეკითხებოდა, მაგრამ ესენი რას შვებიან, ვერც ეს რომ ვერ გავიგეთ? ითქვა, მშენებლობა შეჩერდება, მერე გადაკეთდებაო. იყო საუბარი იმაზეც, რომ ლაითურელებს და ასევე, გურიის მოსახლეობას აქ დასაქმების შანსი გაუჩნდებოდათ. რა კუთხით უნდა დასაქმდეს აქ ხალხი? ან რა საჭირო იყო ასეთ მიუდგომელ ადგილზე ასეთი ტიპის დაწესებულების აშენება? ერთადერთი, ეს იქნებოდა და იქნება გზა, სადაც საკმაოდ ბევრი ყოფილი ან პოტენციური დამნაშავე იმოძრავებს. ღმერთმა ქნას, სასიკეთო საქმე გაკეთდეს ამ ციხის მშენებლობით, მაგრამ ხედავთ რაიმეს სასიკეთოს? რა ვიცით, იქნებ, ჩვენ ვერ ვერკვევით, _ გვეუბნებიან ადგილობრივები. "გურია ნიუსი" პენიტენციალური სისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და დაწესებულების მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც პროექტი ექსპერტიზას გაივლის: "დაბა ლაითურში დაგეგმილია 600 პატიმარზე გათვლილი, დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულების მოწყობა, სადაც პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის შესაბამისი სივრცეები იქნება განთავსებული. ამჟამად მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების შენობის საპროექტო სამუშაოები, რის შემდეგაც ჩატარდება პროექტის ექსპერტიზა. ექსპერტიზის გავლის შემდეგ, პროექტის მიხედვით, გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი და სავარაუდოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება სამშენებლო ... ...
  • "არც წყალი, არც საქუჩო განათება _ ყველანაირად წყალწაღებულები ვართ!"გუთური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან  140 მეტრით დაშორებული სოფელია. როგორც გურულები იტყვიან, "აგერაა, ორი ფეხის ნაბიჯზე და ელანძე მიხვალ". თუმცა, სოფელში მისასვლელი გზა ორმოებითაა სავსე. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია შიდა სასოფლო გზები, რომლის მოწესრიგებას ადგილობრივები, წლებია, ითხოვენ. 2014 წლის აღწერით, სოფელში 880 ადამიანი ცხოვრობდა _ 430 კაცი და 450 მამაკაცი, თუმცა, დღეს მათი დიდი ნაწილი, ოჯახის სარჩენად ქვეყნიდანაა წასული. სოფელში განსაკუთრებით შესამჩნევია ახალგაზრდების მიგრაცია _ აქ თითო-ოროლა ახალგაზრდას თუ იპოვით და ისინიც აუცილებლად გეტყვიან, რომ სოფლიდან და რაიონიდან წასვლა სურთ. _ ისე ვიზრდებით, რომ გასართობი ადგილი არ ვიცით, რა არის. სოფელში კი არა, რაიონში არ არის იმის საშუალება, რომ ახალგაზრდამ დაისვენოს, გაერთოს _ ყველას წასვლა უნდა. აქ რომ დავრჩეთ, რა უნდა გავაკეთოთ?! ვინც კი სასწავლებლად წავიდა, არავინ დაბრუნდა. ან რისთვის უნდა დაბრუნდნენ _ სამუშაოს ვერ იშოვი. განვითარება აქ წარმოუდგენელია, _ ამბობენ ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდები, რომელთა დიდი ნაწილი სკოლის მოსწავლეა. სკოლის, რომელსაც ამ დროისთვის შენობა არ აქვს _ გუთურელი ბავშვების ნაწილი განათლებას კერძო ბინაში, ნაწილი და ადმინისტრაციულ შენობაში იღებს, რადგან ავარიული შენობა, რომელშიც წლების განმავლობაში, სიცოცხლის რისკის ფასად სწავლობდნენ, დაიშალა. მოსწავლეები და მასწავლებლები ახლა ახალი შენობის მოლოდინში არიან _ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული 