,,საინტერესოა, რომ საზოგადოებამ გარემოს დაცვა სერიოზულ პრობლემად აღიქვა“

საზოგადოება

,,საინტერესოა, რომ საზოგადოებამ გარემოს დაცვა სერიოზულ პრობლემად აღიქვა“

16 იან. 2018, 17:40:08

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, თბილისში მოსახლეობის უმრავლესობას 42%-ს მთავარ პრობლემად გარემოს დაბინძურება მიაჩნია. რა მდგომარეობაა საქართველოში ეკოლოგიის მიმართულებით - ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ,,ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძე გააკეთა. როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, რომ საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით უამრავი პრობლემა არსებობს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.  როგორც  მმართველი გუნდის წარმომადგენელი  ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ხელისუფლება  პრობლემის აღმოსაფხვრელად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს.

,,ასეთ საკითხებში NDI - ის კვლევებს ვენდობი  იმიტომ, რომ კვლევა გარკვეულ ტენდენციებს ასახავს. ძალიან საინტერესოა ფაქტი იმის შესახებ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გარემოს დაცვა სერიოზულ პრობლემად აღიქვა. 42-% ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ვფიქრობ,  პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა ღონისძიება უნდა განხორციელდეს. მე წინააღმდეგი ვიყავი სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტრო შეერთებოდა, რადგან იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც გარემოს დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს აწუხებს არც თუ ისე სახარბიელო შედეგს მოიტანს. მინდა გითხრათ, რომ 2017 წელს გავამკაცრეთ ნარგავების განადგურებაზე კანონი. გარდა ამისა, მივიღეთ ცვლილებები, რომლის მიხედვით ჰიბრიდული ელექტრომობილები გადასახადებისგან გავათავისუფლეთ, რამაც საკმაოდ კარგი შედეგი მოიტანა. იმედი მაქვს, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საფუძველს მოგვცემს უფრო ჯანსაღი გარემო შევქმნათ, შევზღუდოთ მშენებლობები, უფრო მეტი  რეკრეაციული ზონები: პარკები, ბაღები და გამწვანებული ზოლები შევქმნათ, რაც უკეთეს ეკოლოგიურ პირობებს შეუქმნის ჩვენს საზოგადოებას“, _ განაცხადა გიორგი გაჩეჩილეძემ.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევა საქართველოს მასშტაბით 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს  CRRC-საქართველო ატარებს.




 ახალი ამბები
  • " შესვლა აკრძალულია"- ზღვაზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდებადღეს, 9 ივლისს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. „ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში. შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები”,_ აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის ... ...
  • ფერმერები, რომლებიც სახელმწიფო მიწებს იჯარით ამუშავებდნენ, ნაკვეთების გამოსყიდვას შეძლებენფერმერები, რომლებსაც სახელმწიფო მიწების იჯარის წესით დამუშავების უფლება აუქციონის წესით ჰქონდათ მოპოვებული, ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის წესით გამოსყიდვას შეძლებენ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, რომლებიც პირნათლად, წლების განმავლობაში ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით, იმ მიწას, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ და რომლებზეც ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავდათ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში. ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა, საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით აფიქსირებდნენ“, - განმარტა პრემიერმა. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი მოქალაქეებს ბიზნესის გაფართოების და მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას ... ...
  • შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა(R)ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ონლაინ პლატფორმის - „მობილური მაღაზია გურიაში“ . https://mobmarket.ge/ ინოვაციური და უნიკალური პროექტია, რომელიც შექმნილია მხოლოდ გურიის რეგიონისთვის და მიზნად ისახავს მოქალაქეების უსაფრთხო მომსახურებას, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას, COVID-19-თან დაკავშირებული რისკების შემცირებას.„ მიმდინარე წლის მარტის თვეში, როცა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები ამოქმედდა, ჩვენ მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, რომ მიკროავტობუსები, რომლებიც იქამდე აგრარულ ბაზრებს სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებდა, „მოძრავ მაღაზიებად“ გვექცია. პროექტმა, გაამართლა და წარმატებული გახდა. დღეს ბოსტნეულით, ბურღულეულით თუ პირველადი მოხმარების პროდუქტით დატვირთული 20-მდე მიკროავტობუსი, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, ემსახურება ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. სწორედ გურიის ამ ინიციატივას პასუხობს პროექტი „მობილური მაღაზია გურიაში“, - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ. https://mobmarket.ge/ - ზე დარეგისტრირების შემთხვევაში: მომხმარებელი შეუკვეთავს და „მობილური მაღაზიის“ მეშვეობით მიიღებს მისთვის სასურველ პროდუქტს, ფერმერი/მეწარმე „მობილური მაღაზიის“ ბაზაში დაასაწყობებს სარეალიზაციო პროდუქციას, ხოლო მუნიციპალური მთავრობა კოორდინაციას გაუწევს „მობილური მაღაზიის“ პროექტს. პროექტს „ონლაინპლატფორმა - მობილური მაღაზია გურიაში“ სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SlovakAid) დაფინანსებით, მართავს ა(ა)იპ „I (პირველი) ბლოკი“ ა(ა)იპ „რეგიონი და საზოგადოებასთან“ პარტნიორობით. პროექტის მხარდამჭერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.პრეზენტაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ჩოხატაურის მერის მოადგილე მინდია ჟღერია და ფერმერები ... ...
  • შემოსავალდაკარგულთათვის კომპენსაციის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდასოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "მოგეხსენებათ, რომ დარგობრივი დახმარების გარდა ჩვენ მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას - მათი, ვინც დაკარგეს სამსახური, ან თვითდასაქმებულების, რომლებსაც ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ისინი შეძლებენ 1-ელ აგვისტომდე გაიარონ რეგისტრაცია. თუ საჭირო გახდება, ამ ვადას კიდევ გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა. დღეის მდგომარეობით, დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა ​და 139 000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი ან სამსახური. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს, და ამ მიზანს ემსახურება ვადის გახანგრძლივებაც. გარდა ამისა, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს. სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან ეს ადამიანებიც მიიღებენ", - განაცხადა ... ...
  • „იმოგზაურე საქართველოში“ _ შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ახალი პროგრამა იწყებაპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა - „იმოგზაურე საქართველოში“ დააანონსა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას პროგრამაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. „შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“ და მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ აქტიურად. პანდემიის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ უცხოელი სტუმრებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, უნდა მივეხმაროთ დარგს, ტურიზმს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტურისტულ რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები შევუმსუბუქოთ", _ აღნიშნა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...