საქართველოში პირველად სტარტაპ სასტუმროების დაფინანსება იწყება (R)

gurianews.com

საზოგადოება

საქართველოში პირველად სტარტაპ სასტუმროების დაფინანსება იწყება (R)

2017 ნოე 28 10:39:30

თიბისი ბანკი პროგრამა „სტარტაპერის" ფარგლებში ინოვაციურ პროექტს -„სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის" იწყებს და ტურიზმის მიმართულებით დაინტერესებულ პირებს უპრეცედენტო პროდუქტს სთავაზობს.

 პროექტის - „სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის" ფარგლებში, თიბისი ბანკი დააფინანსებს როგორც ბიზნესიდეას ახალი სასტუმროების ასაშენებლად  (საოჯახო სასტუმრო, ჰოსტელი, აპარტამენტი, ტურისტებზე გათვლილი განთავსების სხვა საშუალება) ისე არსებულ სასტუმროებს.

 პროდუქტის უპირატესობა და უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სესხის ძირის დაფარვას მეპატრონე სატუმროს შემოსავლების მიღების შემდეგ დაიწყებს. 

 პროექტის ფარგლებში, სტარტაპსესხის გამოყენება შესაძლებელია სასტუმროს ასაშენებლად, შესაძენად, გასარემონტებლად ან მის მოსაწყობად სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. პროექტში ჩართვა იმ სასტუმროებს შეუძლიათ, რომლებიც ტურისტულად აქტიურ რეგიონში მდებარეობს.

 „სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის" განკუთვნილია როგორც მიკრო, ისე მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის. სესხის მინიმალური მოცულობა 20 000 ლარია, ხოლო  მაქსიმალური - 3, 500 000 ლარი.  საშეღავათო პერიოდია მაქსიმუმ 30 თვე, რომელიც მოიცავს მშენებლობა/რემონტისა და ოპერირების პერიოდს. სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 120-150 თვეა.

 პროექტით -„სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის" სარგებლობისას, შესაძლებელია პარალელურად EBRD-ისა და „აწარმოე საქართველოში" პროექტებში  მონაწილეობაც,  რაც სასტუმროების მფლობელებისთვის დამატებითი შეღავათსა და სარგებელს წარმოადგენს.

 პროექტის მიზანია ქვეყანაში სტარტაპგარემოსა და ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარება.

 ცოტა ხნის წინ თიბისი ბანკმა სტარტაპერებს კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი - სტარტაპ აგროსესხიც შესთავაზა. პირველად, საქართველოში, აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დაიწყონ და განავითარონ სოფლის მეურნეობის ისეთი მიმართულებები როგორიცაა, მაღალპროდუქტიული პირუტყვის და მეფრინველეობის ფერმები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე, საკალმახე, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები.

 სტარტაპ აგროსესხით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მათ პროდუქტით სარგებლობის მომენტში საკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა აღებული ფინანსური ვალდებულების დასაფარად.

 სტარტაპერებს შესაძლებლობა აქვთ, ერთრდოულად ისარგებლონ ორივე პროდუქტით.

 პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე განაცხადის შევსება შესაძლებელია თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე  პროგრამა სტარტაპერის ვებგვერდზე www. startuperi.ge.


