სახელმწიფო აუდიტის დასკვნით გამოწვეული დაპირისპირების ახალი ტალღა მუზეუმებში


საზოგადოება

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით გამოწვეული დაპირისპირების ახალი ტალღა მუზეუმებში

13 თებ. 2020, 16:36:57

"გამაოგნებელი სიცრუე და ტყუილი,  რომელიც არ შეესაბამება რეალობას და აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს _ ასე შეიძლება ეწოდოს სახელმწიფო აუდიტის დასკვნას მუზეუმების შესახებ", _ ასე ეხმაურება სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ლანჩხუთის ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს  მუზეუმის ხელმძღვანელი მაია ჩხაიძე.

საქმე ისაა, რომ სახელმწიფო აუდიტის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის  ანგარიშში ერთ-ერთ მუხლად მუზეუმების საკითხიც მოხვდა.

კერძოდ, აღნიშნულ დოკუმენტში მუზეუმებთან მიმართებაში წერია, რომ "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში ფუნქციონირებს: მხარეთმცოდნეობის; ვ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს; სპორტისა და თ. ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმები. ქალაქ ლანჩხუთში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ფუნქციონირებს 1998 წლიდან. ის არის მრავალპროფილიანი და მასში ინახება სხვადასხვა ექსპონატი, ისტორიული წარსულის ამსახველი სპორტული და კულტურული ექსპოზიციების დედნები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ვ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს, სპორტისა და თ. ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმებიც მდებარეობს ქალაქ ლანჩხუთში, სხვადასხვა შენობაში. მათში, ძირითადად, წარმოდგენილია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსებული სხვადასხვა ექსპონატის და სურათის ასლები. აღნიშნულ სამ მუზეუმში დასაქმებულია 16 პირი, რომელთა ხელფასებზე 2017-2018 წლებში დაიხარჯა 98.7 ათასი ლარი".

სწორედ სახელმწიფო აუდიტის მიერ დადებულმა ამ დასკვნამ გამოიწვია თეატრისა და კინოს მუზეუმის ხელმძღვანელის უკმაყოფილება, რომლის თქმითაც, აუდიტის ანგარიშის ეს ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"ამის საფუძველს მაძლევს შემდეგი გარემოებები: ექსპონატების რაობის თაობაზე დასკვნის ერთადერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუზეუმების ფონდების შესწავლა (სხვა ალტერნატიული მეთოდი არ არსებობს). აუდიტორებს კი თვალითაც არ უნახავთ მუზეუმების (ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს, სპორტის, თ. ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა) ფონდები.

 მუზეუმის ფონდის შესწავლას უნდა აწარმოებდეს, მხოლოდ და მხოლოდ დარგის სპეციალისტები, მუზეუმმცოდნეები და ექსპერტები და არა, მაგალითად, ხიდის სპეციალისტები.

 ე. წ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია მხოლოდ ფრაგმენტული მასალა სხვადასხვა ტიპის ექსპონატებისა, ხოლო ძირითადი ბაზა, პროფილის მიხედვით, განთავსებულია ზემოთ ჩამოთვლილი მუზეუმების ფონდებში.

როგორც ვვარაუდობდი და ვწერდი კიდეც, სამწუხაროდ, ორკესტრირებულად გვიტევენ. მარათონში, რომელიც ე.წ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა წამოიწყო, დიდი ალბათობით, მონაწილეობენ  ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელობა და მერიის თანამშრომლებიც, ძირითადად, პორტირებული 5-იანები", _ ამბობს მაია ჩხაიძე.

საკუთარი ღირებულებებისა და სტატუსისთვის დაპირისპირება ლანჩხუთში მოქმედ მუზეუმებს შორის კი წლებია გრძელდება. მაგალითისთვის, გასულ წელს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ერთობლივი წერილით მიმართეს, სადაც  ითხოვდნენ "კუთვნილ სტატუსს შესაბამისი ანაზღაურებით".

"მოვითხოვთ: მხარეთმცოდნეობის და ეგ. ნინოშვილის მუზეუმები დარჩნენ, როგორც ძირითადი მუზეუმები და მოგვემატოს ხელფასი, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებშია.

თ. ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი არის ბიბლიოთეკა და შეუერთდეს ცენტრალურ ბიბლიოთეკას, ვ. წულაძის სახელობის თეატრის მუზეუმი შეუერთდეს თეატრს განყოფილების სახით, ხოლო სპორტის მუზეუმი სპორტულ განყოფილებას. საკასო აპარატი და ბილეთები მხოლოდ ჩვენთან  და ნინოშვილის მუზეუმში მოქმედებს და რატომ უნდა ვიყოთ მათთან გათანაბრებულები. მით უმეტეს, რომ სადაც უნდა იკითხოთ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმები ყველგან პრიორიტეტულია.

გთხოვთ, აღნიშნული საკითხი, ასევე, განიხილოს შესაბამისმა კომისიებმა და სამუშაო ჯგუფებმა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მოთხოვნებს გულისხმიერად მოეკიდებით და მოგვანიჭებთ კუთვნილ სტატუსს შესაბამისი ანაზღაურებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით, მივმართოთ სხვა ზომებს", _ ეწერა აღნიშნულ წერილში.

