საჯარო რეესტრი და შემოსავლების სამსახური ბიზნესის დაწყების მსურველებს ახალ სერვისს სთავაზობენ (R)

საზოგადოება

საჯარო რეესტრი და შემოსავლების სამსახური ბიზნესის დაწყების მსურველებს ახალ სერვისს სთავაზობენ (R)

2018 თებ 23 18:53:49

 იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღესხელი საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა მოაწერეს.

ორუწყებას შორის გაფორმებული მემორანდუმი მიმართულია ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირების მომსახურების გაუმჯობესებისაკენ. მემორანდუმის თანახმად, ბიზნესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად, იმავე განცხადებით, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, მოითხოვონ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში დამატებითი ვიზიტის გარეშე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ელექტრონული პროგრამის საშუალებით თავად უზრუნველყოფს განაცხადის შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებას. შედეგად კი, ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურის დასრულებასთან ერთად, სუბიექტი დარეგისტრირდება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელადაც. დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირების შესახებ შეტყობინებას დაინტერესებული პირი მის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს.

"საჯარო რეესტრსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბიზნესის სუბიექტების რეგისტრაციასთან ერთად, იმავდროულად, ერთი სარკმლის პრინციპით, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდნენ. კიდევ უფრო გამარტივებული მომსახურება უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, მსოფლიო ბანკის „Doing Business" რეიტინგშიც წინ წაიწიოს. აღნიშნული სიახლე ადასტურებს, რომ საქართველო აგრძელებს რეფორმებს ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, რაც იმედი გვაქვს, კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლების რეიტინგებში", – განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

"ჩვენ კიდევ უფრო გავუმარტივეთ მეწარმე სუბიექტებს და სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს, ერთი ფანჯრის პრინციპით მოახერხონ როგორც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ისე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრებში პირველადი რეგისტრაციის პროცედურების გავლა", –აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.

მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 190 ქვეყანას შორის, მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. რეიტინგი ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში, 10 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს. ერთ–ერთი ინდიკატორია ბიზნესის დაწყების სიმარტივე, რომლითაც საქართველო მერვედან მეოთხე ადგილზე დაწინაურდა. (R)




