„სახელისუფლებო სტრუქტურებში შეზრდილი მაფია“_ რა ზომების მიღებას ითხოვს საზოგადოება

საზოგადოება

„სახელისუფლებო სტრუქტურებში შეზრდილი მაფია“_ რა ზომების მიღებას ითხოვს საზოგადოება

2019 ნოე 2 10:37:56

აიკრძალოს 25-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის შესვლა აზარტულ სათამაშო დაწესებულებებში, მონაწილეობა და რეგისტრაცია,  პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მთავრობამ უზრუნველყოს ლუდომანიით დაავადებულთათვის პროგრამების დაფინანსება, მათ შორის ცხელი ხაზის შექმნა,  აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალოს ყველა ტიპის მედიასაშუალებაში და ასევე გარე რეკლამების განთავსება ბილბორდებზე, ავტობუსებზე და ა.შ. მთავრობამ წარმოადგინოს ტურიზმის ზრდასთან დაკავშირებული დასაბუთებული გრძელვადიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, კაზინოები განთავსდება ტურისტულ ზონებში,  პირველი ნოემბერი გამოცხადდეს აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის დღედ_ ეს ის  შეზღუდვებია,  რის დაწესებასაც  კამპანია „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ მოითხოვს.

ამ მოთხოვნებით აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, აქციის ორგანიზატორის,  ანა დოლიძის განცხადებით, ამ მოთხოვნებით მოხდება პეტიციის რეგისტრირება და ხელმოწერები შეგროვდება.

„ყოველი დღე თითო სიცოცხლედ გვიჯდება. თითოეულ იმ კომპანიასთან მივალთ და გავაპროტესტებთ, რომლებიც უარს აზარტული თამაშებს რეკლამირებაზე არ იტყვიან“,_ამბობს დოლიძე.

აზარტული თამაშების რეგულაციის კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ აზარტული თამაშების სფერო არ არის ბოლომდე თეთრი და თამაშისგან გამომდინარე საფრთხეების შესახებ საუბრობს.

"ეს არის მაფია,  რომელიც არის შეზრდილი სახელისუფლებო სტრუქტურებში,  განსაკუთრებით,  მმართველ ელიტაში. მას ჰყავს ძალიან სერიოზული მხარდამჭერები. მხარდაჭერა გამოიხატება ინიციატივების დაბლოკვაში და არაფრის გაკეთებაში.  ბოლო 7 წლის განმავლობაში 60 მილიონიდან 13 მილიარდამდე გაიზარდა აღნიშნული ინდუსტრიის ბრუნვა. ეს ინდუსტრია არ არის ბოლომდე თეთრი და არის სხვადასვა რისკების მატარებელი. პირველი რისკი არის ის,  რომ არასრულწლოვნების ჩართულობა არის ძალიან დიდი, მეორე რისკია ის,  რომ ფულის გათეთრების დიდ საშუალებას იძლევა და სოციალური პრობლემები მრავალწახნაგოვანი. ამ პრობლემების გამო ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა. გასულ წელს საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა რეკლამის აკრძალვას და იყო ნაწილი დიდი კომპლექსური პროექტის, რომელიც გულისხმობს ამ სფეროს დარეგულირებას",_ ამბობს გოგიჩაიშვილი.

აზარტული თამაშების კვლევის და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ბესელია კი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მძიმე შედეგებზე საუბრობს.

მისი თქმით, თბილისში მოზარდების 48%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან და ამას ყოველგვარი სირცხვილის და დამალვის გარეშე აფიქსირებენ, იმიტომ რომ თამაში არის ტრენდული. ტრენდული კი  სათამაშო ბიზნესის მიერ რეკლამირებაში  უდიდესი თანხების ხარჯვამ გამოიწვია.

გუგა ბესელია ასევე ამბობს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ლუდომანია ფსიქკური დაავადებების რიცხვში შეიყვანა, საქართველოში კი მას დააავადების სტატუსი მინიჭებული არ აქვს.

ლუდომანიის, როგორც ქვეყნის უმძიმეს სენად აღიარებას ითხოვს „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“  ხელმძღვანელი, თამარ ჯაფარიძე.

"შავმა ბიზნესმა ყველა ჯანსაღი ბიზნესი შეისრუტა საქართველოში. ბიზნესი, რომელიც ორიენტირებული იყო ქართულ ეკონომიკაზე სიბინძურეში გახვია. ვალდებულები ვართ გავერთიანდეთ. ადამიანები ითხოვენ შველას. მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს, აკაკი ზოიძეს, აღიარეთ ლუდომანია ჩვენი ქვეყნის უმძიმეს სენად",_ განაცხადა ჯაფარიძემ.




