საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს(R)

საზოგადოება

საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს(R)

2019 დეკ 6 12:19:58

საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს.

ამჯერად, ბანკმა მომხმარებელს ონლაინ გადახდების მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი - iPay შესთავაზა.  iPay  არის სწრაფი, თანამედროვე, მარტივი და კომფორტული გადახდის გზა მათთვის, ვისაც ონლაინ შოპინგი უყვარს. iPay Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Exmpress-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური კომფორტით გააკეთონ შენაძენი ონლაინ მაღაზიაში.  iPay -ს საშუალებით ყოველ ჯერზე აღარ არის საჭირო ბარათის მონაცემების თავიდან შეყვანა.

საკმარისია საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის ან მობაილბანკის მონაცემებით ავტორიზაცია. ამასთანავე, მომხმარებლისთვის სასურველი ნივთის შესაძენად საჭირო ნაბიჯები მინიმუმამდეა შემცირებული, რადგან პროდუქტი სწორედ თანამედროვე ონლაინ შოპინგის საპასუხოდ შეიქმნა. Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს iPay მარტივი და კომფორტული ონლაინ გადახდების გარდა, აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველ პროდუქტზე განვადება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან,  ვებგვერდიდან გაუსვლელად და ფილიალში მისვლის გარეშე გააკეთოს.

გადახდის ახალი სისტემა მოსახერხებელია არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რადგან  iPay არის კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, მარტივად მართოს გადახდები, გაეცნოს ანალიტიკურ ინფორმაციას. ასევე, ერთ სივრცეში ნახოს გადახდებთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც მას მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს. ეს კი ბიზნესს დაეხმარება შემდგომ განვითარებასა და მომდევნო ნაბიჯების სწორად დაგეგმვაში.

„საქართველოს ბანკი მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის, მის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან ჩვენს მომხმარებელს ონლაინ გადახდების კიდევ უფრო სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობა აქვს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ონლაინ გადახდებში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. არსებული პროდუქტის შეთავაზება გახლავთ საქართველოს ბანკის  მიერ რეგიონის მასშტაბით open banking-ის განვითარების სტრატეგიის ნაწილი და ამ კუთხით ჩვენ ჩვენს მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ“,_განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.(R)

 