 ახალი ამბები
  • გიორგი მარგველაშვილი: „იმედია, როდესაც ეს რაღაც ციებ-ცხელება დამთავრდება, გაიაზრებენ“საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე სტუდენტები დაინტერესდნენ: როგორც შეაფასებდა საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს და ამ დარღვევებიდან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის საკითხს, პოლიტიკურ პროცესებში მესამე ძალის გაჩენის შესაძლებლობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას, ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების შესაძლო საკითხებსა და საზოგადოების ორად გაყოფისა და პოლარიზაციის შედეგებს. „ცოტა ხანში საქართველოს ეყოლება მე -5 პრეზიდენტი და მე, ქალბატონ სალომეს ვუსურვებ გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძალიან ნათელია, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად. არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, ამ დარღვევების მენიუში ჩვენ გვაქვს ყველა ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც თაობების განმავლობაში საქართველოში ხორციელდებოდა. ეს არის საქართველოში არჩევნების დარღვევების სრული კრებული. მაგრამ ამავე დროს ფაქტია, რომ ასე ჩატარებული არჩევნების შედეგად, ჩვენ გვყავს 20 % -ით უფრო მეტი ხმით არჩეული პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ფაქტიურად კითხვები არ ისმება. თუმცა, კითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით, როგორ გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას ხვალ და ზეგ- როგორც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ასევე იმის შესახებ, როგორი იქნება ზოგადად, საქართველოს როლი: -ის პრიორიტეტი, რითიც ჩვენ ჩვენს დღის წესრიგს ვქმნიდით ევროკავშირში, ნატოში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან; ამ როლის მიმართ დაისვა სერიოზული კითხვის ნიშნები. კითხვის ნიშნები დაისვა არა აბსტრაქტულად, არამედ რეგიონალურად“,_განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, ახლა მივედით ამ წერტილამდე, ჩვენ უნდა გავიაზროთ ამ წერტილის შედეგები ამ რეალობაში და ვიყოთ ადეკვატურები, რადგან ჩვენი პრიორიტეტი - დემოკრატიაა - რითიც ჩვენ ჩვენ თავს ვაწონებდით ჩვენი მხარდამჭერების გასამრავლებლად. „სამწუხაროდ, იმ შეცდომებს რაც დავუშვით, ვეღარ გამოვასწორებთ, მაგრამ შეგვიძლია დიალოგში შესვლა და მე საქართველოში ისეთ საარჩევნო სისტემას შევქმნი, რომელიც ცოტა მაინც დამაბრუნებს დემოკრატიული სტანდარტების ლიდერის რანგში. სამწუხაროდ, მე ამ ტენდენციას ვერ ვხედავ. სამწუხაროა, რადგან ეს არის სრული გაუაზრებლობა იმისა, რა პოლიტიკურ ვითარებაში ვართ და საქართველოში როგორ იქმნება პოლიტიკური პროცესი და როგორ იქმნება პოლიტიკური დინამიკა. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ არის შემდეგი. პრეზიდენტი ლეგიტიმურია, მე პირველივე დღეებში გამოვხატე ჩემი პოზიცია ახლადარჩეული პრეზიდენტის მიმართ და ვთქვი,  რომ მზად ვარ დავიწყო ცივილიზებულად უფლებამოსილების გადაბარების პროცესი, მაგრამ თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ამდენი დარღვევა მოუტანა ქართულ საზოგადოებას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“, პორტირებულებს ან ექპორტირებულებს, არამედ ქართულ საზოგადოებას, რადგან ეს ჩვენი პრობლემაა, ჩვენ ვართ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, ვისაც ამ სტანდარტით აფასებენ. იმედია, როდესაც ინაუგურაცია ჩატარდება და ეს რაღაც ციებ -ცხელება დამთავრდება, გაიაზრებენ, რა ქვეყანაში, საზოგადოებაში და რეგიონში ცხოვრობენ, რა გამოწვევები აქვს ამ სახელმწიფოს და რომ ნაბიჯებია გადასადგმელი“,_განაცხადა ... ...
  • ხელფასის სახით 506 778 ლარი_ დეპუტატი 69 პლენარული სხდომიდან 62-ს არ დასწრებიამე-9 საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია  პარლამენტის პლენარულ სხდომათა გამცდენ დეპუტატებს შორის, მოწინავე ადგილს იკავებს. დეპუტატის დისციპლინური მოსწრების შესახებ ინფორმაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ შეისწავლა და დაადგინა, რომ ნაყოფია 2017 წელს 69 პლენარული სხდომიდან 62-ს არ დასწრებია. ამ დროის განმავლობაში, დეპუტატი არც 73 საკომიტეტო სხდომაზე იმყოფებოდა. „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, რომელმაც დეპუტატის სახელფასო შემოსავლებიც დააჯამა, 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ხალხმა ნაყოფიას, ჯამში, 506 778 ლარი ... ...
  • „დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზად” _ ცისკარიშვილი„საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტართა შორის მომხდარი გაწევ-გამოწევა სამარცხვინო სანახავი იყო. როგორც ჩანს, დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზარდ, ვერ მომწიფდნენ. ჩვენს კანონმდებლებს არ აქვთ ამბიციური ქვეყნისთვის დამახასიათებელი დეპუტატების კულტურა, რაც სამწუხაროა“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ცისკარიშვილი „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ დღეს სახელმწიფო სტრუქტურების დამოუკიდებლობა ნულოვანია, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს. „დღეს მთავრობა და პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის პრივატიზებული. სახელმწიფო სტრუქტურების დამოუკიდებლობა ნულოვანია. დღემდე არაერთი მაგალითი გვახსოვს იმისა, რომ გუნდმა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა შექმნა, საზოგადოებისთვის დადებითი შედეგი ვერ მოიტანა“, _  აღნიშნა ... ...
  • „ივანიშვილმა რეორგანიზაცია საკუთარი თავით უნდა დაიწყოს“ _ ვახტანგ ძაბირაძე„ათეული წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფალი ერთსა და იმავეს აკეთებდა, კადრებს ცვლიდა, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოსწორებაზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენდა და თუ ასე გაგრძელდება, არც მომავალში შეიცვლება მდგომარეობა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ. ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია აუცილებელია. „მხოლოდ საკადრო ცვლილებების გახორციელებით არაფერი გამოვა, თუ ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია არ გახორციელდა და კომპლექტური სამოქმედო გეგმა არ ჩამოყალიბდა. დღეს მმართველობით სისტემაში რეფორმების გახორციელება კრიტიკულად აუცილებელია. მხოლოდ ერთ სამინისტროში გახორციელებული რეფორმა ვერ იმუშავებს“, _ განაცხადა ძაბირაძემ. ექსპერტი „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დღეს ქვეყანა კონსტიტუციის მიხედვით არ იმართება. ექსპერტი ივანიშვილს მოუწოდებს, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს. „ბიძინა ივანიშვილმა რეორგანიზაცია საკუთარი თავით უნდა დაიწყოს. საქართველოს კონსტიტუცია იმისთვის არსებობს, რომ  მისი ძალით იმართებოდეს ქვეყანა. ქვეყანაში ნომერ პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ივანიშვილმა, როცა მოუნდება მაშინ კი არ უნდა დანიშნოს, არამედ, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, თავად უნდა დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა. თანამდებობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დღეს იკავებს, კონსტიტუციურად, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს, ამიტომ ან საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდან ან მისთვის შესაფერისი ადგილი დაიკავოს“, _ აღნიშნა ... ...
  • „რატომ მაიძულებთ „ნაციონალების“ დღის წესრიგით ვიცხოვრო?!“_ ინაშვილი ჟურნალისტებს„რატომ მაიძულებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით ვიცხოვრო?!  არ მაინტერესებს“, _ განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ირმა ინაშვილმა  დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ოპოზიციის მიერ თელავში დაანონსებულ აქციას ეხებოდა. ინაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობაში ეჭვი არ ეპარება.   „სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ვერავინ იტყვის, რომ ზურაბიშვილს არ აქვს ლეგიტიმაცია. ის მეორე ტურში ნამდვილად გახდა პრეზიდენტი და მოითხოვა ქართველი ხალხის მხარდაჭერა. მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს დაიწყოს გამოძიება 780 ათასი ხმის შესახებ, რომლებიც „ნაციონალებმა“ არჩევნებში მიიღეს, რამდენად რეალურია. პარალელურად, ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიების, რომელიც ფაქტებს დადებს. არავითარი 700 ათასზე მეტი ხმა „ნაციონალებს არ მიუღიათ, რასაც დავამტკიცებ“, _ აღნიშნა ... ...

არქივი

ზაფრანი

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...

სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

ვერძი _  "მე ძალიან ვეჭვიანობ და...

ადამიანის გატაცება და ასტროლოგია

ვერძი. მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...