 ახალი ამბები
  • სად გაიყიდება თბილისში ხილ-ბოსტნეულითბილისში ხილ-ბოსტნეულის დეფიციტი არ იქნება. მოვძებნეთ ალტერნატიული სამი სავაჭრო ცენტრი გლდანში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე და ორხევში, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიყიდება, - ამის შესახებ სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, თენგიზ კალანდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „იმედის დილა“ განაცხადა. „ახალი სავაჭრო ობიექტი სთავაზობს თავის ფართს მათ ვინც ვაჭრობდა სხვა ბაზრებში. შესაბამისი პირობებით. ამ რეკომენდაციის იმედი გვაქვს რომ შევაჩერებთ ინფექციას. რაც შეეხება რეგიონებს, იქ თანამშრომლობენ ბაზრების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სესი-ს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბაზრები გაიხსნება,“_ აღნიშნა კალანდაძემ. მისი თქმით, აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით შემუშავდა სტანდარტი, რომელსაც სესი გააცნობს ბაზრების წარმომადგენლებს. „ბაზარში შესასვლელი უნდა იყოს სხვა და გამოსასვლელი სხვა. ყველას უნდა ეკეთოს პირბადე. გამყიდველები დაშორიშორებულები უნდა იდგნენ. 70 წელზე ზევით პირები არ მოძრაობდნენ ამ ტერიტორიაზე. ყველა მანქანას უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. ბაზრებში ერთ დღეს უნდა იყიდებოდეს ხილი მეორე დღეს ბოსტნეული, “_ განაცხადა კალანდაძემ. კალანდაძის ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტები კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შემდეგაც იმუშავებს. „ფართები კომპანია „ჯიბეს“ ეკუთვნის, რომელსაც ბაზარზე აქვს პირველად მოხმარების პროდუქტი. ისინი აკეთებდნენ ინფრასტრუქტურას. ჩვენ მოვახდინეთ ის რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან დავაკავშირეთ ფერმერებთან და მოხდება ბოსტნეულის წამოღება რეგიონებიდან. პროდუქცია ახალ წერტილებში გაიყიდება,"_ აღნიშნა კალანდაძემ. წყარო: ... ...
  • შს მინისტრის მოადგილე: დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, ოჯახური ძალადობის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ  ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ზე, "ღამის კურიერის"   ეთერში  საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში არსებული ვითარების და სამინისტროს მიერ დანაშაულის შემცირების მიზნით განხორცილებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. „პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში იცავენ როგორც იმ დადგენილების პრინციპებს, რომლებიც წეღან აღვნიშნე, ასევე,  საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ზრუნავენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე. ამ მიმართულებით, ჩვენ, წინა პერიოდთან მიმართებაში კლება გვაქვს გარკვეული კატეგორიის დანაშაულებში, როგორიც არის , ქონების, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ეს არის - ძარცვა , ქურდობა , ყაჩაღობა და ასევე, ოჯახური დანაშაულები. ეს რა თქმა უნდა, არის იმ ბიჭების და იმ პოლიციელების დამსახურება, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ქუჩაში, იმისთვის, რომ დაცული იყოს მოქალაქეების ინტერესები",_ განაცხადა კახაბერ საბანაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ მოიმატა კარანტინის პირობებში ოჯახურმა დანაშაულმა, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ პირიქით, კლებაა ამ მიმართულებით. „მე მოგახსენებთ, რომ ამ პერიოდისთვის, ჩვენი დაკვირვებით, პირიქით, კლება გვაქვს ამ მიმართულებით. ეს,  რა თქმა უნდა, დამსახურებაა ჩვენი საზოგადოების თვითშეგნების ზრდის და ამავე დროს , პოლიციელების აქტიურობის. ჩვენ მზად ვართ, პროაქტიულ რეჟიმში ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტია ეს მიმართულება და ოჯახში ძალადობა ყოველთვის აღკვეთილი იქნება საწყის ეტაპზე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა იმ პირობით მსხვერპლს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს ამ მიმართულებით გარკვეული, ასე ვთქვათ, პრეტენზიები ან გართულებები და პოლიცია იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, გვექნება შესაბამისი შედეგი",_აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ,  კახაბერ  ... ...
  • ქუთაისის მერმა,შესაძლოა, პოსტი დატოვოსქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს.  ინფორმაციას  "პირველი არხი" ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, ჭიღვარია წასვლის შესახებ განცხადებას  დღეს დაწერს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭიღვარიას გადაწყვეტილების მიზეზი. "გურია ნიუსი" შეეცადა ქუთაისის მერთან დაკავშირებას, თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ცნობისთვის, გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერად 2017  წელს ... ...
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...