სახალხო დამცველის წერილი "ციანიდის საქმის" მოსამართლეს

gurianews.com

საზოგადოება

სახალხო დამცველის წერილი "ციანიდის საქმის" მოსამართლეს

2017 ივნ 8 16:39:18

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლეს, ბესიკ ბუგიანიშვილს წერილით მიმართავს, სადაც განმარტებულია, რომ მას დახურულ სხდომებზე დასწრების უფლება აქვს, რაც სასამართლომ შეუზღუდა: 

"ბატონო ბესიკ,

მოგეხსენებათ, 2017 წლის 30 მაისს ვიმყოფებოდი თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზი გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით. სამწუხაროდ, აღნიშნულ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მომეცა, მათ შორის, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა სახელდებით არ შეიცავს ნორმას დახურულ პროცესზე სახალხო დამცველის დასწრების შესახებ. ამასთან, როგორც ცნობილია, ბრალდებულ გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე პროცესის დახურვის საფუძველს პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს და შეისწავლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სახალხო დამცველი აფასებს და ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიშისა თუ სპეციალური ანგარიშების მეშვეობით საზოგადოებას აცნობს სახელმწიფოში უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველის კომპეტენციას განეკუთვნება სასამართლოს განხილის პროცესში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების შელახვა ან დარღვევა. ამავე კანონის მე-12 მუხლის მიხედვით კი, საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ამოწმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას, ასევე მათი დარღვევის ფაქტებს როგორც მიღებული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე, ისე საკუთარი ინიციატივით.

გარდა ამისა, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველს ასევე აქვს უფლება, გაეცნოს საიდუმლო, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. აღნიშნული კანონის საფუძველზე საქართველოს სახალხო

დამცველი რეგულარულად ითხოვს და იღებს ინფორმაციას სხვადასხვა ისეთი უწყებებიდან, რომლებიც ამუშავებენ როგორც პერსონალური, ისე – კომერციული, სახელმწიფო თუ სხვა ტიპის საიდუმლოს შემცველ დოკუმენტაციას. საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე, კანონით დადგენილი წესით, ეცნობა გრიფი „საიდუმლოს“ შემცველ დოკუმენტაციას.

შესაბამისად, სახალხო დამცველის საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონით გარანტირებული უფლებამოსილება გულისხმობს, რომ მას შეუძლია, შეისწავლოს სასამართლო განხილვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების შესაძლო შელახვის ან დარღვევის ფაქტები, რომლის ერთ–ერთ საშუალებას სასამართლო პროცესის მონიტორინგი წარმოადგენს. ზემოხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს ორგანული კანონი ანიჭებს, ერთის მხრივ, სასამართლო პროცესის მონიტორინგის უფლებამოსილებას, ხოლო მეორეს მხრივ, მათ შორის, ყველა სახის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომას.

ამასთან, ვერ გავიზიარებ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული კანონმდებლობა, კერძოდ კი – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სახელდებით არ იცნობს ნორმას დახურულ პროცესზე სახალხო დამცველის დასწრების შესახებ.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციაც და ორგანული კანონიც იერარქიულად უფრო მაღალი ძალის მქონე აქტს წარმოადგენს, ვიდრე საქართველოს კანონი. ამასთან, საქართველოს კონსტიტუცია და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს სპეციალურ კანონს, რამდენადაც აღნიშნული აქტები ადგენენ სახალხო დამცველის ექსკლუზიური უფლებამოსილების სფეროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პროცესში.

შესაბამისად, უპირატესი იერარქიული ძალისა და სპეციალური მოქმედების ძალის მქონე კანონებით დადგენილ რეგულაციას ვერ გადაწონის ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სახელდებით არ აწესრიგებს სახალხო დამცველის მანდატის შემადგენელი უფლებამოსილების ერთ–ერთ ასპექტს. სახალხო დამცველის უფლებამოსილების ფარგლების დასადგენად სასამართლომ იმ სპეციალური საკანონმდებლო აქტებით უნდა იხელმძღვანელოს, რომლებიც აღნიშნული უფლებამოსილების სფეროს ადგენენ.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო პროცესის მონიტორინგი ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს ადამიანთა სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის შეფასების პროცესში. ამასთან, სახალხო დამცველის მიერ სასამართლო პროცესის მონიტორინგი წინააღმდეგობაში არ მოდის იმ სიკეთის დაცვასთან, რამაც საქმის არსებითი განხილვის სრულად დახურვა გამოიწვია. სასამართლო პროცესზე ჩემი დასწრებით გამორიცხულია პროცესის მონაწილეთა პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და უსაფრთხოების დაცვის საჯარო ინტერესის უგულებელყოფა.

