საია - კონსტიტუციის გადასინჯვის კანონის პროექტის შემუშავება ხარვეზით წარიმართა

საზოგადოება

საია - კონსტიტუციის გადასინჯვის კანონის პროექტის შემუშავება ხარვეზით წარიმართა

2018 იან 10 19:12:01

,,კონსტიტუციის გადასინჯვის კანონის პროექტის მომზადების ყველა ეტაპისათვის დამახასიათებელი არაერთი ხარვეზი, რამაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის უზენაეს კანონზე საერთო კონსენსუსის არარსებობა განაპირობა.“ - აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში, რომელიც მოიცავს საქართველოს მე-IX  მოწვევის  პარლამენტის მიერ, 2016 წლის  საშემოდგომო  და 2017 წლის  საგაზაფხულო სესიების პერიოდში, საკანონმდებლო  და საზედამხედველო  ფუნქციების  განხორცილების შეფასებას. ორგანიზაციამ აღნიშნული კვლევა საკანონმდებლო ორგანოს და ართასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ წარუდგინა.
 საიას  შეფასებით,  შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად  გამოიკვეთა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონის პროექტის მომზადების ყველა ეტაპისათვის დამახასიათებელი არაერთი ხარვეზი, რამაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის უზენაეს კანონზე საერთო კონსენსუსის არარსებობა განაპირობა. უმთავრეს პრობლემას არსებითად შემჭიდროებული ვადები წარმოადგენდა როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ასევე,  უშუალოდ საპარლამენტო განხილვების ეტაპზე, რამაც არსებითად შეზღუდა დამატებითი დიალოგისა და საერთო თანხმობის მოპოვების თეორიული შესაძლებლობა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელძღვანელის სულხან სალაძის განცხხადებით, ის ძირითადი ტენდეციები რომელიც,  ეხება  კონსტიტუციის საბოლოო ტექსტის მიღებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს,  სრული კონსესუსი ამ თემასთან დაკავშირებით არ იყო მიღწეული,
,,აღნიშნული ანგარიში  ორ მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს, ეს არის საკანონმდებლო საქმიანობა და მეორე ეს არის ზედამხედველობითიო საქმიანობა., როგორც პარლამენტის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომელსაც ის მიგნებები და ძირითადი ტენდეციები, რომელზეც  ჩვენ კვლევებში ვსაუბრობთ, სწორედ ამ ორ ფორმატშია წარრმოდგენილი. საკანონმდებლო ნაწილში, პირველ რიგში აღსანიშანავია, კონსტიტუციასთან დაკავშირებული  საქმიანობა რომელიც, ბოლო პერიოდში პარლამენტში მიმდინარეობდა. ის ძირიტადი ტენდეციები რომელიც,  ეხება  კონსტიტუციის საბოლოო ტექსტის მიღებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, სრული კონსესუსი ამ თემასთან დაკავშირებით არ იყო მიღწეული. რიგ შემთხვევებში, იყო  პროცედრული პრობლემები,  რომელიც ახლდა ამ პროცეს იგივე საკანონმდებლო საქმიანობიდან გამომდინარე, ასევე კვლევაში საუბარია პრეზიდენტის მიერ  ვეტოს შემთხვევებიდან გამომდინარე როგორ უყურებდა პარლამენტი, რიგ შემთხვევბში ჩანდა რომ პარლამენტის დამოკიდებულება ატარებდა პოლიტიკურს ხასიათს  და არა წმინდა სამართლებრივ ხასიათს იგივე კანონებთან მიმართებით, როცა ხდებოდა ვეტოს გამოყენება.“ - განაცხადა სულხან სალაძემ
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით,  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შეაფასებისას, გამოიკვეთა რიგი პრობლემები, რომელიც  შესაძლებელია შემდეგნაირად დაჯგუფდეს: 
• ერთ-ერთ უმთავრეს ნეგატიურ ასპექტს კომისიის საქმიანობისთვის განსაზღვრული ოთხთვიანი პერიოდი წარმოადგენდა, რომელიც არ იყო საკმარისი ქვეყნის უზენაეს კანონზე სამუშაოდ. 
• მიმდინარე პროცესებზე ნეგატიურად აისახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამოთიშვა. რამდენადაც, საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ განსახილველ საკითხს სწორედ პრეზიდენტის არჩევის წესი და უფლებამოსილებები წარმოადგენდა, უდავოა, რომ აღნიშნული ინსტიტუტის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. 
• იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულება არ ითვალისწინებდა კომისიის წევრი არასამთავრობო სექტორისა და საექსპერტო წრის წარმომადგენელთა შერჩევის სპეციალურ კრიტერიუმებსა და წესს, ამ დრომდე უცნობი დარჩა, რა გარემოებებზე დაყრდნობით იყო მიღებული კონკრეტული ორგანიზაციებისა და პირების შერჩევის გადაწყვეტილება. ასევე, ვერ იქნა უზრუნველყოფილი ყველა დაინტერესებული პირისთვის აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობა თანაბარ საწყისებზე.
 