ნახვა: 33


 ახალი ამბები
  • მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად 26 წლის ახალგაზრდა დაიღუპათემქაზე მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.  ახალგზარდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაცვის თანამშრომლების თქმით, უსაფრთხოების ზომები მშენებარე ობიექტზე დაცულია. ისინი ასევე ვარაუდობენ, რომ დაშავებულს შესაძლოა, საქამრე გაუტყდა და ამიტომ ჩამოვარდა. როგორც ისინიამბობენ, შენობიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას ჩაფხუტი არ ეხურა. შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის ... ...
  • ოზურგეთში საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზარდათამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იმართება. თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხს იხილავენ. საჯარო მოხელეებს ხელფასები ეზრდებათ. აღნიშულთან დაკავშირებით მერიის საფინანსო სავიუჯეტო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი საუბრობს. ხელფასები ეზრდებათ, ასევე, საკრებულოს თანამდებობის პირებსაც. აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქცია „ნაციონალებმა“ პროტესტი გამოთქვეს. ბესო ქათამაძის თქმით, ისინი მხარს არ უჭერენ პროექტს, რის მიხედვითაც თანამდებობის პირებს ხელფასები უნდა გაეზარდოს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, ისინი ვალდებული არიან როგორც მერიის, ასევე, საკრებულოს თანამდებობის პირებზე საშტატო ნუსხა დაამტკიცონ. ქათამაძის თქმით, ხალხზე უნდა ვიზრუნოთ ხალხი ნაგავში იქექება, საჭმელი არ აქვთ, თქვენ კი ხელფასებს იზრდით. _ თქვენ წაგართვით რამე? _ მიმართა ქათამაძეს დეპუტატმა გოჩა კილაძემ. _ არ მოგცათ მერმა პრემია და ხელფასებს ითხოვთ, _ უპასუხა ქათამაძემ. _ ვინ კითხავს მერს პრემიების დარიგებას?! _ თქვა კილაძემ. _ მაიმუმი კაცი ხარ, _ მიმართა კილაძემ ქათამაძეს. _ მაიმუნიც ხარ და უზრდელიც, _  უმალვე უპასუხა ქათამაძემ. „ნაციონალებსა“ და „ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა. დამოუკიდებელმა დეპუტატი მაია ზოიძე დაინტერესდა თუ თანამდებობის პირებს ეზდებათ ხელფასი, რატომ არ გაიზარდა თანაშემწის ხელფასი? ამ კანონს მიხედვით, მათ უფლება აღარ ექნებათ მიიღონ პრემია-დანამატი. ყველამ ვიცით,  უამრავი სოციალურად გაჭირვებულია. ამ კანონის მიღება-არმიღებით მაინც ვერ შევცვლით ვერაფერს, ამიტომ მივიღოთ. აღნიშნულ პროექტს „ნაციონალი“ დეპუტატების გარდა მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა და ჩინოვნიკებს ხელფასები ... ...
  • ,,პირთა წრე, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს კანონი დამაზიანებელია მედიაგარემოსთვის ფართოა“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ უკრაინაში გააკეთა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  „ჩვენ მზად ვართ კონსულტაციების გაგრძელებისათვის, რაც არაერთხელ აღვნიშნეთ. ჩვენ მზად ვართ ასევე შეხვედრისათვის და სავარაუდოდ, ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, დავგეგმავთ შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე ნატა ძველაშვილი მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას და ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სამოქალაქო სექტორის,  მედიასაშაულებების, პრეზიდენტისა და მმართველი გუნიის გარგვეული წევრების  შენიშვნებს გაითვალისწინებს. როგორც ქარტიის თავმჯდომარე აცხადებს, ,,მაუწყებლობის შესახებ“ შემუშავებულ კანონპროექტში საკამოდ ბევრი ხარვეზია, რაც მედიაგარემოს განვითარებას საგრძნობლად აფერხებს. ,,იმედი მაქვს, უმრავლესობა გაითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციების,  მაუწყებლების, პრეზიდენტისა და მათი კოლეგების შეხედულებებს. იმ პირთა  წრე, რომლებიც ფიქრობენ, რომ  ეს კანონი  დამაზიანებელია მედია გარემოსთვის ძალიან ფართოა. არ შეიძლება უმრავლესობის წევრებმა შესაბამისი განხილვების გარეშე ვეტო დაძლიონ ან არ დაძლიონ. ვფიქრობ, პარლამენტარები საკითხში კარგად უნდა  გაერკვნენ, თუკი აპირებენ კენჭისყრაში მონაწილეობას. ჟურნალისტურ ეთიკის ქარტია და ჩვენი კოლეგა ორგანიზაციები ამ ინიციატივის რეგისტრაციის დღიდან ვთვლიდით, რომ  კანონპროექტში ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი არსებობდა. მაგალითად, ეს გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტენდერების საერთო სისტემიდან გამოსვლა, რომლის გათვალიწინებით,  ჩვენ აღარ გვექნება შესაძლებლობა თვალი ვადევნოთ თუ როგორ განკარგავს საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან მიღებულ თანხას და რა პრინციპით იხელმძღვანელებს, როდესაც კონკრეტულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს. მეორე საკითხია სარეკლამო შემოსავლების ზრდა, მაუწყებელი საბიუჯეტო დაფინანსებიდან ზრდასთან ერთად სცდილობს, მიიღოს გაზრდილი სარეკლამო შემოსავალი  იმ ფონზე, როცა საქართველოში სარეკლამო ბაზარი მკვეთრად მცირდება და პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფი მაუწყებელი კიდევ უფრო ცუდ როლს ითამაშებს  კომერციულ ბაზარზე.  ვფიქრობთ, რომ ძლიერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად საზოგადოებისთვის არანაკლები სიკეთეა  ძლიერი კეთილმაუწყებლების არსებობა. მესამე პრობლემური საკითხია სტარტაპები, რატომ იღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებას  კერძო კომპანიების დაფინანსებისა, მაშინ, როდესაც  ქვეყანაში სტარტაპების დაფინანსების სისტემა ისედაც არსებობს“, - განაცახდა ნატა ძველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მედიაორგანიზაციებმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართეს, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების შენიშვნები გაითვალისწინონ და ვეტო არ დაძლიონ. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველ უმრავლესობასთან შეხვედრასაც ითხოვდნენ. მათ სახელზე მომზადებულ სპეციალურ განცხადებას 52 - მა  მედიაორგანიზაციამ მოაწერა ... ...
  • ბაღებში ბავშვების დატოვების დრო შეიძლება გახანგრძლივდესმუნიციპალურმა საბავშვო ბაღებმა შესაძლოა, მოქალაქეებს გახანგრძლივებული სერვისი შესთავაზონ, _ ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „ჩემი თანამდებობაზე დანიშვნიდან დაახლოებით 10 დღეში შევხვდი მშობლების გარკვეულ ნაწილს, თითეული ბაღის წარმომადგენლებს და ბაღებში გახანგრძლივებული სერვისის შემოღების ინიციატივა 200-მდე მშობელს ჰქონდა. კერძოდ, საუბარი იყო 18:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში დამატებითი სერვისის დანერგვაზე. ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და გარკვეული კონცეფციის შემუშავებაზე ვმუშაობთ,“ - განაცხადა ... ...
  • პოლიცია თბილისის 22-ე სკოლაში ნაღმს ეძებდათბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე 22-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო. წავლის პროცესი დროებით მას შემდეგ შეწყდა, რაც შენობაში სამართლდამცველები მივიდნენ და განაცხადეს, რომ სკოლის შენობაში ნაღმის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.  სკოლის წარმომადგენლის თქმით, ადგილზე მისული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. „ჩვენი ინფორმაციით, შეტყობინება არასწორად იყო შესული. ჩვენს სკოლაში ნაღმი არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ, საუბარი იყო ბათუმის 22-ე სკოლაზე“, _ განაცხადეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. თბილისის 22-ე სკოლაში სწავლის პროცესი ამ დროისთვის განახლებულია. ... ...

