საქართველოში მიწისძვრა მოხდა
2018 სექ 20 15:32:32
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 3 კილომეტრში, სოფელ ნორიოსთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 3 ბალი იყო.