საია ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს აფასებს

საზოგადოება

საია ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს აფასებს

2018 ივნ 22 13:26:37

საია მიიჩნევს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის − ბესო ქათამაძის ფიზიკური შეურაცხყოფა, შესაძლოა, წარმოადგენდეს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის გამოხატვის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ქათამაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 15 ივნისს,  ამავე საკრებულოს რამდენიმე წევრმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.[1] დაპირისპირების მიზეზი გახდა მის მიერ სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებები ოზურგეთის საკრებულოს წევრების მიმართ.[2] დაზარალებული აღნიშნავს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ის დაიბარეს საკრებულოს შენობაში, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შედეგად კი, მიიღო სხეულის არაერთი დაზიანება.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პოლიციის სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

საია მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება, სავარაუდოდ, ხარვეზებით მიმდინარეობს:

- სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ერთი პირის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ბესო ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა დიდი ალბათობით, რამდენიმე პირმა მიაყენა;

- გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიუხედავად იმისა, რომ ბესო ქათამაძის მიმართ განხორციელებული ქმედება დიდი ალბათობით, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. კერძოდ, − ძალადობით, ან ძალადობის მუქარით ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

მივმართავთ საგამოძიებო ორგანოს, მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, გამოძიება აწარმოოს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, სისხლის სამართლის საქმის შესაბამისი კვალიფიკაციით.

დაზარალებული ბესო ქათამაძის ინტერესებს საია იცავს.




 ახალი ამბები
  • ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცესოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს.  გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან მწყემსი სოფლის მიმდებარე საძოვარზე დააკავეს. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ ... ...
  • ოჯახში ძალადობა, მუქარა და გამოძალვა _ სამართალდამცავებმა ლანჩხუთში 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული კ.ნ. ოჯახში ძალადობის, მუქარისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სისტემატურად სთხოვდა ფულს, თანხის მიცემაზე უარის თქმის შემდეგ კი, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, სახლიდან გაგდებითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. კ.ნ. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შვილებსაც, როდესაც ისინი მამის აგრესიისგან დედის დაცვას ცდილობდნენ.  გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის იანვარში მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მათსავე საცხოვრებელ სახლში მყოფ მეუღლეს და 250 ლარის გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც ცოლმა უარი უთხრა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებული კ. ნ. მეუღლეს დაემუქრა, რომ თუ ფულს არ გადაუგზავნიდა, ძალადობის გამოყენებით სახლიდან გააგდებდა და ფიზიკურად გაუსწორდებოდა. იგი მეორე დღესაც დაემუქრა მეუღლეს სახლის დაწვითა და სიცოცხლის მოსპობით, გვიან ღამით კი სახლის პირველ სართულზე არსებულ სამზარეულოსა და მისაღებ ოთახში ფარდებს ცეცხლი წაუკიდა.  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებისა და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ ნ.კ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავა.  გამოძიება ოჯახში ძალადობის, მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 11 პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის 1-ლი ... ...
  • შსს-მ ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვისას 1 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულმა ბათუმში, ჰეიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. „ატმეჩკის“ გამოყენებით კუპიურების მიმღები ყუთი მოხსნა, სადაც თანხა ინახებოდა. სამართალდამცველებმა ლ.შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ე.წ. ,,ატმეჩკები'', კუპიურების მიმღები ყუთი და 5 000 ლარამდე თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოკითხვისას, ლ.შ.-მ მიმდინარე წელს ჩადენილი სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის გაქურდვის ფაქტი აღიარა. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ... ...
  • შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორს პატიმრობა შეეფარდაჭავჭავაძის მშენებლობაზე მუშების დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ კომპანიის დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.  ეს კომპანია ჭავჭავაძის ხუთ ნომერში აწარმოებდა სამუშაოს, სადაც მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა. უბედურ შემთხვევას ორი მუშა ემსხვერპლა. ადვოკატი სასამართლოს გირაოს სახით 10 ათას ლარს სთავაზობდა, თუმცა, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული აღიარებს, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. თუმცა ადვოკატის განცხადებით, პასუხისმგებლობა მშენებელ კომპანიასაც ეკისრება. ჭავჭავაძეზე მუშების დაღუპვის საქმეზე შპს „ხიმიჯ სერვის 2“-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით გუშინ დააკავეს. 31 მარტს ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებარე ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, 8 საათი გაგრძელდა მეორე ცხედრის სამძებრო სამუშაო. ორივე კაცი მიწის რვამეტრიანი მასის ქვეშ იყო მოყოლილი. მიწა, სავარაუდოდ, იქ ჩამოიშალა, სადაც საძირკველი იყო გაჭრილი. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჭავჭავაძეზე მშენებლობის დამკვეთ კომპანიას საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ორ ქვეკონტრაქტორ კონპანიას კი ჯარიმა ... ...
  • სახელმწიფო აუდიტის დასკვნა და პასუხისგებაში მიცემული 6 პირი _ რა მოხდა ვანშიდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის გათვალისწინებით, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2015 წლის მანძილზე გამარტივებული შესყიდვით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოები შეისწავლა. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამუშაოების მიმწოდებელი 6 პირის, ასევე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსის მიმართ. გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის მანძილზე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული შესყიდვის ფორმით, 523 403 ლარის საერთო ღირებულების რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა სხვადასხვა სამუშაოს შესყიდვის თაობაზე. პროკურატურის ინფორმაციით, სამუშაოების შემსრულებელი შპს „ვანის საგზაო“-ს დირექტორი ბ.გ., ი/მ გ.ა., ი/მ ზ.დ., ი/მ შ.ფ. და ი/მ ა.ა., ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის გზით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს. ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გ.ნ. გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და ზემოაღნიშნულ პირებთან ანგარიშსწორება მოახდინა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების მოთხოვნათა უგულებელყოფით, რაც მას შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრას ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ავალდებულებდა. გ.ნ.-ს ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი - ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიადგა ზიანი 46 875 ლარის ოდენობით. გ.ა.-ს, ზ.დ.-ს, შ.ფ.-ს და ა.ა.-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ბ.გ.-ს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე 210-ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც შეეხება ყოფილ საჯარო მოხელეს, მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...