არქივი

ზაფრანი

ლიფტით კოსმოსში

არცთუ დიდი ხნის წინ ლონდონის...

საოცარი ხარცხვარი

გრენლანდიაში, ჩრდილოეთ კანადასა და ალასკაზე...

უცნაური იტალიური ქორწილი

იტალიურ სოფელ კაზალ-დი პრინჩიპეში უცნაური...

შინაური სირაქლემა

ავსტრალიელ ნენ ნიუბის რამდენიმე წლის...

დაბნეული გენიოსი

დიდი ინგლისელი მეცნიერი ისააკ ნიუტონი...

თავბრუდამხვევი ქორწილი

ნიუიორკელებმა, სარა პეტიმ  და რობერტ...
კარმიდამო ჩემი

კარტოფილის სასწაულებრივი ძალა

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან...

ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა,...

მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დაცვა...

სამარხვო კერძი სოკოსგან პიურეთი

ნახევარი კილოგრამი სოკო და ორი...

სასარგებლო "სარეველები"

სასარგებლო "სარეველები" - აი, რა...

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად...

მეფუტკრე ქალის გზა _ უნდობლობიდან ძლიერი იმიჯის შექმნამდე

"მინდოდა მქონოდა ნატურალური თაფლი. ამიტომ...

როგორ გამოვიყვანოთ ცხოველი ტყავი

პატივცემულო რედაქცია, როგორც ვიცით, სამი...

დავთესოთ მწვანილეული და ცერცვი

ჩვენს მკითხველს მუდამ ვურჩევთ, რომ...