სახალხო დამცველს საქართველოს კანონმდებლობა ანიჭებს, მათ შორის, დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებამოსილებას, რაც ჩემი კონსტიტუციური მანდატით გათვალისწინებული ვალდებულების – სასამართლო განხილვის პროცესში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შეფასების – მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. აღნიშნული უფლებამოსილების რეალიზაცია არ ეწინააღმდეგება პროცესის მონაწილეთა პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და 
უსაფრთხოების დაცვის ინტერესსაც.

მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო პატივისცემა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ინტერესების მიმართ. ამასთან, ვიმედოვნებ, რომ შემდგომ სასამართლო სხდომაზე არ განმეორდება ჩემთვის მინიჭებული უფლებამოსილების უგულებელყოფა და უზრუნველყოფილ იქნება სასამართლო სხდომაზე ჩემი დასწრება.

პატივისცემით,

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველი", _ აღიშნულია სახალხო დამცველის წერილში. 


ნახვა: 95


 ახალი ამბები
  • საქართველოში "თაფლის საბჭო" შეიქმნებაგორში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თაფლის ახალი საწარმო შენდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კავკასიის ალიანსების პროგრამის ინიციატივით გამართულ თაფლის მრჩეველთა კომიტეტის პირველ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, მიიღოს ხარისხის, ერთგვაროვანი თაფლი, რომლის საექსპორტო პოტენციალს მაქსიმალურად გამოიყენებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით, ქვეყანას მაღალი ხარისხის თაფლის წარმოების პოტენციალი აქვს. „მეფუტკრეობის სექტორის განვითარება არის ძალიან კომპლექსური და დაკავშირებულია ბევრ საკითხთან, ამისათვის საჭიროა ჩვენ კომუნიკაციის პლატფორმა შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ „თაფლის საბჭო“, სადაც ჩართული იქნება სამინისტრო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები. საბჭოში მოხდება მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა. თუ ეს იქნება მობილური საბჭო და გვექნება რეგულარული შეხვედრები, მივაღწევთ პროგრესს და ოპერატიულები ვიქნებით გადაწყვეტილებების მიღებაში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისთვის, „თაფლის საბჭო“ იქნება კერძო და საჯარო უწყებების ერთობლივი გეგმის შემუშავებისათვის მნიშვნელოვანი გაერთიანება. ლევან დავითაშვილმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად მუშაობს მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით. თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას კავკასიის ალიანსების პროგრამის ხელმძღვანელი ჰელენ ბრადბერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, თაფლის სექტორის მრჩეველთა საბჭოს კომიტეტის წევრები და მეწარმეები ესწრებოდნენ. ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას ოზურგეთელი და-ძმის სიცოცხლე ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც დღეს დილით, 6 საათზე, ზესტაფონში მოხდა, ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოზურგეთელი და-ძმა ლალი და თემურ მახარაძეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ  გომიდან (შემოქმედი) იყვნენ. ისინი ამჟამად თბილისში ცხოვრობდნენ და ოზურგეთში ბებიის დაკრძალვაზე მოდიოდნენ.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში ... ...
  • ოჯახური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურში 60 წლის მამაკაცი დააკავესჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მცხოვრები 60 წლის მამაკაცი ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის მეუღლეზე წლების განმავლობაში სიტყვიერად ძალადობდა: _ სვამდა და მეუღლეს სულ აგინებდა. არც შვილებს ინდობდა. ვეღარ გაუძლო ქალმა და პოლიციაში უჩივლა, _ გვითხრეს დაკავებულის მეზობლებმა. ბრალდებულს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა.  მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • ლევან დადუნაშვილის დედა - „პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ ამ ბავშვების საქმეს“ „პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ პირდაპირ ამ ბავშვების საქმეს“ - განაცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ ანრი ოხანაშვილის კითხვის პასუხად. კერძოდ, ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, ხომ არ აქვს ლევან დადუნაშვილის დედას კითხვის ნიშნები პროკურატურის ქმედებებთან დაკავშირებით და რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე მასთან მიმართებაში. ანრი ოხანაშვილი - ზაზა სარალიძეს ჰქონდა კითხვა პროკურატურასთან მიმართებაში. თქვენ პროკურატურასთან დაკავშირებით