7 მარტს უნდა გამოვლენილიყო, თუმცა ჩაიშალა _ მასში მონაწილე ერთადერთ კომპანიას _ "შპს ქრიათივ იმფრეშენს კავკასუსს", არასრული ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მისცეს. როგორც გავარკვიეთ, 2 470 043 ლარის ღირებულების შენობის დეტალურად დასაპროექტებლად და ასაშენებლად, რომელიც ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, 150 მოსწავლეზე უნდა იყოს გათვლილი, მალე, ხელახლა გამოცხადდება. ახალი სკოლის შენობის გარდა, ადგილობრივები ხელისუფლების მიერ საარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულების მოლოდინში არიან _ უგზოობა, უწყლობა, საქუჩო განათების არარსებობა _ ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლის მოგვარებას გუთურელები, დიდ ხანია, ითხოვენ. _ ჩვენი უბანი სხვებზე მეტად განიცდის საყოფაცხოვრებო პირობების მოუწესრიგებლობას. არც წყალი, არც საქუჩო განათება არ გვაქვს და ყველანაირად წყალწაღებულები ვართ. ყურადღებას არავინ გვაქცევს. მთავრობისგან დაპირებები ბევრი იყო, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ, მაგრამ, როგორც ხედავთ, არაფერი შეცვლილა. ჩოხატაურის მერი შეგვპირდა წყლის პრობლემის მოგვარებას. ჩვენს ქუჩაზე თეთრი ქვიშა დაყარეს, რამაც ძალიან გაგვახარა, მაგრამ პირველ რიგში, მაინც უწყლობის და განათების არქონის პრობლემაა მოსაგვარებელი, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას  მარინა ჩხიკვიშვილი. მზია უგულავასაც იგივე პრობლემები აწუხებს _ იგი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ  ზაფხულში ჭაში წყალი მცირდება და იძულებულია, მეზობლებისგან  მოიტანოს, თუმცა, ცხელ დღეებში ჭები მეზობლების ეზოებშიც შრება: _ სხვა სოფლებთან შედარებით რაიონის ცენტრთან ასე ახლოს ვართ, მაგრამ მაინც სიბნელეში და უწყლობაში გვიწევს ცხოვრება, _ გვითხრა მან. ლაურა ანთიძე და ლიანა მამალაძეც ანალოგიური პრობლემის შესახებ გვიყვებიან _ ისინი  წინასაარჩევნოდ დაპირებული წყლის პრობლემის მოგვარების  იმედად არიან. ყურადღებას სოფლის სასაფლაოს კეთილმოწყობლობაზეც ამახვილებენ და აღნიშნავენ, რომ ამ თემის მოგვარებას, რომელზეც სოფელში ბევრი იმსჯელეს, წელს ელოდებიან. თანასოფლელებისგან განსხვავებულს არც ნინო გაბუნია  ამბობს _ ისიც უწყლობასა  და ცენტრალური გზის შესახებ გვესაუბრა: _ გზის პირას ვცხოვრობთ, ეს ცენტრალური გზაა და ისეთი მოძრაობა და ხმაურია, მოტორბოლა გეგონებათ. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ბახმაროს სეზონია. არა ერთი უბედური შემთხვევა მომხდარა ამ გზაზე. კარგი იქნება, თუ სიჩქარის საზომ კამერებს დაამონტაჟებენ. მოკლედ რომ გითხრათ, ზაფხული ჩემთვის ორმაგად მძიმეა. წყლის მოსატანად მეზობლებთან დავდივარ, როდესაც სიცხეების გამო ჩემი ჭა შრება, _ ამბობს გაბუნია. გუთურელი ნუგზარ ჩხიკვიშვილისთვის უწყლობა პრობლემა მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ მისი ჭა წყალუხვი გამოდგა.  ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ცენტრალურ გზაზე, სადაც ის ცხოვრობს, ელექტროგადამცემი ბოძები სასწრაფოდ შესაცვლელია: _ ცენტრალურ ქუჩაზე, გზის პირას ვცხოვრობ. აქ ყველა მეორე ბოძი დაზიანებულია, რადგან თავაწყვეტილმა მძღოლებმა გვერდი ვერ აუარეს. ეს ბოძები დროულად არის გამოსაცვლელი და აუცილებელია, შესაბამისი ბარიერების დაყენება, რადგან აქ, ავტომანქანები დიდი სიჩქარით მოძრაობენ. ხშირია ავარიებიც, _ გვითხრა ჩხიკვიშვილმა. ჩვენი რესპონდენტების დიდმა ნაწილმა ყურადღება ფაროსანაზე გაამახვილა და გვთხოვა, ხელისუფლებისთვის ხმა მიგვეწვდინა.  გუთურელები ფიქრობენ, რომ უნდა არსებობდეს ორგანიზაცია, რომელიც შეიმუშავებდა ფაროსანას მავნეობას ცალკეული კულტურებზე და რეკომენდაციას მიაწვდიდა სოფლის მოსახლეობას, თუ როდის, რა პრეპარატით უნდა შეიწამლოს ესა თუ ის მცენარე: _ ფაროსანამ მოსახლეობას ყველაფერი გაუნადგურა _ თხილი, სიმინდი, ხეხილი. ამ მავნებელთან ბრძოლა ერთი და ორი კაცის საქმე არ არის და მას ორგანიზებულად ბრძოლა სჭირდება, რაშიც ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს, _ აღნიშნავენ გუთურელები, რომლებიც ხელისუფლებისგან მათ მიერ დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან. ჩოხატაურს მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, გუთურში ბევრი პროექტი ხორციელდება: _ არ მგონია, გუთურელების უმრავლესობის აზრი იყოს, რომ ხელისუფლება დაპირებებს არ ასრულებს, რადგან გუთურში არა ერთი პროექტი გახორციელდა. მალე, როგორც ძველ, ისე ახალ სასაფლაოსთან მისასვლელი ქუჩების მოასფალტება დაიწყება. ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაემატება გარე განათება. იწყება ახალი სკოლის მშენებლობა. ასე რომ, რაც დავპირდით უკვე იმაზე მეტია გაკეთებული და ეს პროცესი გაგრძელდება. რაც შეეხება უწყლობას, ამ სოფელს წყალსადენი არასდროს ჰქონია და ზაფხულის თვეებში ნამდვილად არის წყლის დეფიციტი. არც თვითდინებით მიწოდების საშუალებაა, ამიტომ, ვფიქრობთ, მომავალში ჭაბურღილებით მოხდეს ამ დეფიციტის შევსება ან ახალი წყალმომარაგების სისტემა უნდა მოეწყოს, რომელიც ერკეთს, ქვემო ერკეთს და გუთურს მოამარაგებს. ეს მრავალმილიონიანი პროექტია, ისეთი, როგორიც დაბაში გახორციელდა... რაც შეეხება ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, უკვე დაწყებულია ღონისძიებების გატარება, მათ შორის, საინფორმაციო ხასიათის. ორი დღის წინ ასეთი შეხვედრა სოფელ ამაღლებაში გაიმართა. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, სოფლებში უკვე ჩატარდა შეხვედრები ფერმერებთან. წელს კიდევ უფრო ეფექტური იქნება ამ მავნებელთან ბრძოლა, მათ შორის, გუთურშიც. მოუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას აქტიური თანამშრომლობისკენ. სახელმწიფო და თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს გეგმის მიხედვით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი ... ...