თეატრისა და კინოს მუზეუმის ხელმძღვანელის, მაია ჩხაიძის პოზიციით კი, "კანონი მუზეუმების შესახებ გაგვიმარტავს, რომ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდი სრულად უნდა იყოს დაკომპლექტებული  _ მხარის ბუნების, ისტორიის, კულტურის, ეკონომიკის უნიკალური ექსპონატებით. გამომდინარე იქედან, რომ მუზეუმი სრულფასოვნად ვერ პასუხობდა კანონით გათვალისწინებულ გამოწვევებს, წარმოიშვა აუცილებლობა სხვადასხვა ტიპის მუზეუმების დაფუძნებისა".

მოკლედ,  მუზეუმები საკუთარი ღირებულებებისა და სტატუსის შესანარჩუნებლად  დათმობაზე წასვლას არ გეგმავენ და  უახლოეს პერიოდში ერთობლივი პრესკონფერენციის გამართვას აანონსებენ.




 ახალი ამბები
  • ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავსდღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში იწყებს. ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლსიმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე ... ...
  • დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლია მოსალოდნელისინოპტიკოსები დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლს პროგნოზირებენ. ქუთაისში დღისით +3 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლია მოსალოდნელი, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდები ასევე ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები იქ +3 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე თოვაა ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი. თოვლია მოსალოდნელი ზუგდიდშიც. ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 იქნება. თოვს სოხუმშიც, ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში თოვს. დღისით ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლი და 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც 0 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში -3 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა იქ -12 გრადუსამდე დაიწევს. ასევე თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც -3 გრადუსი და მცირე ნალექია იქნება. ღამის განმავლობაში -10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, -4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -16 გრადუსი იქნება. გორში თოვლი და +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში თოვლი და -6 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსი იქნება. თოვს ომალოშიც, ჰაერის ტემპერატურა დღისით -7 გრადუსი იქნება, ღამე კი -12 გრადუსამდე დაიწევს. ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 0 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავშიც. აქ დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსია მოსალოდნელი. მცირედ მოღრუბლული დღეა ნავარაუდები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -5 გრადუსი იქნება. რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლწყაპია მოსალოდნელი თბილისში. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი ... ...
  • ნათლისღების განთიადს ოზურგეთი თოვლით შეხვდადღეს, დილაადრიან, ოზურგეთში თოვლის მცირე საფარი იდო. თუმცა, დილის ცხრა საათის შემდეგ თოვა მატულობს. ოზურგეთის ქუჩებში ტრანსპორტი ნორმალურად მოძრაობს. „გურია ნიუსი“ მთიანი სოფლების გამგებლებს დაუკავშირდა. ყველაზე ადრიანად სოფელ მთისპირის წარმომადგენელი გამოგვეხმაურა._ ჩვენთან შეუჩერებლად თოვს. თოვლის საფარი ამ წუთებში დიდი არ არის. თუმცა, ასე თუ გაგრძელდა თოვა, რა თქმა უნდა, მოიმატებს. მე ახლა გავდივარ სოფელში, შემოვლაზე, _ გვითხრა მაია ... ...
  • ბაკურიანში დიდი თოვლი მოვიდაკურორტ ბაკურიანში დღეს დიდი თოვლი მოვიდა _ კადრებს სოციალური ქსელის მომხმარებელი ივა სირაძე ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტო ცნობით, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი _ 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება; 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • გაბუნია ვაქცინაციაზე: ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი არის მოზრდილი მოსახლეობის 60%ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ვაქცინაციაზე საუბრისას ამბობს, რომ იმუნურობის საჭირო დონის მისაღწევად, ზრდასრულების 60%-ის აცრაა საჭირო. "სამიზნე მაჩვენებელი - ეს არის საორიენტაციო, თუმცა ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი, რასაც ჩვენ გვინდა, რომ მივაღწიოთ ქვეყნის კორონავირუსული ინფექციისაგან დასაცავად - არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც იქნება იმუნურობის დონის გარანტია, რომ მოვახერხოთ ეკონომიკის სტაბილური და უსაფრთხო გახსნა გრძელვადიან პერსპექტივაში. პირველი ჯგუფი არიას ჯანდაცვის პროფესიონალები, შემდეგ ამას მოჰყვება ასაკობრივი პაციენტები და მაღლი რისკის სხვა ჯგუფები", - ამბობს გაბუნია. ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ ტექნიკური სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. "ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა პარასკევს დასრულდა. მასში 82 სპეციალისტი იყო ჩართული. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს უკვე გეგმის ვერსიას, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში დასამტკიცებლად გამოიგზავნება. ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე ეს დასრულდება. გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც მაღალი რისკის ჯგუფებიდან მოხდება ვაქცინაცია, მოსახლეობის იმ ჯგუფებამდე, რომელსაც რისკი მაღალი არ აქვს, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მათი მოცვა მნიშვნელოვანია". ამავე ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....