რამე კითხვის ნიშნები ხომ არ გაქვთ მათ მოქმედებებთან? რამე კითხვის ნიშნები ხომ არა გაქვთ მათი მხრიდან მოწმეებთან მიმართებაში? მათ მოქმედებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე? თქვენთან ურთიერთობა-დამოკიდებულება როგორი იყო? რამე კითხვის ნიშნები ხომ არ გაქვთ მოწმეებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე? ნათია საყვარელიძე - „ჩვენი ურთიერთობების დასაწყისიდანვე ამ ურთიერთობას ნდობას ვერ დავარქმევდი. ადამიანი, რომელიც პირველად ვზივარ სასამართლო პროცესზე, თვითონ შემიძლია გითხრათ რა შთაბეჭდილება მრჩებოდა თითოეული მოქმედი პირიდან. რომ ესენი საკმაოდ კარგი პროფესინალები არიან, იმიტომ რომ თითოეული სასამართლო პროცესი ეს იყო ბრძოლა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის. პირდაპირ ეს ჩანდა, გასაკუთრებიოთ მაშინ როცა იყო მნიშვნელოვანი მოწმე დასაკითხი. მე ზედმეტი ურთიერთობა მათთან არ მქონია. მხოლოდ პროცესეზე ვხვდებოდი. მე პროცესუალური საქმის გამო მიბარებდნენ და იმას მაცნობდნენ. იქვე ვსვამდი ამ შეკითხვას, მე რაც შეკითხვების უფლება მქონდა, არ გვქონდა უფლება ხმის გაღების და რამდენჯერმე ფურცელზე დავწერე და ისე ვაწვდიდი. ეს შეიძლება ჩემი პირადი აზრია, მაგრამ ესეთი შთაბეჭდილება მქონდა რომ პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ პირდაპირ ამ ბავშვების საქმეს. ასეთ დამოკიდებულებას ვხედავდი. ეს ერთი და მეორეც, შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო პროცესებზე, როდესაც იყო მნიშვნელოვანი მოწმე იქ ხდებოდა ძალიან დიდი შეჯახება პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. რამდენჯერმე იყო ჩვენების ჩაგდების მცდელობა და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა რომ რამეს ისეთ ვხედავდი, რომ პროკურატურა რამეს მალავდა. ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა პირადად, მითუმეტეს მაშინ როცა იყო ამის გაპროტესტების საშუალება. განსაკუთრებით მახსენდება გ.ჯ 2-ის ჩვენება, რომელიც თითქმის ჩაგდების ზღვარზე მივიდა, რადგან ბავშვი ითხოვდა ბრალდებულების გაყვანს და მოსამართლემ ეს არ დაუშვა. ბავშვები ძალიან დაძაბულები იყვნენ და ეს ბავშვი ძალიან ცუდად გახდა. ამ ბავშვები პირდაპირი შევიწროება მოხდა მოწმის ფიზიკურადაც. არ ვიცი ეს მოლაპარაკება იყო, წინასწარი შეთანხმება იყო, მიღებული პრაქტიკა იყო თუ არა. ბავშვი ამბობდა რომ ასე ვერ ვიტყვი, ვერ ვიტყვი. თან ეს იყო პირდაპირი მოწმე ლევანთან მიმართებაში. მოსამართლე იძულებული გახდა გაიყვანეთო ეს ბავშვიო. ეს ბავშვი რომ გონზე მოვიდა, შეკითხვის გარეშე პირდაპირ თქვა ვინ იყო ლევანთან მიმართებაში. მე მგონი ეს ბავშვი საერთოდ იდგა და უყურებდა. არც ჩხუბობდა და უყურებდა, პირდაპირ ყავდა დამნაშავე დანახული. ეს იყოო, უბრალოდ მაშინ გრძელი თმა ქონდა და ახლა შეჭრილი აქვსო. მე ეს დეტალი არ ვიცოდი. ასეთი შეჯახებები ხშირად ხდებოდა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის. რაც უფრო ბოლოსკენ მიდიოდა საქმე, ადვოკატები უფრო მეტ პროვოკაციაზე მიდიოდნენ. პირველად, პროვოცირებას ვერ ვხვდებოდი რატომ ხდებოდა. მერე მივხვდი როგორც მაყურებელმა რომ დადგა პროკურორების აცილების მოთხოვნა მათი მხრიდან. ეს მე ეჭვებს მიჩენს. ძლიერები არიან და შემდეგ ეტაპზე არასასურველი პირები არიან ადვოკატებისთვის. მოითხოვეს მათი აცილება პირდაპირ. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. იგივე მოხდა დამოუკიდებელი ექსპერტის დაკითხვის დროსაც. პირად ინტერესს ნამდვილად ვერ ვხდევადი ლევანთან მიმართაბაში განსაკუთრებით და შემიძლია გითხრათ რომ ძლიერი პროფესიონალები არიან. ეს კარგად წარმოჩინდებოდა მათი კამათის დროს სასამართლო პროცესზე“ - განაცხადა ლევან დადუნაშვილის ... ...
  • "არ ვიცი, რატომ არის დაკეტილი კარი. ალბათ, ძალოვანებმა დაკეტეს" _ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსიამ დრომდე დაკეტილია ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში შესასვლელი კარი.  ქალაქ ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსი გიორგი ინწკირველი ამბობს, რომ არ იცის რატომაა დაკეტილი შენობაში შესასვლელი ძირითადი კარი. "არ ვიცი, რატომ არის დაკეტილი კარი. ალბათ, ძალოვანებმა დაკეტეს", _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

იცით თუ არა რომ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს...

მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ...

ტელეფონი-ხელთათმანი

ამერიკელმა დიზაინერმა და მხატვარმა, ბრაიან...

გინესის წიგნში შეტანილი ქვეწარმავლები

ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი...

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა...

დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...