  • "აჩეხილი ხეები ხავსმა შეჭამა, უსამართლობამ _ მე!"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრები მარტოხელა მოხუცი, შორენა სიმონიშვილი 73 წლისაა. მას ერთადერთი და ჰყავს, რომელიც თბილისში ცხოვრობს და მისი დამხმარე არავინაა. ჯერჯერობით, შეძლებისდაგვარად შრომობს და საკუთარ თავს, როგორც თავად გვეუბნება, მეზობლების და მთავრობის შეწუხების გარეშე პატრონობს. ორი წლის წინ, "გურია ნიუსი" შორენა სიმონიშვილის ნაამბობის საფუძველზე, წერდა, რომ მის კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთში "ენერგო-პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრის თანამშრომლებმა, დაუკითხავად მოუჭრეს მრავალწლოვანი წაბლის ხე, მერე კი საუკეთესო ჯიშის ბლის ხეები და მურყანი. ფაქტი "გურია ნიუსმა" ადგილზე გადაამოწმა. შორენა სიმონიშვილის თქმით, ხეების მოჭრის მიზეზი მისსავე საკარმიდამოში გამავალი ელექტროგადამცემი ხაზებია, რომელიც, ენერგოკომპანიის თანამშრომელთა თქმით, არ უნდა დაზიანდეს. _ მაშინ მოვიდნენ და ასწლოვან ხეებთან ერთად, ოთხი ძირი საუკეთესო ჯიშის ბლის ხე მომიჭრეს. თან მითხრეს, თბილისიდან არის ბრძანება და შენ ვერ გაგიწევთ ანგარიშსო. ეს ხეები ისეთი ქარსაფარი იყო, უკეთესს ვერ ინატრებდი. ბალი და წაბლი რასაც ისხამდა, იმით თავს ვირჩენდი. მთავრობა რამეზე შევაწუხე? ზოგი რომ ყოველ კვირაში იქ დარბის, უჭირთ თუ არ უჭირთ, არიქა, ფული მომეცით, არიქა, დახმარება დამინიშნეთო, ჰგონია ვინმეს, რომ მე წამლის ფული არ მჭირდება? სულ აფთიაქში ვარ. თვალები ისე მაწუხებს, დარსა თუ ავდარში, ცრემლი მდის. რას მერჩოდნენ, სად ხდება ასე, მარჩენალი ხეხილოვნები დაუნდობლად, უბოდიშოდ მოგიჩეხონ და გაიძურწონ?! დავდივარ მას შემდეგ, ვტირი, სამართალს ვითხოვ, მაგრამ ერთი უკმეხი პასუხის გარდა, ვერაფერი მივიღე. კიდევ ერთხელ მოვადექი "გურია ნიუსის" კარს, იქნებ ვინმეს შეასმინოთ, რომ ადამიანის ასე დაჩაგვრა და აბუჩად აგდება არ შეიძლება. აბა, ერთი პატრონი მყოლოდა, თუ გამიბედავდნენ?! დამიბრიყვეს... _ ტირის ქალბატონი. შორენა სიმონიშვილი ამბობს, რომ "უგულო ადამიანებმა ეკოლოგიური კატასტროფა მოუწყვეს საკუთარ ეზოში" და გვაწვდის წერილს, რომელიც "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალიდან მისი საჩივრის პასუხად მიიღო. "ქალბატონო შორენა! თქვენი 2017 წლის 28 აპრილის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ "ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესის და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ" დადგენილების თანახმად, ელექტრული ქსელის მფლობელ პირს, ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში, ელექტროგადამცემი ხაზების მომსახურების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უფლება აქვს განაკაფების ზოლის დასაცავად აწარმოოს ხეებისა და ტოტების მოჭრის სამუშაოები. ამდენად, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვიდან გამომდინარე, ასევე, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიამ შეასრულა ვალდებულება და ჩაატარა აღნიშნული სამუშაოები. ამასთან შეგახსენებთ, რომ სპეციალური ჭრების შედეგად მოჭრილი ხე-ტყე დატოვებული იქნა ადგილზე. აქვე განგიმარტავთ, რომ ზემოთ აღნიშნული დადგენილების მეოთხე მუხლის თანახმად, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებში აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა. მათ შორის, მცენარეების, ხეების დარგვა და სხვა", _ ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს ფილიალის დირექტორი კახა ქიტესაშვილი. შორენა სიმონიშვილი გაკვირვებულია, მისივე თქმით, ასეთი უგულო პასუხით: _ გულქვა