 ახალი ამბები
  • ლევან იზორია გერმანიაში ელჩად ინიშნებალევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს და გერმანიაში ელჩად ინიშნება. ამის შესახებ თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერშია მიღებული, რასაც სიამოვნებით დათანხმდა. მისივე განმარტებით, ეს არ უკავშირდება მის ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტს. POშთV-ს ეთერში იზორიამ თქვა, რომ დაზვერვის სამსახურიდან წასვლაზე განცხადება 23 იანვარს დაწერა და პრემიერმინისტრს 24 იანვარს გადაუგზავნა. მისივე განცხადებით, გერმანიაში მისი ელჩად დანიშვნის პროცედურები უკვე დაწყებულია და ის გერმანიაში ჩასვლას თებერვლის მიწურულს ... ...
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ძალა ერთობაშიას" ნაცვლად _ ფრაქციამ სახელი შეიცვალადღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ ,,ძალა ერთობაშია“ სხდომა გამართა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ფრაქციის წესდებაში ცვლილება შეიტანა. ფრაქციამ ,,ძალა ერთობაშია“ სახელი შეიცვალა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-დ დარეგისტრირდა. უცვლელი რჩება შემადგენლობა, თუმცა, თავმჯდომარე ლელა ჩახვაძე ... ...
  • ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება„აშშ ამაყობს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას რუდმა თქვა, რომ ამერიკა ქართველ პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლას განაგრძობს. „ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. ელიზაბეთ რუდმა მსოფლიოს მშვიდობის საქმეში საქართველოს წვლილი აღნიშნა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა. „ახალი ცენტრი საქართველოს დაშავებულ მებრძოლთა შესახებ პროგრამების ახალი დასაწყისია. ეს კომფორტული, თანამედროვე და უსაფრთხო რეაბილიტაციის ცენტრი უფრო მეტ დაშავებული მებრძოლისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მაღალი დონის კომპლექსურ მომსახურებას უზრუნველყოფს. ჩვენ თავად ვიხილეთ ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე და სანდოობა ბრძოლის ველზე. ეს გახლავთ შთამბეჭდავი მაგალითი საქართველოს ერთგულების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვალში ვართ მათ წინაშე, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო და ვალში ვართ ჩვენი დაშავებული მეომრებისა და მათი ოჯახების წინაშე“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის ... ...
  • ჯანდაცვის მინისტრი:ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება„ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება“- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ექთნებისთვის ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მინისტრის თქმით, სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც კლინიკებთან მოხდება ეყრდნობა იმ საერთაშორისო ნორმატივებს, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პერსონალის, აუცილებელ აღრიცხვას საავადმყოფოებში. „შესაბამისად მინდა მივცე რეკომენდაცია ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან თავიანთი ხარჯების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 520 დადგენილება, მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომელიც იყო 520-ე დადგენილებამდე. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების ინტერესებს“, - განაცხადა ეკატერინე ... ...
  • რა ეტაპზეა გამოძიება მსაჯის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც თოკზე ჩამოკიდებული იპოვესლანჩხუთელი მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, უპირველესად კი გარდაცვლილის ოჯახში, დროში გაწელილი საგამოძიებო პროცესის გამო დღემდე არსებობს. მკითხველს შევახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის მსაჯი ილო ტუღუში 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში იპოვეს გარდაცვლილი _ იგი ხეზე იყო ჩამოკიდებული, იქვე იყო მისი კუთვნილი ავტომობილიც. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მაშინ გამოძიება ფოთის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, თვითმკვლელობის ფაქტს იმთავითვე გამორიცხავდნენ გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის წევრები და ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ იგი მოკლეს. ოჯახი მომხდარს ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა და ამბობდა, რომ ილო ტუღუშს სიკვდილამდე ერთი დღით ადრე სახლში მიაკითხეს და მისგან ფულს ითხოვდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კონკრეტულ პირებსაც ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ დაძაბული შეხვედრის მიზეზი სწორედ გარიგებული საფეხბურთო თამაშები იყო. "ჩემი ქმარი  თავს არ მოიკლავდა. სახლში იყვნენ მოსულები და დამემუქრნენ. ერთმა მითხრა, მე ხვალ მივფრინავ, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. ის ერთი _ ირაკლი ბახტაძე უბრალოდახლდა . ბათუმელები იყვნენ შავი "მერსედესით". მეორე ჩხაიძეა, ლანჩხუთელი", _ ამბობდა გარდაცვლილის მეუღლე ეკა ტუღუში, რომლის ინფორმაციითაც,  საუბარი იყო 5 000 ლარზე, რომელიც, სავარაუდოდ, ილო ტუღუშს უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა, ვერ შეძლო. ეკა ტუღუში მაშინ იმასაც ამბობდა, რომ მისი მეუღლის მანქანა გატეხილი იყო. რა ხდება  გარდაცვლილი მსაჯის საქმესთან დაკავშირებით და რა ეტაპზეა ახლა გამოძიება, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი"  გარდაცვლილის მეუღლეს, ეკა ტუღუშს დაუკავშირდა. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გარდაცვლილი მსაჯის ოჯახი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად, არც არაფრის თქმა შეუძლიათ: "ერთი წელია, რაც არ დამირეკავს და არ მომიკითხავს ამბავი. შეგნებულად არ ვრეკავ _ ყოველი დარეკვისას ნერვების მოშლის მეტი არაფერი გამოდის. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა ხდება და როგორაა საქმე. ადრეც ყოველთვის მე ვრეკავდი თავად, გამოძიებიდან არასდროს შემხმიანებია ვინმე. აქეთ დარეკვის მაგივრად, სულ მე უნდა ვურეკო მაგათ?! არ უნდათ და არ იძიებენ საქმეს. აბა, სხვა რა უნდა ვთქვა?! ყველას ღმერთი დასჯის. მეტს ვერაფერს გეტყვით", _ გვითხრა სატელეფონო საუბრისას  გარდაცვლილი ილო ტუღუშის მეუღლემ.  ეკა ტუღუშის თქმით,  მისი მეუღლის გარდაცვალების საქმის გამოძიებას  გამომძიებელი გრიგოლ თოფურია აწარმოებს. "გურია ნიუსიც", შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით მეტი  ინფორმაციის მისაღებად  გამომძიებელ თოფურიას დაუკავშირდა, რომელმაც პირდაპირ, ყოველგვარი კომენტარის  გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა _ "მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს", _ გვითხრა გრიგოლ თოფურიამ. აღნიშნული უწყების პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ 33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, პროკურატურასაც დავუკავშირდით, თუმცა, იქედან ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართეს იმ განმარტებით, რომ 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში უკან მობრუნებულებს კი უწყების პრესსამსახურის სამეგრელოს ზონის კურატორმა გვითხრა, რომ ჩვენ მიერ დასახელებული საქმის გამომძიებელი გრიგოლ თოფურია პროკურატურის დაქვემდებრებაში მუშაობს და ეს გაუგებრობაც  ამიტომ მოხდა. საბოლოოდ, ძალოვანი უწყებიდან მხოლოდ მშრალი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლისა, საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 203- მუხლითაც მიმდინარეობს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვას გულისხმობს და გამოძიებას ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, გარდაცვლილის ოჯახი მომხდარს იმთავითვე ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა. თუმცა,  ოჯახისგან განსხვავებით, ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში გამორიცხავდნენ, რომ ტუღუშის გარდაცვალება გარიგებულ თამაშებთან იყო კავშირში. ამგვარ  კავშირს ლანჩხუთის "გურიას" ხელმძღვანელობაც ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...