• კომისია უმეტესწილად იურიდიული სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა, მაშინ როდესაც, კონსტიტუციის მრავალმხრივი ბუნების გათვალისწინებით, მასზე მუშაობა მულტიდისციპლინურ მიდგომას საჭიროებდა. შესაბამისად, აუცილებელი იყო ისეთი სფეროს ექსპერტების ჩართულობა, როგორიცაა, მაგალითად, საგარეო ურთიერთობები, ეკონომიკა, უსაფრთხოება და სხვა. 
• სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შიგნით განვითარებული პროცესების ერთ-ერთ უმთავრეს ნეგატიურ მახასიათებელს წარმოადგენდა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების ნათელი წესის არარსებობა, რამაც შედეგად არაერთი გაურკვევლობა და არასწორი მოლოდინები წარმოშვა პრაქტიკაში. 
• სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წევრთა ეფექტურ ჩართულობას აბრკოლებდა ასევე კომისიის საქმიანობისთვის დამახასიათებელი დესტრუქციულობა, რაც, რიგ შემთხვევაში, კომისიის წევრთა ნაწილის შეურაცხყოფაში, რიგ შემთხვევაში, სენსიტიური საკითხების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში, რიგ შემთხვევაში კი, არასაგნობრივ მსჯელობაში გამოიხატებოდა. 
• გარკვეული პრობლემები არსებობდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის თვალსაზრისითაც, რაც გამოიხატებოდა კომისიის რიგი წევრების არჩევის პროცესში, კომისიის არაწევრი ორგანიზაციების მოსაზრებების გაზიარების წესის არარსებობაში, გადაწყვეტილების მიღების წესის ბუნდოვანებაში, ვებგვერდზე სხდომის ოქმების გამოქვეყნების ვალდებულების დარღვევაში და, რაც ყველაზე მთავარია, სხდომებზე მედიის წარმომადგენელთა შეზღუდულ დაშვებაში. 
კონსტიტუციის გადასინჯვის კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კუთხით, გამოიკვეთა შემდეგი მნიშვნელოვანი ხარვეზები: 
• განხილვები ისე იყო დაგეგმილი და წარმართული, რომ მან ფართო საზოგადოებას არ მისცა სათანადო შესაძლებლობა, თავისუფლად და აქტიურად ჩართულიყო განხილვების პროცესში. მეორე მხრივ, ჩატარებული განხილვები არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლებას რეალურად სურდა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მოესმინა მოქალაქეების მოსაზრებები, განსაკუთრებით _ ხელისუფლების პოზიციებისგან განსხვავებული მოსაზრებები. 
• საერთო-სახალხო განხილვების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა არ არის სრულყოფილი. განხილვის წარმართვის ერთთვიანი ვადის გარდა, პარლამენტის რეგლამენტი პრაქტიკულად არცერთ საკითხზე არ ითვალისწინებს დეტალურ წესებს. შესაბამისად, არაერთი მნიშვნელოვანი პროცედურული ეტაპი მთლიანად პრაქტიკის დასარეგულირებელია. ამ დრომდე არსებულმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ დეტალური საკანონმდებლო ბაზის არარსებობა ფართო შესაძლებლობას ტოვებს, პროცესი ისე იყოს წარმართული, როგორც ეს მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია. 
• უშუალოდ საყოველთაო-სახალხო განხილვების მიმდინარეობისას გამოვლინდა ისეთი პრობლემები, როგორიცაა: განხილვების პირველი ეტაპის გრაფიკის არაგონივრულად მცირე დროით ადრე გასაჯაროება, დაბრკოლებების შექმნა განხილვებზე დასწრების კუთხით, მმართველი პოლიტიკური პარტიის, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებისა და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მობილიზება, წინასწარ შედგენილი კითხვები, დარბაზებში განთავსებულ მიკროფონებთან ადამიანთა გარკვეული ჯგუფების წინასწარ მობილიზება და სხვა. 