უნდა იყო ადამიანი, რომ დაწერო, ასეთი ნაყოფიერი ხეხილოვანები, უზარმაზარი წაბლისა და ბლის ხეები მოგიჩეხეთ და ადგილზე დაგიტოვეთო. ნუთუ კომპენსაციის სახით არაფერი მეკუთვნოდა? ეს აჩეხილი ხეები ხავსმა შეჭამა, უსამართლობამ კი მე შემჭამა. ორი წელია ყრია ეზოში. ზოგი კი გამოვიყენე შეშად, მაგრამ ამხელა მორების დაჩეხვა მე სად შემიძლია?! მუშაც არაა სოფელში. ხან კი მივეცი ფული ვიღაცას, რომ დამხმარებოდა, მაგრამ ყოველთვის ეს ფულიც არაა. სასამართლოში სირბილიც აღარ შემიძლია, თუმცა, ვატყობ, არავინ არაფერი შეისმინა და იძულებული გავხდები, ვირბინო სიმართლის საძებნელად, თუ მივაღწიე ბოლომდე. ჩემი სიმდიდრე 800 კვმ. მიწის ფართობია, რომელზეც ეს ხეხილოვნები გამაჩნდა, მოდგნენ და უმოწყალოდ გამიჩეხეს, _ ამბობს ის. "გურია ნიუსი" "ენერგო-პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერს, გია ნაკაიძეს დაუკავშირდა და აღნიშნული ამბავი შეახსენა. _ როდის იყო ეს ქალბატონი ჩვენთან? რაღაც არ მახსოვს. მოვიდეს ჯერ აქ. ჩვენ ადამიანი უყურადღებოდ არასდროს დაგვიტოვებია. ნამდვილად მოგვმართა? _ გვკითხა ნაკაიძემ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ორი წლის წინ გია ნაკაიძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას თქვა, რომ კონკრეტული ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა: "ასეთ სამუშაოებს აწარმოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელთანაც სათაო ოფისი დებს ხელშეკრულებას და მე, პირადად, ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ არაფერი ვიცი. არსებობს დადგენილება შეზღუდვების შესახებ, რომელიც იმ ტერიტორიებს ეხება, სადაც ელექტროხაზები გადის. დეკემბერში ასეთი სამუშაოები სოფლებში _ მაკვანეთსა და შემოქმედში ჩატარდა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობამაც იცის. სიმონიშვილის კარმიდამოში გაჩეხილი ხეების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, არც არავის მოუმართავს. სასურველია, ქალბატონმა მოგვმართოს განცხადებით, რომელსაც გადავაგზავნით სათაო ოფისში და ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ". გია ნაკაიძეს, როგორც სიმონიშვილი გვეუბნება, სწორედ ამ პასუხის შემდეგ მიმართა და მიიღო ის პასუხი, რასაც მარტოხელა მოხუცი უგულო, უპასუხისმგებლო და უსამართლო ადამიანების დაწერილს უწოდებს. ადვოკატი კახა ჩავლეშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ადამიანისთვის ასე უდიერად მოპყრობა დაუშვებელია: "შეზღუდვები არსებობს, თუმცა, ადამიანისთვის ასე უდიერად მოპყრობა დაუშვებელია. უკიდურეს შემთხვევაში, დაზარალებულმა სამართლებრივი გზით უნდა იბრძოლოს. მზად ვართ, დავეხმაროთ", _ ამბობს ის. შორენა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, სამართლებრივი გზით მოუწევს ბრძოლა.  "გურია ნიუსი" "ენერგო-პრო ჯორჯიას" პიარმენეჯერს, ეკა ურიდიას დაუკავშირდა. პიარსამსახურში შეგვპირდნენ, რომ აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთხელ მოიკვლევენ და დაგვიკავშირდებიან. ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალს შორენა სიმონიშვილის ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...