რაც შეეხება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებს, აღსანიშნავია შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები: 
• კონსტიტუციის გადასინჯვის კანონის პროექტის განხილვა და მიღება გაუმართლებლად შემჭიდროებულ ვადებში წარიმართა; 
• საკონსტიტუციო რეფორმის საყოველთაო კონსენსუსად ქცეული პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება მოულოდნელად გადავადდა; 
• გამოიკვეთა ქვეყნის უზენაესს კანონზე საერთო კონსენსუსის მიღწევის რეალური ნების არარსებობა როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან; 
• კონსტიტუციის გადასინჯვის კანონის პროექტი მხოლოდ ერთი პარტიის მხრიდან დამტკიცდა; 
• არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა მოსაზრება, მიუხედავად შესაბამისი პროცედურული შესაძლებლობისა; 
• ახლად დამტკიცებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, მოხდა კანონის პროექტის ინიცირება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საჭირო ცვლილებების პირველ ეტაპზევე გაზიარების პროცედურული შესაძლებლობა. 
ცხადი ხდება,  რომ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი, სხვადასხვა ეტაპისთვის დამახასიათებელი არაერთი ხარვეზით წარიმართა, რამაც საბოლოოდ მისი არასასურველი მიმართულებით განვითარება და ქვეყნის უზენაეს კანონზე საერთო კონსენსუსის არარსებობა განაპირობა. აღნიშნული, შესაძლოა, სხვადასხვა გარემოებებით და ჩართული პირების ნეგატიური როლით იყო გამოწვეული. თუმცა, რამდენადაც კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესის უმთავრეს განმახორციელებელს, ისევე როგორც გადაწყვეტილებაზე უფლებაუნარიან სუბიექტს, საპარლამენტო უმრავლესობა წარმოადგენდა, არ შეიძლება არ აღინიშნოს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესისთვის დამახასიათებელ ხარვეზებსა და ნეგატიურ შედეგებზე.
კვლევის ავტორის,  სოფო ჭარელის განცხადებით, საანგარიშო პერიოდმა კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მოიცვა. მათ შორის, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა.
,,საქართველოს IX მოწვევის პარლამენტში მიმდინარეობდა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი, რომელიც 2016 წლის 15 დეკემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნით დაიწყო,  საბოლოოდ კი, 2017 წლის 26 სექტემბერს ახალი კონსტიტუციის მიღებით დასრულდა. საანგარიშო პერიოდმა კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მოიცვა. მათ შორის, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, საყოველთაო-სახალხო განხილვები, კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში, კონსტიტუციური ცვლილებების საპარლამენტო განხილვები, ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნება, კონსენსუსის მიღწევის სირთულე ქვეყნის უზენაეს კანონთან დაკავშირებით და სხვა. 
მართალია, ანგარიში კონკრეტულ საანგარიშო პერიოდს ეხება, თუმცა, რამდენადაც ამ დროისთვის კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი განხილული და მიღებულია სამივე მოსმენით, ვფიქრობთ, სრულად შევეხოთ პარლამენტის როლს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესთან მიმართებით. კერძოდ, გამოვყოფთ ყველა იმ ძირითად ხარვეზს, რომელიც უმეტესწილად საკანონმდებლო ორგანოს ეფექტურობის ხარისხს განაპირობებდა.“ - განაცხადა კვლევის ავტორმა.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...